ფლავი ხორცით და კომშით

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

ნახევარი კილო კომში

1 სუფრის კოვზი შაქარი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

მომზადების წესები :

ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ.

ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ კომშის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი და  ცოტა ძირა ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი , ცოტა რომ მოიხარშება ,დავაწყოთ კომშის ნაჭრები ,დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!

 

კომში ხორცით და ბრინჯით – უზბეკური სამზარეულო

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი

ცხვარი – 600 გრ  ან ქათმის და საქონლის ხორცი, 2;1 პროპორციით

ხახვი – 1 თავი 

დუმა  ან ცხიმი  – 100 გ

მრგვალი ბრინჯი – 1/2 ჭიქა

წყალი 

ძირა – 5 გ

ქინძი – 5 გ

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა და მოვაჭრათ  ქუდი.

2. ცხვრის ხორცი გავატაროთ.ხახვი კი კუბებად დავჭრათ.

3.დავჭრათ ცხვრის დუმა.

4.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ბრინჯი,წვრილად დაჭრილი დუმის ნახევარი  ან ცხიმი,სანელებლები,მარილი,წიწაკა.

5.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსახური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

7.მივირთვათ არაჟანთან ერთად .

კომში ცხვრის ხორცის ფარშით

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი.
ცხვარი – 600 გრ
ხახვი – 2 თავი 
დუმა  – 100 გ
წყალი 
ძირა – 5 გ
ქინძი – 5 გ
მარილი გემოვნებით
წიწაკა გემოვნებით

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა. მოვაჭრათ  ქუდი.

2. ხორცი მსხვილად დავკეპოთ ,ხახვი კი კუბებად.

3.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,ვუმატებთ მარილს,წიწაკას და სანელებლებს.

4.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

5.დავჭრათ ცხვრის დუმა.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსხური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

კომშუს პიურე ხორცეულისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

30 გრ.შაქარი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ,დავაყაროთ შაქარი , დარიჩინი და დავაბლენდეროთ.

კომშის პიურე მზად არის.

მეორე ვარიაცია

1,5 კომში

80 გრ.შაქარი

60 გრ.კარაქი

ლიმონი

0,5 გრამი წვრილად დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი ,,დავაყაროთ შაქარი , ჩავაგდოთ კარაქი და სუსტ ცეცხლზე ვხარშოთ 10-12 წუთი.

სითხე გადავღვაროთ .

კომში დავაბლენდეროთ .

პიურეს დავუმატოთ ლიმონის წვენი,ცედრა და წიწაკა.

კომშის პიურე განასაკუთებით უხდება ღორის ხორცს,ინდაური ფილეს და იხვის ხორცს.

მესამე ვარიაცია 

1 კგ.კომში

1 ჩაის კოვზი თაფლი

მარილი

სანელებლები

მომზადების წესები ;

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ,დავამატოთ თაფლი, , დარიჩინი ან ჯანჯაფილი და დავაბლენდეროთ.

თუ სოუსი გვინდა იყოს ცხარე.მაშინ ვუმატებთ წიწაკას.

ბადრიჯანი ფარშით – თურქული სამზარეულო

ინგრედიენტები :

ბადრიჯანი – 6

ფარში – 250 გრ

ტომატ -პასტა –  1 სუფრის კოვზი

კეტჩუბი –  1 სუფრის კოვზი

ხახვი –  1

პომიდორი – 2

ნიორი  – 2 კბილი

პაპრიკა –  1ჩ.კოვზი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები ;

ბადრიჯანს კანი ყველა მხრიდან ლენტივით ავაჭრათ, ერთ ადგილას  სიგრძეზე ჩავჭრათ ,მოვათავსოთ 20 წუთი მარილწყალში,რომ სიმწარე გამოუვიდეს.

ბადრიჯნები დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე ისე,რომ ჩაჭრილი მხარე ზემოდან მოექცეს.ზეთი ბარიჯნებსაც წავუსვათ და ღუმელის ტაფაზეც მოვასხათ და  გამოვაცხოთ.

გახურებულ ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი,შემდეგ კი მათთან ერთად ფარში.დავუმატოთ მარილი,წიწაკა,კეტჩუბი,პაბრიკა.

ხის კოვზისა და დანის დახმარებით ჩაჭრილ ადგილას ბადრიჯანი გადავხანათ,მივცეთ ნავის ფორმა,ამოვავსოთ ფარშით,ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები და წიწაკა,მოვაყაროთ მწვანილი.

1 სუფრის კოვზი ტომატი გავხსნათ წყალში და დავასხათ ბადრიჯნებს.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

 

ბუღლამა – კახური სამზარეულო

ინგრედიენტები :

200 გრ.ცხვრის ხორცი

350 გრ.ხახვი

200 გრ.ალუჩა

2 კბილი ნიორი

70 გრ.ქინძი

40 გრ.პიტნა

50 გრ.კამა

შავი პილპილი 1 ჩ.კოვზი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ცხვრის ხორცი დავჭრათ წვრილად დამოვხრაკოთ ხახვთან ერთად.ქვაბში სითხე  თუ დაშრა , წყალი დავუმატოთ.

ქვაბში ჩავყაროთ ალუჩა,,დასრესილი ნიორი და ვშუშოთ 30-40 წუთი ხორცის დარბილებამდე.თუ ალუჩა ან ტყემალი არ გვაქვს,ბოლოს  ჩავასხათ თეთრი ღვინო.

