მარწყვის ტარტი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები :

200 გრ.ფქვილი

100 გრ.მარგარინი

100 გრ.შაქრის პუდრა

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

 

მომზადების წესები ;

კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ ,შევურიოთ წყალი.

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ ცივი  მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა,შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი,რომ არ გაგვითბეს.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

ტარტალეტკის  ან ტარტის ფორმებში ჩავდოთ ცომი, ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზემოდან დავაფაროთ საცხობი ქაღალდი,დავადოთ სიმძიმე.

ტარტი  გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი,შემდეგ მოვაშოროთ სიმძიმე და კვლავ გამოვაცხოთ 5 წუთი.

ტარტი  გავაგრილოთ ,ამოვავსოთ   მოხარშული  კრემით,გავაფორმოთ მარწყვით და სხვა კენკროვანებით.

 

ფხვიერი ცომი

ინგრედიენტები :

200 გრ.ფქვილი

100 გრ.მარგარინი ან კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

თუ ვამზადებთ ტარტალეტკას მარილიანი გულსართით,მაშინ

შაქრის პუდრის ნაცვლად დავუმატოთ მარილი.

მომზადების წესები :

კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ შევურიოთ წყალი.

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ  ცივი მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა, შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

ტარტალეტკის  ან ტარტის ფორმებში ჩავდოთ ცომი, ძირი ჩავგლით დავჩხვლიტოთ, ზემოდან დავაფაროთ საცხობი ქაღალდი,დავადოთ სიმძიმე.

 

 

ტარტალეტკები  ან ტარტი  გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი,შემდეგ მოვაშოროთ სიმძიმე და კვლავ გამოვაცხოთ 5 წუთი.

 

 

 

კვერცხის ცილისაგან დამზადებული ფხვიერი ცომი – ნამცხვარი ბაქოს კურაბიე

ინგრედიენტები :

200 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

80 გრ.შაქრის პუდრა

1 დიდი ზომის კვერცხის ცილა

300 გრ.ფქვილი

 

 მომზადების წესები :

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ 1 კვერცხის ცილა  და  დავუმატოთ 300 გრ.ფქვილი მოვზილოთ ცომი.კვერცხის ცილის გამოყენებით ცომი მეტად ელასტიურია,ვიდრე კვერცხის გულით მომზადებული ფხვიერი ცომი.

ამ ცომს მაცივარში  არ მოვათავსებთ,კლასიკური ფხვიერი ცომისაგან განსხვავებით.

ცომი გავაბრტყელო  5 სმ-ის სისქეზე ქაღალდზე,დავჭრათ რგოლებად,ჩაის კოვზით გავუკეთოთ  ჩანაჭდევები.

 

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე.

ცენტრში მოვათავსოთ გარგლის ჯემი და ღუმელის ტემპერატურა დავწიოთ 180 გრადუსამდე და 10-15 წუთი.

თუ საკონდიტრო შპრიცი გვაქვს  ცომი გადავიტანოთ შპრიცში. თუ  ცომი სქელი,გავათხელო რძით.ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით,არ გავათხელოთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,საკონდირტო შპრიცის დახმარებით დავალაგოთ ორცხობილები 3 სმ-ის დაშორებით ,ცენტრში მოვათავსოთ  ჯემი და იგივე წესით გამოვაცხოთ.

 

თათარა ტარტში როზმარინიანი შოკოლადით

ინგრედიენტები ტარტის ძირისათვის:

1 კვერცხი

180 გრ.კარაქი

50 მლ. ცივი წყალი

400 გრ.ფქვილი

1 გრ.მარილი

თათარა

600 მლ ყურძნის წვენი

200 გრ.შაქარი

100 გრ.ყურძნის მარცვლები

ვანილი

მინანქარი:

300 გრ.თხილიანი შოკოლადი

10 მლ.ზეთი

5 გრ.როზმარინი

 

მომზადების წესები :

თასში ჩავყაროთ ფქვილი,ჩავახეხოთ ცივი კარაქი,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,შუაში გავუკეთოთ ორმო.

ორმოში ჩავასხათ ცივი წყალი,ჩავახალოთ კვერცხი,მოვაყაროთ მარილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ ,გადავიტანოთ ტარტის ფორმაში და ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

ყურძნის წვენში გავხსნათ შაქარი,ვანილი , ფქვილი და შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ,რომ არ მიიკრას.

ფაფა ვადუღოთ მანამ,სანამ არ გაქრება ფქვილის სუნი და გემო.თათრაში ჩავყაროთ ყურძნის მარცვლები.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ ზეთი.ზეთი შოკოლადს აძლევს სიპრიალეს და ზედაპირზე ადვილად მოსასხმელს ხდის .ბოლოს დავუმატოთ როზმარინი.

