პავლოვას დესერტი – ბეზეს ტორტი

ინგრედიენტები :

4-5 კვერცხის ცილა

2/3 ჭიქა შაქარი

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

2  ს.კოვზი სახამებელი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

200 გრ.კენკრის მიქსი

 

კრემი:

250 მლ.35% ნაღები

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა

ვანილი

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 120 გრადუსზე.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე მიქსერით,შევათქვიფოთ ნელ-ნელა

შაქრის ფხვნილი,ვანილი და ლიმონის წვენი.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი.დავხაზოთ წრე 22 სმ დიამეტრის.

კოვზით ბეზე წრეში გავანაწილოთ ,ნაპირები  ოდნავ მაღალი გავუკეთოთ და

გამოვაცხოთ 1-1,5 საათი.ბეზემ ფერი არ უნდა შეიცვალოს,გარედან კნატუნა და შიგნიდან ოდნავ ნოტიო უნდა იყოს.გამოცხობის შემდეგ დავტოვოთ გამორთულ ღუმელში  და ისე გავაგრილოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა,ვანილი.დესერტი ამოვავსოთ კრემით და ზემოდან მოვაყაროთ კენკრის მიქსი.

 

გერმანული ალუბლის ტორტი “შვარცვალდი” იგივე შავი ტყე

ინგრედიენტები :

8 კვერცხი

40 გრ.კარაქი

175 გრ.შაქარი

120 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი კაკაო

2 ჩ.კოვზი დაფქული ნუში

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე.

ცალკე ავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად.

ერთმანეთს შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

კარაქი გაზზე გავადნოთ და გავაგრილოთ.

გოგლიმოგლს შევურიოთ კვერცხის ცილა და მშრალი ინგრედიენტები ულუფობითა და მონაცვლეობით.

წვრილი ჭავლით ცომს ირგვლივ მოვასხათ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

ფორმას ( დიამეტრი 18 სმ) წავუსვათ გვერდებზე და ფსკერზე კარაქი.მოვაყაროთ ფქვილი.

ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

პირველი 15 წუთი ღუმელის კარი ოდნავ ღია დავტოვოთ,შემდეგ კი კარები დავხუროთ და გამოვაცხოთ 30 წუთი.

დასანამი:

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

130 მლ.წყალი

90 გრ.შაქარი

2-3 ს.კოვზი ალუბლის ლიქიორი

მოვადუღოთ სიროფი ,გავაგრილოთ და შემდეგ ჩავასხათ ალუბლის ლიქიორი და დავუმატოთ შაქრიანი ვანილი

გამომცხვარი ბისკვიტი გავაგრილოთ.ბასრი დანით ზედა ნაწილი მოვაჭრათ და ზედაპირი გავასწოროთ.

ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად.თითოეული ნაწილი დავნამოთ.

გულსართი:

50 გრ.დაკურკული ალუბალი

165 მლ.ალუბლის წვენი

3 ს.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 ბადიანი(ანისი)

1 ს.კოვზი ლიქიორი

130 მლ.ალუბლის წვენში ჩავყაროთ შაქარი,ჩავასხათ ლიმონის წვენი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

1-2 წუთით ჩავდოთ ბადიანი და შემდეგ ამოვიღოთ.

35 მლ.ალუბლის წვენში გავხსნათ სახამებელი,წვრილი ჭავლით ჩავასხათ ადუღებულ ალუბლის სიროფში და შეუჩერებლივ ვურიოთ გასქელებამდე.შემდეგ შევურიოთ 50 გრ.დაკურკული ალუბალი და მოვადუღოთ.

ნაღების კრემი:

700 მლ.35% ნაღები

100 გრ.შაქრის პუდრა

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე და შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

დანამულ ბისკვიტის ფენებს წავუსვათ კრემი,ზემოდან თანაბრად გადავანაწილოთ გულსართი, ტორტს კრემი წავუსვათ გვერდებზე და ზემოდან .

ტორტი მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით ან ჩვენი გემოვნებით .

 

რულეტი ”ჟირაფი”

ინგრედიენტები:

400 გრ.შედედებული რძე

50 გრ.ნაღების კარაქი

2 კვერცხი

160 გრ.ფქვილი

2 გრ.მარილი

1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/3 ჩ.კოვზი სოდა

გულსართი:

კრემი

1 ბანანი

50 გრ.ნიგოზი

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,

დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით და მიქსერით ავთქვიფოთ.

ცომი გავყოთ 1/4 და 3/4 ნაწილად.

