მაფინები ალუბლით

ინგრედიენტები :

1 კვერცხი

100 გრ.შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

50 გრ.ნაღების კარაქი

100 გრ.არაჟანი

1 ჩ.კოვზი გამაფქხიერებლი

შაქრიანი ვანილი

დანის წვერით დარიჩინი

მომზადების წესები :

კვერცხი,შაქარი,არაჟანი,კარაქი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ

ფქვილი,გამაფხვიერებელი  და ვანილი.

მეტალის ფორმაში ჩავდოთ ქაღალდის ფორმები და ცომით შევავსოთ ერთ მესამედზე.

თითოეულ მაფინში ჩავდოთ 3 მარცვალი დაკუკული ალუბალი და გამოვაცხოთ 15-25 წუთი

180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში .მაფინები გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ბლინის ღვეზელი ქათმის ხორცისა და სოკოსაგან

ინგრედიენტები :

ბლინის ცომი მაწვნით

2,5 ჭიქა ფქვილი

3 კვერცხი

1 ჭიქა მაწონი ან კეფირი

3 ს.კოვზი ზეთი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

0.5 ჩაის კოვზი მარილი

 

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ 16 სმ დიამეტრის ბლინები.

კვერცხი ავთქვიფოთ,დავასხათ მაწონი(მასში გახსნილი გვაქვს სოდა),ჩავყაროთ მარილი,

ჩავასხათ ზეთი და მიქსერით შევათქვიფოთ ფქვილი.ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი.

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,

შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი დავასხათ. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
<

500 გრ.ქათმის ფილე

500 გრ.სოკო

200 გრ.მაიონეზი ან არაჟანი

1 ხახვი

200 გრ.ყველი

მწვანილი.ძალიან უხდება ტარხუნა

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავძენძოთ.

სოკო ცალკე მოვშუშოთ ხახვთან ერთად ზეთში.

ყველი გავხეხოთ.

ხოკო,ქათმის ფილე , ყველი,მაიონეზი,წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი,წიწაკა ერთმანეთში შევურიოთ.

ავიღოთ 16 სმ დიამეტრის ფორმა,მოვუსვათ ზეთი გვერდებზე და ძირზე .ღვეზელი ავაწყოთ ისე, როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.

ღვეზელი გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი.

ღვიძლის ბლინები

ინგრედიენტები 10 ბლინისათვის :

300 გრ.ღვიძლი

2 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

250 მლ.წყალი

150 გრ.რძე

5 გრ.ფქვილი

20 გრ.ზეთი

250 გრ.ნაღების კარაქი

5 ტოტი კამა

140 მლ.არაჟანი

მომზადების წესები :

გარეცხილი ღვიძლი გავატაროთ ხორცსაკეპში და შემდეგ აუცილებლად დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით.

ღვიძლში შევურიოთ კვერცხი,მარილი,წყალი,რძე და ფქვილი.

ტაფა კარგად გავაცხელოთ( 22სმ დიამეტრი). ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

გულსართი;

ყველი ბრინზა, წვრილად დაჭრილი კამა და არაჟანი ბლენდერით შევურიოთ.

ბლინს წავუსვათ გულსართი ,გადავახვიოთ და დავჭრათ.

ბლინის ტორტი ალუბლით

ინგრედიენტები :

75 გრ.შავი შოკოლადი

500 მლ.რძე

3 კვერცხი

1,5 ჭიქა ფქვილი

1 ს.კოვზი რომი

2 ს.კოვზი ნაღების კარაქი

1 ს.კოვზი კაკაო

2-3 ს.კოვზი შაქრის პუდრა

მარილი

ზეთი შესაწვავად

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და შევურიოთ ნახევარი რძე,გაზზე გამდნარი კარაქი

დარჩენილ რძეში ავთქვიფოთ კაკაო,ფქვილი,შაქრის პუდრა ,მარილი.

გაგრძელება 

კრემი მუსლინი:

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

10 გრ.შაქრიანი ვანილი ,მწიკვი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.

კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.

ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და კრემი თითო თითო კოვზით შევათქვიფოთ.

ან

ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ ულუფობით კრემ პატისიერს.

რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.

ალუბლის გულსართი:

400 გრ.ალუბალი

2 ს.კოვზი შაქარი ან გემოვნებით

ალუბალი გავრეცხოთ ,დავაწყოთ საწურზე,რომ დაიწურის,დავკურკოთ ,დავაყაროთ შაქარი და დავაბლენდეროთ.

ალუბლის პიურე წამოვადუღოთ,გავატაროთ საცერში და გავაგრილოთ.

ალუბლის გულსართში ჩავასხათ წინასწარ დამბალი და აფუებული ჟელატინი წვეთობით და თან სწრაფად   ვურიოთ.

ბლინის ფირფიტები დავაწყოთ ფენა-ფენა.ფენებს შორის წავუსვათ კრემი.ყოველი მესამე ფენის შემდეგ წავუსვათ

ალუბლის გულსართი,გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

როგორ მოვამზადოთ “აჟურული” თხელი ბლინები საფუარით

ინგრედიენტები :

850-900 ლიტრა რძე

500 გრ.ფქვილი

10 გრ.საფუარი

2 კვერცხი

1 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი ზეთი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ოპარა;250 მლ.რძეში ფავხსნათ 3 ს.კოვზი ფქვილი,1 ს.კოვზი შაქარი,გადავაფაროთ თავზე და დავდოთ თბილ ადგილას 20 წუთი ასაფუებლად.

კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად ავთქვიფოთ,დავასხათ დარჩენილი რძე,შევურიოთ ოპარა და დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი.ავთქვიფოთ ისე,რომ თხელ ცომში კოშტები არ დაგვრჩეს.

