დიეტური ბროკოლის წვნიანი ბავშვებისათვის

თუ გსურთ, მიირთვათ რაღაც მსუბუქი გაზაფხულზე  , მაშინ ჩვენი ბროკოლის ბოსტნეულის წვნიანი არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ. ეს წვნიანი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღია. რაც მთავარია, ეს წვნიანი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვინც უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და აკონტროლებს  წონას. გააკეთეთ ბროკოლის წვნიანი ჩვენი რეცეპტის მიხედვით,ის ძალიან გემრიელია  და ნამდვილად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები :

1 სტაფილო

1 ყაბაყი

500 გრ.კარტოფილი

50 გრ.მწვანე ხახვი

300 გრ.ბროკოლი

50 მლ.ზეთი

2 ლიტრა წყალი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

მწვანე ხახვი და სტაფილო დავჭრათ , ერთად მოვშუშოთ ზეთში.

კარტოფილები ნახევრად მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.10 წუთის შემდეგ ქვაბში ჩავყაროთ  დაჭრილი ყაბაყი და ბროკოლი.თუ ყაბაყი ახალგაზრდა არ არის,გავთალოთ და გამოვუღოთ თესლები.

კერძს დავუმატოთ მოშუშული ხახვი და სტაფილი,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.კერძი ვადუღოთ 3-5 წუთი.წვნიანი შეგვიძლია მივირთვათ არაჟანთან ერთად.

 

 

 

 

ბოსტნეულის წვნიანი ყაბაყით – ქართული სამზარეულო

ქართული ბოსტნეულის სუპი იმდენად ნოყიერია, რომ მასში ხორცის არ არსებობა  არ შეიმჩნევა . ასეთი სუპის  მირთმევა მათაც შეუძლიათ , ვინც არ მარხულობს, მაგრამ ჯანსაღი კვება  ურჩევნია.

ინგრედიენტები :

120 გრ.ხახვი

120 გრ.წითელი ბულგარული

120 გრ.სტაფილო

12 გრ.ნიორი

170 გრ.კარტოფილი

170 გრ.წითელი ლობიო კონსერვირებული

120 გრ.ყაბაყი

120 გრ.ნიახურის ძირები

50 მლ.ზეითუნის ზეთი

50 მლ.ზეთი

15 გრ.ოხრახურშის ფოთლები

1 გრ.შავი დაფქული წიწაკა

20 გრ.მარილი

2,5 ლიტრა წყალი

1 გრ.ხმელი სუნელი

მომზადების წესები :

კარტოფილი,სტაფილი,ყაბაყიკანიანად,ნიახურის ძირები,ხახვი დავჭრათ კუბებად.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მასში მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე სტაფილო,შევეცადოთ არ დაგვეწვას.

ქვაბში ჩავამატოთ ხახვი,მოვშუშოთ და შემდეგ ჩავდოთ ნიორი ზუსტად ერთი წუთი.ნიორი გამოუშვებს არომატს,მაგრამ არ უნდა დაიწვას.

შემდეგ ჩავამატოთ ქვაბში ბულგარული,ნიახური,ყაბაყი და ნახევარდ მოვამზადოთ.

ქვაბში ავადუღოთ წყალი,გადავიტანოთ მოშუშული პროდუქტი,მივიყვანოთ ადუღებამდე და ნახევრად მოვხარშოთ.

კერძს დავუმატოთ ლობიო,ყაბაყი და ვადუღებთ 3 წუთი.ბოლოს კერძში ჩავყაროთ ხმელი სუნელი,მარილი,წიწაკა.წვნიანს  სუფრასთან  მიტანის წინ წვნიანს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში.

წყარო: https://www.gastronom.ru. რეცეპტის ავტორია რუსეთში მოღვაწე  შეფმზარეული რუსუდან შამათავა.

