კატლეტები. 3 განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 გრ შერეული ფარში ( საქონელი და ღორი)

100  გრ.ბატონი

30 მლ.ნაღები

წყალი

1 თავი ხახვი

1 კვერცხი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

საფანელი ან ფქვილი

მომზადების წესები :

ბატონ პურს დავასხათ ნაღები , გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და გავწუროთ.

პური დავაბლენდეროთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ხახვი.

ფარშში შევურიოთ ხახვი,პური,მარილი,წიწაკა,კარგად ამოვურიოთ,გავაკეთოთ პატარა გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში ან საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

 მეორე ვარიაცია.

ინგრედიენტები :

200 გრ.ინდაურის ან ქათმის ფილე

300 გრ.ქათმის ბარკლის ხორცი

150 გრ.ღორის ცხიმი

1 ხახვი

1 კბილი ნიორი

1 კვერცხი

100 გრ.ბატონი პური

100 მლ.რძე

მარილი,წიწაკა  გემოვნებით

მომზადების წესები :

ბატონი პური რძეში დავალბოთ და გავწუროთ.

ხორცსაკეპში გავატაროთ ფილე ,ღორის ცხიმი და ბაკლების ხორცი.

ფარში,ბატონი პური,ხახვი,ნიორი, გავატაროთ ხორსაკეპში,შევურიოთ კვერცხი მარილი და წიწაკა.

კატლეტები ამოვსვაროთ ფქვილში,ძალიან სწრაფად შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე,გადავიტანოთ ქვაბში,დავასხათ ცხელი წყალი ,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ჩავთუშოთ დაბალ ცეცხლზე.

 მესამე ვარიაცია.

ინგრედიენტები :

1 ქათმის ფილე

1 კვერცხი

1 ხახვი

100 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი არაჟანი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები ;

ხახვი და ხორცი  ძალიან წვრილად  დავკეპოთ,შევურიოთ კვერცხი,არაჟანი და ფქილი,დავამარილოთ და მოვაყაროთ წიწაკა.

შევწვათ ტაფაზე, როგორც ალადიკები.

 

 

 

 

ჯურჯანი,მეგრული კუჭმაჭი – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

3 კგ.საქონლის ნაწლავი და ფაშვი

ცოტა ბადექონი

6 თავი ხახვი

6 კბილი ნიორი

2-3  ჩ.კოვზი ქონდარი

2  ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი გემოვნებით

წითელი დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

ნახევარი ბროწეული

2 პატარა კონა ქინძი

მომზადების წესები :

კარაგად გარეცხილი ნაწლავები მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ.

ხახვი  დავჭრათ რკალებად.

ქინძი წვრილად დავჭრათ.

წვრილად დავჭრათ ბადექონი და სქელძირიან ქვაბში გავადნოთ.ცხიმში მოვშუშოთ,შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ნაწლავები,ცოტა ხანი კიდევ ვშუშოთ,ვუზამთ სუნელებს , წვრილად დაჭრილ ქინძს ,მარილს და წიწაკას.მეგრულ კუჭმაჭს, ჯურჯანს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მივირთვათ ცხლად ღომთან ერთად.

მჭადის კლასიკური და არატრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

350-400 გრ.ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

1 ჭიქა ცივი წყალი(შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მეტი ,ფქვილს გააჩნია)

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი,დავასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ მჭადის ცომი.ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ ნახევარი საათი დავასვენოთ.სველი ხელებით ამოვიღოთ გუნდები,გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ან ღუმელში ან ბლომად ზეთმოსხმულ ტაფაზე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჭადს ზელს ხელისთვის გასაძლისად ცხელ წყალში.მჭადი შეგვიძლია მოვზილოთ ბორჯომში.

ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება ნიგვზიანი ბადრიჯანი .

მჭადი ქინძით.მეორე ვარიაცია

300 გრ.მჭადის ფქვილი

1 პატარა კონა ქინძი

ცოტა მარილი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი,დავასხათ წყალი,მოვზილოთ ცომი.ცომი ვზილოთ დიდხანს და აუცილებლად დავასვენოთ ნახევარი საათი.

ცომი დავყოთ გუნდებად და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაში.

მჭადი ტარხუნით.

400 გრ.მჭადის ფქვილი

1 კონა ტარხუნა

ცოტა მარილი

წყალი, რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ტარხუნის ღეროებს მოვაშოროთ ფოთლები და ძალიან წვრილად დავჭრათ.

ფქვილს შევურიოთ მარილი,დაჭრილი ტარხუნის ფოთლები,დავასხათ წყალი და მოვზილოთ.გამოცხობის წესი იგივეა.ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება პრასის , კეჟერა და წითელი ფხალი.

 

 

 

შემწვარი გოჭი სატენით,იმერულად

ინგრედიენტები :

გოჭი

შიგნეული

ბრინჯი

სუნელები,მწვანილი

მომზადების წესები :

კარგად გასუფთავებულ გოჭს გამოვუღოთ შიგნეული,გავრეცხოთ,ჩავყაროთ მდუღარეში,მოვხარშოთ.

