შოკოლადის ტორტი საახალწლო ჯანჯაფილის ქოხით

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

3   ფირფიტა ან 450 გრ. შავი შოკოლადი

2 ჭიქა ან 320 გრ.ფქვილი

5 გრ. ან ნახ. ჩ. კოვზი მარილი

5 გრ. ან 2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

1 ჩ.კოვზი დაფქული მშრალი ჯანჯაფილი

1 გრ. ან დანის წვერით დაფქული მიხაკი

1 გრ. ან დანის წვერით დაფქული მუსკატის კაკალი

80 გრ.ნაღების კარაქი

300 გრ.შაქარი

2 კვერცხი

140 მლ. ან 7 ს.კოვზი არაჟანი

2 ს.კოვზი ინვერტული სიროფი

ინგრედიენტები სიროფისათვის:

2 ს.კოვზი ინვერტული სიროფი

8 სუფრის კოვზი ცივი წყალი

4 გრამი ან 3 ჩ.კოვზი  საჭმელი სოდა

ინგრედიენტები ნაღების კრემისათვის:

700 გრ.33-35 % ან 2 ჭიქა ნაღები

40 გრ.ნედლი ჯანჯაფილი

90 გრ. ან 2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

ინგრედიენტები შოკოლადის განაშისათვის :

200 გრ.შავი შოკოლადი

250 გრ.შედედებული რძე

30 გრ.ნაღების კარაქი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

კრემი მე-2 ფენისათვის:

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

მომზადების წესები :

1.   2 ს.კოვზ ინვერტულ სიროფს დავასხათ 8 სუფრის კოვზი ცივი წყალი,ავადუღოთ და მასში გავხსნათ 4 გრამი ან 3 ჩ.კოვზი  საჭმელი სოდა.სიროფი გავაგრილოთ.

2. 3 ფირფიტა შავი შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.წყალი ჭურჭლის ფსკერს არ უნდა ეხებოდეს.

3. ერთმანეთში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები:ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი,მუსკატის კაკალი,დარიჩინი,ჯანჯაფილი,მიხაკი.

4.80 გრამი ნაღების კარაქი ავთქვიფოთ 300 გრ.შაქართან ერთად,შევათქვიფოთ თანმიმდევრობით 2 კვერცხი, გამდნარი შოკოლადი ( წვრილი ჭავლით ჩავასხათ) და თან ვთქვიფოთ.მივიღებთ თხევად მასას და ამ  მასაში 7 ს.კოვზი არაჟანი შევათქვიფოთ კოვზ-კოვზობით ,მშრალი ინგრედიენტების პარალელურად ანუ შევათქვიფოთ 1 კოვზი არაჟანი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტების ნარევი და მერე  არაჟანი, მშრალი ინგრედიენტები და ასე შემდეგ, სანამ არ გამოგველევა ინგრედიენტები. ბოლოს კი ცომს დავუმატოთ შაქრის სიროფი.

5.ავიღოთ 21 სმ-ის დიამეტრის ფორმა,ძირზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ჩავასხათ ცომი და 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

6.მოვამზადოთ ნაღების კრემი :

1 ლიტრიან ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები,ჩავაწყოთ გათლილი,კუბებად დაჭრილი ჯანჯაფილის ნაჭრები, მივიყვანოთ ადუღებამდე( არ შეიძლება ადუღება),გადმოვასხათ თასში და გავაგრილოთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელში,შევდოთ მაცივარში 8 საათი.ნაღები აიღებს ჯანჯაფილის გემოს.

ამ დროის გავლის შემდეგ ნაღები გავწუროთ ,ავთქვიფოთ,ჩავამატოთ ულუფობით  2 ს.კოვზი შაქრის პუდრა  და შევდებთ 1,5 საათი მაცივარში.

შოკოლადის განაშის მომზადება:

200 გრ.შოკოლადის ფილა დავტეხოთ,შემოვდოთ ორთქლის აბაზანაზე,გამდნარში ჩავასხათ შედედებული რძე ,ჩავდოთ 30 გრ.კარაქი ,კარგად მოვურიოთ,დავუმატოთ შაქრიანი ვანილი,გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.

