სოკოს წვნიანი

ინგრედიენტები :

500 გრ.სოკო

2 თავი ხახვი

2 სტაფილო

2 კარტოფილი

ნახ.ჭიქა ბრინჯი

1 კონა ოხრახურში

1 კონა კამა

მარილი,პილპილო გემოვნებით

მომზადების წესები :

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,  დავამატოთ ჯერ გრძლად დაჭრილი  სტაფილო და 2 წუთის შემდეგ სოკო.

დავასხათ 3 ლიტრა წყალი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ვხარშოთ დაახლოებით 25-30 წუთი.

ჩავამატოთ მარილი,პილპილი,ბრინჯი.დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი,მარილი და პილპილი გემოვნებით .კერძი დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ .

წვნიანს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

რჩევა წვნიანი შეიძლება მომზადდეს სტაფილოს გარეშე ან სურვილისამებრ დავუმატოთ ტომატ-პასტა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოკოს წვნიანი ქათმით

ინგრედიენტები :

3 ქათმის  ბარკალი

1 ხახვი

1 სტაფილო

4-5 ცალი კარტოფილი

4 ს.კოვზი ბრინჯი

2 დაფნის ფოთოლი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

1 პატარა კონა ოხრახურში

4 ცალი ბაჰარი

1,5 -2 ლიტრა  წყალი

მომზადების წესები :

ქათმის ბარკალი მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან,ბაჰართან  და ხახვთან ერთად.ბულიონი გადავწუროთ,ქათმის ბარკლებს მოვაცალოთ  ხორცი.

ბულიონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო,კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი.

კერძი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

კარტოფილის მოხარშის შემდეგ ჩავამატოთ დაჭრილი სოკო და ქათმის ხორცი.

წვნიანში ჩავყაროთ მარილი და წიწაკა.ბოლოს კი ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

 

 

 

 

წვნიანი ძროხის ხორცით

ინგრედიენტები :

800 გრ.ძროხის ძვლიანი  ხორცი

6-7 კარტოფილი

1-2 ს.კოვზი ტომატ – პასტა

1 თავი ხახვი

2  – კბილი ნიორი

3-4 ს.კოვზი ბრინჯი

2 სტაფილო

1 დაფნის ფოთოლი

კამა,ოხრახურში გემოვნებით

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ძროხის ხორცი დავჭრათ,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.

როცა ხორცი მოიხარშება,ჩავამატოთ მსხვიდად დაჭრილი კარტოფილი ,1 სტაფილო და გარეცხილი ბრინჯი.

ბოსტნეული და ბრინჯი მოვხარშოთ ბულიონში.

სტაფილო გავხეხოთ ან კუბებად დავჭრათ.

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ხახვი გახეხილ სტაფილოსთან და ნიორთან ერთად ,დავუმატოთ ტომატ – პასტა და ცოტა ხანი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.

მოშუშული ბოსტნეულიც ჩავამატოთ  ბულიონში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მწვანილები.

წვნიანი წამოვადუღოთ და მზადაა!

 

 

ბოგრაჩი – უნგრული წვნიანი

ინგრედიენტები :

500 გრ.საქონლის ხორცი( უძვლო)

150 გრ.ლორი

100 გრ.ღორის ხორცის ქონი

1 კგ ღორის ხორცი ( მკერდი)

2 პამიდორი

2 სტაფილო

2 ხახვი

150 მლ.მშრალი ღვინო

3 წითელი ბულგარული

7 კარტოფილი

3 ტოტი ოხრახურში

3 ტოტი კამა

5 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

6 გრ.წიწაკა

6 გრ.ხმელი ქინძი

1,5 ლ წყალი

მომზადების წესები :

დიდი ზომის თუჯის ქვაბში ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი ღორის ხორცის ქონი,ლორი და ცეცხლზე გავადნოთ,დავუმატოთ კუბებად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.შემდეგ მოვაყაროთ წიწაკა,ხმელი ქინძი.

ხორცი დავჭრათ 2 სმ-ის სისქის  ნაჭრებად,  დავაყაროთ მოშუშულ ხახვს ,რომ შეწითლდება,დავასხათ წყალი,მოვაყაროთ მარილი,დავახუროთ ქვაბს თავსახური და  ვხარშოთ 40 წუთი.

კერძს დავუმატოთ დაჭრილი რგოლებად სტაფილო, ბულგარული და გათლილი, 4 -ად გაყოფილი კარტოფილი .

15 წუთის შემდეგ კი  ჩავყაროთ კუბებად დაჭრილი პამიდორი ,დავასხათ ღვინო.კერძის მომზადება გავაგრძელოთ 10-15 წუთი თავდახურულ ჭურჭელში.

