“იქსი ”არაჟნის ტორტი -რეცეპტი დედების წიგნიდან

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

200 გრ.შაქარი

200 გრ. არაჟანი

2 ჩაის კოვზი სოდა

360 -400 გრ.ფქვილი 

100გრ.კარტოფილის სახამებელი

ვანილი

კრემი :

200 გრამი კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.არაჟანი

მომზადების წესები :

კვერცხი გათეთრებამდე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

არაჟანში გავხსნათ სოდა.არაჟანი აფუვდება და შევურიოთ გოგლი- მოგლს.

მასას სევურიოთ დაცრილი ფქვილი და კარტოფილის სახამებელი.

მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი და გადავიტანოთ ცომის ერთი ნაწილი.გამოვაცხოთ 170 გრადუსზე .ფირფიტები მალე ცხვება.

კრემისათვის არაჟანი წინასწარ გავწუროთ დოლბანდში.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს შევათქვიფოთ შაქარი,უმჯობესია შაქრის პუდრა და ხის კოვზით შევურიოთ გაწურული არაჟანი.

200 გრ.ნიგოზი დავჭრათ.

ფენებს გვერდები ავათალოთ  და დავაქუცმაცოთ.

ავაწყოთ ტორტი   ; ფირფიტა-კრემი-დაჭრილი ნოგოზი.

ტორტს მოვაყაროთ თავისივე ნამცეცები.არაჟნის ტორტს ძალიან უხდება ასევე მონანქრიტაც გაფორმება.

 

მარწყვის კრემი დესერტების და ტორტების გასაფორმებლად

    დღეს ჩვენ მოვამზადებთ გამრიელ და არომატულ მაწყვის კრემს ნაღებისა და ჟელატინის გარეშე.კრემი არის ძალიან სტაბილური და გამოიყენება , როგორც დესერტების გასაფორმებლად , ასევე ტორტის ბისკვიტის გასალესად.

ინგრედიენტები :

250 გრ.მარწყვის პიურე

90 გრ.შაქარი 

100 გრ.კარაქი

1 კვერცხი

30 გრ.სახამებელი 

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ, გავატაროთ საცერში და შაქართან ერთად მოვადუღოთ.

კვერცხში შევურიოთ სახამებელი, ჩავასხათ წვრილი ჭავლით ცხელი მაწყვის პიურე, განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ კვერცხი  არ აგვიჭრას. შემდეგ  ქვაბი ცეცხლზე დავაბრუნოთ და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გადავიტანოთ სხვა  თასში,გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარქი და ნახევარი საათი შევდოთ  მაცივარში სტაბილიზაციისათვის.

აღნიშნული რაოდენობის  მარწყვის კრემით შეგვიძლია,გავაფორმოთ 12 ქაფქეიქი და გავლესოთ 16 დიამეტრის ტორტის ბისკვიტი.

მარწყვისა და ფისტას ტორტი

ტორტი არის  ძალიან  რთული მოსამზადებელი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მისი მომზადების შემდგომ სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ და თავისუფლად იამაყებთ მეგობრებში.

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

210 გრ. შაქარი

20 გრ.ფქვილი

130 გრ.ფისტა

110 გრ.შაქრის პუდრა

350 გრ.მარწყვი

70 მლ.რძე

100 გრ.მასკარპონე

23 გრ.ჟელატინი

5 გრ.სახამებელი

180 გრ.თეთრი შოკოლადი

100 მლ.ნაღები

60 გრ.კარაქი

20 მლ.ზეთი

150 გრ.გლუკოზა ან თაფლი

100 მლ.შედედებული რძე

3 გრ.წითელი , 5 გრ.თეთრი საღებავი

 

თანამედროვე დესერტები ძალიან რთული გასაკეთებელია,მაგრამ წვალებად ღირს.ჩვენს მიერ შემოთავაზებული მარწყვის ტორტი6 ფენისაგან შედგება.

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ფისტას დაკუაზი,იგივე ბისკვიტი.

დაკუაზს უწოდებენ ბისკვიტს,რომელიც გარედან არის  კნატუნა,ხოლო შიგნით სველი,რბილი.არ საჭიროებს დანამვას.