გაგრილებულ ტარტში ჩავასხათ თათარა,მოვასხათ შოკოლადი და მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით.

რჩევა:

ტარტის ცომის მომზადებისას კარაქი და წყალი უნდა იყოს ცივი.ცომი უნდა მოვზილოთ სწრაფად,რომ არ გაგვითბეს .

 

 

 

წყარო:იგადაცემა გურმანია 2015 წელი 15 ნოემბერი.

 

 

 

 

 

 

 

 

ნამცხვარი თეთრი სნიკერსი

ინგრედიენტები :

ბისკვიტი

6 კვერცხის  გული

1,5 ჭიქა შაქარი

1ჩ.კოვზი სოდა ძმრით

250 გრ.რბილი მარგარინი

1 ს.კოვზი მაიონეზი

3 ჭიქა ფქვილი

ვანილი

კრემი :

200 გრ.კარაქი

1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

3 ს.კოვზი მიწის თხილი

მინანქარი :

150 გრ. შოკოლადი

3 ს.კოვზი რძე

 

მომზადების წესები :

6 კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ მაიონეზი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, დავუმატოთ სოდა ძმრით,ვანილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად  , გუნდები შევახვიოთ პლასტიკში,შევალაგოთ 30 წუთი მაცივარში.

6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი შაქარი.

კრემი:

კარაქი ავთქვიფოთ მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად,დავუმატოთ ვანილი,დატეხილი მიწის თხილი.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი.

ცომის თითეული გუნდა გავაბრტყელოთ თუნუქის ფირფიტაზე,წავუსვათ ბეზეს მესამედი.ასე გავაკეთოთ სამივე შემთხვევაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე  ცომის შეფერადებამდე.

მინანქარი ; შოკოლადის ფილა დავტეხოთ,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,შევურიოთ რძე.

სამივე ფენას წავუსვათ კრემი და ზემოდან გადავასხათ მინანქარი.

 

 

 

 

 

 

მარწყვის პეროგი ამერიკულად

ინგრედიენტები :

1200 გრ.მარწყვი

320 გრ.ფქვილი

240 გრ.შაქარი

160 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი

250 მლ.წყალი

5 გრ.მარილი

20 გრ.სიმინდის სახამებელი

10 გრ.ჟელატინი

 

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ 40 გრ.შაქარი,მარილი და მსხვილ სახეხზე გახეხილი კარაქი.

ხელის თითებით ავაფხვიეროთ,დავასხათ 50 მლ.მაცივრის წყალი და სწრაფად მოვზილოთ ცომი,რომ არ გაგვითბეს.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში,შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

ცომი გავაბრტუყელოთ და ჩავაფინოთ 24 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში,ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,დავყაროთ რამდენიმე ჭიქა ლობიოს მარცვლები ,გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.

10 გრ.ჟელატინი ჩავალბოთ 50 მლ. წყალში.

შაქარში შევურიოთ სახამებელი,დავასხათ 150 მლ.წყალი და მოვადუღოთ სიროფი,შეუჩერებლივ ვურიოთ გასქელებამდე.

200 გრ. მარწყვი დავაბლენდეროთ,და გავწუროთ 4  ფენიან მარლაში მივიღებთ 150 მლ.მარწყვის წვენს.

მარწყვის წვენს შევურიოთ მოდუღებული სიროფი,აფუებული ჟელატინი და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.,სანამ ჟელატინი გადნება.

გამომცხვარი ტარტი გადავიტანოთ თეფშზე, ჩავალაგოთ მარწყვები,დავასხათ გაგრილებული მარწყვის წვენი და შევინახოთ მაცივარში 1 საათი,დავჭრათ და მივირთვათ გემრიელად.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვამზადოთ ტარტალეტკები სადღესასწაულოდ

თუ თქვენი დღესასწაულები, დაბადების დღეები, ქორწილები, იუბილეები ზაფხულის თვეებში მოდის, მოუმზადეთ  თქვენი ოჯახის წევრებს  და სტუმრებს მარწყვის ტარტალეტკები.  ეს დესერტი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან ლამაზი, არა ჩვეულებრივი

ინგრედიენტები :

200 გრ.ფქვილი

100 გრ.მარგარინი ან კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

თუ ვამზადებთ ტარტალეტკას მარილიანი გულსართით,მაშინ

შაქრის პუდრის ნაცვლად დავუმატოთ მარილი.

მომზადების წესები :

კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ, შევურიოთ წყალი.