მზა ბოგრაჩის მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.

 

მჟაუნას წვნიანი – ქართული საგაზაფხულო კერძი

ინგრედიენტები :

1 კგ ძვლიანი ხორცი

2 კონა მჟაუნა

2 თავი ხახვი

4 კარტოფილი

2 სტაფილო

2- 3 ს.კოვზი შვრია

ქინძი,კამა,ოხრახურში,მწვანე ხახვი

მარილი გემოვნებით

არაჟანი ან სამარხვო მაიონეზი

 

მომზადების წესები:

ხორცი მოვხარშოთ ,გავაცალოთ ძვალი,დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

ცალკე ქვაბში ჩავყაროთ ხორცი,წვრილად დაჭრილი ხახვი ,გახეხილი სტაფილო ,დავასხათ 1-2 ს.კოვზი ზეთი და ერთად მოვშუშოთ. დავასხათ ბულიონი ან წყალი, ჩავყაოთ 4-ად გაჭრილი კარტოფილი და ვხარშოთ 5 წუთი.

კერძს დავუმატოთ  წვილად დაჭრილი მჟაუნა და ვხარშოთ 15 წუთი” სიმჟავის” გამოსვლამდე.შემდეგ დავუმატოთ მარილი.

კერძის მომზადებამდე 2-3 წუთით  ადრე ჩავყაროთ შვრია,წვრილად დაწრილი მწვანილები.

წვნიანი დიდხანს არ ვხარშოთ,რომ მწვანილებმა ფერი არ შეიცვალოს.

უგემრიელესი წვნიანი მივირთვათ არაჟანთან ერთად.

იგივე წესით შეგვიძლია, მოვამზადოთ უხორცოთ მჟაუნას სამარხვო წვნიანი.

თუ მარხვაზე ვართ, არაჟანი შევცვალოთ სამარხვო მაიონეზით.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჟაუნას წვნიანს ამზადებს ისპანახისა და მჟაუნას ფოთლებით.ამ შემთხვევაში 1 დიდი ზომის ისპანახს უმატებენ 6 კონა მჟაუნას. ასევე  ამ დროს ინგრედიენტებად გამოიყენება: 2 კონა მწვანე ხახვი და 2 თავი ხახვი,6-7 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი.თუ მარხვაზე არ ვართ,მივირთვათ არაჟანთან და მოხარშულ კვერცხთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნივრიანი ”პამპუშკები” – გემრიელი ფუნთუშა-პურუკები წვნიანისათვის

ინგრედიენტები :

1 ჭიქა მინერალური წყალი

400- 450 გრ.ფქვილი

25 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

2 ს.კოვზი ზეთი

9 გრ.საფუარი

 

ზემოდან წასასმელად ;

3 კბილი ნიორი

1/2 მარილი ან გემოვნებით

მწვანილი სურვილისამებრ

50 გრ.გაგრილებული გადადუღებული წყალი

2 ს.კოვზი ზეთი

 

მომზადების წესები :

უკრაინაში ნივრიან პამპუშკებს მიირთმევენ ბორშთან ერთად.

თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ლიმონის წვენი,ზეთი,ფქვილის ნახევარი .

დავიწყოთ ცომის მოზელვა და შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი,მარილი.მოვზილოთ რბილი ცომი,რომელიც მსუბუქად ეწეპება ხელს.

ცომს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად..

გაორმაგებული ცომი დავყოთ გუნდებად,დავალაგოთ  ახლოახლოს ღუმელის ტაფაზე (დაფენილია საცხობი ქარალდი),გადავაფაროთ ტილო და კიდევ გავაჩეროთ ამოფუებამდე.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

ცხელ ფუნთუშებს  გადავასხათ ნივრიანი წვენი.

ნივრიანი წვენის მომზადება :

გადადუღებულ წყალში  გავცხსნათ გატარებული ნიორი,მარილი,ზეთი და წვრილად დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.

უკრაინული წითელი ბორში და ნივრიანი ” პამპუშკები “

ინგრედიენტები :

300 გრ. ძვლიანი ძროხის ხორცი

300 გრ. ძვლიანი  ღორის ხორცი

4 ცალი კარტოფილი

200 გრ.ჭარხალი

1 თავი ხახვი

400 გრ.კომბოსტო

1 სტაფილო

1 ს.კოვზი შაქარი

1 პამიდორი

2 ს.კოვზი ტომატი

30-50 გრ.ღორის ცხიმი( ე.წ. სალა)

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი ლიმონი ან ვაშლის ძმარი.

