როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი კულიჩის გასაფორმებლად

ძალიან მარტივი შოკოლადის ჭიქურის რეცეპტი, რომელიც თქვენს კულიჩს განსაკუთრებულს გახდის.

ინგრედიენტები :

1 ჭიქა შაქრის პუდრა

1-2 კვერცხის ცილა

2 ჩ.კოვზი კაკაო

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი ან 10 წვეთი  წყალში გახსნილი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ღრმა ჭურჭელში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,კაკაოს ფხვილი და შაქრიანი ვანილი.

წაიკითხეთ კულიჩის რეცეპტები  აქ >>

შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ ლიმონის წვენი,კვერცხის ცილა და ავსრისოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

იმერული ხაჭაპური

ინგრედიენტები :

1,5 კგ.ფქვილი

500 მლ. თბილი წყალი

20 გრ.საფუარი

2 გრ.მარილი

2 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

შიგთავსი:

1 კგ ჭყინტი ყველი

2 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

თასში  ფქვილი,საფუარი,მარილი ჩავყაროთ.მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შევურიოთ,თბილი წყალი დავასხათ და თხელი ცომი მოვზილოთ. ცომი დავასვენოთ ნახ. საათი.

ყველი ხელით დავჭყლიტოთ და შევურიოთ 2 კვერცხის ცილა.

ცომისაგან სასურველი ზომის  გუნდები მოვამზადოთ  და თითოეული გავაბრტყელოთ.

გაბრტყელებული ცომის შუაგულში ჩავდოთ ბლომად შიგთავსი,მოვუკრათ პირი,ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თურქული ფუნთუშა – უცხოური სამზარეულო

ფუნთუშები, რომლებსაც “აჩმას” უწოდებენ, თურქული სამზარეულოს კლასიკაა.  ამ უგემრიელის ფუნთუშას  ამზადებენ მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები:

500 მლ.რძე

12 გრ.საფუარი

3 სუფრის კოვზი შაქარი

100 მლ.ზეთი

700-400 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

1კვერცხი ცომისათვის+ 1 კვრცხის გული ზემოდან წასასმელად

100 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი,ზეთი და მარილი,მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და ერთი საათი დაველოდოთ აფუებას.

ამოსული ცომი დავყაოთ გუნდებად.

ერთი ფუნთუშის  მოსამზადებალდ დაგვჭირდება 2 ცალი გუნდა.

გუნდები გავაბრტყელოთ, წავუსსვათ დარბილებული კარაქი და გადავახვიოთ.

ფუნთუშებს წავუსვათ კვერცხის გული,

მოვაყაროთ შავი ქუნჟუთის მარცვლები, გავაჩეროთ 10 წუთი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

 

 

 

ამერიკული ბლითების ” დანკინ დონატსები” რეცეპტი

ინგრედიენტები ( 15 ცალისთვის) :

0,5 ჭიქა შაქრის პუდრა

2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

0,5 ჭიქა რძე

50 გრ კარაქი

2 ჭიქა ფქვილი

2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 კვერცხი

შოკოლადის მინანქრისთვის :

100 გრ შოკოლადი

3 ს.კ. ლ წყალი

1 ს.კ. ლ კარაქი

100 გრ. შაქარი

მომზადების წესები :

გავახუროთ  ღუმელი 200C- ზე.

თასში ავთქვიფოთ კვერცხი და შაქრის პუდრა, დავუმატოთ  ვანილის ექსტრაქტი და გამდნარი  კარაქი, კარგად ავურიოთ, დავამატოთ  რძე და თანდათანობით   ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ცომი უნდა იყოს საკმაოდ სქელი და ბლანტი. გადავაფაროთ  პლასტიკი  და შევდოთ  მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
ამოვიღოთ  ცომი და ვზილოთ მანამდე,  სანამ არ გახდება გლუვი და ელასტიური (სურვილისამებრ შეგივიძლია დავამატოთ  ფქვილი). გავაბრტყელოთ ≈ 1 სმ სისქის ფენად და გავაკეთოთ დონატები.

დონატებისთვის სასურველი ფორმის მისაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ:
გარე წრისთვის – დაჭრილი ბოთლი, რომლის დიამეტრია დაახლოებით 10 სმ,
შიგნითა წრისთვის  – ბოთლის თავსახური.

საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი

დანკინ დონატები მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და 15- 20 წუთი შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

სანამ  დონატები  გაცივდებიან ოთახის ტემპერატურაზე, მოვამზადოთ შოკოლადის ან შაქრის მინანქარი .

დონატები ერთი მხრიდან ამოვსვაროთ მინანქარში  და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

შინ გამომცხვარი ოთხკუთხა , ” კირპიჩი ” პურის მომზადების ტექნოლოგია – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

200 გრ.პირველი ხარისხის ფქვილი

200 გრ.უმაღლესი ხარისხის ფქვილი

260 მლ.წყალი

1 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჩაი კოვზი საფუარი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ორივე ხარისხის ფქვილი შევურიოთ და  გავცრათ.