ცომის 1/4 ნაწილს (დაახლოებით 150 მლ.)შევურიოთ 2 ს.კოვზი ფქვილი.

დარჩენი ცომს შევურიო გაცრილი 2 ს.კოვზი( 50 გრ.) კაკაო და 70 გრ.ფქვილი.

საცხობ ქაღალდზე დავხაზოთ ჟირაფის ზოლები,გადმოვატრიალოთ და დავაფინოთ ღუმელის ფირფიტაზე.

საკონდიტრო ტომარაში ჩავასხათ თეთრი ცომი,წვერი მოვაჭრათ და შემოვხაზოთ კონტურები.

ვაცხობთ 1-2 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვიღოთ.

გამომცხვარ ჟირაფის ზოლებს დავასხათ ყავისფერი ცომი და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.დიდხანს არ ვაცხოთ,რომ ზოლები არ გაგვიმუქდეს.

კრემი :

150 მლ.მოხარშული შედედებული რძე

150 მლ.არაჟანი

მიქსერით ერთმანეთში შევურიოთ არაჟანი და მოხარშული შედედებული რძე.

ბანანი გავჭრათ სიგრძეზე 4  ნაწილად ამოვსვაროთ დაფქულ ნიგოზში.

ბისკვიტს წავუსვათ კრემი,დავალაგოთ სიგრძეზე ბანანი და გადავახვიოთ.რულეტი დავჭრათ ნაჭრებად.

რულეტი შედედებული რძით

ინგრედიენტები :

400 გრ.შედედებული რძე

50 გრ.ნაღების კარაქი

2 კვერცხი

160 გრ.ფქვილი

2 გრ.მარილი

1/3 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/3 ჩ.კოვზი სოდა

მომზადების წესები :

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

შედედებული რძე და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად.მასაში ჩავსხათ გაზზე გამდნარი კარაქი ,დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით ,მარილი ,ფქვილი და მიქსერით ავთქვიფოთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი,დავასხათ ცომი, გადავანაწილოთ თანაბრად და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.

ბისკვიტის სისქე უნდა გამოგვივიდეს 1 მმ.ხოლო გულსართი სისქე უნდა იყოს 2 მმ.

ცხელ ბისკვიტს მოვაცილოთ ქაღალდი,დავდოთ ტილოზე , გადავახვიოთ და ასე გავაგრილოთ.

ვაშლისა და ლიმონის გულსართი :

1 ვაშლი

2 ლიმონის წვენი

1 ლიმონის ცედრა

100 გრ.შაქარი

15 გრ.სიმინდის სახამებელი( 1სავსე ს.კოვზი)

ლიმონის ცედრის მოსამზადებლად, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 10 წამი ცხელ წყალში.ამ მეთოდით ლიმონიდან სიმწარეს გამოვიტანთ.ლიმონს ყვითელი კანი წვრილ სახეხზე გავხეხოთ და მივიღებთ ცედრას.

ვაშლი გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ კუბებად.

ვაშლი ლიმონის წვენთან ერთად დავაბლენდეროთ.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ვაშლის პიურე,დავუმატოთ ცედრა,შაქარი,მოვურიოთ ,ჩავყაროთ სახამებელი და მოვადუღოთ.

გულსართი გავაგრილოთ.

რულეტების რეცეპტები .

გარილებული გულსართი წავუსვათ ბისკვიტს,გადავახვიოთ რულეტი და შევახვიოთ კანფეტივით პლასტიკში.

ასე გავაჩეროთ 30 წუთი.

შემდეგ გადავასხათ შოკოლადის მინანქარი .

შოკოლადის მინანაქარი შედედებული რძით:

100 გრ..შედედებული რძე

100 გრ.შავი შოკოლადი

20 გრ.კარაქი

75 მლ.ნაღები

ორთქლის აბაზანაზე შემოვდგათ თასი,ჩავასხათ შედედებული რძე,ნაღები,ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი 2 ეტაპად.ჯერ ჩავყაროთ 50 გრ.შოკოლადი,მოვურიოთ, შემდეგ ჩავამატოთ დარჩენილი 50 გრ.

შოკოლადის მინანქარს ბოლოს შევურიოთ კარაქი.

