ლენინგრადული ” პიშკა ” -ჰაეროვანი ფუნთუშები კრემის გარეშე

ჰაეროვანი ფუნთუშა”პიშკა” – ბავშვობის გემო! მე გირჩევთ  ერთად  ვისწავლოთ ,თუ როგორ მოვამზადოთ შესანიშნავი ფუნთუშები კრემის გარეშე . გემრიელი ფუნთუშები – მარტივი რეცეპტით მიღებული დიდი სიამოვნება! დავივიწყოთ დიეტა ცოტა ხნით და მოვემზადოთ გემრიელი დესერტის მისაღებად!

ინგრედიენტები ;

265 – 300  გრ.ფქვილი უმაღლესი ხარისხი

8 გრ.საფუარი

2,5  გრ.მარილი

30 გრ.შაქარი

190 მლ.თბილი  წყალი

1 კვერცხი

შაქრის პუდრა

15 გრ.მარგარინი

 

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ცომი და დავაყენოთ შეფუთული თბილ ადგილას 4 საათი.

ამოფუებული ცომი ჩავზილოთ,შემდეგ დავამზადოთ ცომის გუნდები ზეთიანი ხელებით, ტილო გადავაფაროთ და ვაცადოთ ამოსვლა.

გუნდები გავხვრიტოთ საჩვენებელი თითით , გავაკეთოთ პიშკები  და შევწვათ ფრიწურში.

ცოტა გავაგრილოთ და მოვაყაროთ  შაქრის პუდრა ან მოვასხათ თაფლი.

თუ სამზარეულოში მოგვეპოვება პროფესიონალური  ინსტრუმენტები,მაშინ  პონჩიკები შეგვიძლია ასე მოვამზადოთ.

 

უმარტივესად მოსამზადებელი ესპანური ფუნთუშები «Ensaimadas»

ინგრედიენტები :

120 მლ.თბილი რძე ან წყალი

300 გრ.ფქვილი

100 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი საფუარი

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

2 ს.კოვზი ზეთი ან ერბო

გულსართი : 

დარბილებული კარაქი

ხილის ჯემი ან მოხარშული კრემი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ ,დავუმატოთ რძე,მშრალი ინგრედიენტები,ზეთი,ვზილოთ 10 წუთი და დავდოთ ასაფუებლად.ცომი 2-ჯერ მოიმატებს ზომაში.

მზა ცომი გავყოთ 4 ნაწილად,გავაბრტყელებთ ძალიან თხლად, მთელ ზედაპირზე წავუსვათ კარაქი, ზოლივით დავადოთ ჩვენთვის სასურველი გულსართი და  დავახვიოთ რულეტივით.

რულეტები კი დავკეცოთ სპირალისებურად.

დავაწყოთ  ფუნთუშები საცხობ დაფაზე და 30-40 წუთი კიდევ დაველოდოთ  ამოფუებას.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,გავაგრილოთ ,მავაყაროთ შაქრის პუდრა.

ფუმფულა იტალიური ფუნთუშები მოხარშული კრემით

ინგრედიენტები :

500 გრ.ფქვილი

150 მლ.რძე

150 გრ.კარაქი

12 გრ.სწრაფმოქმედი საფუარი

3 კვერცხის გული

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

150-200 გრ.ქიშმიში

200 გრ.მოხარშული კრემი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ხაში:თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,1 ს.კოვზი შაქარი და 3-4ს.კოვზი ფქვილი,გადავაფაროთ ტილო, გავაჩეროთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.

კვერცხის გული ათქვიფოთ შაქართან ერთად,დავუმატოთ გაზზე გამდნარი კარაქი,ვანილი,მწიკვი მარილი.

კვერცხიანი მასა შევურიოთ გააქტიურებულ საფუარს,შევაზილოთ ფქვილი ,გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და მოვზილოთ რბილი ცომი. თასს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ცომი ასაფუებლად.

თუნუქის ფირფიტაზე წინასწარ დავაფინოთ ქაღალდი.