კერძს დავუმატოთ მწვანილი,მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი.ვშუშოთ კიდევ 5 წუთი.

უგემრიელესი კერძია სამხარზე.

რჩევა: კერძის მომზადებისას არ გამოიყენება მარგარინი ან კარაქი.თუ ცხვირს ქონი არ გვაქვს,გამოვიყენოთ  ზეთი.

ღუმელში გამომცხვარი ბატკნის ხორცი ახალი კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

ბატკნის  ნეკნები ან ბარკალი

250 მლ.მაწონი

2 თავი ხახვი

50 მლ.წყალი

1 ს.კოვზი ღვინო

1  კონა ტარხუნა

1 ჩ.კოვზი მარილი

თავი ახალი ნიორი

1 კგ ახალი კარტოფილი

5-6 ცალი სატაცური თუ სურვილი გვაქვს.

მარილი გემოვნებით

0,5  ჩა.კოვზი შავი დაფქული  წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესები :

მარინადისათვის : თასში ჩავყაროთ  დაჭრილი ხახვი, ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,მოვასხათ ღვინო,წყალი,მაწონი და ავურიოთ კარგად.

ბატკნის  ნეკნებს ან ბარკალს შევაზილოთ მარინადი  ,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ მთელი ღამე .

მეორე დღეს ბატკნის  ნეკნები ან ბარკალი მარინადიდან ამოვიღოთ,კარგად გავამშრალოთ, ორიევ მხრიდან მოვასხათ ზეთი ,მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30  – 50 წუთი გამოსაცხობად.შევეცადოთ ძალიან არ გამოვაშროთ.

სატაცური დავჭრათ.იგი ბატკნის ხორცს ძალიან უხდება.

ახალი კარტოფილი მოვწალოთ,მოვაყაროთ დაჭრილი ახალი ნიორი,მარილი,დაჭრილი სატაცური( სატაცურს მოწალვა არ უნდა),მოვასხათ ცოტა ზეთი და დავდოთ ბატკნის ნეკნები ან  ბარკალი და ბოლო 15 წუთი ერთად გამოვაცხოთ ღუმელში.

მივირთვათ მაწვნის სოუსთან ერთად.

შავ ღვინოში ჩაშუშული ბატკანი ახალი კარტოფილით

ინგრედიენტები :

500 გრ.ბატკანი ( რბილი)

300 გრ.ახალი კარტოფილი

4 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

2 მწვანე წიწაკა

400 გრ.პომიდორი

200 მლ.შავი ღვინო

1 ს.კოვზი ტომატ-პასტა

50 მლ.ზეთი

ქონდარი გემოვნებით

ქინძი გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

უძვლო ბატკნის ხორცი დავჭრათ კუბებად.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ბატკნის ხორცი.

ახალი კარტოფილი დავჭრათ რგოლებად.

ხახვი დავჭრათ წვრილად.

ბატკნის ხორცის შეწვას ცოტა რომ დააკლდება,დავუმატოთ ჯერ კარტოფილი,შემდეგ ხახვი და ჩავახეხოთ ნიორი,ცეცხლს დავუწიოთ,თავსახური დავახუროთ და ვშუშოთ.

კანგაცლილი პამიდორი წვრილად დავჭრათ,შევურიოთ სანელებლები,ტომატ პასტა , დავასხათ ბატკნის ხორცს,ცეცხლს ავუწიოთ საშუალოზე ,მოვასხათ 100 მლ.წყალი და თავღია ჭურჭელში ვშუშოთ.პამიდვრის დაწევამდე.


კერძს მოვასხათ შავი ღვინო და თავღია ჭურჭელში ვშუშოთ.

კერძს მოვაყაროთ დაჭრილი წიწაკა.

 

 

 

 

 

ბატკნის,ხბოს,ქათმის ხორცის ,სოკოს ჩაქაფული .

ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძია.ჩვენ გთავაზობთ ამ შესანიშნავი კერძის კლასიკურ  და არატრადიციულ რეცეპტებს.

ბატკნის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცი დავჭრათ . გაგრძელება >>>

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ. ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

ცოტა პიტნა ან წიწმატი თუ სურვილი გვაქვს

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა ან გემოვნებით.

1 თავი მწვანე ნიორი

მომზადების წესები :

ხბოს გარეცხილი  ხორცი დავჭრათ ,ჩადოთ ქვაბში.

ქვაბის ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი,დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ საკუთარ წვენში.

გაგრძელება >>>

ქათმის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ქათმის ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

ნახევარი თავი ხახვი

ცოტა კარაქი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი დავჭრათ  და თავდახურულ ჭურჭელში მოვხრაკოთ ცოტა კარაქში და  წვრილად დაჭრილ ხახვში დაბალ ცეცხლზე. დავასხათ წყალი და  მოვხარშოთ.

მწვანილები ,მწვანე ხახვი  ახალი ნიორი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.გაგრძელება>>>

სოკოს ჩაქაფული

ინგრდიენტები:

1 კგ.სოკო

1 კონა მწვანე ხახვი

3 თავი თეთრი ხახვი

1 მუჭა ტყემალი

100 გრ ტარხუნა

გაგრძელება>>>