როგორ მოვხარშოთ საქონლის ენა

ინგრედიენტები:

1 საქონლის ენა

1 კონა  პატარა ქინძი

1 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

საქონლის  ენა გავრეცხოთ, ვხარშოთ  2 -2,5 სთ.  განმავლობაში და შემდეგ გავაციოთ ცივ წყალში. რომ  ადვილად  მოვაშოროთ კანი. ხარშის დროს პერიოდულად მოვქაფოთ.

მოხარშული საქონლის ენა დავჭრათ.

ქინძი და ნიორი დავაბლენდეროთ , შევურიოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, წავუსვათ  საქონლის ენის ნაჭრებს ორივე მხრიდან.მივირთვად გემრიელად!

 

ციმბირული პელმენი ქოთანში – სამეფო კერძი

ინგრედიენტები ერთი ქოთნისათვის :

10 ცალი პელმენი 

2 სუფრის კოვზი არაჟანი

1 ჭიქა ადურებული წყალი ან ბულიონი

1 თავი ხახვი

100 გრ.ყველი

1 კვერცხი

1 გუნდა ცომი

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

პელმენები ნახევრად მოვხარშოთ.

ხახვი დავჭათ წვრილად და მოვშუშოთ კარაქში.

ყველი გავხეხოთ.

არაჟანი გავხსნათ წყალში.

ქოთანში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყლიანი არაჟანი, ჩავდოთ ნახევრად მოხარშული 5 ცალი პელმენი, მოვაყაროთ  ნახევარი  გახეხილი  ყველი, მოვასხათ ნახევარი მოშუშული ხახვი, ზემოდან დავალაგოთ დანარჩენი  პელმენები და ფენა – ფენა მოვაყაროთ  მოშუშული ხახვი,  და ყველი.მოვასხათ არაჟნიანი წყალი,გადავაფაროთ ცომი ( წავუსვათ ფუნჯით გათქვეფილი კვერცხი) და 180 გრადუსზე შევდოთ  ღუმელში გამოსაცხობად.

წაიკითხეთ პელმენების რეცეპტი აქ >>

 

 

 

ფლავი ხორცით და კომშით

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

ნახევარი კილო კომში

1 სუფრის კოვზი შაქარი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

მომზადების წესები :

ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ.

ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ კომშის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი და  ცოტა ძირა ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი , ცოტა რომ მოიხარშება ,დავაწყოთ კომშის ნაჭრები ,დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!

 

კომში ხორცით და ბრინჯით – უზბეკური სამზარეულო

ინგრედიენტები ;

კომში – 8 ცალი

ცხვარი – 600 გრ  ან ქათმის და საქონლის ხორცი, 2;1 პროპორციით

ხახვი – 1 თავი 

დუმა  ან ცხიმი  – 100 გ

მრგვალი ბრინჯი – 1/2 ჭიქა

წყალი 

ძირა – 5 გ

ქინძი – 5 გ

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების მეთოდი

1. კომშისგან ამოიღეთ თესლის კაფსულა და მოვაჭრათ  ქუდი.

2. ცხვრის ხორცი გავატაროთ.ხახვი კი კუბებად დავჭრათ.

3.დავჭრათ ცხვრის დუმა.

4.ხახვი და ხორცი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ბრინჯი,წვრილად დაჭრილი დუმის ნახევარი  ან ცხიმი,სანელებლები,მარილი,წიწაკა.

5.კომში ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.

6. ღრმა სქელძირიან ტაფა ქვაბის  ან ყაზანის ჭურჭლის ძირზე დავაწყოთ დაჭრილი დუმა,დავალაგოთ კომშები,დავასხათ მდუღარე  წყალი,ისე რომ ორ  სანტიმეტრამდე  დაიფაროს კომშები,დავახუროთ თავსახური და  დაბალ ცეცხლზე  40 წუთის განმავლობაში მოვამზადოთ.

7.მივირთვათ არაჟანთან ერთად .

ბადრიჯანი ფარშით – თურქული სამზარეულო

ინგრედიენტები :

ბადრიჯანი – 6

ფარში – 250 გრ

ტომატ -პასტა –  1 სუფრის კოვზი

კეტჩუბი –  1 სუფრის კოვზი

ხახვი –  1

პომიდორი – 2

ნიორი  – 2 კბილი

პაპრიკა –  1ჩ.კოვზი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები ;

ბადრიჯანს კანი ყველა მხრიდან ლენტივით ავაჭრათ, ერთ ადგილას  სიგრძეზე ჩავჭრათ ,მოვათავსოთ 20 წუთი მარილწყალში,რომ სიმწარე გამოუვიდეს.