მოხარშული შიგნეული დავჭრათ ძალიან წვრილად,ერბოში მოვხრაკოთ.

ცალკე მარილწყალში მოვხარშოთ ბრინჯი,შევაზავოთ მწვანილით ( ოხრახურში,კამა,ქინძი),ყვითელი ყვავილით,მოვათავსოთ გოჭის მუცლის ღრუში,გავკეროთ,წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ყურებზე,კუდზე და ჩლიქებზე შემოვახვიოთ ფოლგა ,გამოვაცხოთ ღუმელში.

როგორ შევწვათ სადღესასწაულოდ გოჭი აჯიკით – ქართული სამზარეულო

როგორ შევწვათ სადღესასწაულოდ გოჭი აჯიკით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 გოჭი

200 გრ.კარაქი

50 გრ.აჯიკა

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

გასუფთავებული და გარეცხილი გოჭი მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე,გარედან და შიგნიდან წავუსვათ აჯიკა,მოვასხათ გამდნარი კარაქი და ფუნჯით თანაბრად გადავანაწილოთ.გოჭს ჩლიქებზე,კუდზე და ყურებზე შემოვახვიოთ ფოლგა.

გოჭი ღუმელში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი,შემდეგ გამოვიღოთ,ფუნჯით გადავუსვათ ისევ გამღვალი კარაქი ან გამოყოფილი წვენი, ტემპერატურა 170 გრადუსამდე დავწიოთ და შევწვათ 35-40 წუთი. ხორცის შეწვას შეიძლება მეტი დრო დაჭირდეს,გააჩნია როგორი ღუმელი გვაქვს.ხსირ შემთხვევაში გოჭის შეწვას 1,5-2 საათი ჭირდება .

შემწვარი გოჭი იმერულად, რეცეპტი.

შეწვის დროს,ყოველ 15 წუთში წავუსვათ გაღვალი კარაქი.შემწვარი გოჭი შევაგრილოთ და შემდეგ დავჭრათ.მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მივირთვათ ტყემალთან ერთად.

ყველით გამოტენილი შემწვარი გოჭი

გოჭი გავრეცხოთ,გავასუფთაოდ,წავუსვათ მარილი გარედან და შიგნიდან.

კუჭ-ღვიძლი მარილწყალში მოვხარშოთ,დავჭრათ წვრილად,დავამატოთ დაჭრილი უმარილო ყველი,პიტნა,ტარხუნა,მარილი,კარგად აურიოთ.ამ გამზადებული მასით გამოვუტენოთ გოჭს მუცლის ღრუ,ძაფით ამოვკეროთ,შევწვათ ღუმელში ან შამფურზე.

 

 

თევზის საცივი

ინგრედიენეტები :

500 გრ.თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

3-4 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 დაფნის ფოთოლი

8 მარცვალი ბაჰარი

მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით

1 ჩ.კოვზი ქინძის თესლი

მარილი,წიწაკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი გემოვნებით

მომზადების წესები :

თევზი დავჭრათ ნაჭრებად. ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი,ჩავდოთ დაფნის ფოთლები,ჩავყაროთ ბაჰარი და მოვხარშოთ.

ნახარშს ცხიმი მოვხადოთ.

მოხარშული თევზი დავაწყოთ ღრმა თეფშზე.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მოხდილ ცხიმში.

ძმარი გადავადუღოთ და გავაციოთ.ამ მეთოდის გამოყენებით საცივი  არ გამუქდება.

ნიგოზი გავატაროთ ნიორთან და წიწაკასთან ერთად.დავუმატოთ მარილი,,ყვითელი ყვავილი და გამოვხადოთ ზეთი . მასას დავუმატოთ  მოშუშული ხახვი, ხმელი ქინძის მარცვლები,დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ 10 წუთი.

მიღებულ კერძს დავუმატოთ მიხაკი,დარიჩინი,ძმარი,შავი დაფქული წიწაკა,ხმელი სუნელები, თუ სურვილი გვაქვს და კიდევ ვხარშოთ 10 წუთი.საცივის წვენი  გავატაროთ მარლაში.ცხელი საცივი დავასხათ თევზს.

სულ ესაა,გემრიელად მიირთვით !

თევზის საცივი -გურული სამზარეულო.მეორე ვერსია .

 

საახალწლო ინდაურის საცივი – გამოცდილი დიასახლისების რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 ცალი ინდაური

700 გრ.ნიგოზი

2 თავი ხახვი

2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი)

დანის წვერით  დარიჩინი სურვილისამებრ

4-5 მიხაკის ბუტკო სურვიისამებრ

4-5 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

4-5 მარცვალი ბაჰარი

2 კონა ცოცხალი ქინძი

ძმარი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ინდაური მოვხარშოთ და მოვაყაროთ მარილი. ამის შემდეგ თუ სურვილი გვაქვს ინდაური გამოვაცხოთ ღუმელში.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ინდაურის ნახარშის თავზე მომდგარ ცხიმში და ცოტა კარაქში.კარაქი აძლევს ძალიან კარგ გემოს..ხახვს მოხრაკვის დროს მოვაყაროთ მარილი.