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ  ცივი მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა, შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

ტარტალეტკის  ან ტარტის ფორმებში ჩავდოთ ცომი, ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზემოდან დავაფაროთ საცხობი ქაღალდი,დავადოთ სიმძიმე.

ტარტალეტკები ან ტარტი  გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი,შემდეგ მოვაშოროთ სიმძიმე და კვლავ გამოვაცხოთ 5 წუთი.

გამომცხვარი ტარტალეტკები ან ტარტი ამოვავსოთ  ჩვენთვის სასურველი კრემით  ( წაიკითხეთ რეცეპტი )და მოვრთოთ მარწყვით ან სხვა კენკროვანით.

 

 

 

ფრანგული დესერტის ” შუ ” თანამედროვე რეცეპტი

ინგრედიენტები :

ცომი კრაქელინი”craqueline”

80 გრ.კარაქი

100 გრ.შაქარი

100 გრ.ფქვილი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ კრაქელინი:

კარაქი კუბებად დავჭრათ და შევურიოთ ფქვილი,შაქარი,ჩავაწვეტოთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ პერგამენტის ქაღალდზე და შევდოთ  საყინულეში.

მოვამზადოთ მოხარშული ცომი  და გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.დავსვათ ცომის  ბურთები და ზემოდან დავალაგოთ გაყინული კრაქელინის ფირფიტები.

გამოვაცხობთ ჩვეულებრივი წესით. .გავაგრილებთ.შუს თავს მოვაჭრით, შევავასებთ კრემით,დავახურებთ თავსახურს და გავაფორმებთ სურვილისამებრ.

იტალიური ბისკოტები ნუშით,ალუბლითა და თეთრი შოკოლადით

ინგრედიენტები :

150 გრ.ნუშის ფქვილი

100 გრ.ხორბლის ფქვილი

3 კვერცხი

120 გრ.კარაქი

80 გრ.ალუბლის ჩირი

შაქრის ფხვნილი

200 გრ.თეთრი შოკოლადი

თეთრი შოკოლადი დავჭრათ.

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში,ჩავახეხოთ ცივი კარაქი,დავუმატოთ კვერცხი,მოვზილოთ ცომი.

ცომს შევურიოთ ალუბლის ჩირი,თეთრი შოკოლადი,გავყოთ 3 ნაწილად,გავიყვანოთ ისე,როგორც ეს ვიდეოში არის ნაჩვენები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

ბისკოტო ცხელივე დავჭრათ და ოდნავ თბილს მოვაყაროთ შაქრის პუდრა

ნამცხვარი ”კაკალი” – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები:

2 კვერცხი

100 გრ.შაქარი

200 გრ.მარგარინი ან კარაქი

3 ჭიქა ფქვილი

მწიკვი მარილი

0,5 .კოვზი სოდა ძმრით

გულსართი:

1 ქილა შედედებული რძე

მომზადების წესები :

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შევათქვიფოთ ძალიან დარბილებული კარაქი ან მარგარინი, დავუმატოთ სოდა ძმრით,მარილი და მოვზილოთ ცომი.  რბილი ცომი,ხელს არ უნდა ეკვრებოდეს.

თუ კვერცხი დიდია, მაშინ ფქვილი ცოტა მეტი უნდა შევაზილოთ.

ცომისაგან გავაკეთოთ ბლის ზომის  ბურთულები.

ფორმა გავახუროთ,წავუსვათ ცხიმი ,გადავიტანოთ  ცომის ბურთულები,დავახუროთმეორე ნახევარი და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე.როგორც კი ერთი მხარე შეიფერება,გადმოვაბრუნოთ დაგამოვაცხოთ მეორე მხრიდან.

პირველი ხელი შეიძლება არ გამოვიდეს.ეს იმის ბრალია,რომ ფორმა არათანაბრად იყო გაცხელებული.ნუ შევშინდებით,ცხობა ისევ გავაგრძელოთ.

ნამცხვარი შესაძლებელია გამოვაცხოთ ელექტრო ფორმაშიც და ასევე ღუმელში შესალაგებელ ფორმებშიც.

ფორმებს მოვუსვათ ცხიმი, ჩავდოთ ცომი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გამომცხვარი,გაგრილებული ნაჭუჭები ავავსოთ შესქელებული რძით და ერთმანეთს მივაწებოთ.

რჩევა: ნამცხვარი შეგვიძლია გამოვაცხოთ რამოდენიმე დღით ადრე და მოგვიანებით შევავსოთ გულსართით.ასევე თუ სურვილი გვაქვს, სედედებულ რძეს შევათქვიფოთ კარაქი და სევურიოთ გატარებული ნიგოზი.