ბადრიჯნები დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე ისე,რომ ჩაჭრილი მხარე ზემოდან მოექცეს.ზეთი ბარიჯნებსაც წავუსვათ და ღუმელის ტაფაზეც მოვასხათ და  გამოვაცხოთ.

გახურებულ ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი,შემდეგ კი მათთან ერთად ფარში.დავუმატოთ მარილი,წიწაკა,კეტჩუბი,პაბრიკა.

ხის კოვზისა და დანის დახმარებით ჩაჭრილ ადგილას ბადრიჯანი გადავხანათ,მივცეთ ნავის ფორმა,ამოვავსოთ ფარშით,ზემოდან დავაწყოთ დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები და წიწაკა,მოვაყაროთ მწვანილი.

1 სუფრის კოვზი ტომატი გავხსნათ წყალში და დავასხათ ბადრიჯნებს.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

 

მუსაკა ( ბადრიჯანი ხორცით და ყველით) – ბერძნული სამზარეულო

ინგრედიენტები :

600 გრ.ბადრიჯანი

400 გრ.კარტოფილი

150 გრ.მაგარი ყველი

30 გრ.საფანელი

100 მლ.ზეთი

90 გრ.მარილი

სოუსი ბეშამელი :

50 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1 ლიტრი რძე

1 გრ.მუსკატის კაკალი

5 გრ.მარილი

სოუსი ბოლონეზე :

500 გრ.საქონლის ფარში

250 გრ.ღორის ხორცის ფარში

2 ხახვი

4 კბილი ნიორი

300 გრ ( 3 ცალი ) პომიდორი

30 გრ.ტომატ პასტა

125 მლ.წყალი

60 მლ.თეთრი მშრალი ღვინო

125 მლ.ზეითუნის ზეთი

4 გრ.შაქარი

2 დარიჩინის ჯოხი

1 გრ.მუსკატის კაკალი

4 ბაჰარი

2 დაფნის ფოთოლი

20 გრ.მარილი

მომზადების წესები :

ბადრიჯანი დავჭრათ 5 მმ სისქის რგოლებად.

ბდარიჯანს მოვაყაროთ 3 სუფრის კოვზი(90 გრ)მარილი და გავაჩეროთ 20 წუთი. ბადრიჯანს გადავავლოთ წყალი,დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,დავალაგოთ ბარიჯნის რგოლები და 15 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

კარტოფილი დავჭრათ 5 მმ სისქის რგოლებად.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი, მოვუსვათ ცხიმი დავაწყოთ კარტოფილის რგოლები და 15 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

სანამ კარტოფილი და ბადრიჯანი გამოცხვება მოვამზადოთ სოუსი ბოლონეზი:

ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში.

ნიორი  წვრილად დავჭრათ.

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ 60 მლ.ზეთი.მასში გადავიტანოთ გატარებული ხახვი და დაჭრილი ნიორი,ერთად ვშუშოთ.

ცხელ წყალში გავხსნათ ტომატ პასტა,შევურიოთ შაქარი,მარილი და მუსკატის კაკალი.

მოშუშულ ხახვს და ნიორს  დავუმატოთ ფარში და ერთად გავაგრძელოთ მო შუშვა.

პომიდორებს გავაცალოთ კანი.

მოშუშულ ფარშს მოვასხათ თეთრი მშრალი ღვინო,დაველოდოთ აორთქლებას,შემდეგ დავასხათ ტომატ პასტის სოუსი,დავუმატოთ დარიჩინის ჯოხი,შავი წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთოლი.

კანგაცლილი პომიდორები დავაბლენდეროთ,მოვასხათ ხორცს.

ცალყურა ტაფაში გავადნოთ კარაქი,შევურიოთ ფქვილი.როცა ცომი ოქროსფერი გახდება,მხოლოდ მაშინ დავასხათ რძე,ჩავყაროტ დაფქული მუსკატი და მარილი.სოუსი მივიყვანოთ ადუღებამდე.

ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.