შემდეგ დავუმატოთ ცივი 200 მლ ნაღები და მიქსერით ავთქვიფოთ.

ტორტის აწყობა:

ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.პირველ ფენას წავუსვათ შოკოლადის განაში,მეორე ფენას 200 გრ.მოხარშული შედედედებულირძე,მესამე ფენას და გვერდებს წავუსვათ ჯანჯაფილის კრემი.

მოვრთოთ საახალწლო ჯანჯაფილის ორცხობილებით.

ორცხობილების ცომის რეცეპტი მოთავსებულია აქ.

 

 

 

 

 

 

ნაპოლეონის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 ჭიქა თბილი  წყალი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი სპირტი

1 ს.კოვზი ძმარი

250 გრ.მარგარინი

3 ჩ.ჭიქა ფქვილი

 

კრემი :

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

მომზადების წესები :

თბილ წყალში ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი ,ჩავუმატოთ მარილი,ძმარი,ზეთი ,სპირტი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ,გადავკეცოთ 4-ად კონვერტისებურად  და შევდოთ მაცივარში 1 საათი საყინულესთან ახლოს. ეს ეტაპი არ გამოვტოვოთ.

მარგარინი უნდა იყოს დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე  და იგი გავყოთ 5 ნაწილად.

მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქის ოთხკუთხედად.

ხელში მოვჭყლიტოთ მარგარინის 1 ნაწილი და ხელით თანაბრად წავუსვათ ცომს მთელ ზედაპირზე.

ისევ გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ასეთვე პროცედურას კიდევ გავიმეორებთ 4-ჯერ და ბოლოს მაცივარში შევდებ მინიმუმ 2 საათი.

ცომს გავყოფ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტის ზომაზე.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად  გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

კრემი :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება. კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ფრთხილად ჩამოვაჭრათ და დავფჩხვნათ.

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

რჩევა: ცომის მოზელვის საიდულმო არის ის რომ,ცომი არის ცივი და შესაზელი მარგარინი არის თბილი.

 

 

 

 

 

 

 

 

შოკოლადის ნაპოლეონი

ინგრდიენტები :

0,5 ჭიქა არაჟანი

1/2 ჩ.კოვზი სოდა ან 1 კოვზი გამაფხვიერებელი

150 გრ.მარგარინი

მარილი დანის წვერით

2 კვერცხი

3,5 ჭიქა ფქვილი

2 ს.კოვზი კაკაო

1/3 ს.კოვზი შაქარი

 

შოკოლადის კრემი :

1 ლიტრა რძე

80 გრ.შოკოლადი

3 კვერცხის გული

ვანილი

200 გრ.შაქარი

6 ს.კოვზი კაკაო

2 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.კოვზი სიმინდის სახამებელი

 

მომზადების წესები :

ცივი მარგარინი ჩავახეხოთ ფქვილში და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

სოდა გავხსნათ არაჟანში.

ფქვილს დავუმატოთ კვერცხი,არაჟანი,მარილი,შაქარი,კაკაო  და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომისაგან მოვამზადოთ 12 ბურთულა.ბურთულები დავდოთ  სინზე, გადავაფაროთ პარკი და შევინახოთ მაცივარში 2 საათი.

მაცივრიდან გამოვიღოთ თითო-თითო ბურთულა,გავაბრტყელოთ,21 დიამეტრის ფორმის ძირი  ან გადმობრუნებული თასი დავდოთ და

დანით ირგვლივ შემოვჭრათ.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ გაბრტყელებული ცომი,ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე 8-10 წუთი.

კრემის მომზადება:

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი,კაკაო  და სახამებელი.

მიღებული მასა  კარგად გავხსნათ  მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ცხელ კრემში ჩავაგდოთ კარაქი და დატეხილი შოკოლადი.კარგად მოვურიოთ.

ჩამოჭრილი გვერდებიც გამოვაცხოთ

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან  და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები  და გახეხილი შოკოლადი.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კრემის ნაცვლად ყოველ მეოთხე ფირფიტას უცხებს შავი მოცხარის კრემს.შავი მოცხარი შეგვიძლია შევცვალოთ შინდით.

