გარგრის ნამცხვარი ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები :

500 გრ. მზა ფენოვანი ცომი

6 გარგარი

გარგრის ჯემი

მომზადების წესები :

ცომი დავჭრათ 10×10 სმ-ის კვადრატებად.

კვადრატები კიდეებში ჩავჭრათ  და კიდეები შემოვახვიოთ ისე,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.

ზემოდან გადავუსვათ გარგრის ჯემი ან მურაბა,შუაში მოვათავსოთ ნახევარი გარგარი.

გამზადებული ცომის ნაჭრები ღუმელის ტაფაზე დავალაგოთ  და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთი.

ნამცხვრები გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

წითელი ტყემლის ან ალუჩის ნამცხვარი

ინგრედიენტები ;

ფენოვანი ცომი – 400 გრ

მწიფე  წითელი ტყემალი ან ალუჩა   – 300 გრ

შაქარი  – 5  სუფრის კოვზი

სახამებელი  – 1 სუფრის კოვზი

შაქარი დეკორაციისთვის

მომზადების წესები :

მწიფე ტყემლებს კურკა გამოვაცალოთ, დავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ ცეცხლზე.როდესაც  ცოტა წვენს გამოიღებს, დავდგათ ნელ ცეცხლზე და 2-3 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ. შემდეგ დავამატოთ სახამებელი, კარგად ავურიოთ.პიურე ,როგორც კი წამოდუღდება,შესქელდება და სახამებლის გემოს დაკარგავს ,გადმოვდგათ.

ფენოვანი ცომი დავჭრათ ოთხკუთხედებად.ერთ ნახევარზე დავდოთ ალუჩის ან ტყემლის გულსართი,გადმოვაფაროთ მეორე ნახევარი და კიდეები ჩანგლით მივაწებოთ ერთმანეთს.

ღვეზელებს ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 25 წუთი.

დესერტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

 

კულიჩი ”კრაფინი” – თანამედროვე უცხოური სამზარეულო

ინგრედიენტები :

650 გრ.ფქვილი

200 მლ.რძე

12 გრ.საფუარი

3 კვერცხის გული

2 დიდი ზომის კვერცხი

50 მლ.ფორთოხლის წვენი

30 გრ.თაფლი

130 გრ.შაქარი

1 ფორთოხლის ცედრა

1 ლიმონის ცედრა

130 გრ.კარაქი

ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფირს კოვზი შაქარი და საფუარი. დაველოდოთ საფუარის გააქტიურებას,აქაფებას.

კვერცხის გულები, კვერცხი, შაქარი და მარილი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე.

350 გრ.ფქვილი ჩავყაროთ თასში,გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარი, ფორთოხლის წვენი, გათქვეფილი კვერცხი  შაქართან ერთად,ჩავყაროთ ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, დავუმატოთ ვანილი, თაფლი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. თანდათანობით შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და 80 გრ.გამდნარი კარაქი.

თუ ცომი თხელი გამოგვივა, შევაზილოთ კიდევ 100-200 გრ.გაცრილი ფქვილი.

ცომი გადმოვიტანოთ მაგიდაზე,ფქვილი მეტი არ დავუმატოთ და დავამუშაოთ მაგიდაზე 10-15 წუთი.ცომი ხელზე არ უნდა გვეწეპებოდეს.

ცომი მოვათავსოთ თასში,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ამოფუებამდე.

ინგრედიენტები შიგთავსისათვის :

120 გრ.ფქვილი

120 გრ.შაქარი

60 გრ.კარაქი

50 გრ.მუქი ქიშმიში

50 გრ.ცუკატები

50 გრ.თეთრი ქიშმიში

ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი,შაქარი და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს. მასა ხელით ავაფხვიეროთ.გავყოთ 4 ნაწილად.

ქიშმიში წინასწარ გავრეცხოთ, გავამშრალოთ.

ცომი გავყოთ 4 გუნდად ,გადავაფაროთ და დავასვენოთ 10-15 წუთი.

თითოეული გუნდა გავაბრტელოთ ძალიან თხლად,წავუსვათ კარაქი, ( გადავანაწილოთ 50 გრ. )მოვაყაროთ აფხვიერებული ცომის მეოთხედი ,ქიშმიში და გადავახვიოთ რულეტივით.

თუთოეული ბასრი დანი თ  ჩავჭრათ სიგრძეზე, ბოლო ნაწილი ( კუდი) დავტოვაოთ ჩაუჭრელი.ერთი ნახევარი გადავახიოთ ნიჟარასავით კუდამდე,მეორე ნახევარიც ასევა გადავახვიოთ და დავადოთ პირველ ნიჟარას,მივცეთ სიმაღლე.

