კომში ხორცით და ბრინჯით – უზბეკური სამზარეულო

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი

ცხვარი – 600 გრ  ან ქათმის და საქონლის ხორცი, 2;1 პროპორციით

ხახვი – 1 თავი 

დუმა  ან ცხიმი  – 100 გ

მრგვალი ბრინჯი – 1/2 ჭიქა

წყალი 

ძირა – 5 გ

ქინძი – 5 გ

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა და მოვაჭრათ  ქუდი.

2. ცხვრის ხორცი გავატაროთ.ხახვი კი კუბებად დავჭრათ.

3.დავჭრათ ცხვრის დუმა.

4.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ბრინჯი,წვრილად დაჭრილი დუმის ნახევარი  ან ცხიმი,სანელებლები,მარილი,წიწაკა.

5.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსახური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

7.მივირთვათ არაჟანთან ერთად .

კომში ცხვრის ხორცის ფარშით

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი.
ცხვარი – 600 გრ
ხახვი – 2 თავი 
დუმა  – 100 გ
წყალი 
ძირა – 5 გ
ქინძი – 5 გ
მარილი გემოვნებით
წიწაკა გემოვნებით

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა. მოვაჭრათ  ქუდი.

2. ხორცი მსხვილად დავკეპოთ ,ხახვი კი კუბებად.

3.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,ვუმატებთ მარილს,წიწაკას და სანელებლებს.

4.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

5.დავჭრათ ცხვრის დუმა.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსხური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

ქათმის ფილეს ოლადები არაჟნით

ინგრედიენტები :

500 გრ.ქათმის ფილე

2 სუფრის კოვზი არაჟანი

1 ხახვი

3 სუფრის კოვზი სახამებელი

1 ჩაის კოვზი მარილი

1/3 ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

ქათმის ფილე დავჭრათ  5 მმ სისქის კუბებად.

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად.

ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში.

გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ 3 სუფრის კოვზი ზეთი,დავსვათ ოლადები და შევწვათ ორივე მხრიდან.

მაიონეზის სოუსი:

3 კბილი ნიორი

3 ღერი ოხრახურში

1 ჩაის კოვზი მდოგვი

5 სუფრის კოვზი მაიონეზი

1/3 ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკა

1/2 ჩაის კოვზი მარილი

სოუსის მომზადები: ნიორი დავჭყლიტოთ და მწვანილი დავჭრათ.ზემოთ ჩამოთვლილი სოუსის ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

გემრიელი ქათმის ფილეს ოლადები მივირთვათ სოუსთან ერთად!

 

 

ქათმის ოლადები მაწვნით

დღეს მოვამზადოთ ყველაზე ორიგინალური და მარტივად მოსამზადებელი ქათმის ფილეს ოლადები.ეს კერძი უყვარს ყველას,ვისაც კი სიამოვნებას ანიჭებს სამზარეულოში ფუსფუსი.

ინგრედიენტები :

250 გრ.ფილე

100 მლ.მაწონი ან კეფირი

100 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

5 ღერი  ოხრახურში

1 ჩაის კოვზი მარილი

1 /2 ჩაის კოვზი სოდა

70 მლ.ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

ქათმის ფილე აუცილებლად უნდა დავკეპოთ.

კვერცხი  ავთქვიფოთ,დავასხათ ოთახის ტემპერატურის ( ეს აუცილებელია) მაწონი,დავუმატოთ ფქვილი,სოდა,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.ავთქვიფოთ კარგად,რომ არ დაგვრჩეს კოშტები.

ცომს დავუმატოთ დაკეპილი ქათმის ფილე და დაჭრილი მწვანილი

ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი,სუფრის კოვზით დავსვათ ქათმის ოლადები და შევწათ ტაფაზე ორივე მხრიდან.

 

 

 

 

დიეტური წიწიბურას და ფარშის კოტლეტები – უკრაინული სამზარეულო

მრავალი წელია ვამზადებ კოტლეტებს ფარშით და წიწიბურათი.ეს ბურღულეული მას  განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს და ფაფუკს ხდის. 

ინგრედიენტები :

1 კგ.ქათმის ფილეს ფარში

2 ხახვი

2 კვერცხი

200 გრ.წიწიბურა

2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

მწვანილი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

წიწიბურა ძალიან მოვხარშოთ,უნდა ჩაიქნას.

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად.

მწვანილი დავჭრათ წვრილად,შეგვიძლია არც დავუმატოთ.

ღრმა თასში შევურიოთ ; ფარში,წიწიბურა,კვერცხი,ხახვი, სოიოს სოუსი,მარილი.