1.ავიღოთ 3 თასი.ერთში ჩავალბოთ 3 გრ.ჟელატინი( 1 ს.კოვზი წყალი),დანარჩენ ორში 1 ს.კოვზი( 2 ს.კოვზი წყალი)ჟელატინი.

2. 20 გრ. (1 ს. კოვზი)ფქვილი,80 გრ.(3 ს.კოვზი)ფისტა,40 გრ.( 1,5 ს.კოვზი) შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ და მივიღებთ ფისტას ფქვილს.

3. 2 კვერცხის ცილისაგად და 50 გრ (2,5 ს.კოვზი) შაქრისაგან  ამოვიყვანოთ ბეზე,შევურიოთ ფისტას ფქვილი.დიდხანს არ მოვურიოთ,რომ არ გაგვითხელდეს.

4. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,თავის დიამეტრია 1 სმ.

5 .საცხობ ქაღალდზე დავხაზოთ 18 სანდიმეტრის დიამეტრის 2 წრე და  წრიული მოძრაობით დავხატოთ ბისკვიტის ცომით 18 დიამეტრის 2 ფირფიტა.

გამოვაცხოთ 18 დიამეტრის დაკუაჟის ფირფიტები  12-15 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე.

ფისტას პასტა:

ყავის საფქვავში ჩავყაროთ 2 ს.კოვზი(50 გრ.)ფისტა,დავუმატოთ 1ჩ .კოვზი ზეთი და დავფქვათ.

ფისტას კრემი:ქვაბში ჩავასხათ 70 მლ.რძე,გავაცხელოთ და ჩავდოთ ფისტას პასტა  ,ავადუღოთ.

ცალკე ავიღოთ ფიალა,ნახ ჩ.კოვზი(5.გრ) სიმინდის სახამებელი გავხსნათ 1 ს.კოვზ წყალში,მოვურიოთ.

ადუღებულ რძეში ჩავასხათ წყალში გახსნილი სახამებელი,შეუჩერებლივ ვურიოთ და მოვადუღოთ.

მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან,შევურიოთ 30 გრ.თეთრი შოკოლადი,60 გრ.კარაქი და ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით.

კრემი იქნება ძალიან თხელი,როგორც კი გაგრილდება გასქელდება.

ავიღოთ 16 სმ-ის დიამეტრის ფორმა,დავდოთ ბისკვიტზე და დანით შემოვუსწოროთ გვერდები.

ფორმას თავზე შემოვახვიოთ პლასტიკი,გადმოვაბუნოთ და დავდოთ სწორი ზედაპირის ლანგარზე.

ჩავდოთ ბისკვიტის ერთი ფენა,შემდეგ ფისტას კრემი ჩავასხათ,დავაფინოთ დისკვიტის მეორე ფენა,დავასხათ კომპოტე და შევინახოთ საყინულეში 3-4 საათი.

თანამედროვე გულსართი კომპოტე:

150 გრ.მარწყვი

20 გრ.შაქრის პუდრა

20 მლ.წყალი

3 გრ.ჟელატინი

მარწყვი წვრილად,1 სმ-ის კუბებად დავჭრათ,დავაყაროთ შაქრის პუდრა და ცეცხლზე შემოვდგათ. როგორც კი წამოდუღდება,გადმოვდგათ ,ოდნავ გავაგრილოთ და შევურიოთ 20 მლ წყლით დამბალი 3 გრ.ჟელატინი.

მოვამზადოთ მარწყვის მუსი:

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ,შევურიოთ 50 გრ.(2 ს.კოვზი)შაქრის პუდრა და მივიყვანოთ ადუღებამდე, ავადუღოთ 1 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ და დავუმატოთ 10 გრ.ჟელატინი.

100 გრ.მასკარპონე ავთქვიფოთ 100 მლ 33%.ნაღებთან ერთად.

ორივე მასა ერთმანეთში შევურიოთ.

სარკისებური მინანქრის რეცეპტი:

75 მლ.წყალი

150  გრ.შაქარი

150 გრ.საკონდიტრო გლუკოზა

150 გრ.თეთრი შოკოლადი

5 გრ.თეთრი და წითელი საღებავი

 

თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი,ჩავდოთ გლუკოზა და ავადუღოთ.