400 გრ.შავი მოცხარი

ნახ.ჭიქა წყალი

2 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

40 გრ.კარაქი და ვანილი

მომზადების წესები :

მოცხარი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.დავუმატოთ წყალი და

შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,ჯერ შევურიოთ 4-5 სუფრის კოვზი მოცხარის პიურე,კარგად მოვურიოთ, შემდეგ შევურიოთ დარჩენილი პიურე.შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კრემი გადმოვიტანოთ ცალკე თასში,ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი და გავაგრილოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

ტორტი “ზღაპარი”- საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

ბისკვიტი

4 კვერცხი

120 გრ.ფქვილი

120 გრ.შაქარი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

(თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

სიროფი დასანამად :

100 გრ.წყალი

100 გრ. შაქარი

15 გრ. კონიაკი

კრემი შარლოტი:

ნაღების კარაქი-200 გრ

170 გრ.შაქარი

10 გრ.ვანილიანი შაქარი

125 მლ.რძე

15 გრ.კონიაკი

2 კვერცხის გული

10 გრ.კაკაო

 

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 160-170 გრადუსზე.ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ კარაქი.

ფქვილს დავუმატოთ გამაფხვიერებელი და გავცრათ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე,ნელ-ნელა ჩავამატოთ შაქარი,თან ვთქვიფოთ.კვერცხის გული თითო-თითოდ ჩავყაროთ და თან ვთქვიფოთ, ნიჩაბით შევურიოთ ფქვილი და ჩავასხათ ფორმაში.გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

სიროფის მომზადება:შაქარს დავასხათ ადუღებული წყალი,ჩავასხათ შიგნით კონიაკი.

კრემის მომზადება:

კვერცხის გულები ავთქვიფოთ,დავასხათ რძე,დავუმატოთ შაქარი,ვანილიანი შაქარი,მოვურიოთ და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.განუწყვეტლივ ვურიოთ,მივიყვანოთ შესქელებული რძის კონსისტენციამდე.რომ ადუღდება,ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი,გადმოვდგათ,საცერში გავატაროთ და გავაციოთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული ნაღების კარაქი ავთქვიფოთ ,წვეთ -წვეთობით ჩავასხათ თხევადი მასა,დავუმატოთ კაკაო  და თან ვთქვიფოთ.

ბისკვიტს ზედა უსწორმასწორო  ნაწილი ავაჭრათ,ღუმელში გამოვაშროთ და დავფქვათ.

ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად ,დავნამოთ,თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი,გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები და ზემოდან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

ტორტი სნიკერსი

ინგრედიენტები :

ბისკვიტი 

4 კვერცხი

120 გრ.კარაქი

300 გრ.შაქარი

460 გრ.რძე

20 გრ.შაქარიანი ვანილი

140 გრ.კაკაო

380 გრ.ფქვილი

15 გრ.გამაფხვიერებელი

4 გრ.სოდა

2 გრ.მარილი

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შაქარი, ვანილიანი შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ რძე  და შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები.

22 დიამეტრის საცხობ ფორმაში ქაღალდი ჩავაფინოთ.ფსკერზე და გვერდებზე ცხიმი მოვუსვათ .

ცომი გავყოთ 3 ნაწილად და წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე 30 წუთი.

ვაცხობთ 3 ბისკვიტს.

მიწის თხილის კარაქი :

100 გრ.მოხალული მიწის თხილი

30 გრ.თაფლი

15 გრ.ზეთი

1 გრ.მარილი

მიწის თხილი მოვხალოთ 180 გრადუსზე 5 წუთი ღუმელში, გავაგრილოთ, ქერცლი გავაცალოთ , დავაბლენდეროთ. ბლენდერშივე დავუმატოთ თაფლი, ზეთი, მარილი და კვლავ დავაბლენდეროთ კარაქის მიღებამდე.

