ტორტი ” ოტელო ”

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ნაღების კარაქი

500 მლ. მაწონი

400 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი კაკაო

600 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)

კრემი:

400 გრ.კარაქი

2 ქილა შესქელებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები  ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი  და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.

შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ფორმაში ჩავაფინოთ  ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ  გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრემის მომზადება:

400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2 ან 3 ნაწილად . ფენებს შორის და გვერდებზე  კრემი წავუსვათ.

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

ისპანახის ტორტი – უცხოური სამზარეულოს დესერტი

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

600 გრ. ისპანახი

2 კვერცხი

200  გრ.შაქარი

2 ს.კოვზი  ლიმონის წვენი და 2 ჩ.კოვზი  ცედრა

200 გრ.ფქვილი ან ცოტა მეტი

150 გრ.კარაქი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

მარწყვი,ჟოლო,მოცხარი გასაფორმებლად.

მომზადების წესები :

საცხობ ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი და მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

ფქვილში შევურიოთ ვანილი  და გამაფხვიერებელი.

ისპანახი გავრეცხოთ ,ფოთლები გავამშრალოთ და დავაბლენდეროთ  დავუმატოთ ლიმონის წვენი და გავატაროთ საცერში .შემდეგ ვუმატებთ კვერცხს,კარაქს,ლიმონის ცედრას და შაქარს.ვაბლენდერებთ .

მიღებულ პიურეში ვამატებთ მშრალ ინგრედიენტებს.უნდა მივიღოთ ძალიან სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხობთ 30 წუთის განმავლობაში.

ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე.

ხაჭოს კრემი :

300 მლ.ნაღები

400 გრ.ხაჭო

4 ს.კოვზი ჟელატინი

6 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ .

ნაღები,შაქრის პუდრა,ხაჭო ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ გაბერილი და  წყლის აბაზანაზე გამდნარი   ჟელატინი და ვათქვიფოთ.

მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტის ფირფიტებს  და მოვრთოთ ხილით  ( კენკროვანებით) სურვილისამებრ.

 

 

 

 

შეუდარებელი “კანელბულერი ” – შვედური დარიჩინის ფუნთუშები

შვედეთში დარიჩინის ფუნთუშები  ნამდვილი ეროვნული საგანძურია 1999 წლის 4 ოქტომბრიდან  ქვეყანა ყოველწლიურად ზეიმობს დარიჩინის ფუნთუშების (Kanelbullensdag) დღეს .

მე გირჩევთ ,არ დაელოდოთ შემოდგომას და ახლავე გამოაცხვეთ  და დააგემოვნეთ ეს სურნელოვანი დარიჩინის ფუნთუშები.

ინგრედიენტები ცომისათვის:

500 გრ.ფქვილი

80 გრ.კარაქი

280 მლ.რძე

1 ს.კოვზი საფუარი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი ილი

100 გრ.შაქარი

ინგრედიენტები გულსართისათვის :

150 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

1 ს.კოვზი დარიჩინი

 

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ ილი და მარილი.

ცალკე ჯამში ჩავასხათ რძე,ჩავყაროთ შაქარი და ჩავაგდოთ კარაქი.ჯამი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ვურიოთ და როგორც კი კარაქი გადნება გადმოვდგათ.

სითხე გავაგრილოთ 37 გრადუსამდე,გავხსნათ მასში საფუარი,5-10 წუთი ვაცადოთ გააქტიურება , შემდეგ დავუმატოთ ფქვილი ,მოვზილოთ ცომი

ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ გადავაფაროთ ტილო და ვაცადოთ ამოფუება.

ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ კარაქი,დარიჩინი და შაქარი.

გაბრტყელებულ ცომს მთელ ზედაპირზე წავუსვათ გულსართი, დავკეცოთ და  ისე,როგორც სურათზეწ არის ნაჩვენები.

დაკეცილი ცომი გავაბრტყელოთ 45 სმ სიგრძეზე და დავჭრათ ერთი სანტიმეტრის სიგანის  ბაფთებად.

ცომი ხელით დავახვიოთ ისე, როგორც არის სურათზე ნაჩვენები , 15 წუთი ვაცადოთ ამოსვლა ,ფუნჯით ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული.

შვედური ფუნთუშები  გამოვაცხოთ 35 წუთი 180 გრადუსზე.