 

კარტოფილის ნაზი წვნიანი ყველით ბავშვებისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ.კარტოფილი

150 გრ.ყველი

200 მლ.ნაღები

2 ს.კოვზი ხახვი

2 ტოტი მწვანე ხახვი

1 დაფნის ფოთოლი

3 ბაჰარი

1 ყვითელი  ბულგარული წიწაკა

მარილი  და წიწაკა გემოვნებით

პაპრიკა გემოვნებით

2 ღერი ქონდარი

მომზადების წესები :

მწვანე ხახვი გავრეცხოთ,გავამშრალოთ და თეთრი ბოლოები დავჭრათ. ხახვის  მწვანე ნაწილი ამ კერძში არ დაგვჭირდება.

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ და კუბებად დავჭრათ.

ბულგარული გავრეცხოთ, თესლები გამოვუღოთ და წვრილად დავჭრათ.

სქელძირიან ქვაბში ხახვის თეთრი ბოლოები მოვშუშოთ ერბოში,დავუმატოთ ბულგარული,კარტოფილი,დაფნის ფოთოლი,ქონდარის 2 ტოტი,ბაჰარის მარცვლები,ვშუშოთ 3-4 წუთი,დავასხათ ბულიონი და კერძი ვხარშოთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.

მოდუღებული კერძიდან ამოვიღოთ ქონდარი,დაფნის ფოთოლი,ბაჰარის მარცვლები.

კერძი დავაბლენდეროთ,შევურიოთ ნაღები, ნახევარი გახეხილი ყველი,პაპრიკა,მარილი,წიწაკა,ისევ დავაბლენდეროთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. ამის შემდეგ კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან.

წვნიანი დავასხათ თეფშებზე,მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი ყველი და მოვრთოთ ქონდარით.

 

 

კარტოფილის წვნიანი

ინგრედიენტები :

500 გრ.კარტოფილი

1 ლიტრა რძე

2 კვერცხის გული

40 გრ.კარაქი

15 გრ.ოხრახურში

ნახევარი ჭიქა ბრინჯი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილწყალში.

წყალი გადავღვაროთ და კარტოფილებს დავასხათ ბულიონი.

გასუფთავებული სტაფილო დავჭრათ და 20 გრ. კარაქში მოვშუშოთ ხახვთან ერთად   ტაფაზე.

მოშუშული სტაფილო  და ხახვი ჩავყაროთ ბულიონში,წამოვადუღოთ ,დავუმატოთ  გარეცხილი ბრინჯი და მოვახარშოთ, როცა ბრინჯი მოიხარშება, კერძში ჩავდოთ დარჩენილი კარაქი და გათქვეფილი, დამარილებული კვერცხის გულები ჩავასხათ.კერძი წამოვადუღოთ.

სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

 

კარტოფილის წვნიანი ფრილადელკებით

ინგრედიენტები :

500 გრ.კარტოფილი

300 გრ. ქათმის ხორცი

მარილი,წიწაკა,სანელებლები ფარშისათვის

100 გრ.ხახვი

100 გრ.სტაფილო

100 გრ.წითელი ბულგარული

ზეთი

2 ლიტრი ქათმის ბულიონი

მწვანილი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

ქათმის ფარშს დავუმატოთ მარილი,წიწაკა და სანელებლები სურვილის მიხედვით,შევდოთ მაცივარში ცოტა ხნით.

კარტოფილი გავთალოთ,დავჭრათ და მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში.

სანამ კარტოფილი იხარშება ცალკე ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი  ხახვი და ბულგარული.

ცალკე ტაფაზე კი მშრალად  მოვშუშოთ მსხვილად დაჭრილი,გასუფთავებული სტაფილო.

მაცივრიდან გამოვიღოთ ქათმის ფარში,მოვამზადოთ გუფთები,ფრიკადელკები , ჩავყაროთ კერძში და კერძის მომზადება გავაგრძელოთ ფრიკადელკების,გუფთების მოხარშვამდე.წვნიანის მომზადებამდე 3-4 წუთით ადრე შეგვიძლია ჩავყაროთ დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.