შევურიოთ თეთრი საღებავი.ამ მეთოდის გამოყენებით მივიღებთ მდგრად ფერს.

ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ 10 გრ.ამოფუებული ჟელატინი,150 გრ.თეთრი შოკოლადი,

ჩავასხათ 100 მლ(5 ს.კოვზი შედედებული რძე).,დავაყაროთ წითელი საღებავი ჩავასხათ  ცხელი სიროფი და დავაბლენდეროთ.

როცა ჰაერის ბუშტუკები გაქრება,დაბლენდერება შევაჩეროთ და ზემოდან კონტაქტით გადავაფაროთ

პლასტიკი,შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 დღით .

18 დიამეტრის ფორმას პასტიკით გავუკეთოთ ძირი,ჩავასხათ მუსი,ჩავდოთ შიგნით გაყინული კომპოტესა და ბისკვიტის ფენები,ისე რომ ბისკვიტის ფენა მოვაქციოთ ზემოდან.

შევინახოთ მაცივარში 5-6 საათი

.სარკისებური მინანქარი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,ხელის ბლენდერით ისევ დავაბლენდეროთ .

ღუმელის  ტაფაზე დავაფინოთ პლასტიკი,დავდოთ ჭიქა ,ზემოდან დავადოთ ტორტი .

 

 

 

 

წყარო : იუთუბი, ავტორი ლიზა გლინსკაია

სტაფილოს ტორტი – სამარხვო ბისკვიტი

ინგრედიენტები სამარხვო ბისკვიტისათვის :

130 გრ.ფქვილი

140 გრ.ყავისფერი შაქარი ,შესაძლებელია თეთრიც

60 მლ.ფორთოხლის ფრეში ( ახალგამოწურული წვენი )

1 ფორთოხლის ცედრა.

60 მლ.რაფინირებული ზეთი

150 გრ.მოხალული ნიგოზი

250 გრ.მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო

2 გრ.დარიჩინი

1/3 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 170 გრადუსზე.

შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები :ფქვილი, მარილი, შაქარი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი.

მშრალ ინგრედიენტებს დავუმატოთ ზეთი,ფორთოხლის წვენი,ფორთოხლის ცედრა.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და მასში გადავიტანოთ ცომი.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50 წუთი.

ბისკვიტი გავაციოთ, შემოვახვიოთ  პლასტიკი და 12 საათი გავაჩეროთ.

ფორთოხლის მარმელადი:

100 გრ.ფორთოხლის  კანგაცლილი რბილობი

50 მლ.ფორთოხლის ფრეში

4 გრ.პექტინი

ნახევარი ფორთოხლის ცედრა

40 გრ.შაქარი

1/5 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

პექტინი და შაქარი შევურიოთ.

ფორთოხლის ცედრა, რბილობი და ფრეში შევურიოთ, შევათბოთ 40 გრადუსამდე, შემდეგ დავუმატოთ შაქარი პექტინთან ერთად, მივიყვანოთ ადუღებამდე ,ვადუღოთ  ცეცხლზე  მხოლოდ 1 წუთი და გადმოვდგათ.

გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

სამარხვო კრემი :

500 მლ.წყალი

3 სუფრის კოვზი ფქვილი

150 გრ.შაქარი

ვანილი

100 გრ.მცენარეული კარაქი

150 გრამი სამარხვო ნაღების ფხვნილი გახსნილი 150 მლ წყალში

მომზადების წესები :

შაქარი, ვანილი და ფქვილი შევურიოთ,დავასხათ წყალი და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გავაგრილოთ.

ცივ ფაფას შევათქვიფოთ კარაქი.

სამარხვო ნაღების ფხვნილი შევურიოთ ცივ წყალს, ავთქვიფოთ და შემდეგ შევათქვიფოთ  კარაქიანი ფაფა.