ფქვილს შევურევთ მარილს და საფუარს.

მომზადებულ ფქვილს  დავასხათ წყალი და ზეთი ,მოვზილოთ მკვრივი  ცომი.

ცომი გადმოვიტანოთ  მაგიდაზე და ვზილოთ.

ხელით მოზელვა აუცილებელია ,მასიდან ზედმეტი ჰაერის გამოსადევნათ რომ ცხობის დროს პურს ზედაპირი გახდეს ერთგვაროვანი.

მოზელილი ცომი დავაყენოთ თბილ ადგილას 3 საათი ასაფუებლად,გადავზილოთ,ჩავდოთ ოთხკუთხა ფორმაში( ზეთი მოვუსვათ) ,დავაცადოთ აფუება და 40-45 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.ცხობის დროს ღუმელის კარები არ გამოვაღოთ.

 

ოქროსფერი ოლადები მაწვნით -მომზადების 7 საიდუმლო

ინგრედიენტები :

500 მლ.მაწონი

4 კვერცხი

8 სუფრის კოვზი შაქარი

2 ჭიქა +1/3  ჭიქა ფქვილი

2 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

ფუნთუშა ” გვირგვინი “

ინგრედიენტები :

500 გრ.ფქვილი

150 მლ.რძე

150 გრ.კარაქი

100 გრ.შაქარი

12 გრ.სწრაფმოქმედი საფუარი

3 კვერცხის გული

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

მომზადების წესები :

150 ლ რძეში გავხსნათ საფუარი,1 ს.კოვზი შაქარი და 3-4 ს.კოვზი ფქვილი,გადავაფაროთ ტილო, გავაჩეროთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.

კვერცხის გული ათქვიფოთ შაქართან ერთად,დავუმატოთ გაზზე გამდნარი კარაქი,ვანილი,მწიკვი მარილი.

კვერცხიანი მასა შევურიოთ გააქტიურებულ საფუარს,შევაზილოთ ფქვილი ,გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და მოვზილოთ რბილი ცომი. თასს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ცომი ასაფუებლად.

ცომი გავაბრტყელოთ,წავუსვათ ჯემი.

ცომი გადავკეცოთ და მსუბუქად გავაბრტყელოთ.

 

ცომი დავჭრათ ბაფთებად და გვირგვინივით შევკრათ.

ფუნთუშები დავაწყოთ ღუმელის ტაფაზე,დაფარებული გვაქვს ფოლგა.

ფუნთუშებს დავაფაროთ სუფთა ტილო , დაველოდოთ ამოსვლას და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

 

 

 

ხაჭოს მაჭკატები გარგრით

ინგრედიენტები :

1 კვერცხი

500 გრ.ხაჭო

100 გრ.ფქვილი

5 ს.კოვზი შაქარი

მწიკვი დარიჩინი

ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

300 გრ.გარგარი

მომზადების წესები :

ხაჭო,შაქარი,კვერცხი,ფქვილი,გამაფხვიერებელი,დარიჩინი შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი.

გარგარი გავყოთ შუაზე,გამოვუღოთ კურკა.

გარგრის ლებნები ჩავყაროთ ცხელ სიროფში,ვხარშოთ 1-2 წუთი და შემდეგ დავწრიტოთ .

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები,რომლის შუაშიც მოვათავსებთ გარგრის ლებანს.

ხაჭოს ოლადები  გარგრით ამოვსვაროთ ფქვილში ,გავაჩეროთ 5 წუთი და შევწვათ ზეთში ტაფაზე.

ღუმელში გამომცხვარი ხაჭოს მაჭკატები გარგრით

300 გრ.ხაჭო

2 კვერცხი

50 გრ.ფქვილი

50 გრ.შაქარი

1/3  ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

გარგარი

მომზადების წესები :

ხაჭო და კვერცხი ჩანგლით ავსრისოთ.შემდეგ შევათქვიფოთ შაქარი,ფქვილი,გამაფხვიერებელი.

გარგარი გამრეცხოთ,გავამშრალოთ,კურკა გამოვუღოთ და გავყოთ შუაზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი, მოვუსვათ ცხიმი, დაშორებებით დავდოთ 1 ს.კოვზი ცომი,ზემოდან  თითოეულში მოვათავსოთ გარგრის  ლებანი.

გარგარს ზემოდან  დავადოთ  1 სუფრის კოვზი ცომი.

ხაჭოს მაჭკატები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი,ბოლო 5 წუთი ავიტანოთ ზედა თაროზე,რომ ცხობისას გაიკეთოს ქერქი.

ხაჭოს მაჭკატები  ( სირნიკი, ოლადი )მივირთვათ ცხელი არაჟანთან ერთად.

