პიცა ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები :

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

200-200 გრ.მოხარშული და შებოლილი ძეხვი

350 გრ.ყველი სულგუნი

5 ს.კოვზი კეტჩუბი

2 წითელი ბულგარული

2 ცალი პამიდორი

1 ქილა სოკოს  მარინადი

1 პატარა ქილა უკურკო ზეთის ხილი

მწვანე ბაზილიკი

მომზადების წესები :

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ,წავუსვათ კეტჩუბი,დავაწყოთ ძეხვის და ყველის თხელი ფენები,თხლად დაჭრილი პამიდორი,სოკო,ზეთისხილი,ბულგარული . გამოვაცხოთ 250 გრადუსზე 15 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში.მოვაყაროთ მწვანე ბაზილიკი.

 

 

ქადა ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები გულსართისათვის:

1 ჭიქა ფქვილი(180 გრ.)

1,5 ჭიქა შაქარი(345 გრ.)

200 გრ.კარაქი ან ერბო

100-150 გრ.ნიგოზი ( წვრილად დაფქული)

ფენოვანი ცომის  კლასიკური რეცეპტი

საფუარიანი ფენოვანი ცომის რეცეპტი

გულსართის მომზადება:

შაქარი  და კარაქი გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი კარაქი გადნება ,დავუმატოთ ფქვილი ,ვურიოთ ხის კოვზით და მოვშუშოთ კარგად,ისე რომ მასა გასქელდეს.გამოვრთოთ გაზი და შევურიოთ ნიგოზი.

ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად .თითოეული გავაბრტყელოთ ოთხკუთხედათ,მოვაყაროთ გულსართი,რულეტივით გადავახვიოთ .

დავჭრათ ნაჭრებად , ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

“ძაფის გორგალი” – კატლეტები ცომში ბავშვებისათვის

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

2 საშუალო ზომის ხახვი

2-3 კბილი ნიორი

500 გრ.ფარში

3 კვერცხი

მწვანილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ფენოვანი ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე  დავაბრტყელოთ  და დავჭრათ ბაფთებად.

ხახვი წვრილ სახეხზე გავხეხოთ ,ნიორი დავჭყლიტოთ და შევკაზმოთ ფარში.

ფარშს შევურიოთ 2 კვერცხი წვრილად დაჭრილი მწვანილები,მარილი,წიწაკა და  გავაკეთოთ ბურთები.

ფენოვანი ცომის რეცეპტი 

ბურთებზე ძაფივით დავახვიოთ ფენოვანი ცომის გორგალი,ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და

გამოვაცხოთ წინასწარ  180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

 

 

 

ფრიკადელკები – ხორცის ბრაწულები

ინგრედიენტები:

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

50 გრ.მაგარი ყველი

800 გრ.ფარში

1 ნაჭერი თეთრი პური ან 3-4 ს.კოვზი საფანელი

10 გრ.კამა

10 გრ.ოხრახურში

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ფენოვანი ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე  დავაბრტყელოთ  და დავჭრათ ზონრებად.

ფარშს დავუმატოთ კვერცხი,გახეხილი ყველი ,წვრილად დაჭრილი მწვანილი,მარილი,წიწაკა,საფანელი.

მოვამზადოთ ბურთები და ხის ჯოხზე სპირალისებურად წამოვაცვათ ფენოვანი ცომის ბაფთები და ფარშის ბურთები.

გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.

 

 

 

მსხალი ფენოვან ცომში

ინგრედიენტები :

500 გრ.მზა ფენოვანი ცომი

3-4 ცალი მსხალი

შაქარი

1 კვერცხი

მომზადების წესები :

მწიფე ჯიშის მსხალი  გავჭრათ შუაზე,გამოვუღოთ გული და დანით რამოდენიმე ადგილას   ჩავჭრათ სიგრძეზე.

ცომზე დავდოთ მსხალი,შემოვაჭრათ  ირგვლივ დანით .ნაპირები უნდა იყოს დაახლოებით 2 სმ-ის.ცომითვე გავუკეთოთ ფოთლები.

გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი,მოვაყაროთ შაქარი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 5 წუთი.

 

 

მთვრალი მსხალი ფენოვან ცომში

ინგრედიენტები :

1 შეკვრა მზა ფენოვანი ცომი

4 მსხალი

200 გრ.შაქარი

180 მლ კონიაკი

80 მლ.ღვინის ძმარი

1 ბადიანი

1 ჯოხი დარიჩინი

2 ცალი მიხაკის ბუტკო

250 მლ წყალი

მომზადების წესები ;

თასში ჩავასხათ წყალი  , ძმარი,კონიაკი,ჩავყაროთ შაქარი,მიხაკი,ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი,ბადიანი და გავაცხელოთ.