ცომი მოცულობაში 2-ჯერ გაიზრდება,გავყოთ შუაზე  და   ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ.

გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ მოხარშული კრემი,მოვაყაროთ ქიშმიში,გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ, დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე.ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

კრემი:

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

კრემის მომზადება :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

ფუნთუშები  გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გავაგრილოთ და გადავუსვათ კრემი.

 

 

 

 

 

იტალიური ფუნთუშები ალუბლით

ინგრედიენტები :

500 გრ.ფქვილი

150 მლ.რძე

150 გრ.კარაქი

12 გრ.სწრაფმოქმედი საფუარი

3 კვერცხის გული

1 კვერცხი ზემოდან წასასმელად

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

150-200 გრ.ქიშმიში

გულსართი :

250 გრ.რიკოტა( ან ხაჭო)

ალუბალი(დაკურკული) ან სხვა  კენკროვანი

შაქარი გემოვნებით

1 ს.კოვზი სახამებელი

ზემოდან წასასმელად :

1 ათქვეფილი კვერცხი  შერეული 1 ჩ. კოვზი რძესთან

1 ს.კოვზი შაქარი( მსხვილი კრისტალები)

 

მომზადების წესები :

150 ლ რძეში გავხსნათ საფუარი,1 ს.კოვზი შაქარი და 3-4 ს.კოვზი ფქვილი,გადავაფაროთ ტილო, გავაჩეროთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.

კვერცხის გული ათქვიფოთ შაქართან ერთად,დავუმატოთ გაზზე გამდნარი კარაქი,ვანილი,მწიკვი მარილი.

კვერცხიანი მასა შევურიოთ გააქტიურებულ საფუარს,შევაზილოთ ფქვილი ,გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე და მოვზილოთ რბილი ცომი. თასს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ცომი ასაფუებლად.

თუნუქის ფირფიტაზე წინასწარ დავაფინოთ ქაღალდი.

დაკურკულ ალუბალს მოვაყაროთ სახამებელი,რომ წვენი შეიწოვოს.

ხაჭოში შევურიოთ შაქარი გემოვნებით.

აფუებული ცომისაგან დავამზადოთ ბურთულები,თითოეულში მოვათავსოთ  გულსართი, ალუბალი ხაჭოსთან ერთად ,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი რძესთან ერთად,მოვაყაროთ შაქარი

დავდოთ ცოტა ხანი ასაფუებლად და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

 

 

 

 

ირანული სამარხვო ფუნთუშები

ინგრედიენტები ;

1 ჩ.კოვზი საფუარი

160 მლ წყალი  220 გრამი ცომისათვის

120 მლ წყალი ფინიკების დასალბობად

20 გრ.მოსაყრელად

20 გრ.ქატო

1/3 ჩ.კოვზი მარილი

30 გრ.ყავისფერი შაქარი( ცომში)

2/3 ჩა.კოვზი კურკუმა( ცომში)

გულსართი:

10 ცალი მშრალი ფინიკი

ნახ. ბანანი

ზემოდან მოსაყრელად:

10 გრ.ნუში

1/4 ჩ.კოვზი კვლიავი

 

მომზადების წესები :

თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი,გავაჩეროთ 10-15 წუთი.

გააქტიურებულ საფუარს შევურიოთ ფქვილი,კურკუმა,ქატო,მარილი.

დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,ყავისფერი შაქარი და მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და დაველოდოთ სანამ მოცულობაში 2-ჯერ გაიზრდება.

გულსართი:

ფინიკს დავასხათ მდუღარე წყალი ,ვაჩეროთ 10 წუთი,გადავწუროთ, კურკები გამოვაცალოთ, დავაქუცმაცოთ და დავაბლენდეროთ ბანანთან ერთად.მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

ფუნთუშაში გულსართი ჩავდოთ ისე,როგორც ღვეზელ ”ბომბებში”,ზემოდან მოვაყაროთ ნუში  და დაველოდოთ კიდევ ამოფუებას.

