კურდღლის ჩაშუშული პამიდვრით,შინდით და ღოღნაშოთი თეთრ ღვინოში.

ინგრედიენტები:

კურდღელი

2 ს.კოვზი ფქვილი

3 პამიდორი

ღვინო

3 კბილი ნიორი

ცოტა მწვანე ხახვი

4-5 თავი ხახვი

1-2 ტოტი როზმარინი

ცოტა ქინძი

შინდი

ღოღნაშო

მომზადების წესები:

კურდღლის ხორცი დავჭრათ,მოვაყაროთ ფქვილი  და ყველა მხრიდან შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე.

იმავე ტაფაში შევწვათ ალყა -ალყად დაჭრილი წითელი ხახვი , ნიორი  და ხორცზე თანაბრად გადავანაწილოთ.

უხეშად დავჭრათ კანგაცლილი პამიდორი.

შინდს და ღოღნაშოს გამოვაცალოთ კურკები.

ტაფაზე პამიდორი,ღოღნაშო,შინდი ჩავყაროთ,ღვინო მოვასხათ,მარილი,წიწაკა,ბაჰარი მოვაყაროთ,წამოვადუღოთ.

პამიდვრის სოუსი  მოვასხათ კურდღლის ხორცს,დავადოთ 1-2 ღერი როზმარინი და 200 გრადუსზე 15 წუთით გამოვაცხოთ ღუმელში.

ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი.

 

წყარო: იუთუბი,გადაცემა თეკუნას კულინარიუმი.

 

 

 

 

 

 

თეთრი ჩახოხბილი

ინგრედიენტები:

1 მოხარშული ხოხობი

300 მლ ხოხობის ბულიონი

350 მლ ღვინო

2 ს.კოვზი ერბო

1,5 თვი ხახვი

5 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

1/2 კონა ქინძი

მარილი გემოვნებით

მომზდების წესები :

ხოხობი მოვხარშოთ ,გავჭრათ შუაზე,დავამარილოთ ორივე მხრიდან,წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ მაყალში.ხოხობის მოხარშვას ჭირდება 3-4 საათი.

მაყალზე შეწვისას ხოხობს ორივე მხრიდან წავუსვათ ერბო.

ხოხობი დავჭრათ.

გახურებულ  ღრმა ტაფაზე ერბო გავადნოთ და მასში ხოხობის ხორცის  ნაჭრები მოვათავსოთ.ტაფას თავზე დავახუროთ და ხორცი ვშუშოთ მანამ,სანამ ხახვს დავჭრით.

ტაფაზე დავასხათ 50 მლ ღვინო,დავაყაროთ დაჭრილი ხახვი,ნიორი.თუ ცხიმი დაგვაკლდება ,დავუმატოთ.ხოხობი ნაკლებად ცხიმიანი ფრინველია.

შევწვათ ხახვი და ნიორი,სანამ ოქროსფერი გახდება და შემდეგ დავასხათ ღვინო,ხოხობის ბულიონი.

ცეცხლს დავუწიოთ და კერძი ვადუღოთ.10 წუთი .

კერძი დავამარილოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

 

 

 

 

წყარო:იუთუბი გურმანია 17 მაისი 2015 წელი

 

 

სააღდგომო ტორტი ”ბაჭია ”

1 ცალი ბისკვიტი

ცივი კარაქის კრემი

თეთრი,ვარდისფერი,შავი შაქრის მასტიკა

ხის ჩხირები

 

შაქრის მასტიკისაგან გავაკეთოთ ბაჭიას ყურები.

 

    საკონდიტრო ტომარაში ჩავდოთ კრემი. ტორტი გვერდებზე და ზემოდან გავაფორმოთ ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

სულ ესაა.ასე მარტივად გავაფორმეთ სააღდგომო ტორტი ბაჭია.

    

 

    

  

ხბოს ან ძროხის ხორცის ჩახოხბილი-შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1 კგ ძროხის ან ხბოს ხორცი

5-6 ცალი ხახვი

6-7 ცალი პამიდორი

1 კონა რეჰანი

1 კონა ქინძი

4-5 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ხორცი დავჭრათ,გავრეცხოთ ცივ წყალში,მოვთუშოთ თავისივე წვენში.წვენი რომ ამოშრება,ხორცი გავსინჯოთ,თუ მოუხარშავია, დავუმატოთ ცხელი წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა.

ხორცს დავაყაროთ ალყა -ალყა დაჭრილი ხახვი,თუ ნაკლებად ცხიმიანია შეგვიძლია დავუმატოთ კარაქი,გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი ან ადუღებულ წყალში გახსნილი ტომატ- პასტა.ხარშვის დამთავრებისას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი,მარილი და წიწაკა გემოვნებით.ჩახოხბილი ვადუღოთ 3-4 წუთი და ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.

კურდღლის ჩახოხბილი შეფ- მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1 კურდღელი

100-10 გრ.კარაქი

5-6 ცალი პამიდორი

4-5 ცალი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი ტომატი

1 კონა ქინძი

რეჰანი

წიწაკა ,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კურდღელი დავჭრათ.

წვრილად დაჭრილი ხახვი  კარაქთან ერთად  ქვაბში მოვთუშოთ,დავაყაროთ კურდღლის ხორცი,მოვთუშოთ.

შაქარი და ტომატი მოვთუშოთ ტაფაში.

ხორცს დავასხათ გახეხილი პამიდორი,ტომატ- პასტა და ვადუღოთ.

ხორცი, რომ მოიხარშება შევაზავოთ წვრილად დაჭრილი  ნივრითა  და მწვანილებით.ბოლოს გემოვნებით წიწაკა და მარილი დავუმატოთ.