სტაფილოს ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად, ფენებს შორის წავუასვათ ფორთოხლის მარმელადი ან კრემი გავაფორმოთ ფორთოხლის ჩიფსებით ან სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტორტი “რაფაელო “ნუშის და ქოქოსის ბისკვიტით

ინგრედიენტები ნუშის  ბისკვიტისათვის :

125 გრ.ფქვილი

100 გრ.ნუშის ფქვილი

6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

( თუ კარგი გაზქურა გვაქვს,გამაფხვიერებელი არ უნდა)

ვანილი

მწიკვი მარილი

ბისკვიტის დასანამად :

100-150 გ. ქოქოსის რძე

მომზადების წესები :

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მოვამზადოთ ბეზე , მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ნიჩბით შევათქვიаოთ კვერცხის მასას.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,

ჩავასხათ ცომი და 40-45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ტორტი რაფაელოსათვის :

2 ფილა თეთრი შოკოლადი

400 მლ შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.ქოქოსის ფანტელები

ორთქლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ კარაქი და  დატეხილი შოკოლადის  ფილა.

მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ბისკვიტის ფენები დავნამოთ ქოქოსის რძით,ფენებს  წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.

ტორტს გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და ასევე გავაფორმოთ დატეხილი ნუშით, მარწყვით.

ინგრედიენტები ქოქოსის ბისკვიტისათვის.მეორე ვერსია

3 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

110 გრ.შაქარი

30 გრ.ქოქოსის ფანტელები

4 გრ.გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ფორმა

.ღუმელი გავახუროთ 165 გრადუსზე კონვეციით.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხიან მასას დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებლით, მოვურიოთ და შემდეგ შევურიოთ ქოქოსის ფანტელები.

გამოვაცხოთ 35-40 წუთი.ქოქოსის ბისკვიტი ფორმაშივე გავაგრილოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ქოქოსით:

250 მლ.ქოქოსის რძე

150 ქოქოსის შედედებული რძე

300 მლ.ქოქოსის ნაღები

7 გრ.ჟელატინი+ 35 მლ წყალი

მომზადების წესები :

პირველ რიგში  დავალბოთ ჟელატინი.

შევურიოთ ქოქოსის რძე და შედედებული რძე ერთმანეთში.

ნარევი შევათბოთ და შევურიოთ ჟელეტინი. მასას გადავაფაროთ პარკი კონტაქტში და შევდოთ მაცივარში.

ავთქვიფოთ ქოქოსის ნაღები  მსუბუქად. მასას  უნდა ჰქონდეს გამდნარი ნაყინის კონსისტენცია და  შევურიოთ რძიანი ნარევი.

ავაწყოთ ტორტი.

ფორმა შიგნიდან ავამაღლოთ აცეტატური პარკით. ფსკერზე დავდოთ პირველი ფენა, დავნამოთ ქოქოსის რძით, გადავუსვათ კრემი და ასევე კრემით ამოვავსოთ ფორმასა და ბისკვიტს შორის არსებული სივრცე.

ასეთივე წესით  პირველ ფენაზე  დავაწყოთ დანარჩენი ორ ფირფიტაც.

შევდოთ ტორტი 4-5 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ნუშის ფანტელებით და კანფეტი რაფაელოთი.

რემის მეორე ვერსია :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

1 ს.კოვზი სავსე შაქრის პუდრა

250 გრ.მასკარპონე

50 მლ.ქოქოსის რძე

33-35% ნაღები

50 გრ.ქოქოსის ფანტელები

ნაღები ავთქვიფოთ გასქელებამდე,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა .

ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე და  დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი,გაგრილებული შოკოლადი.

თუ ნარევი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ ქოქოსის რძით.

ათქვეფილი ნაღები ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები.

 

 

მარწყვის ტორტი რიცხვი დაბადების დღისათვის

ინგრედიენტები :

190 გრ.ფქვილი

50 გრ.კარაქი

1 კვერცხი

80 გრ.შაქარი

40 გრ.თაფლი

0,5 ჩაის კოვზი სოდა

მწიკვი მარილი

კრემისათვის;

300 გრ.ნაღების ყველი

200 გრ. ნაღები 33%

200 გრ. თეთრი შოკოლადი

მარწყვის ან ჟოლოს კომფიტიურისათვის;

მარწყვის ან ჟოლო 100 გრ. პიურე

1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი

1 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

ქვაბში შევურიოთ შაქარი, კვერცხი, თაფლი, მარილი, მივიღოთ ერთგვაროვანი მასა და შემდეგ შევურიოთ კარაქი.

