კრემი შუსთვის და მინანქარი ეკლერისათვის

ინგრედიენტები :

180 მლ.რძე

2 კვერცხის გული

270 გრ.შაქარი

2 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

320 გრ.კარაქი

2 ს.კოვზი კონიაკი

მომზადების წესები :

შუს და ეკლერის მოხარშული ცომი – დეტალური რეცეპტი

კვერცხის გული ავთქვიფოთ მიქსერით,გავატაროთ საცერში,შევურიოთ შაქარი,შაქრიანი ვანილი ,შემოვდგათ ვეცხლზე,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.

მოდუღებული სიროფი გადავიტანოთ ცალკე თასში და გავაგრილოთ ოთხის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით,კოვზობით შევათვიფოთ სიროფი და ბოლოს კონიაკი.

მიღებული კრემით ავავსოთ შუ და ეკლერი.

მინანქარი შუს და ეკლერის გასაფორმებლად:

50 გრ.შავი შოკოლადი და 20 გრ.კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და წავუსვათ შუს.ნამცხვარი 2 საათი შევდოთ მაცივარში.

ქართული სამარხვო კრემიანი და თბილისური ფუნთუშები

ქართული სამარხვო ფუნთუშა ( პონჩიკი )

ინგრედიენტები :

1 კგ.ფქვილი

2 ჩ.კოვზი საფუარი

3 ჩ.კოვზი შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

50 მლ.ზეთი

600 მლ.თბილი წყალი

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ.

ფქვილში გავაკეთოთ ორმო . მასში ჩავასხათ ზეთი და თბილი წყალი.მოვზილოთ ოდნავ თხელი ცომი,გადავაფაროთ და დავდოთ თბილ ადგილას 2 საათი ასაფუებლად.

ინგრედიენტები მოხარშული კრემისათვის :

500 მლ.წყალი

150 გრ.შაქარი

130 გრ.ფქვილი

ვანილი ან რომი გემოვნებით

მწიკვი მარილი

კრემში ცხიმის  დამატება არ არის რეკომენდირებული

მომზადების წესები :

ფქვილი და შაქარი შევურიოთ,დავასხათ დაახლოებით 100 მლ.წყალი და კარგად მოვურიოთ.

დანარჩენი წყალი ავადუღოთ  და ჩავასხათ ეს თხელი ცომი.კრემი მოვადუღოთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ ვანილი.

ამოფუებული ცომი დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.

თითოეული გუნდა ხელით გავბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი და მოვახვიოთ ხაჭაპურივით.გავაჩეროთ 5 წუთი და ადუღებულ ზეთში ჩავდოთ (აუცილებლად ნაკეცებით ქვემოთ) შესაწვავად.

თბილისური ფუნთუშები

ინგრედიენტები ცომისათვის:

650 გრ.ფქვილი

400 მლ.თბილი წყალი

1 კვერცხი

40 გრ.საფუარი

40 გრ.მარილი

10 გრ.მარილი

30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ შაქარი,საფუარი,მარილი,დავასხათ თბილი წყალი,დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ოდნავ თხელი ცომი,შემდეგ შევაზილოთ ოთხის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ინგრედიენტები კრემისათვის :

6 კვერცხის გული

1 ლიტრა რძე

70 გრ.შაქარი

220 გრ.ფქვილი

5 გრ.ვანილი

მწიკვი მარილი

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,50 მლ.  რძე და შაქარი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.რძის დამატებით მოდუღებული კრემი თეთრი ფერის გამოდის.შემდეგ შევათქვიფოთ ფქვილი.

დანარჩენი რძე მივიყვანოთ ადუღებამდე,გადავიტანოთ ფქვილიანი მასა და მოვადუღოთ კრემი. კრემი გავაგრილოთ ,ვანილი და კარაქი შევურიოთ.ძალიან ბევრი გამოცდილი დიასახლისი ფუნთუშების კრემს კარაქს საერთოდ არ უმატებს.

ამოფუებული ცომი დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.

თითოეული გუნდა ხელით გავბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი და მოვახვიოთ ხაჭაპურივით.გავაჩეროთ 5 წუთი და ადუღებულ ზეთში ჩავდოთ (აუცილებლად ნაკეცებით ქვემოთ) შესაწვავად.