ოხრახურში

1 ს.კოვზი ფქვილი

1 დაფნის ფოთოლი

მწვანილი

მომზადების წესები :

მარილი,აჯიკა,ცხარე წითელი წიწაკა,არაჟანი გემოვნებით

ქვაბში ჩავდოთ ძროხის ხორცი და  შემოვდოთ ცეცხლზე,20 წუთის შემდეგ ჩავამატოთ ღორის ხორცი და როგორც კი წამოდუღდება,გადავაქციოთ ნახარში,დავასხათ ცივი წყალი,დავამარილოთ და მოვხარშოთ ბულიონი.დროდადრო ქაფი მოვხადოთ.თუ წყალი ძალიან ამოშრება,მაშინ ჩავამატოთ ადუღებული წყალი.

ხორცის მოხარშვამდე 10 წუთით ადრე დავჭრათ გათლილი კარტოფილი მსხვილ კუბებად ,ჭარხალი და სტაფილო ზოლებად,ხახვი წვრილად.,კომბოსტო წვრილ  ზოლებად.

ბულიონიდან ამოვიღოთ ხორცი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა.

ხორცს მოვაშოროთ ძვლები და ჩავაბრუნოთ ბულიონში.

ჭარხალს მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.ამ მეთოდის გამოყენებით  მივიღებთ წითელ ბორშს.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი ზეთი,დავყაროთ ჭარხალი,მოვაყროთ შაქარი ,დავუმატოთ ტომატი და მოვშუშოთ.

ცალკე ტაფაზე სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ერთად ზეთში.შევურიოთ ფქვილი და 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ

კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი.მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.ვშუშოთ 5-10  წუთი.

მოშუშული ჭარხალი და სტაფილო გადავიტანოთ ბულიონში.

ნიორი, მწვანილი და ცხიმი( ე.წ. სალა) დავნაყოთ და ჩავდოთ ბულიონში,დავუმატოთ კომბოსტო და ვადუღოთ 10-15 წუთი.

ბოლოს ჩავუმატოთ 1 კბილი ნიორი,დაფნის ფოთოლი,აჯიკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან,ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივირთვათ არაჟანთან ერთად.

უკრაინული ბორში აუცილებლად უნდა მივირთვათ ნივრიან “პამპუშკებთან”

 

 

 

 

 

 

სამარხვო ბოსტნეულის წვნიანი” ბორში”

ინგრედიენტები :

4 ცალი კარტოფილი

200 გრ.ჭარხალი

1 თავი ხახვი

400 გრ.კომბოსტო

1 სტაფილო

1 ს.კოვზი შაქარი

1 პამიდორი

2 ს.კოვზი ტომატი

30-50 გრ.ერბო, დამზადებული სამარხვო კარაქისაგან

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი ლიმონი ან ვაშლის ძმარი.

ოხრახურში

1 ს.კოვზი ფქვილი

1 დაფნის ფოთოლი

მწვანილი

მარილი,აჯიკა,ცხარე წითელი წიწაკა,სამარხვო მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესები :

დავჭრათ გათლილი კარტოფილი მსხვილ კუბებად, ჭარხალი და სტაფილო ზოლებად,ხახვი წვრილად.,კომბოსტო წვრილ  ზოლებად.

ქვაბში ჩავაწყოთ კარტოფილები და მოვხარშოთ.

ჭარხალს მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.ამ მეთოდის გამოყენებით  მივიღებთ წითელ ბორშს.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი ზეთი,დავყაროთ ჭარხალი,მოვაყროთ შაქარი ,დავუმატოთ ტომატი და მოვშუშოთ.

ცალკე ტაფაზე სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ერთად ზეთში.შევურიოთ ფქვილი და 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი.მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.ვშუშოთ 5-10  წუთი.

მოშუშული ჭარხალი და სტაფილო გადავიტანოთ კარტოფილიან ქვაბში.

ნიორი, მწვანილი დავნაყოთ და სამარხვო კარაქთან ერთად  ჩავდოთ ბოსტნეულის  ბულიონში,დავუმატოთ კომბოსტო და ვადუღოთ 10-15 წუთი.

ბოლოს ჩავუმატოთ 1 კბილი ნიორი,დაფნის ფოთოლი,აჯიკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან,ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივირთვათ სამარხვო მაიონეზთან  ერთად.