 

 

კარტოფილის წვნიანი ხორცით

ინგრედიენტები :

300 გრ.კარტოფილი

700 გრ.საქონლის ხორცი

3 ლ.წყალი

100 გრ.სტაფილო

100 გრ.ხახვი

2 ს.კოვზი ზეთი

1 დაფნის ფოთოლი

2-3 ბაჰარი

2 ს.კოვზი ტომატ-პასტა

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხილი საქონლის ხორცი დავჭრათ და მოვხარშოთ ,პერიოდულად მოვხადოთ ქაფი .

ტაფაზე დავასხათ ზეთი. მასში დაჭრილი  ხახვი და სტაფილო მოვშუშოთ,დავუმატოთ ტომატ-პასტა,დაფნის ფოთოლი და ბაჰარი.ვშუშოთ 5 წუთი.

მოხარშულ ხორცში ჩავყაროთ გარეცხილი და დაჭრილი კარტოფილები,მოშუშული ხახვი და სტაფილო და კერძის მომზადება გავაგრძელოთ კარტოფილის მოხარშვამდე.ბოლოს წვნიანი დავამარილოთ, მოვაყაროთ მწვანილი .

რჩევა:  კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ ტომატ-პასტის გარეშე.

 

გემრიელი ქათმის წვნიანი ბრინჯით

ინგრედიენტები :

500 გრ. ქათმის ფილე

1 სტაფილო

3 კარტოფილი

0,5 ჭიქა ბრინჯი

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

ნიახური პატარა კონა

დანის წვერით ინდური სუნელი ქარი

ზეთი

მომზადების წესები:

წყალი ავადუღოთ,მოვასხათ  1 ს.კოვზი ზეთი ჩავაწყოთ დაჭრილი ფილე ,ჩავდოთ დაფნის ფოთოლიდა მოვხარშოთ.ხარშვის დროს მოყენებული ქაფი მოვხადოთ.

როგორც კი ფილე მოიხარშება,ქვაბში ჩავყაროთ გათლილი,გარეცხილი და დაჭრილი კარტოფილი.დაფნის ფოთოლი ბულიონიდან ამოვიღოთ.

ხახვი დავჭრათ წვრილად.ნიორი დავჭყლიტოთ.სტაფილო გავხეხოთ.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი  ზეთი და მასში მოვშუშოთ სტაფილო და ხახვი ერთად.

როცა კარტოფილი მზად იქნება,ქვაბში ჩავყაროთ ბრინჯი,ნიორი,მოშუშული ხახვი და სტაფილო.მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ნიახური შევკრათ ძაფით ერთ კონად და წვნიანში ჩავახარშოთ.წვნიანი ყვითელი რომ გამოვიდეს,დანის წვერით ჩავამატოთ ქარი,თანაც კარგ გემოს აძლევს.

კერძში ბრინჯი მოვხარშოთ და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ეს ქათმის წვნიანი ძალიან გემრიელია!

გუფთა, ბოზბაში – აზერბაიჯანული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ ცხვრის ხორცი ( რბილი)ან საქონლის ხორცი

200 გრ.დუმა

200 გრ.ხახვი

მწვანილი: ქინძი,კამა,პიტნა გემოვნებით

200 გრ .მრგვალი ბრინჯი

შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი ხმელი პიტნა

3-4 ცალი პამიდორი

3-4 ცალი კარტოფილი

100 გრ.კარაქი

ნახ ს.კოვზი კურკუმა

2 -3  ს.კოვზი მუხუდო

 

მომზადების წესები :

ხორცი ,დუმა და 100 გრ.ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები,ხმელი პიტნა, მრგვალი ბრინჯი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

მოვზილოთ ფარში სველი ხელებით. ხორცი ხელს უნდა მიეწებოს.

ფარშისაგან მოვამზადოთ სასურველი ზომის ბურთები. თითოეულში ჩავდოთ წინასწარ დამბალი შავი ქლიავი ან ალუჩა.