ცხელ ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძველებური კრემიანი ფუნთუშა ”პონჩიკი” მოხარშული ვანილის კრემით

დღეს  შემოგთავაზებთ  კრემიანი ფუნთუშების ძალიან უჩვეულო რეცეპტს ამ დესერტის მომზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ინგრედიენტები :

265 – 300  გრ.ფქვილი უმაღლესი ხარისხი

8 გრ.საფუარი

2,5  გრ.მარილი

30 გრ.შაქარი

190 მლ.თბილი  წყალი

1 კვერცხი

შაქრის პუდრა

15 გრ.მარგარინი

 

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ცომი და დავაყენოთ შეფუთული თბილ ადგილას 4 საათი.

ამოფუებული ცომი 2 ჯერ ჩავზილოთზეთიანი ხელებით

ინგრედიენტები კრემისათვის :

3 კვერცხის გული

1 ჭიქა რძე

1 ვანილი

2 ს.კოვზი ფქვილი

0,5 ჭიქა შაქარი

კრემში კარაქის  დამატება არ არის რეკომენდირებული

მომზადების წესები :

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად. ამ მომენტში შეგვიძლია ჩავაგდოთ 100 გრ.დატეხილი შოკოლადიც.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცომიდან მოვამზადოთ ბურთები,გადავაფაროთ ტილო და დაველოდოთ ამოსვლას. თითოეული ბურთი ხელის გულით გავაბრტყელოთ.რთზე  ცენტრში დავდოთ კრემი,დავაფაროთ მეორე , ჭიქით შემოვაჭრათ და  თან მივაწებოთ კიდეები.

შევწვათ ფრიწიურში ორივე მხრიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

როგორ მოვამზადოთ ” ბურბუშელა თოვლის ქვეშ ” – ბუშტუკებიანი დესერტი

ბურბუშელას მრავალი რეცეპტი არსებობას. ჩვენ დღეს გთავაზობთ  მარტივ რეცეპტს,რომელიც რამდენიმე საათი ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

ინგრედიენტები :

0,5 -1 ჭიქა ფქვილი

4-5 კვეცხის გული

2 ს.კოვზი არაყი ან რომი

200 გრ. არაჟანი

მწიკვი მარილი

შაქრის პუდრა

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

კვერცხის გული,მარილი,არაყი და ფქვილი შევურიოთ.მოვზილოთ ელასტიური ცომი.თუ ცომი მშრალი გამოგვივა დავუმატოთ 1-2 კოვზი არაჟანი.

ცომი მსუბუქად  საბრტყელებლით დავბეგვოთ .ეს საჭიროა იმისთვის,რომ შიგნით გაჩნდეს ჰაერის ბუშტუკები,გადავაფაროთ და 1 საათი შევდოთ მაცივარში.

ცომი დავყოთ ნაწილებად

თითოეული ნაწილი  ( სისქე1-1,5 სმ) გავაბრტყელოთ   მაგიდაზე,დავჭრათ რომბებად ,ცენტრში გავჭრათ და მივცეთ სურათზე ნაჩვენები ფორმა.

 

ჩავყაროთ ბურბუშელები ადუღებულ ზეთში,შევაწითლოთ ყველა მხრიდან და გადმოვიტანოთ ქაფქირით და მოვაყართ  შაქრის პუდრა.

ეს დესერტი ძალიან გემრიელია!

ხრაშუნა პეჩენიას ,ბურბუშელას კლასიკური რეცეპტი იხ. აქ >>>

ხრაშუნა ბურბუშელას (ხვოროსტი) უმარტივესი რეცეპტი,რომელიც პირში დნება

ეს დესერტი ძალიან ადვილი მოსამზადებელი და ამავე დროს გემრიელია. ბურბუშელა აღნიშნული ინგრედიენტებით უხვად მზადდება და ბავშვობაში დაგვაბრუნებს.

ინგრედიენტები :

5 კვერცხი

90 მლ.რძე

2 გრ.მარილი

630 გრ.ფქვილი

60 გრ.შაქრის პუდრა

ცოტა ვანილი

430 გრ.ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

კვერცხი,ფქვილი,მარილი და რძე შევურიოთ.მოვზილოთ ცომი და დავასვენოთ 30-40 წუთი.

ცომი  1-1,5 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ  ფქვილმოყრილ მაგიდაზე,დავჭრათ ბაფთებად ,ცენტრში გავჭრათ და მივცეთ სურათზე ნაჩვენები ფორმა.

