სადღესასწაულო ტორტი ” სენატორი ” თუ ” იმპერატორი ” -ქართული სამზარეულო

დღეს მოგართვით მისი აღმატებულება იმპერატორის რეცეპტი.ზოგიერთი ამ დესერტს სენატორს უწოდებს.საბჭოთა ქართველი ქალი დედის  რეცეპტების რვეულში ამ ტორტის რეცეპტსაც შევხვდებით,რაც ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და ბავშვობაში გვაბრუნებს.

ინგრედიენტები ერთი ბისკვიტისათვის :

10კვერცხი

10 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა საფანელი

1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

ვანილი

მარილი

მომზადების წესები :

შევურიოთ საფანელი, ფქვილი, გატარებული ნიგოზი, ვანილი და ნარილი .მიღებული მასა გავცრათ.

კვერცხის ცილისა და შაქრისაგან ამოვიყვანოთ ბეზე მიქსერით,შემდეგ  შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

გოგლი -მოგლს ნიჩბის გამოყენებით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და სოდა ძმრით.

ფორმაში ჩავაფინოთ ქარალდი,ჩავასხათ ცომი და 179 გრადუსზე გამოვაცხოთ.

ბისკვიტი გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 6 საათის განმავლობაში.

ასეთივე წესებით ვაცხობთ მეორე ბისკვიტს.

კრემი :

12 კვერცხის გული

4 სუფრის კოვზი ყავა

12 კოვზი შაქარი

2 ქილა შესქელებული რძე

800 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,შესქელებული რძე,ყავა,შაქარი შევურიოთ ერთმანეთს.ეს ნარევი შემოვდგათ ცეცხლზე,ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. როგორც კი ცოტა ბუშტუკები წამოვა იქვე გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი მიქსერით ავთქვიფოთ და ულუფობით შევათქვიფოთ მიღებულლი თხევადი მასა.

ბეზე:

12 კვერცხის ცილა

3 ჭიქა შაქარი

მარილი

3 დანის წვერი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ბეზე და 3-5  წუთი შემოვდგათ ორთქლის  აბაზანაზე.გნუწყვეტლივ ვთქვიფოთ .ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი .ამით მივხვდებით რომ ბეზეორტქლზე დამუშავდა და  გადმოვდგათ.

თუნუქის ფირფიტას მოვუსვათ ცხიმი,დავაცრათ ფქვილი და ცივ ფირფიტაზე დავასხათ ბეზე.პირველი 10 წუთი გამოვაცხოთ 120-130 გრადუსზე და შემდეგ 90 გრადუსზე 3-4 საათი გამოვაშროთ.

მოხალული ნიგოზი დავჭრათ.

შემდეგ ფორმას დანა ირგვლივ შემოვატაროთ და გადმოდის ძალიან ადვილად.

ავაწყოთ ტორტი :ბისკვიტი- კრემი-ბეზე- ბისკვიტი-კრემი- მოხალული ნიგოზი.

თუ ზემოდანაც გვინდა ბეზეებით გავაფორმოთ,ვამზადეთ იგივე წესით,დავსვათ ფირფიტაზე მოსართავი ფორმით და გამოვაცხოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყავის კექსი

ინგრედიენტები :

1 ჭიქა .ფქვილი

2 ს.კოვზი ( სავსე) – ხსნადი ყავა

200 გრ.შაქარი

1/3 ჭიქა  რძე

2 კვერცხი

125 გრ.კარაქი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

60  გრ.ნიგოზი სურვილისამებრ

60  გრ.ქიშმიში

მომზადების წესები :

ცხელ რძეში  გავხსნათ ყავა , შაქარი,მარილი და გავაციოთ.

ქიშმიში გავრეცხოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ,დავწრიტოთ და წყალი შევაშროთ.

ქიშმიში და ერთი სუფრის კოვზი ფქვილი ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი და კარაქი ავთქვიფოთ ერთად.

სითხეში ჩავყაროთ სოდა, ორ ულუფად შევათქვიფოთ ფქვილი, კვერცხისა და კარაქის ნარევი ,შევურიოთ ქიშმიში  და 20 წუთი დავასვენოთ.