მოლო ნაწილი ჩავმალოთ.

კრაფინი გადავიტანოთ ფორმებში,გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 30 წუთი.

გამოვაცხოთ კულიჩი კრაფინი 180 გრადუსზე 30 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

 

ნაპოლეონის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 ჭიქა თბილი  წყალი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი სპირტი

1 ს.კოვზი ძმარი

250 გრ.მარგარინი

3 ჩ.ჭიქა ფქვილი

 

კრემი :

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

მომზადების წესები :

თბილ წყალში ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი ,ჩავუმატოთ მარილი,ძმარი,ზეთი ,სპირტი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ,გადავკეცოთ 4-ად კონვერტისებურად  და შევდოთ მაცივარში 1 საათი საყინულესთან ახლოს. ეს ეტაპი არ გამოვტოვოთ.

მარგარინი უნდა იყოს დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე  და იგი გავყოთ 5 ნაწილად.

მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქის ოთხკუთხედად.

ხელში მოვჭყლიტოთ მარგარინის 1 ნაწილი და ხელით თანაბრად წავუსვათ ცომს მთელ ზედაპირზე.

ისევ გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ასეთვე პროცედურას კიდევ გავიმეორებთ 4-ჯერ და ბოლოს მაცივარში შევდებ მინიმუმ 2 საათი.

ცომს გავყოფ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტის ზომაზე.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

კრემი :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება. კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ფრთხილად ჩამოვაჭრათ და დავფჩხვნათ.

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

რჩევა: ცომის მოზელვის საიდულმო არის ის რომ,ცომი არის ცივი და შესაზელი მარგარინი არის თბილი.

 

 

 

 

 

 

 

 

ფენოვანი ცომის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

400 გრ მარგარინი

280 მლ ცივი წყალი

1 ს.კოვზი ძმარი

1 ს.კოვზი სპირტი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1 ს.კოვზი შაქარი

500-600 გრ.ფქვილი

 

50 გრ.მარგარინი გავადნოთ და გავაციოთ.

მარილი,შაქარი და ფქვილი ერთმანეთში შევურიოთ.

წყალში გავხსნათ ძმარი და სპირტი.

ფქვილს დავასხათ წყალი,გამდნარი მარგარინი და მოვზილოთ ცომი.

ცომი ჯვარედინად დავსეროთ,მოვათავსოთ პარკში და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

350 გრ.ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი მარგარინი გავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში,გავაბრტყელოთ საბრტყელებლით,

მივცეთ ოთხკუთხა ფორმა და ისიც შევდოთ 1 საათი მაცივარში.

ცომი გავაბრტყელოთ,დავადოთ  მარგარინი ირიბულად   და შევახვიოთ ისე როგორც ეს არის ნაჩვენები სურათი 1-ზე.

გადმოვატრიალოთ და გავაბტყელოთ ისევ მართკუთხედის ფორმაზე.ცომი გადავკეცოთ ჯერ 3- ად,შემდეგ კი 2-ად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.ასეთივე პროცედურას გავიმეორებთ კიდევ 4-ჯერ და მაცივარში გავაჩერებთ 15 წუთის შუალედებით.ბოლოს მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი და შემდეგ გამოვაცხოთ.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

 

 

 

 

 

 

 

საფუარიანი ფენოვანი ცომი ღვეზელების,ფუნთუშებისა და კრუასანებისათვის

ინგრედიენტები :

280 მლ თბილი წყალი

20 გრ.ნედლი საფუარი ან 1 ს.კოვზი მშრალი საფუარი

380 გრ.გაცრილი ფქვილი

50 გრ.მარგარინი

1სავსე  ჩ.კოვზი მარილი

3 ს.კოვზი შაქარი

350 გრ.მარგარინი შესაზელად

 

მომზადების წესები :

50 გრ.მარგარინი გავადნოთ და გავაგრილოთ.

საფუარი და შაქარი გავხსნათ  თბილ წყალში, ჩავასხათ გაგრილებული მარგარინი ,ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

მოზელვის პერიოდში ჩავუმატოთ მარილი .

თასს გადავაფაროთ ტილო და დავდოთ 1-2 საათი ასაფუებლად.

აფუებული ცომი გადავზილოთ,ჯვრისებურად ჩავსეროთ,გადავშალოთ ,შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში ნახ,საათი.

ცომი მაცივარში კიდევ აფუვდება.