ჩავყაროთ ბურბუშელები ადუღებულ ზეთში,შევაწითლოთ ყველა მხრიდან და გადმოვიტანოთ ქაფქირით და მოვაყართ ვანილიანი შაქრის პუდრა.

ბურბუშელას კლასიკური რეცეპტი

2 კვერცხი

2 ს.კოვზი არაყი

2 ს.კოვზი შაქარი

250 გრ.ფქვილი

2 მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

კვერცხი,არაყი,მარილი და შაქარი ავთქვიფოთ.მასას კოვზით შევურიოთ ფქვილი,შემდეგ გადმოვიტანოთ  მაგიდაზე.ცომი ხელზე არ უნდა გვეწეპებოდეს და ამიტომ   2-3 წუთი ვზილოთ.

ცომის გუნდა 30 წუთი  შევინახოთ მაცივარში.

ცომი დავყაოთ ნაწილებად.

თითოეული ნაწილი 1-1,5 სმ სისქეზე  გავაბრტყელოთ მაგიდაზე,დავჭრათ რომბებად ,ცენტრში გავჭრათ და მივცეთ სურათზე ნაჩვენები ფორმა.

ჩავყაროთ ბურბუშელები ადუღებულ ზეთში,შევაწითლოთ ყველა მხრიდან და გადმოვიტანოთ ქაფქირით და მოვაყართ  შაქრის პუდრა.

 ჩვენ ასევე გთავაზობთ ძალიან საინტერესო  რეცეპტს წაიკითხეთ, როგორ მოვამზადოთ ბურბუშელა თოვლის ქვეშ

 

როგორ მოვამზადოთ დესერტები კულიჩის ორცხობილისაგან – 5 განსხვავებული რეცეპტი

როცა აღდგომის დღესასწაული ჩაივლის,თითქმის ყველას გვრჩება  გამომშრალი კულიჩის ( ხატის პური) ნარჩენები , მათი გადაყრა კი  ძალიან დასანანია.ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ გამომშრალი  პასკის  ( სუხარი) ნაჭრებისაგან  საუკეთესო და გემრიელი დესერტები.

 ზარმაცების შარლოტკა

ინგრედიენტები :

გამომშრალი კულიჩის  ორცხობილა( სუხარი)

2 კვერცხი

2 ვაშლი

2 ს.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი საფანელი

1 ს.კოვზი მარგარინი

1,5 ჭიქა რძე

0,5 შავი ქლიავის ჩირი

0,5 ჭიქა ნიგოზი

მომზადების წესები :

გამომშრალი კულიჩი დავჭრათ ნაჭრებად.

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ,შევურიოთ რძე.

ვაშლი გავრეცხოთ,გავთალოთ,გული გამოვაცალოთ და დავჭრათ .

შავი ქლიავი გავრეცხოთ,დავასხათ ცხელი წყალი,ცოტა ხნით გავაჩეროთ ,შემდეგ დავწრიტოთ ან შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

გულსართის დამზადება: შევურიოთ დაჭრილი შავი ქლიავი,ვაშლი და დატეხილი თხილი.

ფორმას ფსკერზე და გვერდებზე  მოვაუსვათ ცხიმი ,მოვაყაროთ საფანელი .

კულიჩის ნაჭრები დავალბოთ კვერცხისა და რძის ნარევში.

ფორმის ფსკერზე და გვერდებზე  ერთ ფენად დავაწყოთ დამბალი კულიჩის ნაჭრები,დავაყაროთ გულსართი ,დავაწყოთ ზემოდან კულიჩის ნაჭრები,მოვასხათ დარჩენილი კვერცხისა და რძის ნარევი.

გამოვაცხოთ ღუმელში 20-30 წუთი.

ჰაეროვანი პეროგი კულიჩის ნარჩენებისაგან

ინგრედიენტები :

350 გრ.კულიჩის ორცხობილა( სუხარი)

200 მლ.რძე

100-159 გრ.კარაქი

5 კვერცხი

60 გრ.კარაქი

100 გრ.არაჟანი

80 გრ.ნიგოზი

80 გრ.შოკოლადი

საფანელი

მომზადების წესები :

კულიჩის  ხმელი ნაჭრები დავალბოთ რძეში.

ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი.

კარაქი გავალღოთ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მწიკ მარილთან ერთად.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შევურიოთ არაჟანი და გამდნარი კარაქი.ეს მასა დავასხათ კულიჩის ნაჭრებს და კარგად დავაბლემდეროთ ხელის ბლენდერით,რომ არ დაგვრჩეს  კულიჩის მსხვილი ნაწილაკები.

