მეგრული ხაჭაპური

ინგრედიენტები:

500 გრ სულგუნი

300 გრ.იმერული ყველი

ინგრედიენტები ცომისათვის:

450 გრ.ფქვილი

1 კვერცხი

1 კვერცხის გული

150 მლ.წყალი

100 მლ.რძე

11 გრ.საფუარი

30 გრ. კარაქი ან მარგარინი

11 გრ.შაქარი

11 გრ.მარილი

1 ს.კოვზი არაჟანი

მცენარეული ზეთი.

მომზადების წესები :

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში შაქართან ერთად. დაველოდოთ მასის აქაფებას.

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი.დავასხათ რძე,საფუარიანი წყალი,დავუმატოთ კვერცხი,კარაქი და მოვზილოთ.

ცომს ზეთი გადავუსვათ.

თასს გადავაფაროთ ტილო და  ცომი 1-2 საათი  გავაჩეროთ.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

შიგთავსის მომზადება ;

სულგუნი,იმერული ყველი გავხეხოთ და ერთმანეთს შევურიოთ.

თითოეული ხაჭაპურისათვის ყველის 120 -150 გრამიანი გუნდები მოვამზადოთ.დარჩენილი ყველი კი გავყოთ 3 ნაწილად.

ცომის გუნდა  საგლინავით მრგვლად  გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ ყველის გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.

არაჟანი და კვერცხის  გული ერთმანეთში ავურიოთ.ზემოდან წავუსვათ ხაჭაპურს,მოვაყაროთ ყველი და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

იმერული ხაჭაპური

ინგრედიენტები :

1,5 კგ.ფქვილი

500 მლ. თბილი წყალი

20 გრ.საფუარი

2 გრ.მარილი

2 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

შიგთავსი:

1 კგ ჭყინტი ყველი

2 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

თასში  ფქვილი,საფუარი,მარილი ჩავყაროთ.მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შევურიოთ,თბილი წყალი დავასხათ და თხელი ცომი მოვზილოთ. ცომი დავასვენოთ ნახ. საათი.

ყველი ხელით დავჭყლიტოთ და შევურიოთ 2 კვერცხის ცილა.

ცომისაგან სასურველი ზომის  გუნდები მოვამზადოთ  და თითოეული გავაბრტყელოთ.

გაბრტყელებული ცომის შუაგულში ჩავდოთ ბლომად შიგთავსი,მოვუკრათ პირი,ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური

ინგრედიენტები ( პირველი ვერსია) :

200 გრ.მაწონი

25-50 მლ. (მინერალური წყალი)

ნახევარი ჩაის კოვზი ძმრით

300  – 400 გრ. ფქვილი

მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისათვის:

2 კვერცხი

250 გრ.სულგუნი

300 გრ.იმერული ყველი

მომზადების წესები :

ფქვილს მოვაყაროთ მარილი.

მინერალური წყალი და მაწონი შევურიოთ, დავუმატოთ სოდა ძმრით.

სითხე დავასხათ ფქვილს და წრიული მოძრაობებით მოვზილოთ ცომი.

ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ გულსართი :

ყველი გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ კვერცხი.

ცომი და ყველი დავყოთ ერთნაირი რაოდენობის გუნდებად.

ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ყველის ერთი გუნდა,მოვუკრათ პირი და შევწვათ გახურებულ  ტაფაზე ორივე მხრიდან . ზემოდან გადავუსვათ ცხიმი. გამოცხობისას ტაფას თავზე დავახუროთ, რომ გადმოვაბრუნებთ თავსახური აღარ დავაფაროთ.

ინგრედიენტები ცომისთვის ( მეორე ვერსია)

250 მლ. მინერალური( გაზიანი ) წყალი

2 კვერცხი

1 სუფრის კოვზი შაქარი

2 სუფრის კოვზი ზეთი

ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

ფქვილი რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ნახევარ ჭიქა მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი , ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი .დაველოდოთ აქაფებას.

თასში ჩავასხათ ოპარა, ზეთი, ჩავახალოთ კვერცხი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი.

ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ გულსართი :

ყველი გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ კვერცხი.

ცომი და ყველი დავყოთ ერთნაირი რაოდენობის გუნდებად.

ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ყველის ერთი გუნდა, მოვუკრათ პირი და შევწვათ გახურებულ  ტაფაზე ორივე მხრიდან. ზემოდან გადავუსვათ ცხიმი.

 

 

ხაჭოს მაჭკატები გარგრით

ინგრედიენტები :

1 კვერცხი

500 გრ.ხაჭო

100 გრ.ფქვილი

5 ს.კოვზი შაქარი

მწიკვი დარიჩინი

ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

300 გრ.გარგარი

მომზადების წესები :

ხაჭო,შაქარი,კვერცხი,ფქვილი,გამაფხვიერებელი,დარიჩინი შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი.