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი ,ავავსოთ ნახევრამდე და 60-80 წუთი გამოვაცხოთ  180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

გამომცხვარი  ყავის კექსი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

სამარხვო ყავის კექსი

ინგრედიენტები :

250-300 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი ( სავსე) – ხსნადი ყავა

200 გრ.შაქარი

250 მლ.ცხელი წყალი

2 ს.კოვზი თაფლი

1 ჩ.კოვზი სოდა

მწიკვი მარილი

100 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში ან ჩირი

მომზადების წესები :

ცხელ წყალში გავხსნათ ყავა ,თაფლი , შაქარი,მარილი და გავაციოთ.

ნიგოზი დავტაეხოთ ან დავაბლენდეროთ.

ქიშმიში გავრეცხოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავყაროთ,დავწრიტოთ და წყალი შევაშროთ.

ქიშმიში,ნიგოზი და ერთი სუფრის კოვზი ფქვილი ერთმანეთში შევურიოთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა, ორ ულუფად შევათქვიფოთ ფქვილი,შევურიოთ ნიგოზი , ქიშმიში  და 20 წუთი დავასვენოთ.

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,ჩავასხათ ცომი ,ავავსოთ ნახევრამდე და 60-80 წუთი გამოვაცხოთ  180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

გამომცხვარი  ყავის კექსი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა

შოკოლადისა და ყავის ტორტი “ყარაყუმი ” თუ ”შტირლიცი”

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

2 ჭიქა ( 400 გრ.)  შაქარი

1 ჩ.კოვზი შაქარიანი ვანილი

500 მლ.მაწონი

100 გრ.კარაქი

75 გრ.კაკაო

3 ჭიქა ( 600 გრ.) ფქვილი

2 ჩ.კოვზი სოდა

2 ჩ.კოვზი ძმარი

კრემი:

2 ქილა მოხარშული შედედებული რძე

300 გრ.კარაქი

1 ს.კოვზი უნალექო  ყავა

1-2 ს.კოვზი კონიაკი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

100 გრ.( ერთი ფილა) შავი შოკოლადი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ კაკაო.

დიდი ზომის თასში მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი.ვთქვიფოთ გათეთრებამდე,შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი,მაწონი,სოდა ძმრით და ფქვილი.

ცომი გამოდის ბევრი,ამოტომ ვაცხობთ 26 სმ დიამეტრის ფორმაში.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,მასში ჩავასხათ ცომი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 50-60 წუთი.

სანამ ბისკვიტი ცხვება, ვამზადებთ კრემს.

კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევათქვიფოთ მოხარშული შედედებული რძე,ხსნადი ყავა,კონიკი და შაქრიანი ვანილი დავუმატოთ.

ბისკვიტი გავჭრათ 2 ან 3 ნაწილად.ტორტს ფენებს შორის ,გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი.ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

შოკოლადისა და ყავის ტორტი ფერერო როშე

ინგრედიენტები :

ბისკვიტი:
ფქვილი -380 გრ.
კაკაოს ფხვნილი – 75 გრ.
შაქარი – 450 გრ.
ვანილინი -1 გ.
მარილი -1 / 2 სთ.
სოდა -2 ჩ.კ.
ძმარი 9% -2.ს.კოვზი
კვერცხი – 3 ცალი
კარაქი – 90 გ.
მცენარეული ზეთი -90 გრ.
რძე – 420 მლ.

დასანამად:
ყავა -1,5 ს.კოვზი
მდუღარე წყალი -150 მლ.
ლიქიორი -2 ს.კოვზი

გულსართი:
თხილი -130 გ.
ვაფლები -30 გრ.
თეთრი შოკოლადი -150 გრ.
ნაღები 20% -3 ს.კოვზი

კრემი:
ნაღები  33% -300 მლ.
ნუტელა -4 ს.კოვზი

შოკოლადის  მინანქარი:
მუქი შოკოლადი -150 გ.
ნაღები 20% -100 მლ

 

მომზადების წესები :

ფორმის დიამეტრი -24-26 სმ.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი. გვერდებზე და ძირზე მოვუსვათ ცხიმი.