კარამელი :

170 გრ.შაქარი

30 გრ.ინვერტური სიროფი

30 გრ.წყალი

240 გრ.ნაღები

60 გრ.კარაქი

4 გრ.მარილი

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი, ინვერტული სიროფი და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ კარამელი. როგორც კი კარამელი, მუქი ფერის გახდება, ჩავამატოთ ნაღები და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

რჩევა : კარამელის მოზადებისას ქვაბში ჯერ ჩავყაროთ შაქარი და მერე დავასხათ წყალი.კარამელს ვაცადოთ მომზადება.

უმჯობესია კოვზით არ მოვურიოთ,თორემ დაკრისტალდება.კოვზი გამოვიყენოთ კარამელში ნაღებისა და კარაქის შერევის  დროს.

ბოლოს დავუმატოთ მარილი და გავაციოთ.

ცილოვანი კრემი ( შვეიცარული მირენგა) ნაღების კარაქით .

4 კვერცხის ცილა

240 გრ.ნაღების კარაქი

190 გრ.შაქარი

მიწის თხილის კარაქი

100 გრ.მიწის თხილი ( შიგთავსისათვის0

50 გრ.მოსართავად

თასში მოვათავსოთ კვერცხის ცილა, დავაყაროთ შაქარი და მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე.

თასის ფსკერი წყალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს. კვერცხის ცილა გავაჩეროთ ორთქლის აბაზანაზე ,სანამ შაქარი გადნება. ხელის თითზე, თუ შაქარის კრისტალები ვერ  ვიგრძენით,ესე იგი მზადაა.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე. ბეზე კარგად გავაციოთ და შემდეგ შევათქვიფოთ კუბებად დაჭრილი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. ბოლოს შევათქვიფოთ მიწის თხილის კარაქი.

ბისკვიტს წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მოხალული,დაჭრილი მიწის თხილი, მოვასხათ კარამელი,დავაფაროთ მეორე ბისკვიტი.

მეორე ბისკვიტსაც,  ასევე  წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მოხალული,დაჭრილი მიწის თხილი,მოვასხათ კარამელი,დავაფაროთ მესამე ბისკვიტი.

მესამე ბისკვიტზე , გვერდებზე წავუსათ კრემი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტორტი “ჩიტის რძე”

ინგრედიენტები :

ბისკვიტი :

7 კვერცხის გული

125 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

100 გრ.დარბილებული კარაქი

1 ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

სუფლესათვის :

170 გრ.კარაქი

20 გრ.ჟელატინი

100 მლ.წყალი

250  გრ.შედედებული რძე

მწიკვი ლიმონმჟავა

მწიკვი ვანილი

7 კვერცხის ცილა

250 გრ.შაქარი

შოკოლადის მინანქარი :

180 გრ.ნაღები

30 გრ.შაქარი

150 გრ. შავი შოკოლადი

მომზადების წესები :

კვერცხის გულისა და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი –  მოგლი,შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შაქრიანი ვანილი ,ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,ცხიმი მოვუსვათ ,ჩავდოთ ცომი ,ვაცხობთ ფირფიტას 20 წუთი 200 გრადუსზე.

ფირფიტა ბოლომდე უნდა გავაციოთ და გავყოთ 2 ნაწილად.

სანამ ფირფიტა ცხვება,დავალბოთ 20 გრამი ჟელატინი 100 მლ. ოთახის ტემპერატურის წყალში.კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,შევათქვიფოთ შედედებული რძე.კრემი მაცივარში არ უნდა შევდოთ.

ამოვიყვანოთ  7კვერცხის ცილა და თქვეფისას შევურიოთ მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი.ნელ-ნელა შევათქვიფოთ 125 გრ.შაქარი .

მიღებულ ბეზეს კოვზობით შევათქვიფოთ კარაქის კრემი და წვრილი ჭავლით ჩავასხათ  ცხელი ჟელატინი და თან ვთქვიფოთ.

ფორმაში,რომელშიც ფირფიტა გამოვაცხვეთ,დავდოთ ბისკვიტის ერთი  ნაწილი,დავასხათ ნახევარი სუფლე,დავაფინოთ  ბისკვიტის მეორე ნახევარი და დავასხათ  დარჩენილი სუფლე. შევდოთ მაცივარში 3-4 საათი.