ქვაბს საშუალო ცეცხლზე ვდებთ, მუდმივად ვურევთ, ნარევს ვადუღებთ. გადმოდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ  სოდა, ავურიოთ – მასა უნდა გაიზარდოს მოცულობით. დაველოდოთ, სანამ ნარევი გაცივდება ოთახის ტემპერატურაზე, რის შემდეგაც დავამატებთ გაცრილი ფქვილის ნახევარს და მოვურიოთ , სანამ გლუვი არ გახდება.

დავყაროთ ფქვილის მეორე ნახევარი სამუშაო ზედაპირზე, ხელებით მოვზილოთ ცომი.,შევახვიოთ პარკში  და ჩავდოთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში (შეგვიძლიამთელი ღამის განმავლობაში).

ცომი გაცივების შემდეგ, გავყოთ  2 ნაწილად და  პერგამენტის ქაღალდზე გავაბრტყელოთ 3-4 მმ სისქის ფენად.  ცომს მოვაყაროთ ფქვილი , ზემოდან  დავადოთ  შაბლონი  და გამოვჭრათ  სასურველი რიცხვი.

ზედმეტი ცომი ავიღოთ . ცომის ციფრი ჩანგლით დავჩხვლიტოთ ,რომ არ დაიბუშტოს ცხობისას .ქაღალდი გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე და  წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე გამოვაცხოთ .

გამომცხვარი ფირფიტა გავაგრილოთ ჯერ ქაღალდზე და შემდეგ ბადეზე.

კრემის მომზადება;

ნაღები  მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ.

ცხელი ნაღები დავასხათ შოკოლადს და დავაბლენდეროთ გადა ავაფაროტ საკვები პარკი და შევდოთ  მაცივარში 8 საათის განმავლობაში ან მთელი ღამე.

ამის შემდეგ ცივი შოკოლადის განაში და კრემყველი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით. კრემი გადავიტანოთ  საკონდიტრო ტომარაში .

მარწყვის ან ჟოლოს კონფიტიური

საქარი და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს  და დავუმატოთ  მარწყვის ან  ჟოლოს  ცივ პიურეს.

ნარევი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და 1-2 წუთი მოვადუღთ,ვურიოთ განუწყვეტლივ.

კონფიტიური გადავნიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

პირველ ფირფიტაზე კრემი დავსვათ “წვეთებად’ და მათ შორის მოვათავსოთ კონფიტიურის “წვეთები”.დავაფაროთ მეორე ფირფიტა და მოვრთოთ კრემით,  მარწყვით და სხვა ზაფხულის ხილით.

 

კომშის ტორტი

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

 

მომზადების წესები :

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას.გაგრძელება იხ. აქ http://livemaster.ge/795

ნაღების კრემი ;

700 გრ.ნაღები 33%-იანი

300 გრ.შაქრის პუდრა

10 გრ.ჟელატინი

ვანილი

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ და 15-20 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით.როგორც კი მოცულობაში გაიზრდება და გასქელდება ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა და თბილი გამდნარი ჟელატინი.ვთქვიფოთ სწრაფად,რომ ჟელატინის კოშტები არ წარმოიქნას.

ლიმონის სიროფი:

1 დიდი ზომის ლიმონი ( 4 სუფრის კოვზი წვენი)

3/4 ჭიქა წყალი

1 სუფრის კოვზი შაქარი

მოვამზადოთ ლიმონის სიროფი: თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და ჩავასხათ ლიმონის წვენი.

კომშის ჟელე

3 მსხვილი კომში

6 სუფრის კოვზი შაქარი

500 მლ.წყალი

12 გრ.ჟელატინი

მომზადების წესები :

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ.

კურკებს და ქერქს დავასხათ წყალი და ვხარშთ 10 წუთი.

კომში  დავჭრათ კუბებად.

სითხე გავატროთ საცერში,ქერქები და გულები გადავყაროთ.

ჟელატინი დავალბოთ.