სოუსი ბოლონეზედან  ამოვიღოთ დარიჩინის ჯოხი და დაფნის ფოთოლი.

ფორმას მოვუსვათ ზეთი ,მოვაყაროთ საფანელი  და ავაწყოთ კერძი ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით: კაროფილი,3 სუფრის კოვზი ბეშამელის სოუსი,გახეხილი ყველი,ბარიჯნის რგოლები,სამი სუფრის კოვზი ბეშამელის სოუსი,გახეხილი ყველი,სოუსი  ბოლონეზი ,დარჩენილი ბეშამელი,მოვაყაროთ ყველი,გადავაფაროთ ფოლგა და 40 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.გამოცხობამდე 20 წუთით ადრე მოვაშოროთ ფოლგა და მუსაკა ისე გამოვაცხოთ.

საქონლის ენისა და სოკოს კუჭმაჭი. ელარჯის ჩხირები

ინგრედიენტები 4 ულუფისათვის :

800 გრ.საქონლის ენა

250 გრ.ხის სოკო

100 გრ.ხახვი

50 გრ.პამიდორი

5 გრ.აჯიკა

25 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

მოხარშული ენა დავჭრათ გრძლად და წვრილად.

ასევე გრძლად დაწვრილად დავჭრათ ხის სოკო.

კუბებად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,ჯერ დავუმატოთ დაჭრილი პამიდორი და აჯიკა,შემდეგ ხის სოკო და დაჭრილი მოხარშული ენა.ყველაფერი ერთად ჩავთუშოთ და ბოლოს მოვაყაროთ  მარილი,დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

ამ კერძს ძალიან უხდება ელარჯის  ჩხირები .

350 გრ.ღერღილი

250 გრ.სიმინდის ფქვილი

850 გრ.ყველი სულგუნი

 წაიკითხეთ ელარჯის მომზადების წესები.

ელარჯი დავჭრათ  ჩხირებად და შევწვათ ოთხივე მხრიდან კარაქში.

თეფშზე დავაწყოთ შემწვარი ელარჯის ჩხირები,კუჭმაჭი და მოვასხათ ალუბლის შარბათი.

 

რეცეპტის ავტორია  რუსეთში მოღვაწე შეფმზარეული იზო ძანძავა

 

 

ქათმის კოტლეტები ყაბაყით და ხაჭოთი

ინგრედიენტები :

1კგ..ფარში

200 გრ.ხაჭო

1 ყაბაყი

2 ს.კოვზი  სიმინდის სახამებელი

2 კბილი ნიორი

მარილი გემონებით

წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ქორფა ყაბაყი გავრეცხოთ , გავხეხოთ და შემდეგ გავწუროთ.

ხაჭო დავაბლენდეროთ ან ჩანგლით ავსრისოთ.

ნიორი ქათმის ფილესთან ერთად გავატაროთ.

ღრმა თასში შევურიოთ: ფარში,ყაბაყი,ნიორი,ხაჭო,სახამებელი,მარილი და წიწაკა.

ტაფაზე დავასხათ ზეთი.

სველი ხელებით დავამზადოთ გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ  ორივე მხრიდან  ტაფაზე.როცა მეორე მხრიდან შეიწვება დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი,ტაფას თავსახური დავაფაროთ და ვშუშოთ წყლის აოთქლებამდე.

ხორცის კოტლეტები ხაჭოთი

ინგრედიენტები :

300 გრ.ფარში ( ქათამის,საქონლის ხორცი )

150 გრ.ხაჭო

1 საშუალო ზომის ხახვი

1 კვერცხი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

.

მომზადების წესები :

ხაჭო აუცილებლად უნდა დავაბლენდეროთ ან ჩანგლით კარგად ავსრისოთ.

ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ.

ღრმა თასში შევურიოთ: ხაჭო,ფარში,კვერცხი,მარილი,წიწაკა,ხახვი.

სველი ხელებით მოვჭრათ გუნდები, მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში.

ტაფაზე დავასხათ ზეთი

კოტლეტები შევწვათ ორივე მხრიდან  ,შემდეგ დავასხათ ცოტა ცხელი წყალი,ტაფას თავსახური დავაფაროთ და  კოტლეტები დაბალ ცეცხლზე ჩავთუშოთ,წყლის აორთქლებამდე.

ეს კოტლეტები ძალიან გემრიელია!მივირთვათ გარნითან ერთად.