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

ალუბლის ვარენიკები

ინგრედიენტები ცომისათვის :

2-3 ჭიქა ფქვილი( დამოკიდებულის ფქვილის ხარისხზე)

1/2 ჭიქა რძე

1/3 ჭიქა წყალი

1 კვერცხი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ჩ.კოვზი მარილი

 

ინგრედიენტები გულსართისათვის:

250 გრ.ალუბალი

150 გრ.ხაჭო

3 ს.კოვზი შაქარი

1 კვერცხის გული

არაჟანი

ან

2 ჭიქა გამოკურკული და წინასწარ დაშაქრული ალუბალი

 

ფქვილი გავცრათ,გავუკეთოთ ჩაღრმავება და ორმოში ჩავყაროთ მარილი,ჩავდოთ კვერცხი ,

ჩავასხათ წყალი,რძე და თასში მოვზილოთ ცომი.

ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდზე და შევაზილოთ ზეთი.

გულსართის მოსამზადებლად ალუბალი დავკურკოთ .

ხაჭო,ალუბალი,კვერცხის გული,შაქარი ერთმანეთში შევურიოთ.და შევახვიოთ ვარენიკები.

ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ის სისქეზე, ამოვჭრათ  პატარა დიამეტრის ჭიქით რგოლები. ამოჭრილი ნაწილები ამოვსვაროთ ფქვილში, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს. თითოეული გავაბრტყელოთ,ჩავუდოთ გულსართი და მოვახვიოთ.

ვარენიკები ჩავყაროთ  ოდნავ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ 5-7 წუთი.

სამარხვო კარტოფილის ბლინები

ინგრედიენტები;

600 გრ.კარტოფილი

150 გრ.ხახვი

30 გრ.კარაქი

25 მლ.ზეთი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

კარტოფილი მოვხარშოთ და საჭყლეტით დავჭყლიტოთ.

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ.

კარტოფილს შევურიოთ მოშუშული ხახვი,დავუმატოთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

კარტოფილის პიურე დავდოთ ბლინზე და გადავახვიოთ.

ბლინის რეცეპტი იხ. აქ 

სამარხვო კარტოფილის ღვეზელების რეცეპტი.

შოკოლადის ბლინები ხილით

ინგრედიენტები :

75 გრ.შავი შოკოლადი

500 მლ.რძე

3 კვერცხი

1,5 ჭიქა ფქვილი

1 ს.კოვზი რომი

2 ს.კოვზი ნაღების კარაქი

1 ს.კოვზი კაკაო

2-3 ს.კოვზი შაქრის პუდრა

მარილი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და შევურიოთ ნახევარი რძე,გაზზე გამდნარი კარაქი

დარჩენილ რძეში ავთქვიფოთ კაკაო,ფქვილი,შაქრის პუდრა ,მარილი.

გაგრძელება …

გულსართი:

300 გრ.ბანანი(კივი,ფორთოხალი ატამი)

100 გრ.ხაჭო (9%)

50 გრ.შაქრის პუდრა

1 ჩ.კოვზი ვანილიანი შაქარი

ხაჭო დავაბლენდეროთ შევურიოთ შაქრის პუდრა ,ვანილი შაქრით.

ბლინს წავუსვათ ხაჭოს კრემი,დავაწყოთ დაჭრილი ხილი და გადავახვიოთ.

ბლინი შეგვიძლია სამკუთხედად დავკეცოთ.

გადახვეული ბლინები დავჭრათ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.მოვასხათ შოკოლადი.

შოკოლადის ბლინები ალუბლით

ინგრედიენტები :

75 გრ.შავი შოკოლადი

500 მლ.რძე

3 კვერცხი

1,5 ჭიქა ფქვილი

1 ს.კოვზი რომი

2 ს.კოვზი ნაღების კარაქი

1 ს.კოვზი კაკაო

2-3 ს.კოვზი შაქრის პუდრა

მარილი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

შოკოლადი გავადნოთ  ორთქლის აბაზანაზე და შევურიოთ ნახევარი რძე,გაზზე გამდნარი კარაქი.

დარჩენილ რძეში ავთქვიფოთ კაკაო,ფქვილი,შაქრის პუდრა ,მარილი.

კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ ცომს.

ბლინის ცომს დავუმატოთ შოკოლადის მასა და რომი.

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ. ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების   ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთ ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები შევწვათ ორივე მხრიდან.

გულსართი:

300 გრ.დაკურკული და წინასწარ დაშაქრული ალუბალი

100 გრ.ხაჭო (9%)

50 გრ.შაქრის პუდრა

1 ჩ.კოვზი ვანილიანი შაქარი

ხაჭო დავაბლენდეროთ შევურიოთ შაქრის პუდრა ,ვანილი შაქრით.

ბლინს წავუსვათ ხაჭოს კრემი,დავაწყოთ ალუბალი და გადავახვიოთ.

ბლინი შეგვიძლია სამკუთხედად დავკეცოთ.

 

ბლინები ალუბლითა და ხაჭოთი

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

1 კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეთი

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.

გაგრძელება 

400 გრ.ხაჭო

150 გრ.დაკურკული ალუბალი

100 გრ.შაქრის პუდრა

ვანილიანი შაქარი

ხაჭო დავაბლენდეროთ ,შევურიოთ შაქრის პუდრა,ვანილიანი შაქარი .ბლინზე

წავუსვათ ხაჭოს კრემი,დავდოთ რამოდენიმე ცალი ალუბალი და გადავახვიოთ.

ბლინები მივირთვათ არაჟანთან ერთად.