გამოვაცხოთ  ღუმელში 200 გრადუსზე 15-17 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

წყარო:povaronok.ru

 

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ფუნთუშები

ინგრედიენტები :

1 ჭიქა მინერალური წყალი

400- 450 გრ.ფქვილი

25 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

2 ს.კოვზი ზეთი

9 გრ.საფუარი

გულსართი:

ჯემი ან რძიანი კანფეტი

მომზადების წესები :

თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ლიმონის წვენი,ზეთი,ფქვილის ნახევარი . დავიწყოთ ცომის მოზელვა და შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი,მარილი.მოვზილოთ რბილი ცომი,რომელიც მსუბუქად ეწეპება ხელს.

ცომს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად..გაორმაგებული ცომი დავყოთ გუნდებად,დავალაგოთ  ახლო- ახლოს ღუმელის ტაფაზე (დაფენილია საცხობი ქაღალდი), გადავაფაროთ ტილო და კიდევ გავაჩეროთ ამოფუებამდე.

ფუნთუშებს შეგვიძლია გავუკეთოთ გულსართი.გუნდის შუაში მოვაქციოთ 1 ჩ.კოვზი ჯემი ან 1 ცალი რძიანი კარამელის  კანფეტი.

ფუნჯით ზემოდან გადავუსვათ წყალი, თუ სურვილი გვაქვს,მოვაყაროთ სეზამის მარცვლები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

 

ნივრიანი ”პამპუშკები” – გემრიელი ფუნთუშა-პურუკები წვნიანისათვის

ინგრედიენტები :

1 ჭიქა მინერალური წყალი

400- 450 გრ.ფქვილი

25 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

2 ს.კოვზი ზეთი

9 გრ.საფუარი

 

ზემოდან წასასმელად ;

3 კბილი ნიორი

1/2 მარილი ან გემოვნებით

მწვანილი სურვილისამებრ

50 გრ.გაგრილებული გადადუღებული წყალი

2 ს.კოვზი ზეთი

 

მომზადების წესები :

უკრაინაში ნივრიან პამპუშკებს მიირთმევენ ბორშთან ერთად.

თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ლიმონის წვენი,ზეთი,ფქვილის ნახევარი .

დავიწყოთ ცომის მოზელვა და შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი,მარილი.მოვზილოთ რბილი ცომი,რომელიც მსუბუქად ეწეპება ხელს.

ცომს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად..

გაორმაგებული ცომი დავყოთ გუნდებად,დავალაგოთ  ახლოახლოს ღუმელის ტაფაზე (დაფენილია საცხობი ქარალდი),გადავაფაროთ ტილო და კიდევ გავაჩეროთ ამოფუებამდე.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

ცხელ ფუნთუშებს  გადავასხათ ნივრიანი წვენი.

ნივრიანი წვენის მომზადება :

გადადუღებულ წყალში  გავცხსნათ გატარებული ნიორი,მარილი,ზეთი და წვრილად დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.

პასკა ( კულიჩი) არაჟნით

ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით გამოვაცხობთ 2 საშუალო ზომის კულიჩს.

ინგრედიენტები :

ოპარა:

ფქვილი 100 გრ

რძე 190 გრ

შაქარი 1 ს.კოვზი

მშრალი საფუარი 7 გრ.

ძირითადი ცომი :

ფქვილი 400 გრ

ცხიმიანი არაჟანი 200 გრ

კვერცი 3 ცალი

შაქარი 240 გრ

კარაქი 125 გრ

მარილი 1/4 ჩ.კოვზი

ქიშმიში შავი და ცუკატები 70 გრ.

რომი 2-3 ს.კოვზი

ცედრა ფორთოხლის ან ლიმონის 1 ს.კოვზი (სურვილისამებრ)

ვანილი და კულიჩის სუნელები ( კოჭა,ილი,მუსკატის კაკალი ,მიხაკი,დარიჩინი)სურვილისამებრ.