 

 

ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმა პიტნითა და ნაღების სოუსით

ინგრედიენტები :

 1 კგ საქონლის ხორცი

200 გრ.ღორის ხორცი

100 გრ. მრგვალი ბრინჯი

3 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

15 ღერი ქინძი

7 კბილი ნიორი

15 ღერი პიტნა

100 გრ კარაქი

აჯიკა:

3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

2 წითელი ცხარე წიწაკა

1,5 .კოვზი ძირა

3 .კოვზი ხმელი ქინძის მარცვლები

1,5  . ,კოვზი მარილი

 ნაღების სოუსი:

100 გრ კარაქი

4 ს.კოვზი ზეთი

8 კბილი ნიორი

200 მლ ნაღები

10 ღერი კამა

10 ღერი ქინძი

10-10 გრ. მარილი და შავი დაფქული წიწაკა

ვაზის ფოთოლი

მომზადების წესები :

 ბრინჯი წინასწარ დავალბოთ 20 წუთი წყალში.

 მოვამზდოთ აჯიკა.

ბულგარული და წითელი წიწაკა დავაბლენდეროთ.

ფილთაქვაში ჩავყაროთ ნიორი,ჩავასხათ 2 .კოვზი ზეთი,ჩავყაროთ მარილი,ქინძის მარცვლები,ძირა   და დავნაყოთ.

დაბლენდერებული წიწაკა და დანაყილი მასა  შევურიოთ ერთმანეთში.

 პიტნა და ქინძი დავჭრათ წვრილად.

შერეულ ფარშს შევურიოთ ბრინჯი,მწვანილები,აჯიკა გემოვნებით და ბოლოს წვრილად დაწრილი ხახვი.

შეზავებულ ფარშს დავუმატოთ 1/2 ჭიქა წყალი და კარგად მოვურიოთ.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში დავასხათ ცხელი წყალი,ისე რომ ტოლმა არ უნდა დავფაროთ .

ტოლმა რომ ძალიან გემრიელი გამოგვივიდეს,  ზემოდან კარაქის კუბები მოვათავსოთ,კერძს დავაფაროთ თეფში და ზემოდან მოვათავსოთ სიმძიმე( ქვა) ,წყალი აიწევს და ტოლმას დაფარავს.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფოთოლში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ქვაბს დავახუროთ თავსახური.წყალი რომ ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

 ნაღების სოუსი :

 ქინძი და კამა წვრილად დავჭრათ.

 კარაქი გავადნოთ ,დავასხათ ზეთი,შიგნით ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი   ნიორი და ოდნავ მოვშუშოთდავუმატოთ დაბალპროცენტიანი ნაღები.როგორც კი წამოდუღდება,იქვე გადმოვდგათ ცეცხლიდან,

წვრილად დაჭრილი მწვანილი ჩავყაროთ  და დავუმატოთ  მარილი,შავი დაფქული წიწაკა

 სუფრაზე მიტანის წინ კერძი გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრენით და ფიალით მივიტანოთ ნაღების სოუსი.

 

 

ჩიხირთმის კრემ-წვნიანი კვერცხი პაშოტით

ინგრედიენტები :

250 გრ.ქათმის ფილე

200 მლ.ნაღები

400 მლ ბულიონი

2 ს.კ.პურის ფქვილი

1/2 თავი ხახვი

ძმარი,მარილი გემოვნებით

1 ნაჭერი პურის ბაგეტი

2 კბილი ნიორი

1 კვერცხი

2 გრ.კამა

მომზადების წესები :

ქათამი მოვხარშოთ ,გავაციოთ.ბულიონი გავწუროთ საცერში.

ხახვი და ნიორი ზეთში მოვშუშოთ ქვაბში.შემდეგ მასში  ჩავალაგოთ მოხარშული ფილეს ნაჭრები და გავაგრძელოთ მოშუშვა.ქვაბში ჩავასხათ ბულიონი.

ნაღებში გავხსნათ ფქვილი  და ისიც ქვაბში ჩავასხათ.წვნიანი წამოვადუღოთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან.კერძი დავამარილოთ,დავუმატოთ ძმარი.

ჩიხირთმა  დავაბლენდეროთ.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.მას არომატისთვის დავუმატოთ 1 კბილი გაჭრილი ნიორი და მასში გავხუხოთ პური.

მოვამზადოთ კვერცხი პაშოტი.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მარილი,5 ს.კ.ძმარი ჩავასხათ,ჩავახალოთ 1 კვერცხი( მოვხარშოთ 2 წუთი) და ამოვიღოთ.

ღრმა თეფშზე დავასხათ ჩიხირთმის კრემ-წვნიანი,გავაფორმოთ კამით .კერძი  მივირთვათ გახუხულ პურთან და კვერცხთან ერთად

 

 

 

 

 

წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 2015 წელი