ნახარშში ჩავყაროთ  კომშის ნაჭრები,ვადუღოთ 10 წუთი და შემდეგ ჩავდოთ აფუებული ჟელატინი..

20 დიამეტრის ფორმას ძირზე შემოვახვიოთ ფოლგა, ჩავასხათ კომშის ჟელე და 1 საათი შევდოთ საყინულეში.

ტორტის აწყობა:

ბისკვიტი გავჭრათ 2 ნაწილად და დავნამოთ ლიმონის სიროფით.

22 დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ბისკვიტის ერთი ნაწილი.

კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში  და ამოვავსოთ სიცარიელე ბისკვიტსა და ფორმას შორის.ასევე კრემი თანაბრად გადავანაწილოთ ბისკვიტზე ზემოდან  და მასზე  მოვათავსოთ  ჟელე.

ჟელეს წავუსვათ  კრემი. ასეთი სახით შევდოთ საყინულეში 1 საათი.

გამოვიტანოთ მაცივრიდან, კრემზე ზემოდან დავდოთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, ისევ ამოვავსოთ სიცარიელე ბისკვიტსა და ფორმას შორის,ფირფიტას  წავუსვათ  კრემი და შევდოთ მაცივარში.

ტორტი ზემოდან გავაფორმოთ შოკოლადის სარკისებრი მინანქრით ან ჩვენი გემოვნებით.

 

 

 

 

მაყვლის ტორტი

ინგრედიენტები :

ბისკვიტი:

6 კვერცხი

6 სუფრის კოვზი შაქარი

6 სუფრის კოვზი ფქვილი

1  ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი და ვანილი

ლიმონის სიროფი:

1 დიდი ზომის ლიმონი ( 4 სუფრის კოვზი წვენი)

3/4 ჭიქა წყალი

1 სუფრის კოვზი შაქარი

მაყვლის  ნაღების მინანქარი( კრემი)

300 გრ.ნაღების კარაქი

250 გრ.ნაღების კრემ-ყველი

3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა

0,5 სუფრის კოვზი მარილი

400 გრ.მაყვალი( ერთი ჭიქა  კრემ  – მინანქრისთვის,ერთი ჭიქა ფენებს შორის,6 მოსართავად)

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ 6 კვერცხიანი ბისკვიტი.წაიკითხეთ რეცეპტი.

მოვამზადოთ  ნაღების  მინანქარი ( კრემი)

2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დავასხათ ერთ ჭიქა მაყვალს და მოვადუღოთ.მაყვალი კოვზით ან ჩანგლით არ უნდა დავჭყლიტოთ.

მოდუღებული მასა გავატაროთ საცერში.დაახლოებით გამოგვივა 5 სუფრის კოვზი  თხელი პიურე ( სიროფი).მაყვლის პიურე გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

კარაქი , შაქრის პუდრა და 0,5 ჩ.კოვზი მარილი  ავთქვიფოთ,შემდეგ დავუმატოთ ნაღების კრემყველი.

კრემყველი ჯერ  ნიჩბით შევურიოთ მასას,შემდეგ კი 2 წუთი  ავთქვიფოთ მიქსერით.მიღებულ  კრემს  კოვზობით შევათქვიფოთ მაყვლის სიროფი.

მოვამზადოთ ლიმონის სიროფი: თბილ წყალში გავხსნათ შაქარი და ჩავასხათ ლიმონის წვენი

ტორტის ბისკვიტი გავჭრათ 3-4 ნაწილად.ბისკვიტის ფენები დავნამოთ,

დანამულ ფენას წავუსვათ კრემი ( მინანქარი)  და დავაწყოთ მაყვლები.ფენები ერთმანეთზე დავაწყოთ  .გვერდებზე და ზემოდან  გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

ჩინური თუ ინდური ცივი ტორტი – ატმის ტრაიფლი

ინგრედიენტები :

6 კვერცხიანი ბისკვიტი

მოხარშული კრემი მუსლინი ან  ნებისმიერი კრემი თქვენი გემოვნებით

გახეხილი შოკოლადი  – ზემოდან მოსაყრელად

ატმის –  სიროფი  დასანამად

ნიგოზი – 100 გრამი ( სურვილისამებრ)

ატამი  – 8 ცალი

6 ს.კოვზი შაქარი

ვანილიანი შაქარი

1 ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ  კლასიკური ბისკვიტი და  დავაქუცმაცოთ.