ცომში შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა ,დაჭრილი თხილი და შოკოლადი.

ცომი გადავიტანოთ ფორმაში და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.

პეროგი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კულიჩის ტორტი

ინგრედიენტები :

კულიჩის ორცხობილა ( სუხარი)

30% ნაღები 500 მლ

100 გრ.შაქარი

ხილის სიროფი

ატმის კონსერვი

მომზადების წესები ;

კულიჩის ნაჭრები დავნამოთ ხილის სიროფით.

ნაღები ავთქვიფოთ მყარ  პიკამდე და შევურიოთ შაქარი.

ფორმაში ფენა-ფენა ჩავალაგოთ კულიჩის ნაჭრები, ფენებს შორის და ზემოდან  წავუსვათ ნაღების კრემი და დავალაგოთ დაჭრილი ატმები.

ზედა ფენა გავაფორმოთ დაჭრილი ატმებით.

დესერტი  შევდოთ მაცივარში 6 საათი და ამის შემდეგ მივირთვათ.

ფორთოხლის დესერტი

ინგრედიენტები :

კულიჩის ნაჭრები

0,5 ჭიქა ფორთოხლის წვენი

1 30 % ჭიქა ნაღები

1/3 ჭიქა შაქრის პუდრა

ბანანი,კივი,ფორთოხალი

შოკოლადი,ლიქიორი

 მომზადების წესები :

ფორთოხლის წვენში ჩავყაროთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე,შაქრის გადნობამდე.

სიროფი გავაგრილოთ და შევურიოთ ლიქიორი.

მიღებული სიროფით დავნამოთ კულიჩის  ორცხობილის ნაჭრები

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,შევურიოთ შაქრის პუდრა და გავაციოთ.

ფორმებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კულიჩის ნაჭრები,ფენებს შორის მოვასხათ კრემი,მოვაყაროთ დაჭრილი ხილი.

ზემოდან გავაფორმოთ გახეხილი შოკოლადით.

კულიჩის ორცხობილის ( სუხარის) პუდინგი

4 ნაჭერი კულიჩის ორცხობილა

50 გრ.კარაქი

2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

250 მლ.რძე

2 კცერცხი

70 გრ.შაქარი

ნახევარი ფორთოხლის ცედრა

ჯავზი გემოვნებით

შაქრიანი ვანილი გემოვნებით

დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესები :

კარაქს შევურიოთ დარიჩინი,ჯავზი.

კულიჩის ორცხობილებს მოვაშოროთ ქერქი.

ფორმებს მოვუსვათ არომატული კარაქი ფსკერზე და გვერდებზე.

კარაქი წავუსვათ კულიჩის ორცხობილის ნაჭრებსაც და ცხიმიანი ზედაპირით ქვემოთ ჩავდოთ ფორმებში,მივადოთ გვერდებს.

რძე შევათფოთ,გავხსნათ შიგნით შაქრიანი ვანილი.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან  ერთად გადნობამდე.

გათქვეფილ კვერცხს სათქვეფით შევურიოთ რძე.

კრემი დავასხათ ორცხობილებს და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

თუნუქის ფირფიტაზე დავასხათ წყალი, ჩავაწყოთ ფორმები და 40-45 წუთი ვაცხობთ 180 გრადუსზე.

გამომცხვარი პუდინგი გავაგრილოთ და შემდეგ გადმოვაბრუნოთ თეფშზე.

 

ტყუილი ხაჭაპური თუ ყველიანი ბლინები

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

400 მლ.რძე

200 გრ.ყველი  ან 100 გრ .ხაჭო + 100 გრ.ყველი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

350 გრ.ფქვილი

კარაქი

მომზადების წესები :

კვერცხი ავთქვიფოთ  რძეში,ჩავუმატოთ 0,5 ჩ,კოვზი სოდა,შევათქვიფოთ ფქვილი და გახეხილი ყველი.

ტაფა გავახუროთ,გავადნოთ კარაქი და დავასხათ ცომი.

ხაჭაპური შევწვათ ორივე მხრიდან.ზემოდან მოვუსვათ კარაქი.