გარგარი გავყოთ შუაზე,გამოვუღოთ კურკა.

გარგრის ლებნები ჩავყაროთ ცხელ სიროფში,ვხარშოთ 1-2 წუთი და შემდეგ დავწრიტოთ .

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები,რომლის შუაშიც მოვათავსებთ გარგრის ლებანს.

ხაჭოს ოლადები  გარგრით ამოვსვაროთ ფქვილში ,გავაჩეროთ 5 წუთი და შევწვათ ზეთში ტაფაზე.

ღუმელში გამომცხვარი ხაჭოს მაჭკატები გარგრით

300 გრ.ხაჭო

2 კვერცხი

50 გრ.ფქვილი

50 გრ.შაქარი

1/3  ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

გარგარი

მომზადების წესები :

ხაჭო და კვერცხი ჩანგლით ავსრისოთ.შემდეგ შევათქვიფოთ შაქარი,ფქვილი,გამაფხვიერებელი.

გარგარი გამრეცხოთ,გავამშრალოთ,კურკა გამოვუღოთ და გავყოთ შუაზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი, მოვუსვათ ცხიმი, დაშორებებით დავდოთ 1 ს.კოვზი ცომი,ზემოდან  თითოეულში მოვათავსოთ გარგრის  ლებანი.

გარგარს ზემოდან  დავადოთ  1 სუფრის კოვზი ცომი.

ხაჭოს მაჭკატები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი,ბოლო 5 წუთი ავიტანოთ ზედა თაროზე,რომ ცხობისას გაიკეთოს ქერქი.

ხაჭოს მაჭკატები  ( სირნიკი, ოლადი )მივირთვათ ცხელი არაჟანთან ერთად.

 

 

 

სამარხვო ცომი ღვეზელებისათვის – საბჭოთა რეცეპტი

  ამ ცომით საბჭოთა დროს ღვეზელებს აცხობდნენ. იგი სამარხვოა ,მომზადება მარტივია და ცალკე  ხაშის დამზადებას  არ საჭიროებს .ცომი ცხობისას შეიწოვს ძალიან ცოტა ცხიმს.ამავე  დროს გამომცხვარი ღვეზელი არის ძალიან რბილი.

ინგრედიენტები :

250 მლ.წყალი ან რძე

15 გრ.ნედლი საფუარი

20 გრ.შაქარი

მწიკვი მარილი

400 გრ.ფქვილი

მომზადების წესები :

წყალში ან რძეში გავხსნათ საფუარი,შაქარი და მარილი,ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ გაცრილი  ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გადმოვიტანოთ ზეთმოსმულ მაგიდაზე,დავამუშაოთ,ჩავდოთ თასში( მოსმული გვაქვს ზეთი),დავახუროთ თავსახური,გავაჩეროთ 1-2 საათი ასაფუებლად.

 წაიკითხეთ ღვეზელების რეცეპტები.

ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება,ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ,დავახუროთ თავსახური და კიდევ გავაჩეროთ ასაფუებლად .

მიღებული ცომი დავყოთ ნაწილებად და გამოვაცხოთ,ფუმფულა, ნაზი ,გემრიელი ღვეზელები.

ტყუილი ხაჭაპური თუ ყველიანი ბლინები

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

400 მლ.რძე

200 გრ.ყველი  ან 100 გრ .ხაჭო + 100 გრ.ყველი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

350 გრ.ფქვილი

კარაქი

მომზადების წესები :

კვერცხი ავთქვიფოთ  რძეში, ჩავუმატოთ 0,5 ჩ,კოვზი სოდა, შევათქვიფოთ ფქვილი და გახეხილი ყველი.

ტაფა გავახუროთ,გავადნოთ კარაქი და დავასხათ ცომი.

ხაჭაპური შევწვათ ორივე მხრიდან.ზემოდან მოვუსვათ კარაქი.

 

საკონდიტრო ნამცეცები” კროშკა შტრეიზელი”

ინგრედიენტები :

ფქვილი

კარაქი

შაქარი

 

მომზადების წესები :

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.ინგრედიენტები შაქარი,კარაქი და ფქვილი უნდა შევურიოთ შემდეგ თანაფარდობით – 1:1:2.

ზოგიერთი დიასახლისი აღნიშნულ ინგრედიენტებს უმატებს ერთ  კვერცხის გულს.

მიღებული საკონდიტრო ნამცეცები ფუნთუშებს,პეროგებს და ასე შემდეგ მოვაყაროთ უშუალოდ ცხობის წინ.