 

 

 

ქართული სამარხვო კრემიანი და თბილისური ფუნთუშები

ქართული სამარხვო ფუნთუშა ( პონჩიკი )

ინგრედიენტები :

1 კგ.ფქვილი

2 ჩ.კოვზი საფუარი

3 ჩ.კოვზი შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

50 მლ.ზეთი

600 მლ.თბილი წყალი

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ.

ფქვილში გავაკეთოთ ორმო . მასში ჩავასხათ ზეთი და თბილი წყალი. მოვზილოთ ოდნავ თხელი ცომი,გადავაფაროთ და დავდოთ თბილ ადგილას 2 საათი ასაფუებლად.

ინგრედიენტები მოხარშული კრემისათვის :

500 მლ.წყალი

150 გრ.შაქარი

130 გრ.ფქვილი

ვანილი ან რომი გემოვნებით

მწიკვი მარილი

კრემში ცხიმის  დამატება არ არის რეკომენდირებული

მომზადების წესები :

ფქვილი და შაქარი შევურიოთ,დავასხათ დაახლოებით 100 მლ.წყალი და კარგად მოვურიოთ.

დანარჩენი წყალი ავადუღოთ  და ჩავასხათ ეს თხელი ცომი.კრემი მოვადუღოთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ ვანილი.

ამოფუებული ცომი დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.

თითოეული გუნდა ხელით გავბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი და მოვახვიოთ ხაჭაპურივით.გავაჩეროთ 5 წუთი და ადუღებულ ზეთში ჩავდოთ (აუცილებლად ნაკეცებით ქვემოთ) შესაწვავად.

თბილისური ფუნთუშები

ინგრედიენტები ცომისათვის:

650 გრ.ფქვილი

400 მლ.თბილი წყალი

1 კვერცხი

40 გრ.საფუარი

40 გრ.მარილი

10 გრ.მარილი

30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ შაქარი, საფუარი, მარილი,დავასხათ თბილი წყალი, დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ოდნავ თხელი ცომი,შემდეგ შევაზილოთ ოთხის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ინგრედიენტები კრემისათვის :

6 კვერცხის გული

1 ლიტრა რძე

70 გრ.შაქარი

220 გრ.ფქვილი

5 გრ.ვანილი

მწიკვი მარილი

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,50 მლ.  რძე და შაქარი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.რძის დამატებით მოდუღებული კრემი თეთრი ფერის გამოდის.შემდეგ შევათქვიფოთ ფქვილი.

დანარჩენი რძე მივიყვანოთ ადუღებამდე,გადავიტანოთ ფქვილიანი მასა და მოვადუღოთ კრემი. კრემი გავაგრილოთ ,ვანილი და კარაქი შევურიოთ.ძალიან ბევრი გამოცდილი დიასახლისი ფუნთუშების კრემს კარაქს საერთოდ არ უმატებს.

ამოფუებული ცომი დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.

თითოეული გუნდა ხელით გავბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და მოვახვიოთ ხაჭაპურივით. გავაჩეროთ 5 წუთი და ადუღებულ ზეთში ჩავდოთ (აუცილებლად ნაკეცებით ქვემოთ) შესაწვავად.

ცხელ ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძველებური კრემიანი ფუნთუშა ”პონჩიკი” მოხარშული ვანილის კრემით

დღეს  შემოგთავაზებთ  კრემიანი ფუნთუშების ძალიან უჩვეულო რეცეპტს ამ დესერტის მომზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ინგრედიენტები :

265 – 300  გრ.ფქვილი უმაღლესი ხარისხი

8 გრ.საფუარი

2,5  გრ.მარილი

30 გრ.შაქარი

190 მლ.თბილი  წყალი

1 კვერცხი

შაქრის პუდრა

15 გრ.მარგარინი

 

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ცომი და დავაყენოთ შეფუთული თბილ ადგილას 4 საათი.

ამოფუებული ცომი 2 ჯერ ჩავზილოთზეთიანი ხელებით

ინგრედიენტები კრემისათვის :

3 კვერცხის გული

1 ჭიქა რძე

1 ვანილი

2 ს.კოვზი ფქვილი

0,5 ჭიქა შაქარი

კრემში კარაქის  დამატება არ არის რეკომენდირებული

მომზადების წესები :

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად. ამ მომენტში შეგვიძლია ჩავაგდოთ 100 გრ.დატეხილი შოკოლადიც.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცომიდან მოვამზადოთ ბურთები,გადავაფაროთ ტილო და დაველოდოთ ამოსვლას. თითოეული ბურთი ხელის გულით გავაბრტყელოთ.რთზე  ცენტრში დავდოთ კრემი,დავაფაროთ მეორე , ჭიქით შემოვაჭრათ და  თან მივაწებოთ კიდეები.

შევწვათ ფრიწიურში ორივე მხრიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.