შოკოლადის მინანქრის მომზადება :

ნაღებში ჩავყაროთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.როცა შაქარი გადნება,დავასხათ შოკოლადის ფილას, მოვურიოთ კარგად შოკოლადის გადნობამდე.

ფორმას მოვხსნათ გვერდი,ტორტი ფრთხილად გადმოვიტანოთ სინზე და გადავასხათ შოკოლადი.

 

 

 

 

ტორტი “მთვრალი ალუბალი”

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

200 გრ. ფქვილი

50 გრ. კაკაო

15 გრ. შაქარიანი ვანილი

450 გრ. შაქარი

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

გულსართისთვის :

350 გრ. ალუბალი

350 მლ კონიაკი ან წითელი ღვინო

150  მლ. შედედებული  რძე

210 გრ. ნაღების კარაქი

300 გრ. შოკოლადი

მომზადების წესები :

ალუბალი დავკურკოთ ,დავასხათ კონიაკი ან ღვინო და გავაჩეროთ რამდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ,სითხე შევინახოთ დასანამად და ალუბალი  საწურზე დავაწყოთ.

ღუმელი გავახუროთ   160-170 გრადუსზე. 24 სმ  დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ კარაქი.

ფქვილს დავუმატოთ გამაფხვიერებელი, კაკაო  და გავცრათ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე, ნელ-ნელა ჩავამატოთ შაქარი,თან ვთქვიფოთ. ნიჩბით შევურიოთ ფქვილი (ქვემოდან ზემოთ მიმართულებით) და ჩავასხათ ფორმაში.

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 180 გრადუსზე  ღუმელში 30-35 წუთი.

ბისკვიტს თავი მოვაჭრათ(იხ.სურათი), გამოვუღოთ გული ,ისე რომ გარეთა ქერქი არ დავაზიანოთ.

 

მივიღებთ ბისკვიტის თასს.  ბისკვიტის გული დავანაწევროთ.

მოვამზადოთ ცივი კრემი :

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, წვეთ-წვეთობით ჩავასხათ შედედებული რძე,  თან ვთქვიფოთ. კრემის ნახევარი ცალკე გადავდოთ გვერდებზე და ზემოდან წასასმელად.

გულსართისათვის კრემს შევურიოთ დანაწევრებული ბისკვიტი და ალუბალი.

ბისკვიტის თასის ფსკერი დავნამოთ , ჩავდოთ გულსართი,დავაფაროთ ბისკვიტის თავი .

ტორტს გვერდებზე და ზემოდან წავუსვათ კრემი.მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფჩხვენები,გახეხილი შოკოლადი და ალუბლის ნამცხვარი ზემოდან მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი  ალუბლის ტორტის მოსამზადებლად კრემშიც კაკოს ფხვნილს უმატებს და ზემოდან  აფორმებს შოკოლადის მინანქრით ან მუსით.

ეს ტორტი ძალიან გემრიელია !

ტორტი რაფაელო

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

125 გრ.ფქვილი

100 გრ.ნუშის ფქვილი

6 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ჭიქა შაქრის პუდრა

( თუ კარგი გაზქურა გვაქვს,გამაფხვიერებელი არ უნდა)

ვანილი

მწიკვი მარილი

ბისკვიტის დასანამად :

100-150 გ. ქოქოსის რძე

მომზადების წესები :

კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მოვამზადოთ ბეზე , მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხის გულები.

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ნიჩბით შევათქვიаოთ კვერცხის მასას.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,

ჩავასხათ ცომი და 40-45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ და გავყოთ 3 ნაწილად.

კრემი ტორტი რაფაელოსათვის :

2 ფილა თეთრი შოკოლადი

400 მლ შედედებული რძე

200 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.ქოქოსის ფანტელები

ორთქლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ კარაქი და  დატეხილი შოკოლადის  ფილა.

მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელები.

ბისკვიტის ფენები დავნამოთ ქოქოსის რძით,ფენებს  წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.

