ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა ტყემლით ან ალუჩით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ საქონლის ხორცი

300 გრ.ღორის ხორცი

120 გრ.ბრინჯი

5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

1 კონა ქინძი

რამოდენიმე ღერი ტარხუნა

რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა

5-6 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ვაზის ფოთოლი

მომზადების წესები :

შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი ან ბულიონი.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ალუჩა, ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა, ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე , ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.ტოლმას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

მაწვნის ან არაჟნის სოუსის მომზადება : 400 მლ.მაწონს შევურიოთ 3 კბილი ნიორი ( დაჭყლეტილი),მწიკვი დარიჩინი და 1 ჩ.კოვზი შაქარი.

ბუჟენინა – კლასიკური რეცეპტი

   კლასიკური ბუჟენინა ეს არის ღუმელში გამომცხვარი ღორის ხორცი.მას ცხვრის ხორცითაც და ინდაურის ხორცითაც აცხობენ.ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი რეცეპტით მომზადებული ბუჟენინა წვნიანი და გემრიელია.

.ინგრედიენტები :

1,5 კგ.ხორიც ხორცი( ბარკალი)

6 დაფნის ფოთოლი

3 ნივრის კბილი

3 სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი

50 გრ.ჯანჯაფილი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ხორცი გავრეცხოთ,გავამშრალოთ. ნიორი ორ ფირფიტად გავჭრათ.

ხორცს გავუკეთოთ ღრმა 6 ჭრილი .თითოეულს გამოვუსვათ მარილი და წიწაკა. შემდეგ კი ჭრილებში  მოვათავსოთ ერთი ნივრის კბილი და დაფნის ფოთოლი,

ჯანჯაფილი გავხეხოთ.ნიორი დავნაყოთ

 

ციმბირული პელმენი ქოთანში – სამეფო კერძი

ინგრედიენტები ერთი ქოთნისათვის :

10 ცალი პელმენი 

2 სუფრის კოვზი არაჟანი

1 ჭიქა ადურებული წყალი ან ბულიონი

1 თავი ხახვი

100 გრ.ყველი

1 კვერცხი

1 გუნდა ცომი

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

პელმენები ნახევრად მოვხარშოთ.

ხახვი დავჭათ წვრილად და მოვშუშოთ კარაქში.

ყველი გავხეხოთ.

არაჟანი გავხსნათ წყალში.

ქოთანში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყლიანი არაჟანი, ჩავდოთ ნახევრად მოხარშული 5 ცალი პელმენი, მოვაყაროთ  ნახევარი  გახეხილი  ყველი, მოვასხათ ნახევარი მოშუშული ხახვი, ზემოდან დავალაგოთ დანარჩენი  პელმენები და ფენა – ფენა მოვაყაროთ  მოშუშული ხახვი,  და ყველი.მოვასხათ არაჟნიანი წყალი,გადავაფაროთ ცომი ( წავუსვათ ფუნჯით გათქვეფილი კვერცხი) და 180 გრადუსზე შევდოთ  ღუმელში გამოსაცხობად.

წაიკითხეთ პელმენების რეცეპტი აქ >>

 

 

 

კომში ცხვრის ხორცის ფარშით

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი.
ცხვარი – 600 გრ
ხახვი – 2 თავი 
დუმა  – 100 გ
წყალი 
ძირა – 5 გ
ქინძი – 5 გ
მარილი გემოვნებით
წიწაკა გემოვნებით

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა. მოვაჭრათ  ქუდი.

2. ხორცი მსხვილად დავკეპოთ ,ხახვი კი კუბებად.

3.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,ვუმატებთ მარილს,წიწაკას და სანელებლებს.

4.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

5.დავჭრათ ცხვრის დუმა.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსხური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

კომშუს პიურე ხორცეულისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

30 გრ.შაქარი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ,დავაყაროთ შაქარი , დარიჩინი და დავაბლენდეროთ.

კომშის პიურე მზად არის.

მეორე ვარიაცია

1,5 კომში

80 გრ.შაქარი

60 გრ.კარაქი

ლიმონი

0,5 გრამი წვრილად დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი ,,დავაყაროთ შაქარი , ჩავაგდოთ კარაქი და სუსტ ცეცხლზე ვხარშოთ 10-12 წუთი.