ფილოს ცომი

ფილო სიფრიფანა ცომის ფირფიტებია.მას  ხშირად იყენებენ აღმოსავლეთ,ბერძნულ,თურქულ და ლიბანურ სამზარეულოში სხვა და სხვა დესერტების,ღვეზელების მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

400 გრ.ფქვილი

1 გრ. მარილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი თეთრი  ძმარი

150 მლ წყალი

მომზადების წესები:

ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ელასტიური ცომი,გადავაფაროთ ტილო  და  დავასვენოთ 15-20 წუთი , შემდეგ ისევ გადავზილოთ.

ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი.

ყველი  სახეხზე გავხეხოთ და 1 კვერცხი შევურიოთ .

ცომი(მთლიანი ულუფა) დავყოთ თანაბარ ნაწილებად.თითოეულს ბურთის ფორმა მივცეთ.

სანამ ერთს დავამუშავებთ,დანარჩენებს გადავაფაროთ პარკი ან პირსახოცი.

ბურთულები გავიყვანოთ, ფქვილ მოყრილ მაგიდაზე ძალიან თხლად გავაბრტყელოთ .

ფილოს ორი ფირფიტა ავიღოთ.თითოეულს ზემოდან ზეთი წავუსვათ და ერთმანეთზე მოვათავსოთ. ყველი ნახევარ მხარეს წავუსვათ  და

მივცეთ სამკუთხედის ფორმა.ზემოდან გათქვეფილი

კვერცხი გადავუსვათ.ღუმელში 10-15 წუთი 200 გრადუსზე გამოვაცხოთ .

რჩევა:

ფილოს ცომი ძალიან მალე გამოშრება.თუ მას გამოყენებამდე ვინახავთ,მაშინ გაბრტყელებულ ფირფიტას ჯერ პარი გადავაფაროთ,შემდეგ კი სველი პირსახოცი.

 

საშობაო ფრაგული რულეტი – შოკოლადის მორი

ინგრედიენტები:

ბისკვიტი;

120 გ – ფქვილი

5 კვერცხი

100 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები კრემისათვის:

3 ფორთოხალი

200 გრ.კარაქი

2 კვერცხი გული

200 გრ.შაქარი

40 გრ.სიმინდის სახამებელი

გაფორმებისთვის:

200 გრ.მუქი შოკოლადი

70 გრ.კარაქი

7 გრ.შაქარი

10 გრ.ფქვილი

½ ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

30 გრ.ცილა

3 ცალი ერთჯერადი ჭიქა

20 გრ.მოცვი

მწვანე ფერის საკვები საღებავი

მომზადების წესები:

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,კოვზობით შევათქვიფოთ შაქარი.ბეზეს ცალობით დავუმატოთ კვერცხი გულები და ნელ – ნელა შევათქვიფოთ   ხის კოვზით გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავასხათ ბისკვიტის ცომი,თანაბრად გადავანაწილოთ და 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ რუმელში 10-15 წუთი გამოვაცხოთ.

გამომცხვარ ბისკვიტს ქაღალდი მოვაშოროთ,დავდოთ ტილოზე და გადავახვიოთ რულეტი,გავაჩეროთ გაცივებამდე.

მოვამზადოთ ფორთოხლის კრემი:

ფორთოხლებიდან წვენი გამოვწუროთ.

ფორთოხლიწ ვენის ნახევარში გავხსნათ სახამებელი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

ფორთოხლის წვენის ნახევარი ჩავასხათ ალუმინის პატარა ქვაბში,როგორც კი შეთბება ჯერ დავუმატოთ გოგლიმოგლი(კარგად მოვურიოთ) და შემდეგ კი ფორთოხლის წვენი სახამებელთან ერთად.ფორთოხლის ფაფას განუწყვეტლივ ვურევთ,როგორც კი მოდუღდება,გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ოთხის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე,კოვზობით შევათქვიფოთ ფორთოხლის ფაფა.

მოვამზადოთ ბისკვიტის დასანამი :

ნახევარი ჭიქა შაქრისა და100 მლ.წყლისაგან მოვამზადოთ სიროფი.

სიროფი გავაგრილოთ.

ბისკვიტი დავნამოთ წავუსვათ კრემი და ისევ გადავახვიოთ რულეტივით.

რულეტი შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში და შევდოთ 1-2 საათი მაცივარში.

რულეტს ერთი ბოლო ჩამოვაჭრათ ,გადავიტანოთ თეფშზე,გვერდიდან მივადოთ ჩამოჭრილი ნაწილი და მივცეთ გადაჭრილი მორის ფორმა.