მშრალი ინგედიენტები შევურიოთ ერთმანეთს.

კვერცხები, მცენარეული ზეთი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, რძე ერთმანეთში შევურიოთ, დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და მიქსერით  ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ავთქვიფოთ.მივიღებთ თხევად ცომს, რომელშიც ჩავამატებთ ძმარს,მოვურიოთ კოვზით.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50-60 წუთი.

დასანამის მოსამზადებლად ყავას დავასხათ მდუღარე წყალი,დავუმატოთ ლიქიორი.

გულსართი: მოხალულ თხილს ქერცლი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ.

თეთრ შოკოლადს დავასხათ ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ.

თხილი, დატეხილი ვაფლი, დამდნარი შოკოლადი ერთმანეთში შევურიოთ.

კრემი: ცივი ნაღები მიქსერით ამოვიყვანოთ და შევურიოთ ნუტელა.

ტორტის აწყობა: ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად. ფენები დავნამოთ.პირველ და მეორე ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გულსართი.მესამე ფენას დავნამავთ და წავუსმევთ მარტო კრემს. ბისკვიტის ფენები ერთმანეთზე დავალაგოთ.ტორტს გვერდებზეც კრემი წავუსვათ და შევდოთ 4 საათი მაცივარში.

ტორტს ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ მინანქარი ან მოვრთოთ კანფეტის ბურთულებით.გვერდებზე მოვაყაროთ დაფქული თხილი.

 

 

შოკოლადისა და ყავის ტორტი ყარაყუმი

ინგრედიენტები:

კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 400 გ
ვანილი – 1 ცალი
კარაქი – 100 გ
კაკაო – 75 გ (3 შეკვრა)
მაწონი – 500 გ
სოდა – 2 ჩ/კ
ძმარი – 2 ჩ/კ
ფქვილი – 3 ჭიქა ( 500- 600 გ)

კრემი:
მოხარშული შედედებული რძე  – 2 ცალი
კარაქი – 300 გ
ხსნადი ყავა – 1 ს/კ
კონიაკი – 1 ს/კ
ვანილი – 1 ცალი
შავი შოკოლადი – 1 ცალი

კვერცხები და შაქარი  თქვიფოთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი,  კაკაო,  მაწონი,  სოდა ძმრით და  ფქვილი.

ცომი  გამოდის ბევრი,ამიტომ გამოვაცხოთ 26 სმ დიამეტრის გასაშლელ ფორმაში 180 გრადუსზე.

კრემი:

მოხარშული შედედებული რძე ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კარაქი,დავუმატოთ კონიაკი,ყავა და ვანილი.

ბისკვიტი ფორმიდან არ გადმოვიღოთ.თუ იგი  მაღალია, ფორმას გვერდი მოვხსნათ,ბისკვიტი გავჭრათ ფენებად ,კრემი  ფენებს შორის,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ,მოვაყაროთ  გახეხილი შოკოლადი და ერთი ღამით შევდოთ მაცივარში. თუ ბისკვიტი მაღალი არ გამოგვივა,მაშინ კრემი მხოლოდ ზემოდან წავუსვათ .

ამ რეცეპტით გამომცხვარი ბისკვიტი არის ძალიან ფაფუკი.კრემი მოგვეჩვენება არის ბევრი,მაგრამ არ მოვიტოვოთ ,რადგანაც ბისკვიტი მთლიანად შეიწოვს და ზედაპირზე დარჩება საკმარისი.

 

იტალიური ტირამისუ შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

5 კვერცხიი
500 გ მასკარპონე
1/2 ჭიქა  შაქარი
ტირამისუს ჩხირები  ( სავოიარდი)
3 ს.კ. ყავა( ხსნადი)
ვანილი
კაკაო

მომზადების წესები :

ორი ჯამი ავიღოთ .ერთში  გულები, მეორეში ცილა მოვათავსოთ .გულებს  1/2 შაქარი დავამატოთ და კარგად გავთქვიფოთ.შემდეგ მასკარპონე  შევათქვიფო. ცილებისგან ბეზე გავაკეთოთ და მასას ნელა  შეურიოთ .ბოლოს ვანილი დაუმატოთ.