თუ შტრეიზელის ნამცეცები ძალიან წვრილია,მაშინ დავუმატოთ კარაქი,ხოლო თუ საერთოდ არ გამოგვივიდა,მაშინ შევურიოთ ფქვილი.

შტრეიზელი შეგვიძლია მოვამზადოთ წინასწარ და შევინაყოთ საყინულეში.

შტრეიზელს შეგვიძლია ასევე დავუმატოთ დარიჩინი,ვანილი,ცედრა,კაკაო,ნიგოზი და მივიღებთ სხვადასხვა გემოს საკონდიტრო ნამცეცებს.

კორჟიკი – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

75მლ.რძე

210 გრ.შაქარი

100 გრ.კარაქი

400 გრ.ფქვილი

1 კვერცხი

1/3 ჩ.კოვზი სოდა

7 გრ.შაქრიანი ვანილი

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი წყალი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში შევურიოთ სოდა.

ქვაბში ჩავასხათ რძე ,ჩავყაროთ შაქარი და შაქრიანი ვანილი,მოვადუღოთ სიროფი დაბალ ცეცხლზე და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

დარბილებული კარაქი 3-4 წუთი ვთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ სიროფი და დავუმატოთ ფქვილი.ცომი ხელით მოვზილოთ სწრაფად.

ცომი გავაბრტყელოთ 6-7 სმ სისქეზე,გამოვჭრათ ფორმით კორჟიკები.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავაწყოთ კორჟიკები,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული ( კვერცხის გულს წყალი შევურიოთ),მოვაყაროთ შაქრის პუდრა და 12-15 წუთი ვაცხობთ 200 გრადუსზე.

პიცა “პროშუტო ფუნგი” ( ლორი,სოკო)- იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

პიცის ცომი

800 გრ.კონსერვირებული პამიდორი თავისივე წვენით

30 მლ.ზეითუნის ზეთი

450 გრ.ყველი მოცარელა

450 გრ.ლორი

240 გრ.სოკო შამპინიონი

ორეგანო იგივე თავშავა,იყიდება სუპერმარკეტებში

შავი დაფქული წიწაკა

მწვანე რეჰანი იგივე ბაზილიკი

მარილი

მომზადების წესები :

პამიდორს კანი გავაცალოთ და ჩანგლით დავსრისოთ.პიურეს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,ორეგან,ბაზილიკი,შავი დაფქული წიწაკა .

ლორი დავჭრათ თხლად.

მოცარელა ხელით დავანაწევროთ.

სოკო დავჭრათ თხლად.

გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ პამიდვრის პიურე,მოვაყაროთ შამპინიონები და 10 წუთი 230 გრადუსზე გამოვაცხოთ,შემდეგ მოვაყრით ლორს და ყველს და ისევ 3-4 წუთი გამოვაცხობთ.

სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გავაფორმოთ ბაზილიკით.

ზოგიერთი იტალიელი შეფ – მზარეული აფორმებს ისპანახის ფოთლებით და სუფრაზე მიტანის წინ მოასხამს ცხელ პიცას ფორთოხლის წვენს.

ასევე მოგეწონებათ : როგორ მოვამზადოთ  პიცის ცომი

პიცა მარგარიტა – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

500 მლ.წყალი

800 გრ.ფქვილი

10 გრ.ნედლი საფუარი

25 გრ.მარილი

150 გრ.პამიდვრის სოუსი 

5-6 პამიდორი ( კლასიკურ რეცეპტში არ გამოიყენება)

10 გრ.ყველი მოცარელა ან სულგუნი

50 გრ.ყველი პეკოპინო

ცოცხალი ბაზილიკი

შავი დაფქული წიწაკა

ზეითუნის ზეთი

 

მომზადების წესები :

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი ხელით,შემდეგ  ნელ – ნელა 400 გრ. ფქვილი შევაზილოთ ,მოვზილოთ ცომი,მოვაყაროთ მარილი,დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი და გავაგრძელოთ ცომის მოზელვა.ცომი უნდა ვზილოთ 7-10 წუთი.ცომი უნდა დავასვენოთ 10 წუთი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად და მოვამზადოთ გუნდები.

ცომი  ხელით გავაბრტყელოთ, წავუსვათ პამიდვრის სოუსი,მოვაყაროთ დაჭრილი მოცარელა,ბაზილიკი,გახეხილი მაგარი ყველი,თუ სურვილი გვაქვს დავალაგოთ დაჭრილი პამიდვრები  და 180 გრადუსზე ღუმელში გამოვაცხოთ 12 წუთი .

გამომცხვარ პიცას მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა,მოვასხათ ზეითუნის ზეთი,დავჭრათ ნაჭრებად და სუფრაზე მივიტანოთ დაჭრილი.თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ ერთი  მოცარელას ბურთულა.