შოკოლადი კარაქთან ერთდ გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,გავაგრილოთ.

რულეტს ზემოდან წავუსვათ  გამდნარი შოკოლადი.ჩანგლითნ მერქნის იმიტაცია რომ გამოვიდეს,ზოლები დავახატოთ.ზემოდან დავალაგოთ მოლეკულარული ბისკვიტისაგან მომზადებული ფოთლები.და მოცვის მარცვლები.

 

 

 

 

სალათი “საშობაო მორი”,ოლივიე -საახალწლო რულეტი

ინგრედიენტები;

300 გრ. მოხარშული კარტოფილი
150-200 გრ. მაიონეზი
250 გრ.შემწვარი ხორცი
250 გრ. მოხარშული სტაფილო
150 გრ. პიკული კიტრი
40 გრ. სალათი ხახვი
4 ცალი მოხარშული კვერცხი
150 გ მწვანე ბარდა
მარილი, წიწაკა გემოვნებით
კამა ,მწვანილი დეკორაციისთვის

მომზადების წესები:

კარტოფილი,კვერცხი  და სტაფილო მოვხარშოთ.

ქათმის  ფილე დავჭრათ კუბებად და შევწვათ.

კარტოფილში შევურიოთ  მაიონეზი მარილი და წიწაკა.

სტაფილოში შევურიოთ მაიონეზი, მარილი და წიწაკა.

კვერცხსი სევურიოთ მაიონეზი,მარილი და წიწაკა.

ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.

 

ნაჩოსის ჩიფსები და სოუსი კესო- მექსიკური სამზარეულო

ინგრედიენტები ცომისათვის:

400 გრ.სიმინდის ფქვილი  ან სიმინდის ფქვილში შეურიეთ პურის ფქვილი 200 გრ.სიმინდის და 200 გრ პურის ფქვილი

250 -300 მლ.ცხელი წყალი( 30 გრადუსი)

40 მლ. ზეითუნის ზეთი

მარილი

ორეგანო ან 8 გრ.დარიჩინი სურვილისამებრ

პაპრიკა და წითელი წმინდა დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

თასში  ჩავყაროთ ფქვილი,მოარილი,წიწაკა,ორეგანო სურვილისამებრ,მოვასხათ ზეთი და ცხელი წყლით  ცომი მოვზილოთ ჯერ კოვზითან ჩანგლით.ცომი რომ შეგრილდება, გადმოვიტანოთ დაფაზე და მოვზილოთ ხელით .

მივიღებთ მკვრივ ცომს.

ცომი გავყოთ გუნდებად.გავაბრტყელოთ 2 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ სამკუთხედებად.

ნაჩოსის ჩიფსები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

სოუსი კესო:

1 ხახვი

2 კბილი ნიორი

1 წითელი წიწაკა

300 გრ. მაგარი ყველი ( ჩედარი)

1/2 ჭიქა რძე

1 ჩ.კოვზი სახამებელი

20 გრ.კარაქი

მომზადების წესები:

ხახვი,პამიდორი და წიწაკა ჩილი ნიორი დავჭრათ ცალცალკე წვრილად.

კარაქში მოვშუშოთ  ხახვი,ნიორი,პამიდორი და ჩილი.

ტაფაზე  მოშ უშულ პროდუქტებს დავასხათ რძე,მოვაყაროთ სახამებელი დავურიოთ შესქელებამდე,შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი ყველი ნელ-ნელა.თან ვურიოთ სათქვეფით.

 

მექსიკური ყველის სოუსი .მეორე ვერსია.

150 გრ.ყველი ჩედერი

ნახევარი ჭიქა არაჟანი

1 პატარა ბულგარული წიწაკა

1 წიწაკა ჩილი

 

ყველი გავხეხოთ.

წიწაკა დავჭრათ წვრილად.

ცეცხლგამძლე თასში ჩავყაროთ წიწაკა,დავასხათ არაჟანი,ჩავყაროთ ყველი და შევდოთ ღუმელში ყველის გასადნობად.გამდნარი ყველი და არაჟანი კარგად ავურიოთ.

 

 

 

 

ვაშლის ჩიფსი

ინგრედიენტები:

3 ვაშლი ( ანტონოვკა)

150 გრ.შაქარი

250 მლ.წყალი

მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესები:

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ ლიმონმჟავა და შაქარი.მოვადუღოთ სიროფი.