ხახვი გავწუროთ ოთხფენა მარლაში.წვენი შევინახოთ.

ცალკე თასში მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი,ნიორი  , სუნელები,კარგად შევურიოთ , გამოვხადოთ ზეთი და მოვათავსოთ ცალკე ჭიქაში.

ნიგოზს დავასხათ ინდაურის ნახარში,მოშუშული ხახვის წვენი .

ნიგვზის  მასა დავდგათ ცეცხლზე,დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ჩავყაროთ ბაჰარი ,მიხაკის ბუტკო,დავუმატოთ ნახარში  და მივიყვანოთ ადუღებამდე .

ქინძი დავნაყოთ ,მარლაში გავწუროთ და წვენი ჩავასხათ საცივში.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავალაგოთ ინდაურის ხორცის დაჭრილი ნაჭრები,ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ დარიჩინი,წიწაკა სურვილისამებრ.

გაციებულ საცივს ჩავამატოთ გადადუღებული და გაგრილებული  ძმარი გემოვნებით.

გადადუღებული ძმარი საცივს მუქ ფერს არ აძლევს.

ფქვილი საცივის მომზადებისას არ გამოვიყენოთ.თუ საცივი თხელი გამოგვივიდა,იგი გავასქელოთ კვერცხის გულით.აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებს დაახლოებით დაჭირდება 3-4 ცალი კვერცხის გული.

კვერცხის  გული კარგად დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერით,შევურიოთ საცივის წვენს და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი საცივს არ უმატებს ყვითელ ყვავილს . ამ შემთხვევაში საცივს აქვს თეთრი ფერი.

 

 

იახნი – აჭარული სამზარეულო

ინგრედიენტები :

2 კგ.მსუქანი საქონლის ხორცი ( მკერდის და ბარკლის ხორცი)

2 დიდი

თავი ხახვი

4 კბილი ნიორი

500 გრ.ნიგოზი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

3 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი გემოვნებით

კარაქი და ზეთი

მომზადების წესები :

ხორცი მოვხარშოთ.მოხარშვისას პირველი ნახარში გადავწუროთ.თუ ხარშვისას წყალი დაიკლებს ჩავუმატოთ .ქვაბში ჩავდოთ 4 ნაწილად გაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ ხორცის მოხარშვა.ბოლოს ბულიონიდან ამოვიღოთ ხახვის ფურცლები.ბულიონი გადავწუროთ .

მეგრული ხარჩოს რეცეპტი

ცალკე ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი ( 1 თავი) მოვშუშოთ ცხიმში,შემდეგ დავუმატოთ 2 ჩ..კოვზი ყვითელი ყვავილი და  ამ მასას დავასხამთ  ხორცს.

ტრადიციული ხარჩოს წვნიანი

ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ 1 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი,1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი,დავუმატოთ ხორცს და დავასხათ ნახარში თვალზომით,იმდენი, თუ რა სისქისაც გვინდა რომ გამოვიდეს კერძი.კერძის მომზადება გავაგრძელოთ  დაბალ ცეცხლზე.

 

სვანური მარილი – ლეგენდარული ქართული სანელებელი

ინგრედიენტები :

1 კგ. მსხვილი მარილი

300 გრ.ნიორი

5-6 წითელი  წიწაკა

1/4 ჭიქა ყვითელი ყვავილი

1/4 ჭიქა ხმელი ქინძი

1 ჭიქა უცხო სუნელი

1/4 ჭიქა კვლიავი სურვილისამებრ

 

მომზადების წესები :

თესლებგამოცლილი წიწაკა დანიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ ახალდაფქული სუნელები და ხელმეორედ გავატაროთ ხორცსაკეპში.სვანური მარილი მზადაა! შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში.

მაჭკატები (ოლოდები,სირნიკი ) კახურად

ინგრედიენტები :

300 მლ.მაწონი

1 კვერცხი

0,5 ჩ.კოვზი მარილი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

2 ჩ.კოვზი შაქარი

1 ჭიქა ფქვილი( ყურადღება მიაქციეთ სისქეს)

დაკეპილი პიტნა და ქონდარი

 

მომზადების წესები ;

მწვანილი  გავრეცხოთ,შევამშრალოთ და დავკეპოთ.

მაწონს დავუმატოთ კვერცხი,მარილი,სოდა,შაქარი  დავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი უნდა გამოგვივიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის და წელვადი.

ცომს შევურიოთ დაკეპილი ქონდარი და პიტნა ( სურვილისამებრ).

ტაფაზე დავასხათ ზეთი და მაჭკატები შევწვათ ორივე მხრიდან.ყველაზე გემრიელი და არომატული მაჭკატები მზადაა !