ალუბლის ტორტი პიტნის კრემით

ინგრედიენტები:

300 გრ.შავი შოკოლადი თხილით

10 გრ.ალუბალი

150 გრ.კარაქი

3 კვერცხი

200 გრ.ფქვილი

200 გრ.შაქარი

1 გრ.მარილი

მომზადების წესები :

დატეხილი შავი შოკოლადის ფილა კარაქთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,მოვამზადოთ გოგლიმოგლი,ჩავასხათ ცხელი ,გამდნარი შოკოლადი, მასა შესქელდება,მოვურიოთ და შევურიოთ ფქვილი. ცომში დავამატოთ დაკურკული ალუბალი.

ფორმის ძირში ჩავაფინოთ ქაღალდი,გვერდებზე წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.გადავიტანოთ ცომი ფორმაში და 180 გრადუსზე 30 წუთი გამოვაცხოთ.

პიტნის კრემი :

2 კონა პიტნა

800 მლ. მაღალპროცენტიანი რძე

3.კვერცხი

3 ს.კოვზი სახამებელი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

პიტნა გავრეცხოთ ,გავარჩიოთ,ჩავყაროთ ბლენდერში,დავასხათ 2 ს.კოვზი წყალი და დავაბლენდეროთ.

დაბლენდერებული მასა საცერში გავატაროთ.მივიღებთ ნატურალურ პიტნის წვენს და ექსტრაქტს.

ფქვილი შაქარი და სახამებელი ერთმანეთში შევურიოთ.

თასში კვერცხი ავთქვიფოთ,დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები, დავასხათ 200 მლ. რძე,ავთქვიფოთ მიქსერით,

გადავიტანოთ ქვაბში,შევურიოთ დარჩენილი რძე და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

მოხარშული კრემი გადავიტანოთ თასში,შევაგრილოთ,ავთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ ულუფობით პიტნის წვენი.

კრემი შევდოთ მაცივარში.

თეთრი შოკოლადის განაში :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

200 გრ.ნაღები

დატეხილი თეთრი შოკოლადის ფილას დავასხათ ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ.

მივიღებული თხელი მასა გადმოვასხათ ჯამში,გაგაციოთ 30 წუთი მაცივარში და შემდეგ გავთქვიფოთ.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, შუაში წავუსვათ პიტნის კრემი,ზემოდან მოვასხათ შოკოლადის განაში,მოვაყაროთ ალუბლები.

.

წყარო ;იუთუბი,გადაცემა გურმანია 2016 წელი.

ალუბლის ჭრიანტელი – ქართული საზაფხულო წვნიანი

ინგრედიენტები:

1 კგ ალუბალი

2 კიტრი

3-4 ტოტი მწვანე ხახვი

ცოტა მწვანილები

1/3 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

( პიტნა,ტარხუნა,ქინძი,კამა)

მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით

1 ბადიანი

მომზადების წესები :

დაკურკული ალუბალი დავაბლენდეროთ წითელ წიწაკასთან ერთად და გავატაროთ საცერში.

თუ ალუბალის წვენი მჟავეა,შევურიოთ გადადუღებული ცივი წყალი.

ტაფაზე მშრალად შევწვათ(გამოვაშროთ) 1 კბილი ნიორი,ბადიანი,ხმელი სუნელი და ჩავამატოთ ალუბლის წვენში.

მწვანილები დავჭრათ წვრილად,შევურიოთ წვნიანს. წვნიანი შევდოთ მაცივარში 1 საათით გასაციებლად.

მწვანე ხახვს მოვაჭრათ თეთრი ბოლო და დავჭრათ წვრილად.

კიტრი დავჭათ თხლად და გრძელ ნაჭრებად,შევურიოთ მწვანე ხახვი.

თეფშზე დავდოთ 1 ს.კოვზი კიტრი მწვანე ხახვთან ერთად,დავასხათ ალუბლის წვნიანი(ნიორი და ბადიანი წვნიანიდან ამოვიღოთ) და მივირთვათ გემრიელიად.

ჩენჩოს დავასხათ თვალზომით რძე,მოვაყაროთ გემოვნებით შაქარი და მიღებული სორბეტი გავყინოთ.

წვნიანი მივირთვათ სორბეტთან ერთად.

ალუბლის საწებელი ხორცეულისათვის

ალუბლის საწებელი ქართულად.

ინგრედიენტები:

1 კგ.ალუბალი

5-6 კბილი  ნიორი

1 კონა ქინძი

1 კონა ცერეცო

1/2 კონა ომბალო

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად დავნაყოთ.

ალუბალი მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

მწვანილი წვრილდ დავჭრათ.

ალუბალი შევაზავოთ საკმაზითა და მწვანილებით.

 

მეორე ვერსია;

250 გრ.ალუბალი

200 მლ.წითელი ღვინო

2 ბუტკო მიხაკი

3 ს.კოვზი შაქარი

1/2 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

1 ს.კოვზი ფქვილი

ღვინო ჩავასხათ ქვაბში და 5 წუთი საშუალო ცეცხლზე მოვხარშოთ.

ამის შემდეგ ვუმატებთ შაქარს,ვანილს , მიხაკს და კიდევ 5 წუთი ვადუღებთ.

ადუღებულ ღვინოში ჩავყაროთ ალუბლები და ვხარშოთ 5 წუთი.

ცალკე თასში ფქვილი გავხსნათ 3-4 ს.კოვზ გაგრილებულ წვენში და ჩავასხათ ქვაბში.

სწრაფად ვურიოთ,რომ არ წარმოიქმნას კოშტები.ალუბლის საწებელი მოვადუღოთ შესქელებამდე.