“ძაფის გორგალი” – კატლეტები ცომში ბავშვებისათვის

ინგრედიენტები:

მზა ფენოვანი ცომი

2 საშუალო ზომის ხახვი

2-3 კბილი ნიორი

500 გრ.ფარში

3 კვერცხი

მწვანილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

ფენოვანი ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე  დავაბრტყელოთ  და დავჭრათ ბაფთებად.

 

ხახვი წვრილ სახეხზე გავხეხოთ ,ნიორი დავჭყლიტოთ და შევკაზმოთ ფარში.

ფარშს შევურიოთ 2 კვერცხი წვრილად დაჭრილი მწვანილები,მარილი,წიწაკა და  გავაკეთოთ ბურთები.

 

ფენოვანი ცომის რეცეპტი იხ.აქ  http://localhost/fuck/index.php/2016-09-09-13-15-25/item/269-2018-01-13-15-40-22

ბურთებზე ძაფივით დავახვიოთ ფენოვანი ცომის გორგალი,ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ

წინასწარ  180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

 

 

 

ხორცის ღვეზელი ფენოვანი ცომით

ინგრედიენტები:

700 გრ.ხორცის შერეული ფარში

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

4-5 ცალი პატარა  მოხარშული კვერცხი

1 ს.კოვზი ერბო

2 ნაჭერი თეთრი პური

2 ჩ.კოვზი მდოგვი

2 ცალი კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

ნახ.ჩ კოვზი დაფქული შავი წიწაკა

 

ტაფაზე დავასხათ ერბო და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.

მოშუშული ხახვი და ნიორი შევურიოთ ფარშში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მდოგვი და ორი ნაჭერი წყალში დამბალი თეთრი პური.

ცომის შუაში მოვათავსოთ ფარში,დავალაგოთ მოხარშული კვერცხები  და  შევახვიოთ

ისე ,როგორ ეს სურათზე არის ნაჩვენები.ღვეზელს ზემოდან ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ღვეზელი,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 190 გარდუსამდე  წინასწარ გახურებულ ღუმელში  25-35  წუთი.

 

 

 

შუ ნაღების კრემით და მარწყვით

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ ჩაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

გაგრძელება იხ. აქ http://livemaster.ge/858/

ნაღების კრემი;

800 გრ.ნაღები 33%-იანი

300 გრ.შაქრის პუდრა

 

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით.როგორც კი მოცულობაში გაიზრდება და გასქელდება ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

კრემი გადავიტანოთ კულინარიულ ტომარაში და გაჭრილი შუ შევავსოთ,დავალაგოთ მარწყვები

მოვაყაროთ  შაქრის პუდრა.

ფრანგული დესერტის ” შუ ” თანამედროვე რეცეპტი

ინგრედიენტები :

ცომი კრაქელინი”craqueline”

80 გრ.კარაქი

100 გრ.შაქარი

100 გრ.ფქვილი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ კრაქელინი:

კარაქი კუბებად დავჭრათ და შევურიოთ ფქვილი,შაქარი,ჩავაწვეტოთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ პერგამენტის ქაღალდზე და შევდოთ  საყინულეში.

მოვამზადოთ მოხარშული ცომი  და გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.დავსვათ ცომის  ბურთები და ზემოდან დავალაგოთ გაყინული კრაქელინის ფირფიტები.

გამოვაცხობთ ჩვეულებრივი წესით. .გავაგრილებთ.შუს თავს მოვაჭრით, შევავასებთ კრემით,დავახურებთ თავსახურს და გავაფორმებთ სურვილისამებრ.

შუს და ეკლერის მოხარშული ცომი – დეტალური რეცეპტი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით. უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

თუ საკონდიტრო შპრიცი არ გვაქვ,შუ  ფირფიტაზე დავსათ კოვზითაც.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .

 

 

 

 

პროფიტროლები მარწყვის კრემით

ინგრედიენტები :

250 გრ.ჟოლო ან

250 გრ.შავი მოცხარი ან

250 გრ.მარწყვი ან

250 მლ.ფორთოხლის წვენი ცედრასთან ერთად

1,5 კოვზი (30 გრ.) ჟელატინი

40 მლ.წყალი

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

მარწყვი დავაბლენდეროთ,საცერში გავატაროთ.