სველი ხელებით დავამზადოთ გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში.

კოტლეტები უნდა დავაწყოთ სპეციალურ ფორმაზე,რომელსაც შემოვდგამთ ქვაბზე, ორთქლის აბაზანაზე.ქვაბს ( რომელშიც წყალი დუღს)უნდა ეფაროს ნასვრეტებიანი ფორმა.რომ ორთქლი ნასვრეტებიდან გამოვიდეს.კოტლეტებს მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და  ორთქლზე ვხარშოთ 30-35 წუთი.

თუ დიეტაზე არ ვართ,მაშინ ტაფაზე დავასხათ ზეთი.

სველი ხელებით დავამზადოთ გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში.

და შევწვათ  ორივე მხრიდან  ტაფაზე.როცა მეორე მხრიდან შეიწვება დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი,ტაფას თავსახური დავაფაროთ და ვშუშოთ წყლის აოთქლებამდე.

ქათმის კოტლეტები ყაბაყით და ხაჭოთი

ინგრედიენტები :

1კგ..ფარში

200 გრ.ხაჭო

1 ყაბაყი

2 ს.კოვზი  სიმინდის სახამებელი

2 კბილი ნიორი

მარილი გემონებით

წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ქორფა ყაბაყი გავრეცხოთ , გავხეხოთ და შემდეგ გავწუროთ.

ხაჭო დავაბლენდეროთ ან ჩანგლით ავსრისოთ.

ნიორი ქათმის ფილესთან ერთად გავატაროთ.

ღრმა თასში შევურიოთ: ფარში,ყაბაყი,ნიორი,ხაჭო,სახამებელი,მარილი და წიწაკა.

ტაფაზე დავასხათ ზეთი.

სველი ხელებით დავამზადოთ გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ  ორივე მხრიდან  ტაფაზე.როცა მეორე მხრიდან შეიწვება დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი,ტაფას თავსახური დავაფაროთ და ვშუშოთ წყლის აოთქლებამდე.

ხორცის კოტლეტები ხაჭოთი

ინგრედიენტები :

300 გრ.ფარში ( ქათამის,საქონლის ხორცი )

150 გრ.ხაჭო

1 საშუალო ზომის ხახვი

1 კვერცხი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

.

მომზადების წესები :

ხაჭო აუცილებლად უნდა დავაბლენდეროთ ან ჩანგლით კარგად ავსრისოთ.

ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ.

ღრმა თასში შევურიოთ: ხაჭო,ფარში,კვერცხი,მარილი,წიწაკა,ხახვი.

სველი ხელებით მოვჭრათ გუნდები, მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში.

ტაფაზე დავასხათ ზეთი

კოტლეტები შევწვათ ორივე მხრიდან  ,შემდეგ დავასხათ ცოტა ცხელი წყალი,ტაფას თავსახური დავაფაროთ და  კოტლეტები დაბალ ცეცხლზე ჩავთუშოთ,წყლის აორთქლებამდე.

ეს კოტლეტები ძალიან გემრიელია!მივირთვათ გარნითან ერთად.

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯის,სოკოს , ჩირის სატენით და კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

ერთი 2 კილოგრამიანი ქათამი

300 გრ.სოკო

5 -6 გარგრის ჩირი

70 გ.თხილი,ქეშიუ ან ნიგოზი

2 მუჭა ბრინჯი

1 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

70 გრ.კარაქი

50 მლ.ზეთი

მომზადების წესები :

სოკო  საშუალო ზომებად დავჭრათ.

ხახვი გავფცქვნათ,დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავჭრათ.

მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ საშუალო ზომის ტაფა.მასში გავადნოთ კარაქი,დავასხათ ზეთი და  ჩავყაროთ ხახვი,ნიორი და სოკო . შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გარგრის ჩირი.სოკო ბოლომდე არ უნდა შეიწვას,უნდა გამოცხვეს ქათამში.მოვაყაროთ 2 მუჭა ბრინჯი.

შიგთავსი გადავიტანოთ სხვა ჯამში და დაველოდოთ გაცივებას.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.

ღუმელის ტაფაზე მოვასხათ ზეთი,გადავიტანოთ ქათამი,ამოვავსოთ შიგთავსით,ფეხები კარგად შევუკრათ ალუმინის ქაღალდით,ზემოდან გადავუსვათ გამდნარი კარაქი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

ვაცხობთ 190 გრადუსზე ზედა და ქვედა წვაზე დაახლოებით  ერთი საათი და 25 წუთი.