შაქარი მთლიანად გავადნოთ და ცხელშივე  ჩავდოთ მსხლები.

თასი  მარინადითა და მსხლებით  შევდოთ 190 გრადუსზე ღუმელში 15-20 წუთი.

მსხალი ამოვიღოთ მარინადიდან და ბოლომდე გავაციოთ. (ეს აუცილებელია).

მზა ფენოვანი ცომი დავჭრათ 1-1,5 სმ-ის სიგანის ბაფთებად და შემოვახვიოთ მსხლებს.

ღუმელი გავახუროთ 220 გრადუსზე.

ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავაწყოთ ფენოვან ცომში შეხვეული მსხლები,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 5 წუთი ჯერ 220 გრადუსზე,შემდეგ ტემპერატურას დავუწევთ 190 გარდუსამდე და გამოვაცხობთ 12-15 წუთი.

ცივს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფენოვან ცომში გახვეული ხორცის ღვეზელი

ინგრედიენტები :

700 გრ.ხორცის შერეული ფარში

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

4-5 ცალი პატარა  მოხარშული კვერცხი

1 ს.კოვზი ერბო

2 ნაჭერი თეთრი პური

2 ჩ.კოვზი მდოგვი

2 ცალი კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

ნახ.ჩ კოვზი დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესები :

ტაფაზე დავასხათ ერბო და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.

მოშუშული ხახვი და ნიორი შევურიოთ ფარშში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მდოგვი და ორი ნაჭერი წყალში დამბალი თეთრი პური.

ცომის შუაში მოვათავსოთ ფარში,დავალაგოთ მოხარშული კვერცხები  და  შევახვიოთ ისე ,როგორ ეს სურათზე არის ნაჩვენები.ღვეზელს ზემოდან ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ღვეზელი,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 190 გარდუსამდე  წინასწარ გახურებულ ღუმელში  25-35  წუთი.

 

 

 

კარტოფილის ღვეზელი ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

5 კარტოფილი

2 თავი ხახვი

60 გრ.ნაღების კარაქი

2 ჩ.კოვზი მარილი

5 გრ. წვრილად დაჭრილი კამა

1 ჩ.კოვზი დაფქული შავი წიწაკა

 

მომზადების წესები :

ალყა-ალყად დავჭრათ კარტოფილი და ხახვი.ნარევს დავუმატოთ კამა,შავი დაფქული წიწაკა და მარილი.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად .ერთი ნაწილი უფრო დიდზე გავაბრტყელოთ და დავაფინოთ ღუმელის ტაფაზე .

ზემოდან გადავანაწილოთ თანაბრად გულსართი,მოვაყაროთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარაქი,გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა, გვერდები  შევუკრათ,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

 

მხიარული გოჭუნები – ღვეზელები ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები :

700 გრ.ხორცის შერეული ფარში

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

4-5 ცალი პატარა  მოხარშული კვერცხი

1 ს.კოვზი ერბო

2 ნაჭერი თეთრი პური

2 ჩ.კოვზი მდოგვი

2 ცალი კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

ნახ.ჩ კოვზი დაფქული შავი წიწაკა( სურვილისამებრ)

მე-2 ვერსია

მზა  საფუარიანი ფენოვანი  ცომი ან სხვა  ცომი

100 გრ.ყველი

1 კვერცხი

მომზადების წესები :

ტაფაზე დავასხათ ერბო და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.

მოშუშული ხახვი და ნიორი შევურიოთ ფარშში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მდოგვი და ორი ნაჭერი წყალში დამბალი,გაწურული  თეთრი პური.

ღვეზელებს გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და წინასწარ  გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე გამოვაცხოთ 15-20 წუთი,შემდეგ ტემპერატურას დავუწიოთ 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ კიდევ 20 წუთი.

ღვეზელი გოჭუნები მოვამზადოთ ჩვენთვის სასურველი ცომისაგან და ნებისმიერი გულსართისაგან.

 

 

ფენოვანი ნაცხვარი ენა და ყურები

ინგრედიენტები :

200 გრ.ფენოვანი საფუარიანი ცომი

3-4  ს.კოვზი შავი ჩაის ნაყენი

შაქარი გემოვნებით

ფქვილი

მომზადების წესები :

ფენოვანი საფუარიანი ცომი  ფქვილიან მაგიდაზე გავაბრტყელოთ,დავჭრათ 0,7-1 სმ  სისქის ბაფთებად,ცომის ნაჭრები გადავიტანოთ ფქვილმოყრილ ღუმელის ტაფაზე,წავუსვათ  ჩაის ნაყენი,მოვაყაროთ  უხვად შაქარი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.