ოთახის ტემპარატურაზე დარბილებული მარგარინი დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე შუაში ,დავაფაროთ ქაღალდის  მეორე ნახევარი,მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და შევდოთ მაცივარში 20 წუთი საყინულესთან ახლოს.

ცომი გავაბრტყელოთ,დავადოთ  მარგარინი ირიბულად   და შევახვიოთ ისე როგორც ეს არის ნაჩვენები სურათზე.

გადმოვატრიალოთ და გავაბტყელოთ ისევ მართკუთხედის ფორმაზე.ცომი გადავკეცოთ ჯერ 3- ად,შემდეგ კი 2-ად.

და შევდოთ საყინულეში  15 წუთი.ასეთივე პროცედურას გავიმეორებთ კიდევ 4-ჯერ.ბოლოს მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი.

ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი ,გადავკეცოთ კონვერტივით.

 

 

ფრანგული კრუასანები შოკოლადის კრემით

ინგრედიენტები :

280 მლ თბილი წყალი

20 გრ.ნედლი საფუარი ან 1 ს.კოვზი მშრალი საფუარი

380 გრ.გაცრილი ფქვილი

50 გრ.მარგარინი

1სავსე  ჩ.კოვზი მარილი

3 ს.კოვზი შაქარი

350 გრ.მარგარინი შესაზელად

კრემი:

300 მლ.რძე

30 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

არ შეგეშალოთ კარტოფილის სახამებლის დამატება არ შეიძლება

3 კვერცხი

75 გრ.შაქარი

10 გრ.კაკაოს ფხვილი

5გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

50 გრ. მარგარინი გავადნოთ და გავაგრილოთ.

საფუარი და შაქარი გავხსნათ  თბილ წყალში, ჩავასხათ გაგრილებული მარგარინი , ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

მოზელვის პერიოდში ჩავუმატოთ მარილი .

თასს გადავაფაროთ ტილო და დავდოთ 1-2 საათი ასაფუებლად.

აფუებული ცომი გადავზილოთ, ჯვრისებურად ჩავსეროთ, გადავშალოთ ,შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში ნახ,საათი.

ცომი მაცივარში კიდევ აფუვდება.

ოთახის ტემპარატურაზე დარბილებული მარგარინი დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე შუაში , დავაფაროთ ქაღალდის  მეორე ნახევარი,მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და შევდოთ მაცივარში 20 წუთი საყინულესთან ახლოს.

ცომი გავაბრტყელოთ, დავადოთ  მარგარინი ირიბულად   და შევახვიოთ ისე როგორც ეს არის ნაჩვენები სურათზე.

გადმოვატრიალოთ და გავაბტყელოთ ისევ მართკუთხედის ფორმაზე.ცომი გადავკეცოთ ჯერ 3- ად,

შემდეგ კი 2-ად.

და შევდოთ საყინულეში  15  წუთი.ასეთივე პროცედურას გავიმეორებთ კიდევ 4-ჯერ.ბოლოს მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი

მოვამზადოთ კრემი:

300 მლ.რძე გავაცხელოთ და ჩავყაროთ მასში 50 გრ. შაქარი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ 25 გრ. შაქართან ერთად.მასში გავხსნათ სიმინდის სახამებელი,ფქვილი , დავუმატოთ 1 ს.კოვზი კაკაო და 150 მლ თბილი რძე.მოვურიოთ ისე,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი თხევადი მასა.

მასას დავუმატოთ დარჩენილი რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე.არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და იქვე ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გავაგრილოთ და შემდექ მიქსერით ამოვიყვანოთ.მივიღებთ საკმაოდ სქელ კრემს,რომელიც ცხობისას კრუასანებიდან არ გამოჟონავს.

 

 

კრუასანები დავალაგოთ თუნუქის ფირფიტაზე,გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი,რომ ამოვიდეს.

შემდეგ თითოეულს ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი.

 

 

სწრაფად მოსამზადებელი ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები :

1ჭიქა ძალიან ცივი წყალი

ცოტა მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი ძმარი

1 ს.კოვზი სპირტი

350 გრ.მარგარინი

3 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესები :

ფქვილში ჩავახეხოთ  გაყინული მარგარინი მსხვილი სახეხით.ფქვილის გორას შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება.

წყალში გავხნათ ძმარი,მარილი,სპირტი,არაყი და ჩავასხათ ფქვილის ორმოში.