 

კულიჩი – ქართული ტრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

500 გრ.კარაქი

500 გრ.შაქარი

1ჩ.კოვზი მარილი

8 კვერცხი

1 კვერცხის გული ზემოდან მოსასმელად

250 გრ.ქიშმიში

1,5 -2 კგ.ფქვილი

0,5  ჭიქა ზეთი

3 ს.კოვზი საფუარი

1 ს.კოვზი დაფქული ჯავზი

1 ს.კოვზი დაფქული ილი

0,5 ჩ.კოვზი მიხაკ-დარიჩინი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ხაში:2 ს.კოვზი შაქარი გავხსნათ თბილ რძეში. 150 გრ.ფქვილს ავურიოთ საფუარი და დავასხათ ტკბილი  რძე.მოვზილოთ  ძალიან თხელი ცომი , გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ასაფუებლად.

კარაქი,მარილი და შაქარი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხები და შემდეგ დავუმატოთ სანალებლები.

გათქვეფილ მასას შევურიოთ აფუებული ხაში,შევაზილოთ ფქვილი,მოვზილოთ  კარგად ნაზი ცომი,გადავაფაროთ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

ამოსული ცომი ზეთიანი ხელებით ორჯერ ჩავზილოთ და კვლავ დავდოთ ასაფუებლად.

მესამედ აფუებულ ცომს დავუმატოთ ქიშმიში,ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ,ცხიმწასმულ  ფორმებში 2/3 სიმაღლეზე გადავაფაროთ და კვლავ დაველოდოთ ფორმებში ცომის ამოსვლას.

ამოსულ ცომს ფუნჯით გადავუსვათ გთქვეფილი კვერცხის გული ( გახსნილი ერთ სუფრის კოვზი რძე) და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

 

 

 

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი კულიჩის გასაფორმებლად

ძალიან მარტივი შოკოლადის ჭიქურის რეცეპტი, რომელიც თქვენს კულიჩს განსაკუთრებულს გახდის.

ინგრედიენტები :

1 ჭიქა შაქრის პუდრა

1-2 კვერცხის ცილა

2 ჩ.კოვზი კაკაო

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი ან 10 წვეთი  წყალში გახსნილი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ღრმა ჭურჭელში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,კაკაოს ფხვილი და შაქრიანი ვანილი.

წაიკითხეთ კულიჩის რეცეპტები  აქ >>

შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ ლიმონის წვენი,კვერცხის ცილა და ავსრისოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

სააღდგომო შოკოლადის კულიჩი

ინგრედიენტები :

ხაში :

0,5 ლიტრა რძე

2 ჭიქა ფქვილი

2 ს.კოვზი მშრალი საფუარი ან 50 გრ.ნედლი

1 ს.კოვზი შაქარი

ინგრედიენტები ცომისათვის

200 გრკარაქი

2 ჭიქა  შაქარი( 260 გრ)

1 ს.კოვზი ზეთი

4 კვერცხი

200 გრ.შოკოლადი

ვანილი

40 გრ.ნუშის ფანტელები

1 ფორთოხალი

ქიშმიში გემოვნებით

დაახლოებით 1 კგ.ფქვილი,ხაშთან ერთად 1300 გრ

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის 4 დიდი ზომის კულიჩი.

 

მომზადების წესები :

ქიშმიში დავალბოთ ცხელ წყალსი.დამბალ ქიშმიშს წყალი გადავუწუროთ და შევამსრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

ჯერ მოვამზადოთ ოპარა: თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,შაქარი და ფქვილი,გადავაფაროთ თავზე ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე.

კარაქი გავადნოთ.

შოკოლადი გავადნოთ ორთლის აბაზანაზე.

აფუებულ ხაშს შევურიოთ ერთი ფორთოხლის წვენი და ცედრა,გოგლი – მოგლი,ქიშმიში,გამდნარი კარაქი,შოკოლადი .დაჭრილი ნუში და ფქვილი კარგად მოვურიოთ. ცომი უნდა ეწეპებოდეს ხელს.თავსახური დავაფაროთ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ცომის მეორედ ამოსვლას.

ამოსული ცომი ჩავზილოთ ,ისევ თავსახური დავახუროთ და დაველოდოთ მესამედ ამოსვლას.

ფორმებს მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი და ნახევრამდე შევავსოთ ცომით.ფორმებს გადავაფაროთ და დაველოდოთ ცომის ამოსვლას.

კულიჩები გამოვაცხოთ  180 გრადუსზე და გავაფორმოთ სურვილისამებრ.