სანამ კრემის მომზადებას დავიწყებთ , დაახლოებით 2 დიდი ჭიქა ყავა მოვამზადოთ,რომელშიც შეგვიძლიათ დავუმატოთ ამარეტო.

ყავა დავატკბოთ ნახევარი ჭიქა შაქრით.ტირამისუს, სასურველია,მივცეთ  მართკუთხედის ფორმა.

ჩხირები  ყავაში ჩავასველოთ და ფენად ჩავალაგით ფორმაში .ფენებს შორის წავუსვათ კრემი.

ტირამისუს გადავაკრათ საკვების შესაფუთი პარკი და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 3-4 საათი.

სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ კაკაო. ( ყავაში შეგვიძლია დავუმატოთ ამარეტო )

 

ჯანჯაფილის საახალწლო ქოხი, თაფლაკვერი ,ორცხობილები – 3 განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები :

200 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი

1 ჩ.კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი

1 ჩ.კოვზი დაფქული მიხაკი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

ნახ.ჩაის კოვზი მარილი

3 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

5 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

2 კვერცხი

150 გრ.თაფლი

4 ს.კოვზი წყალი

1 ს.კოვზი ხსნადი ყავა

მომზადების წესები :

4 ს.კოვზ ცივ წყალში გავხსნათ ხსნადი ყავა.

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში.

კარაქი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხი,თაფლი,ყავა,მშრალი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

მივიღებთ წებოვან ცომს.ცომი შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 6 საათი.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ 2 ქაღალდს შორის.გაბრტყელებული ცომი ქაღალდიანად გადავიტანოთ თუნუქის ფირფიტაზე.სასურველი ზომის ქოხის კედლები ამოვჭრათ და გამოვაცხოთ.

ან ცომი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, გავაბრტყელოთ ,ამოვჭრათ ქოხის ნაწილები, ვაცხობთ 12 – 15 წუთი.

ჯერ გავაფორმოთ ქოხის კედლები აისინგით,შემდეგ კი შევაერთოთ ისევ  აისინგით.

აისინგი:

2 კვერცხის ცილა

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

300-500 გრ.შაქრის პუდრა საჭიროების მიხედვით

ინგრედიენტები ავთქვიფოთ მიქსერით და მივირებთ აისინგს.

საახალწლო ორცხობილის ცომის მეორე ვერსია :

190 გრ.გარგრის ჯემი

20 გრ.დარიჩინი

3 გრ.ჯანჯაფილი

200 გ.ნაღების კარაქი

3 კვერცხი

შაქრის პუდრა

600 გრ.ფქვილი

5 გრ.სოდა

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრად და შევურიოთ სოდა.

გარგლის ჯემს დავუმატოთ დარიჩინი და ჯანჯაფილი.შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე,ვურიოთ პირველი ბუშტუკის გაჩენამდე,შემდეგ შევურიოთ კარაქი.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.

გარგლის მასას შევურიოთ კვერცხიანი მასა და შევათქვიფოთ ფქვილი.მივიღებთ წებოვან ცომს,რომელიც უნდა შევახვიოთ პლასტიკში და 6-8 საათი შევდო მაცივარში.

ცომი გავაბრტყელოთ ქაღალდზე,დავჭრათ ფიგურები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

ინგრედიენტები :

ცომი ;

100 გრ.შაქარი კარამელისათვის

150 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

100 გრ.თაფლი

80 გრ.კარაქი

5 გრ.სოდა

40 გრ. კვერცხის გული (2 ცალი)

სანელებლების მიქსი :

10 გრ.დარიჩინი

10 გრ.ჯანჯაფილი

1 გრ.მიხაკი

5 გრ.ილი

5 გრ.ბადიანი

500 გრ.ფქვილი

აისინგი :

200 გრ.შაქარის პუდრა

1 კვერცხი ცილა

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი ან ფრეში

საღებავი ( წყალგამძლე) სურვილისამებრ

 

მომზადების წესები :

გახურებულ ტაფა-ქვაბში ჩავყაროთ  100 გრ.შაქარი. როგორც კი შაქარი გადნება, მივიღებთ მუქი ფერის კარამელს.