მარწყვის წვენში ჩავყაროთ  2,5ს.კოვზი(70 გრ.) შაქარი,დავამატოთ 25 გრ.სიმინდის სახამებელი და მოვურიოთ.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე,ცხელშივე ჩავაგდოთ 30 გრ.კარაქი და გაბერილი ჟელატინი,სწრაფად მოვურიოთ.კონტაქტით გადავაფაროთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში.

კრემი მაცივრიდან გამოვიღოთ და ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით.

100 მლ.ნაღები ავთქვიფოთ რბილ პიკამდე და შევურიოთ მარწყვის კრემში.

 

ინგრედიენტები;

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

 

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,

და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .პროფიტროლები ამოვავსოთ მარწყვის კრემით

 

 

ტორტი ტროპიკელი ქალი

ინგრედიენტები :

მოხარშული ცომი

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

მოხარშული ცომის მომზადების დეტალური რეცეპტი 

 

მოხარშული კრემი მუსლინი:

კრემი პატისიერი

250 გრ.ნაღების კარაქი

ან 300 გრ.კრემი პატისიერი

100 გრ.ნაღები

 

ჯერ  მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

გაგრძელება იხ.აქ

 

ავიღოთ კვადრატული ( 24х24სმ)  ფორმა.პერგამენტის ქაღალდზე დავხატოთ ბადე,ოთხკუთხედი უჯრებით და ბადე, რომბის ფორმის უჯრებით.სულ ვაცხობთ 4 ფირფიტას,2 რომბისებური უჯრებით,2 კი ოთხკუთხედი უჯრებით.უჯრებს შორის მანძილი უნდა იყოს 3 სანტიმეტრი.

საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ მოხარშული ცომი და დავხაზოთ ბადე.

იგივე წესით გავაკეთებთ რომბისებური ფირფიტის საბლონს და მასზე ცომით შემოვხაზავთ.

 გამოვაცხოთ  4 ფირფიტა ფირფიტების გამოცხობის წესი იხ აქ 

  ოთხივე ფენას წავუსვათ კრემი.ფენებს შორის და ზევით დავალაგოთ ხილი ბანანი,კივი,ალუბალი,ფორთოხალი და სხვა.

 

ზემოდან და გვერდები გავაფორმოთ ნაღების კრემით.

მოხარშული ყავის კრემი დესერტებისათვის

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

ხსნადი ყავა

5 კვერცხის გული

60 გრ.ფქვილი

100-150 გრ.შაქარი

30 გრ.შავი შოკოლადი

მომზადების წესები :

400 მლ.რძეში ჩავყაროთ ყავა დავდგათ ცეცხლზე და ავდუღოთ.

კვერცხის გული, შაქარი  შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ფქვილი  და  100 მლ.ცივი რძე.

ნარევს დავუმატოთ 150 მლ. მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) , ჩავყაროთ გახეხილი შავი შოკოლადი,კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ადუღებულ  ყავიან   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

კრემს კონტაქტში გადავაფაროთ პლასტიკი და გავაციოთ.

ეს კრემი ზალიან უხდება შუ “პარი ბრესტს”

შუ “პარი ბრესტი”გავჭრათ შუაზე და გამოვავსოთ კრემით.

 

ნამცხვარი შუ “პარი ბრესტი”

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

თხილი ან ნუშის ფანტელები

მომზადების წესები :

პერგამენტის ქაღალდზე შემოვხაზოთ ჭიქით წრეები ( დიამეტრი 8 სმ).

საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ ცომი.

ერთ წრეზე დავსვათ სამი რგოლი.გარეთა რგოლის დიამეტრი არის 8 სმ,შიგნითასი 6 სმ.ზემოდან კი რგოლების შუაში  მესამე ცომის რგოლი დავსვათ.

ზემოდან მოვაყაოთ დატეხილი თხილი ან ნუშის ფანტელები.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი:

500 მლ.რძე

ხსნადი ყავა

5 კვერცხის გული

60 გრ.ფქვილი

100-150 გრ.შაქარი

30 გრ.შავი შოკოლადი

 

400 მლ.რძეში ჩავყაროთ ყავა დავდგათ ცეცხლზე და ავდუღოთ.