ხახვი და პომიდორი წვრილად დავჭრათ.

100 გრ.კარაქში მოვშუშოთ ხახვი და დავაყაროთ პომიდორი,დავუმატოთ კურკუმა,ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

მოშუშულ ხახვს და პამიდორს დავასხათ ბულიონი,წამოვადუღოთ,ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები .

ვჭრით 4 -6 ნაწილად  გარეცხილ,გაფცქვნილ კარტოფილებს და ვაწყობთ ბულიონში.ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაგრძელოთ კერძის მომზადება.როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება,დავუმატოთ მუხუდო,ცოტა ხმელი პიტნა და ვადუღოთ კერძი მუხუდოს  მოხარშვამდე.

მზა კერძი გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე,მოვაყაროთ თუთუბო (სუმახი) და წვრილად დაჭრილი მწვანილები.

 

 

 

 

კუკი-ლიკი – ქათმის წვნიანი შავი ქლიავით შოტლანდიურად

ინგრედიენტები :

ქათამი – 1 – 1,5 კგ

პრასი – 4 ცალი

ხახვი – 1 ცალი

მიხაკი – 4-5 ბუტკო

შავი წიწაკის მარცვალი – 5-6 ცალი

დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი

ოხრახურში და ქონდარი – 3-4 ტოტი

შავი ქლიავის ჩირი – 15-20 ცალი

მარილი

მომზადების წესები :

ქათამს კანი გავაცალოთ.

პრასის მწვანე ნაწილი  დავჭრათ ,დავდოთ ქვაბის ძირზე,დავაწყოთ ქათმის ნაჭრები და დავასხათ წყალი ისე , რომ ქათამი ოდნავ დაიფაროს.

მოვადუღოთ ბულიონი დაბალ ცეცხლზე. წვენს ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.

ბულიონის მოდუღებამდე 3-4 წუთით ადრე, ქვაბში ჩავყაროთ შავი წიწაკის მარცვლები,დაფნის ფოთლები,მიხაკის ბუტკო, მწვანილი,მარილი.

მომზადებული ბულიონი გადავწუროთ,გავატაროთ საცერში და ჩავასხათ სუფთა ქვაბში.

ქათამს გამოვაცალოთ ძვლები , დავჭრათ წვრილად.

ბულიონში ქათმის ნაჭრებთან ერთად  ჩავყაროთ შავი ქლიავის ჩირი და მოვადუღოთ 5 წუთი.

დავჭრათ პრასის თეთრი ნაწილი.

ხახვი დავჭრათ რგოლებად .

ხახვი,პრასის თეთრი ნაწილი მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ 3 წუთი.

 

მაწვნის წვნიანი

ინგრდიენტები:

500 მლ. მაწონი

300 მლ.წყალი

200 მლ. არაჟანი

3 ს.კოვზი ბრინჯი

1 თავი ხახვი

30 გრ.კარაქი

1 კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

7-7 ღერი კამა,ქინძი

ან პიტნა

მარილი გემოვნებით

3კვერცხი

 

ხახვი წვრილად დავჭათ და კარაქში მოვშუშოთ.

გავრეცხოთ და მოვხარშოთ 3 ს. კ ბრინჯი.

1 ქილა მაწონში გავთქვიფოთ 1 ც კვერცხი, ჩავასხათ 300 მლ წყალი,200 მლ არაჟანი,გავხანათ კარგათ, მოვურიოთ და საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ შევწყვიტოთ მორევა, მივიყვანოთ ადუღებამდე.

როგორც კი დუღილს დაიწყებს ჩავაყაროთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, დაჭრილი ქინძი, კამა, ნიორი, მოვურიოთ და კერძი მოვამზადოთ.თუ სურვილი გვაქვს, ჩავახალოთ კვერცხი მთელ-მთელად.

და გამოვრთოთ ცეცხლი როცა კვერცხი  ჩვენთვის  სასურველ დონეზე მოიხარშება.