ატამი გავრეცხოთ,გავთალოთ და კუბებად დავჭრათ.

მოვამზადოთ კრემი მუსლინი.

ნიგოზი მოვხალოთ და დავტეხოთ.

გავუკეთოთ ატამს კარამელიზაცია.

გახურებულ ღრმა ტაფაში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ ლიმონის წვენი.

შაქარი დაიწყებს დადნობას,როგორც კი ფერს შეიცვლის,დავაყაროთ ატამი .ხილი გამოუშვებს წვენს და შაქართან ერთად წარმოიქმნება სიროფი.ამ ეტაპზე ჩვენ დავუმატებთ შაქრიან ვანილს.

ატამი სიროფში არ უნდა მოვხარშოთ.როგორც კი ხილის ნაჭრები ოდნავ  დარბილდება, კარამელიზირებული გახდება ,ტაფა გადმოვდგათ და სიროფით ბისკვიტი დავნამოთ,ხილის ნაჭრები გამოვიყენოთ ტრაიფლის მოსამზადებლად.

თუ ბავშვებისთვის არ ვამზადებთ სიროფში შევურიოთ კონიაკი.

გამჭირვალე თასში ფენა -ფენა ჩავალაგოთ მომზადებული ინგრედიენტები შემდეგ თანმიმდევრობით:დაქუცმაცებული ბისკვიტი,კარამელიზირებული ატამი,კრემი.თუ სურვილი გვაქვს,ფენებს შორის მოვაყაროთ ნიგოზი,გახეხილი შოკოლადი.ზემოდან მოვრთოთ სურვილისამებრ.

ტრაიფლი 2-3 საათი შევდოთ მაცივარში.

მარწყვის ტორტი “ვიქტორია “

ინგრედიენტები :

4 კვერცხი ( 200 გრ.)

200 გრ.კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

1 ,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი

მიქსერით ( საშუალო სიჩქარე) ავთქვიფოთ  გათეთრებამდე შაქარი და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი .

მიქსერს სიჩქარე მოვუმატოთ და ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი.თითო კვერცხის შეთქვეფას მოვანდომოთ 2-3 წუთი.გაგრძელება იხ. აქ

მარწყვის კონფი:

350 გრ.მარწყვი

15 გრ.სიმინდის სახამებელი

80 გრამი შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

შაქრის პუდრა და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს.

მარწყვი შემოვდგათ ცეცხლზე,როცა წვენს გამოუშვებს ,შევურიოთ სიმინდის სახამებელი პუდრასთან ერთად.როგორც კი მოდუღდება, ვხარშოთ 1-2 წუთი.თუ კონფი ძალიან გაგვისქელდება,დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი.

ხაჭოს კრემი:

400 მლ.ნაღები ( 33%)

350 გრ. 9% ხაჭო

110 გრ. შაქრის პუდრა

ვანილი

 

მომზადების წესები :

ნაღები და შაქრის პუდრა ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ ცალკე დაბლენდერებული ხაჭო და ვანილი.

თითოეული ბისკვიტი გავყოთ  2 ნაწილად.მივიღებთ 4 ფირფიტას.

მარწყვის კონფი და კრემი გავყოთ 3 ნაწილად.

ფორმა ავამაღლოთ აცეტატური პლასტიკით და ჩავდოთ ერთი ბისკვიტი.

ბისკვიტის ირგვლივ კრემი მოვათავსოთ ,შუაში კი მარწყვის კონფი.

მარწყვის კონფი ზემოდან დავფაროთ ისევ კრემით და დავადოთ მეორე ბისკვიტი.

ასეთივე წესით წავუსმევთ კონფს და კრემს მეორე და მესამე ბისკვიტა და ბოლო მეოთხე  ფირფიტა დავაფაროთ.ასეთი სახით შევდოთ 6 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ჩვენთვის სასურველი კრემით და  გემოვნებით .