ცომი მოვზილოთ ძალიან სწრაფად,რომ არ გაგვითბეს პროდუქტები .ცომი უნდა მოვაგროვოთ,გუნდად  შევკრათ  და არ მოვზილოთ.

გავჭრათ ცომი შუაზედა ცალ-ცალკე შევახვიოთ პარკში.შევდოთ მაცივარში 2 საათი.ცომში შესამჩნები იქნება მარგარინის მარცვლები.

2 საათის შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ ,მივცეთ ოთხკუთხედის ფორმა და გადავკეცოთ 4-ად,შემდეგ ისე შევდოთ მაცივარში 2 საათი.

ასე მოვიქცევით კიდევ  ერთხელ და შემდეგ გამოვაცხობთ სასურველი ფორმის ნაჭრებს.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოვა, ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გემრიელობები ფენოვანი ცომისაგან

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

გულსართის პირველი  ვერსია:

300 მლ.რძე

30 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

არ შეგეშალოთ კარტოფილის სახამებლის დამატება არ შეიძლება

3 კვერცხი

75 გრ.შაქარი

10 გრ.კაკაოს ფხვილი

5 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები;

300 მლ.რძე გავაცხელოთ და ჩავყაროთ მასში 50 გრ. შაქარი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ 25 გრ. შაქართან ერთად.მასში გავხსნათ სიმინდის სახამებელი,ფქვილი .დავუმატოთ 1 ს.კოვზი კაკაო და 150 მლ თბილი რძე.მოვურიოთ ისე,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი თხევადი მასა.მასას დავუმატოთ დარჩენილი რძე და მივიყვანოთ ადუღებამდე.არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და იქვე ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გავაგრილოთ და შემდექ მიქსერით ამოვიყვანოთ.მივიღებთ საკმაოდ სქელ კრემს,რომელიც ცხობისას კრუასანებიდან არ გამოჟონავს.

ალუბლის გულსართი,მეორე ვერსია :

200 გრ.ალუბალი

50 გრ.შაქარი

20 გრ.სიმინდის სახამებელი

გარეცხილი ,კურკაგამოცლილი ალუბალი ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში,დავუმატოთ შაქარი,სახამებელი და წამოვადუღოთ.ფენოვანი ცომისაგან გამოვაცხოთ ვარდები ალუბლის გურსართით.

ფსკერი ჩანგლით  ჩავჩხვლიტოთ.

შაუაში  ჩავდოთ გულსართი.

ნამცხვარი მილები :

თუ ფორმები არ გვაქვს,მაშინ ფენოვანი ნამცხვარი მილების მოსამზადებლად  გამოვიყენოთ კოვზების ტარები.

კრემი:

0,5 ლიტრა რძე

5 კვერცხის გული

ვანილი

150-200 გრ.შაქარი

50 გრ.კარაქი

160 მლ ნაღები

30 გრ. ფქვილი

8 გრ. სიმინდის სახამებელი

მომზადების წესები :

250 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი  და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 250  მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ცხელ კრემში ჩავაგდოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

კრემი გადავიტანოთ ცალკე თასში და გავაგრილოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე  და კოვზ-კოვზობით შევურიოთ კრემს ხელის ქვემოდან ზემოთ მოძრაობით.

კრემით ამოვავსოთ მილები.

ტარტალეტკები ფენოვანი ცომით:ფენოვანი ცომი დავჭრათ კვადრატებათ.მოვათავსოთ ტარტალეტკის ფორმებში, კუთხეები  გადავკეცოთ ,შუაში სიმძიმე ჩავდოთ(სუფთა ბარდის ან ლობიოს მარცვლები და ისე გამოვაცხოთ).

შემდეგ ამოვავსოთ გულსართით ან ჩავდოთ პამიდორი ჩერი.

ფენოვანები ორაგულის გულსართით :

50 გრ.წითელი შებოლილი ორაგული

2 მოხარშული კვერცხი

200 გრ.ყველი

1 კვერცხი

3 ღერი მწვანე ხახვი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ყველი და კვერცხი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი. ორაგული დავჭრათ პატარა ნაჭრებად.

 

 

 

 

 

გემრიელი ვოლოვანები

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

კრემი:

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

ფენოვანი ცომის რეცეპტი იხ . აქ http://livemaster.ge/535/

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ.

გამოვაჭრათ რგოლები.

ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

თუ ცომი შერბილდა, ვოლოვანები გავყინოთ,უფრო მაღალი გამოვა ცხობისას .შევდოთ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ 15 წუთი  220 გრადუსზე.როგორც კი ღუმელში ცომი  ამოვა, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

კრემის მომზადება :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.