ტორტს გვერდებზე და ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები და ასევე გავაფორმოთ დატეხილი ნუშით, მარწყვით.

კრემის მეორე ვერსია :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

1 ს.კოვზი სავსე შაქრის პუდრა

250 გრ.მასკარპონე

50 მლ.ქოქოსის რძე

33-35% ნაღები

50 გრ.ქოქოსის ფანტელები

ნაღები ავთქვიფოთ გასქელებამდე,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა .

ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე და  დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი,გაგრილებული შოკოლადი.

თუ ნარევი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ ქოქოსის რძით.

ათქვეფილი ნაღები ნიჩბით შევურიოთ მასკარპონეს და ბოლოს დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები.

 

 

 

 

 

 

ყავის ტორტი” მოკო”

ინგრედიენეტები :

6 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩ.კოვზი ლიმონის ცედრა

1 ჩ.კოვზი უნალექო ყავა

2 ს.კოვზი ცხელი წყალი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/2 ჭიქა ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

 

მომზადების წესები :

ყავა გავხსნათ ცხელ წყალში.

ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი და მარილი.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ,ლიმონის წვენთან და ცედრასთან ერთად,შევათქვიფოთ ფქვილი,ყავა და შევურიოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა.

22 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ 3-4 ნაწილად და ფენებს წავუსვათ ყავის მინანქარი.

ყავის მინანქარი:

1/2 ჭიქა შაქარი

1/4 ჭიქა მაგარი ყავა( 1/4 ჭიქა  წყალი+1 ს.კოვზი უნალექო ყავა)

1/4 ჭიქა ყავის ლიქიორი

155 გრ.კარაქი

3 კვერცხის გული

მაგარ ყავაში გავხსნათ შაქარი,ჩავასხათ ლიქიორი და მოვადუღოთ სქელი სიროფი.

ცხელი სიროფი წვეთ-წვეთობით ჩავასხათ  კვერცხის გულებში და თან ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი გათეთრებამდე და  ნელ-ნელა შევათქვიფოთ კვერცხის გულისა და ყავის მასა.

ტორტ მოკოს ყავის მინანქარი წავუსვათ გვერდებზეც,ზემოდან და მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტორტი პანჩო

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

1,5  ჭიქა ფქვილი

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

300 მლ.შედედებული რძე

2 კოვზი კაკაო

კრემი :

800 გრ.არაჟანი(სქელი,მაღალი ცხიმიანობის)

1,5 შაქარის პუდრა

1 ჭიქა ნიგოზი

1 ქილა ანანასის კონსერვი ან ალუბლის ჩირი

მინანქარი

1 ფილა შოკოლადი

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ,შევურიოთ გამაფხვიერებელი .

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ.გოგლიმოგლს შევურიოთ შედედებული რძე,ხის კოვზით შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები და  ულუფებად შევურიოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,ერთ ნაწილს შევურიოთ კაკაოს ფხვნილი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ  ძირზე და გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ვაცხობთ ერთ  თეთრს   და ერთ კაკაოს  ფირფიტას.

კრემი: არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად,1/4 გადავდოთ.თუ არაჟანი თხელია,წინასწარ გავწუროთ.

თეთრი ფირფიტა გავყოთ 2 ნაწილად .ერთი ნაწილი და კაკაოს  ბისკვიტი დავჭრათ კუბებად.

კუბებად დაჭრილი შავი და თეთრი ბისკვიტის ნაჭრები  ჩავყაროთ კრემში,დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ანანასი და ნიგოზი.

თეთრი ბისკვიტის მეორე ნაწილი  დავდოთ სინზე,დავალაგოთ  კრემში ამოსვრილი ბისკვიტები ფენა-ფენა,ისე რომ მივცეთ გორაკის ფორმა.

ზემოდან გადავუსვათ  გადადებული არაჟნის კრემი და შევდოთ მაცივარში 8 საათი.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ფენა-ფენა ალაგებს ბისკვიტებს და ფენებს შორის მოასხამს კრემს,მოაყრის ნიგოზსა და  ანანასს.

ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი და 2 საათი კვლავ შევდოთ მაცივარში .