კარამელს დავასხათ ადუღებული წყალი.ვიყოთ ფრთხილად,რომ ორთქლზე არ დავიწვათ.

თხევად მასას დავუმატოთ  150 გრ.შაქარი,კარაქი და  დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ შაქრის გადნობამდე.

გადმოვდგათ ცეცხლიდან,დაახლოებით 10 წუთი გავაჩეროთ გასაგრილებლად და შევურიოთ თაფლი.

დავუმატოთ სოდა.

დავუმატოთ კვერცხის გულები.ამ დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60 გრადუსი.წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კარამელის ომლეტს.

მასას დავუმატოთ ფქვილი,დაფქული ილი,ბადიანი,მიხაკი ,მოვზილოთ ცომი,გადავაფაროთ პლასტიკი და 12 საათი შევდოთ მაცივარში.

ცომი 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ,გამოვჭრათ ფორმებით,გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე და 12-15 წუთი გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.

ცხელ გამომცხვარ თაფლაკვერის  ორცხობილას მსუბუქად დავაჭიროთ ხელის გული,რომ ზედაპირი ერთგვაროვანი გახდეს.

აისინგი:

კვერცხის ცილა, შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი ავთქვიფოთ მიქსერით ,გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.თუ სურვილი გვაქვს შევურიოთ საღებავი  და მოვრთოთ თაფლაკვერები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყავის ტორტი” მოკო”

ინგრედიენეტები :

6 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩ.კოვზი ლიმონის ცედრა

1 ჩ.კოვზი უნალექო ყავა

2 ს.კოვზი ცხელი წყალი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/2 ჭიქა ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

 

მომზადების წესები :

ყავა გავხსნათ ცხელ წყალში.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი და მარილი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ,ლიმონის წვენთან და ცედრასთან ერთად,შევათქვიფოთ ფქვილი,ყავა და შევურიოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა.

22 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ 3-4 ნაწილად და ფენებს წავუსვათ ყავის მინანქარი.

ყავის მინანქარი:

1/2 ჭიქა შაქარი

1/4 ჭიქა მაგარი ყავა( 1/4 ჭიქა  წყალი+1 ს.კოვზი უნალექო ყავა)

1/4 ჭიქა ყავის ლიქიორი

155 გრ.კარაქი

3 კვერცხის გული

მაგარ ყავაში გავხსნათ შაქარი,ჩავასხათ ლიქიორი და მოვადუღოთ სქელი სიროფი.

ცხელი სიროფი წვეთ-წვეთობით ჩავასხათ  კვერცხის გულებში და თან ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი გათეთრებამდე და  ნელ-ნელა შევათქვიფოთ კვერცხის გულისა და ყავის მასა.

ტორტ მოკოს ყავის მინანქარი წავუსვათ გვერდებზეც,ზემოდან და მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოხარშული ყავის კრემი დესერტებისათვის

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

ხსნადი ყავა

5 კვერცხის გული

60 გრ.ფქვილი

100-150 გრ.შაქარი

30 გრ.შავი შოკოლადი

მომზადების წესები :

400 მლ.რძეში ჩავყაროთ ყავა დავდგათ ცეცხლზე და ავდუღოთ.

კვერცხის გული, შაქარი  შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ფქვილი  და  100 მლ.ცივი რძე.

ნარევს დავუმატოთ 150 მლ. მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) , ჩავყაროთ გახეხილი შავი შოკოლადი,კარგად გავხსნათ და ჩავასხათ ადუღებულ  ყავიან   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

კრემს კონტაქტში გადავაფაროთ პლასტიკი და გავაციოთ.

ეს კრემი ზალიან უხდება შუ “პარი ბრესტს”

შუ “პარი ბრესტი”გავჭრათ შუაზე და გამოვავსოთ კრემით.