კვერცხის გული, შაქარი  შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ფქვილი  და  100 მლ.ცივი რძე.

ნარევს დავუმატოთ 150 მლ. მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) , ჩავყაროთ გახეხილი შავი შოკოლადი,

კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ადუღებულ    რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

კრემს კონტაქტში გადავაფაროთ პლასტიკი და გავაციოთ.

 

შუ “პარი ბრესტი”გავჭრათ შუაზე დაგამოვავსოთ კრემით.

 

ასევე შეგვიძლია შუ პარიზი ბრესტი მოვამზადოთ ნაღების კრემითა და კენკროვანი( მარწყვი,ჟოლო)  ხილით.

რეცეპტი იხ აქ.http://localhost/fuck/index.php/2016-09-09-13-15-25/item/432-2018-05-19-02-52-13

 

შუს ტორტი

ინგრედიენტები შოკოლადის ბისკვიტისათვის ;

2 კვერცხი

40 გრ.შაქარი

50 გრ.ფქვილი

10 გრ.კაკაოს ფხვნილი

მწიკვი მარილი

 

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ კაკაო.

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  20 გრ.  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე,ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე  20 გრ. შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილი კაკაოსთან ერთად  ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

18 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.ფორმას ცხიმი მოვუსვათ გვერდებზე და ფსკერზე.

ბისკვიტს ვაცხობთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

სანამ ცხვება ბისკვიტი მოვამზადოთ დასანამი სიროფი.

25 მლ წყალი

25 გრ.შაქარი.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი გავაგრილოთ.

მოვამზადოთ პროფიტროლები( მცირე ზომის შუ).

შუს ანუ პროფიტროლების რეცეპტი 

ი ამოვავსოთ მარილიანი კარამელის კრემით.

ინგრედიენტები კარამელის კრემისათვის:

150 გრ.დარბილებული კარაქი

250 გრ.კარამელი

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ კარამელი.

შოკოლადის სუფლე:

450 გრ.შაქარი

225 გრ.ნაღების კარაქი

195 მლ.წყალი

162 გრ.კვერცხის ცილა

150 გრ.შედედებული რძე

40 გრ.კაკაოს ფხვილი

2 გრ.ლიმონის მჟავა

30 გრ.ჟელატინი დარბილებული 150 მლ წყალში

30 გრ.ჟელატინს დავასხათ 150 მლ.ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ 20 წუთი.

კარაქი,კაკაო და შედედებული რძე ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.

წყალი,შაქარი და ვანილიანი შაქარი ერთმანეთში შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი

იტალიური მერენგას მოსამზადებლად.სიროფის წვეთი ჩავსხათ წყალში.თუ რბილი ბურთულა  გაჩნდა,სიროფი მზადაა.

ცალკე ვათქვიფოთ კვერცხის ცილა და მზა სიროფი წვრილი ჭავლით ჩავასხათ,თქვეფა არ შევაჩეროთ. ვთქვიფოთ მერენგას გაგრილებამდე.შემდეგ ჩავამატოთ თქვეფის შეუჩერებლად ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი და კაკაოს კრემი.

მოვამზადოთ საცხობი ფორმა.ავიღოთ 20 სმ დიამატრის  ფორმა.

გავჭრათ მუშამბის”კლიონკის”საქაღალდე და ფორმა ავამაღლოთ ისე,როგორც

ეს სურათზე არის ნაჩვენები.

 

ფორმაში ჩავასხათ შოკოლადის 1/3 სუფლე და 15 წუთი შევდოთ საყინულეში.

გამოვიღოთ საყინულედან დავალაგოთ პროფიტროლებით(10-15 მოვიტოვოთ ზემოდან გასაფორმებლად).

დავასხათ დარჩენილი სუფლე და  ჩავდოთ კაკაოს  სიროფით დანამული ბისკვიტი.

ფორმა ტორტით  შევდოთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათი.

ტორტს ფორმა შემოვხსნათ,დავაფაროთ სინი და გადმოვაბრუნოთ.

ტორტს ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი,დავალაგოთ შუები და კენკროვანი ხილი მარწყვი,ჟოლო

მოცხარი,მაყვალი.