სითხე გადავღვაროთ .

კომში დავაბლენდეროთ .

პიურეს დავუმატოთ ლიმონის წვენი,ცედრა და წიწაკა.

კომშის პიურე განასაკუთებით უხდება ღორის ხორცს,ინდაური ფილეს და იხვის ხორცს.

მესამე ვარიაცია 

1 კგ.კომში

1 ჩაის კოვზი თაფლი

მარილი

სანელებლები

მომზადების წესები ;

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ,დავამატოთ თაფლი, , დარიჩინი ან ჯანჯაფილი და დავაბლენდეროთ.

თუ სოუსი გვინდა იყოს ცხარე.მაშინ ვუმატებთ წიწაკას.

გოგრის ოლადები ბეკონით

ინგრედიენტები :

350 გრ.გოგრა

35 გრ.არაჟანი

30 გრ.ბეკონი

90 გრ.ხახვი

50 გ.ფქვილი

1 კვერცხი

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

გოგრა გავთალოთ.

გოგრა,ხახვი და ბეკონი ერთად დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

პიურეს შევურიოთ კვერცხი ფქვილი,არაჟანი,მარილი.

ოლადების (  მაჭკატები ) 1 სუფრის კოვზი ცომი  დავსვათ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

გოგრის მაჭკატები ( ოლადები ) ბეკონით მზად არის და მივირთვათ გემრიელად!

 

 

მუსაკა ( ბადრიჯანი ხორცით და ყველით) – ბერძნული სამზარეულო

ინგრედიენტები :

600 გრ.ბადრიჯანი

400 გრ.კარტოფილი

150 გრ.მაგარი ყველი

30 გრ.საფანელი

100 მლ.ზეთი

90 გრ.მარილი

სოუსი ბეშამელი :

50 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1 ლიტრი რძე

1 გრ.მუსკატის კაკალი

5 გრ.მარილი

სოუსი ბოლონეზე :

500 გრ.საქონლის ფარში

250 გრ.ღორის ხორცის ფარში

2 ხახვი

4 კბილი ნიორი

300 გრ ( 3 ცალი ) პომიდორი

30 გრ.ტომატ პასტა

125 მლ.წყალი

60 მლ.თეთრი მშრალი ღვინო

125 მლ.ზეითუნის ზეთი

4 გრ.შაქარი

2 დარიჩინის ჯოხი

1 გრ.მუსკატის კაკალი

4 ბაჰარი

2 დაფნის ფოთოლი

20 გრ.მარილი

მომზადების წესები :

ბადრიჯანი დავჭრათ 5 მმ სისქის რგოლებად.

ბდარიჯანს მოვაყაროთ 3 სუფრის კოვზი(90 გრ)მარილი და გავაჩეროთ 20 წუთი. ბადრიჯანს გადავავლოთ წყალი,დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,დავალაგოთ ბარიჯნის რგოლები და 15 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

კარტოფილი დავჭრათ 5 მმ სისქის რგოლებად.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი, მოვუსვათ ცხიმი დავაწყოთ კარტოფილის რგოლები და 15 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

სანამ კარტოფილი და ბადრიჯანი გამოცხვება მოვამზადოთ სოუსი ბოლონეზი:

ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში.

ნიორი  წვრილად დავჭრათ.

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ 60 მლ.ზეთი.მასში გადავიტანოთ გატარებული ხახვი და დაჭრილი ნიორი,ერთად ვშუშოთ.

ცხელ წყალში გავხსნათ ტომატ პასტა,შევურიოთ შაქარი,მარილი და მუსკატის კაკალი.

მოშუშულ ხახვს და ნიორს  დავუმატოთ ფარში და ერთად გავაგრძელოთ მო შუშვა.

პომიდორებს გავაცალოთ კანი.

მოშუშულ ფარშს მოვასხათ თეთრი მშრალი ღვინო,დაველოდოთ აორთქლებას,შემდეგ დავასხათ ტომატ პასტის სოუსი,დავუმატოთ დარიჩინის ჯოხი,შავი წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი.

კანგაცლილი პომიდორები დავაბლენდეროთ,მოვასხათ ხორცს.

ცალყურა ტაფაში გავადნოთ კარაქი,შევურიოთ ფქვილი.როცა ცომი ოქროსფერი გახდება,მხოლოდ მაშინ დავასხათ რძე,ჩავყაროტ დაფქული მუსკატი და მარილი.სოუსი მივიყვანოთ ადუღებამდე.

ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

სოუსი ბოლონეზედან  ამოვიღოთ დარიჩინის ჯოხი და დაფნის ფოთოლი.

ფორმას მოვუსვათ ზეთი ,მოვაყაროთ საფანელი  და ავაწყოთ კერძი ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით: კაროფილი,3 სუფრის კოვზი ბეშამელის სოუსი,გახეხილი ყველი,ბარიჯნის რგოლები,სამი სუფრის კოვზი ბეშამელის სოუსი,გახეხილი ყველი,სოუსი  ბოლონეზი ,დარჩენილი ბეშამელი,მოვაყაროთ ყველი,გადავაფაროთ ფოლგა და 40 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.გამოცხობამდე 20 წუთით ადრე მოვაშოროთ ფოლგა და მუსაკა ისე გამოვაცხოთ.

ჩაშუშული ლორით “ბუჟბუჟა ” – ქართული სამზარეულო

ჩაშუშული ლორით მარტივად მოსამზადებელი საოჯახო კერძია. ეს გლეხური, სახელდახელო კერძი ლორის და ბოსტნეულის საუცხო შეთავსებაა.

ინგრედიენტები :

250 გრ.ლორი

2 კბილი ნიორი

2 დიდი ზომის სტაფილო

2 ხახვი

1/4 ჩ კოვზი ხმელი ქინძი

150 გრ.პამიდორი

150 მლ.წყალი

ოხრახურში

დაფქული ცხარე წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გახურებულ ღრმა ტაფაში ლორის ნაჭრები ორივე მხრიდან შევწვათ დაბალ ცეცხლზე თავისივე ცხიმში.

შემწვარ ლორს დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ  ერთად მოშუშვა.

შემდეგ დავუმატოთ ხახვი ,ტაფას თავსახური დავახუროთ და ისიც მოვშუშოთ ლორთან და სტაფილოსთან ერთად დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ ხშირად.

მოშუშულ პროდუქტებს დავუმატოთ კანგაცლილი,კუბებად დაჭრილი პომიდორი,დავასხათ მდუღარე წყალი, ჩავყაროთ დაჭყლეტილი  ნიორი,ხმელი ქინძი ,წიწაკა,მარილი და ვადუღოთ ლორის მოხარშვამდე.

მზა კერძს მოვაყაროთ მწვანილი.

 

ხორცის რულეტი გარგრის,შავი ქლიავის ჩირით – სადღესასწაულო კერძი

ინგრედიენტები :

700 ღორის რბილი ხორცი( საქონლის ,ქათმის ,ინდაურის ფილე)

100 გრ.ქლიავის ჩირი

100 გრ.გარგრის ჩირი

5-10 გრამი ხმელი სუნელი

40 გრ.ტკბილი ვაშლის  მდოგვი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ღორის ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ ორივე მხირდან.

ხორცს ერთი მხრიდან მოვაყაროთ მარილი და ხმელი სუნელი,ხოლო მეორე მხრიდან წავუსმევთ  ტკბილ ვაშლის  მდოგვს( წაიკითხე რეცეპტი)და გავაჩერებთ დასამარინადებლად 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ჩირს დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი.

ხორცის ნაჭრებზე(მდოგვის მხარე) დავაწყოთ გარგრის ან შავი ქლიავის ჩირი და გადავახვიოთ რულეტივით.

ტაფა გავახუროთ,დავასხათ ზეთი , დავაწყოთ რულეტები( ნაკეცით  ქვემოთ) და შევწვათ.

ნახევრად მომზადებული რულეტები გადავიტანოთ ფორმაში,გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დავასრულოთ გამოცხობა.

 

 

 

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ლორით

ინგრედიენტები :

საშუალო ზომის,,წითელი ( ადვილად მოსახარში)კარტოფილი

ცხიმი,ლორი

მარილი ,შავი დაფქული  წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი ქერქიანად გავრეცხოთ კარგად.

ლორი დავჭრათ თხლად.

კარტოფილები გავჭრათ შუაზე და ორ ნაწილს შორის მოვათავსოთ ლორის ნაჭერი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.

კარტოფილები შევახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 40 წუთი.