კარტოფილის გარნირი:

5-6  კარგად გარეცხილი კარტოფილი ქერქიანად დავჭრათ კუბებად,ჩავყაროთ თასში.

კარტოფილს მოვაყაროთ : ერთი მწიკვი წითელი წიწაკა,მარილი გემოვნებით,  ერთი გრამი როზმარინი,ერთი გრამი შაშკვლავი, 5 კბილი გახეხილი ნიორი,მოვასხათ კარაქი და ზეთი.

სანამ კარტოფილს მოვაყრით ქათამს,გადავუსვათ გამდნარი კარაქი.

ქათამს ირგვლივ კარტოფილი მოვაყაროთ ნახევარი საათით ადრე და გამოვაცხოთ.

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,2015 წელი.

 

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯისა და ჩირის გულსართით

ინგრედიენტები :

2 კგ. ქათამი

100 გრ.ბრინჯი

50 გრ. გარგრის ჩირი,კურაგა

50 გრ.შავი ქლიავის ჩირი

50 გრ.ნიგოზი

50 გრ.ქიშმიში

მარილი და წიწაკა გემოვნებით

1 დარიჩინის ჯოხი

2 ს.კოვზი თხევადი თაფლი

2 ს.კოვზი სოიოს სოუსი

მომზადების წესები :

ქათამი გავრეცხოთ,გავასუფთაოთ, შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ.

ჩირი ( გარგარი,შავი ქლიავი,ქიშმიში) დავჭრათ,დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი,წყალი გადავასხათ,შევურიოთ ნახევრად  მოხარშული ბრინჯი და ნიგოზი.

ქათამი გამოვავსოთ გულსართით, ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი,ამოვკეროთ კბილის ჩხირებით და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე.

ქათამს ზემოდან წავუსვათ გამდნარი კარაქი.

ფარშირებული ქათამი ბრინჯით ადა ჩირის გულსართით( სატენით) გამოვაცხოთ ღუმელში 230 გრადუსზე 1, 5 საათი.

პერიოდულად გადავუსვათ თაფლისა და სოიოს სოუსის ნარევი.

ზემოდან ძალიან რომ არ დაიწვას,შეგვიძლია,  გადავაფაროთ ფოლგა.

ქათამი გავაგრილოთ,დავჭრათ.

ქათმის ნაჭრები დავაწყოთ თეფშებზე და შიგთავსი  ( გარნირი)ირგვლივ მოვუწყოთ.

 

 

 

 

 

ფარშირებული ქათამი ტყემლით

ინგრედიენტები :

1 ქათამი

შიგთავსი( სატენი):

1 ბულგარული

1 სტაფილო

10 ტყემალი

3 კბილი ნიორი

1/2 პამიდორი

2 ს.კოვზი ზეთი

სუნელები :

1 გრ.პაპრიკა

1 გრ.პილპილი

1 გრ.ხმელი ქინძი

2 გრ.როზმარინი

2 გრ.ბაზილიკი

მარილი გემოვნებით

პომიდვრის საკმაზი:

1,5 პომიდორი

1 კბილი ნიორი

30 მლ.მზესუმზირის ზეთი

1ჩ/კ პაპრიკა

1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესები :

ერთი სტაფილო დავჭრათ ერთნაირი ზომის კუბებად.

წითელ ბულგარულს გამოვაცალოთ თესლები და დავჭრათ კუბებად.

სტაფილო,ტყემალი,ბულგარული ჩავყაროთ თასში,მოვასხათ ზეთი,ჩავახეხოთ ნიორი და ნახევარი პომიდორი მოვაყაროთ პაპრიკა, პილპილი,ხმელი ქინძი,როზმარინი,ბაზილიკი.

გულსართით ამოვტენოთ ქათამი და კბილის ჩხირებით შევკრათ.

გადავიტანოთ  ფარშირებული ქათამი გამოსაცხობ ფირფიტაზე და მოვუმზადოთ პომიდვრის საკმაზი.

პომიდვრის საკმაზის მომზადება:

დარჩენილი პომიდორი, ნიორი გავხეხოთ, ჩავასხათ ზეთი,პაპრიკა( სიწითლისთვის) და მარილი დავუმატოთ.

პომიდვრის საკმაზი გადავუსვათ ქათამს.ვაცხობთ 200 გრადუსზე 40 წუთი.

გამომცხვარი ქათამი დავჭრათ. ნაჭრები დავაწყოთ თეფშებზე და გარნირად მოვაწყოთ შიგთავსი.

წყარო: გადაცემა გურმანია,2015 წელი.