ვაშლი დავჭრათ 2 მმ სისქის რგოლებად.

ვაშლის რგოლებში პოლიეთილენის ბოთლის დახმარებით ამოვჭრათ რგოლები.

ჩავყაროთ ცხელ სიროფში ვაშლის რგოლები,ქვაბს თავზე დავაფაროთ და გავაჩეროთ 15 წუთი.

ვაშლის ფირფიტები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე დასაწრეტად.

ღუმელი გავახუროთ 110 გრადუსზე.

ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ ვაშლის რგოლები და 1,5 შევდოთ ღუმელში.40 წუთის შემდეგ ვაშლის რგოლები გადავაბრუნოთ.

 

დიეტური ქათმის ფარშის ჩიფსი

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 300 გრ.
კონიაკი – 2.5  ს.კოვზი
მშრალი ნივრის ფხვნილი – 0,5 ჩ / კ
მარილი – 1 ჩ.კ.
შაქარი – 0,5 ჩ / კ
კურკუმა – 0.5  ჩ.კოვზი
ადგილზე შავი პილპილი – 0,5 ჩ.კოვზი

მომზადების წესები:

ამ რეცეპტის მოსამზადებლად აუცილებელია გამოვიყენოთ ბლენდერი.ამ  სახის ტექნიკის გამოყენებით ძალიან კარგად ფორმირდება ჩიფსები .ხორცსაკეპი არ გამოვიყენოთ.

დაუყოვნებლივ 100 გრადუსზე ჩავრთოთ ღუმელი.

გარეცხილი ქათმის ფილე დავჭრათ და დავაბლენდეროთ.ფარშს დავუმატებთ მარილს,კურკუმას,შაქარი,შავი წიწაკა და კონიაკი.

ბლენდერს თავი დავახუროთ და ისევ დავაბლენდეროთ.

კურკუმას  წყალობით, ჩიფსებს  ექნებათ ლამაზი მოყვითალო ელფერი.

ავიღოთ პერგამენტის ორი ფურცელი 35 სმ სიგრძის სიგრძეზე.ერთ ფურცელზე გადავიტანოთ მთლიანი შიგთავსი. დაფარეთ მეორე ფურცელით 1-2 მმ სისქეზე გავაბრტყელოთ.

დანა წყალში დავასველოთ.

მოვაშოროთ პერგამენტის ზედა ფურცელი. დანით დავჭრათ 4 სმ სიგრძისა და სიგანის კვადრატებად.

პერგამენტი ჩიფსთან ერთად დააფინეთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ ღუმელში, უკვე გაცხელებულ 100 გრადუსზე, 1,5 საათის განმავლობაში.

საათნახევრის შემდეგ, ამოვიღოთ ჩიფსი ღუმელიდან და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში. როდესაც ჩიფსი გაცივდა, ისინი გახდება ძალიან კნატუნა.ასე მოვამზადებთ ჯადოსნურად გემრიელ ჩიფსებს.

ამ კერძით ძალიან ისიამოვნებენ არა მარტო ჩვენი ბავშვები,არამედ მოზრდილებიც. .ის არის ძალიან გემრიელი და დიეტური.

კარტოფილის ჩიფსები

ინგრედიენტები:

300 გრ.კარტოფილი

100 მლ.ზეთი

მწიკვი მარილი

მწიკვი პაპრიკა

მწიკვი შავი დაფქული წიწაკა

მწიკვი ქონდარი

 

მომზადების წესები:

კარტოფილები დავჭრათ ალყა-ალყად 2-3 სმ-ის სისქეზე.ამისათვის გამოვიყენოთ ასეთი ტიპის სახეხი.

დაჭრილი კარტოფილები მოვათავსოთ 10-15 წუთი ცივ წყალში,რომ სახამებელი გამოვიდეს,შევამშრალოთ ხელსახოცით.

თასში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ პაპრიკა,მარილი,წიწაკა,ქონდარი,ჩავყაროთ გამშრალებული კარტოფილის ფირფიტები და თასი შევანჯღრიოთისე,რომ ფირფიტები კარგად ამოისვაროს ზეთში.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ სათითაოდ კარტოფილის ფირფიტები,გადავაფაროთ ისევ პერგამენტი,რომ არ დაგვეწვას და ცხელმა ჰაერმა გამოაშროს .

გამოვაშროთ წინასწარ გახურებულ ღუმელში  180 გრადუსზე 15 წუთი.