მომზადების წესები :

ქიშმიში ,ცუკატები გავრეცხოთ, ,წინა ღამით ჩავალბოთ თბილ წყალში.დამბალი ქიშმიში გადავწუროთ ,გავამშრალოთ და დავასხათ რომი.

ფქვილს დავუმატოთ მარილი.

მოვამზადოთ ოპარა: რძე, საფუარი ,შაქარი  და ფქვილი შევურიოთ და ასაფუებლად თბილ ადგილას გავაჩეროთ 20 წუთი.

მიქსერით ცალკე ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა( გული შევინახოთ)შაქართან ერთად გათეთრებამდე, შევურიოთ არაჟანი,ცედრა ,სუნელები ,ვანილი და  ოპარა. შემდეგ კი ულუფობით, ხის კოვზის გამოყენებით , შევურიოთ ფქვილი.ცომს სუფთა ტილო გადავაფაროთ და ასაფუებლად გავაჩეროთ თბილ ადგილას.ამოსულ ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპარატურაზე დარბილებული კარაქი და კიდევ ავაფუოთ.

აფუებულ ცომში შევურიოთ ქიშმიში ,გადავანაწილოთ  ქაღალდის ფორმებში.

ცომით ქაღალდის ფორმები 1/3- მდე უნდა შევავსოთ,წავუსვათ კვერცხის გული და ფორმაში კიდევ ამოვიყვანოთ.

პასკა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.ცხობისას თავზე გადავაფაროთ ფოლგა,რომ არ დაგვეწვას. თუ ჩვენი ღუმელი არ ვარგა,მაშინ შევდგათ წყლით სავსე ჭურჭელი,რომ პასკას გამოცხობის დროს ძირი არ დაეწვას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვარდის ფორმის ხაჭოს ვატრუშკები – რუსული სამზარეულო

ინგრდიენტები :

700 გრ.ფქვილი

300 მლ.რძე

3 კვერცხი

4 ჩ.კოვზი საფუარი

40 გრ.კარაქი ან მარგარინი

2 ს.კოვზი შაქარი

მარილი მწიკვი

გულსართი:

1 კვერცხის გული

600 გრ.ხაჭო

1 ჭიქა ქიშმიში

გულსართში შესარევად:

1 – 2 შაქრის ნატეხი

4-5 წვეთი ვარდის ესენცია(ზეთი კულინარიული)

1 ნატეხ შაქარს დავაწვეთოთ 5-6 წვეთი ვარდის ესენცია,შევაშროთ და დავფქვათ.

1 ჭიქა შაქარს შევურიოთ 1 ჩ.კოვზი არომატიზირებული დაფქული შაქარი.

ზემოდან წასასმელად:

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი რძე

მომზადების წესები :

თბილ რძეს დავუმატოთ შაქარი,საფუარი და მარილი.15 წუთის შემდეგ,როცა საფუარი გააქტიურდება,დავუმატოთ ფქვილი და კვერცხი.

მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, გავაგრილოთ ოთახის ტემპარატურაზე და შევურიოთ ცომს.

ცომში ჩავარჭოთ ზეთში ამოსვილი მაკარონები ,გადავაფაროთ თავზე და დაველოდოთ ამოსვლას.ცომის მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-3 -ჯერ.

ცომი ჩავზილოთ 3- ჯერ,ყოველ ნახევარ საათში .

გულსართის მომზადება:

ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი ,გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი,

წყალი გადავასხათ,ქიშმიში კი შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ხაჭო გავატაროთ საცერში,შევურიოთ ქიშმიში, 2 ჭიქა შაქარი ( შერეული ვარდის არომატი),კვერცხის გული.

ცომი დავყოთ 16-18 მაწილად .მოვამზადოთ 70-80 გრამიანი გუნდები.

მოვამზადოთ ვარდები ისე,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.

 

ბულკებს მოვუსვათ კვერცხის გულში შერეული რძე და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით

25-35 წუთი.გავაგრილოთ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.