ტორტი”ალუბლის შიკი”

ბისკვიტი :

3 კვერცხი

170 გრ.შაქარი

170 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

სუფლე :

500 მლ.მარალპროცენტიანი ნაღები

150 გრ.შედედებული რძე

100 გრ.შაქრის პუდრა

25 გრ.ჟელატინი

ბისკვიტების დასანამად :

120 მლ .წყალი

120 გრ.შედედებული რძე

გასაფორმებლად :

200 გრ.დაკურკული ალუბალი

ქოქოსის ფანტელები

კანფეტი რაფაელო

 

მომზადების წესები :

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 2 ს.კოვზ შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3 ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს დავუმატოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას პორციობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.

ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი) ფორმაში(24 სმ დიამეტრი) და გამოვაცხოთ 30-35 წუთი.

გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი არ გამოვაღოთ და ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .

ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ დავუმატოთ შედედებული რძე და შაქრის პუდრა.სუფლეში ჩავასხათ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე.ფორმაში ჩავდოთ ერთი ნაწილი,დავნამოთ სიროფით,დავასხათ ნახევარი სუფლე,მოვაყაროთ ალუბლები,დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი,დავნამოთ,დავასხათ დარჩენილი სუფლე,მოვრთოთ ქოქოსის ფანტელებით და მინიმუმ 2 საათი შევინახოთ მაცივარში.

ტორტი ზემოდან მოვრთოთ კანფეტი რაფაელოთი.

ტორტი “ალუბალი თოვლში”

ინგრედიენტები :

200 გრ.არაჟანი

200 გრ.ნაღების კარაქი

3 ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

არაჟანი და კარაქი ერთმანეთში ავთქვიფოთ,დავუმატოთ სოდა ძმრით,

შევაზილოთ დაახლოებით 3 ჭიქა ფქვილი.ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური.

ცომს შევახვიოთ პლასტიკში და შევინახოთ მაცივარში.

გულსართი :

600 გრ.დაკურკული ალუბალი

შაქარი გემოვნებით

არაჟნის კრემი :

500 გრ.სქელი არაჟანი

200 გრ.შაქრის პუდრა

ვანილი

საცერში ჩავაფინოთ 4 ფენად მარლა,მოვათავსოთ არაჟანია,საცერი ჩავდოთ თასში და შევდოთ მაცივარში მთელი ღამე.

გაგრძელება იხ. აქ http://livemaster.ge/920

ცომი დავყოთ 16 ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ ლენტებად ,სიგრძე დავალაგოთ ალუბლები,მოვაყაროთ შაქარი გემოვნებით და კიდეები შევაწებოთ.

ფორმაში( დიამეტრი20-22სმ) ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ძირზე და გვერებზე ცხიმი და ჩავალაგოთ ცომი ალუბლებით.

 

წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი 4 ასეთი ფირფიტა გამოვაცხოთ.

ფირფიტები ერთმანეთში დავალაგოთ.ფენებს შორის წავუსვათ კრემი და ზემოდან,გვერდებზე მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები.ტორტი მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

ტორტი ”მარწყვის კოცნა”

 ინგრედიენტები  ფხვიერი ცომისთვის :

300 გრ.ფქვილი

150 გრ.შაქრის პუდრა

1 კვერცხი(60 გრ)

60 გრ.ნუშის ფქვილი

150 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილი ( პურის და ნუშის) ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ გაყინული კარაქი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა, კვერცხი და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

ცომი გავაბრტყელოთ 2-3 სმ სისქეზე,მივცეთ მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმა.დავჩხვლიტოთ ჩანგლით გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.

კარაქის ბისკვიტი:

180 გრ.კარაქი

180 გრ.შაქარი

150 გრ.კვერცხი

5 გრ.გამაფხვიერებელი

90 გრ.ფქვილი

90 გრ.სახამებელი

2 ლიმონის ცედრა.

კვერცხი,შაქარი და კარაქი ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ ლიმონის ცედრა, ერთმანეთში შერეული მშრალი ინგრედიენტები.

ბისკვიტის ცომი გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

მარწყვის კონფიტიური:

15 გრ.ჟელატინი

500 გრ.მარწყვი

4 ს.კოვზი შაქარი

მარწყვი დავაბლენდეროთ ,შევურიოთ შაქარი და მოვხარშოთ მურაბა.

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20 წუთი გავაჩეროთ .

მურაბა გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ ორთქლზე გამდნარი ჟელატინი.

მოხარშული კრემი პატისიერის რეცეპტი .

 

2 ს.კოვზ ჟელატინს   დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20წუთი გავაჩეროთ .

დამბალი ჟელატინი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და მიქსერით შევურიოთ კრემს.

ავაწყოთ ტორტი:

ფორმაში პირველ ფენად დავდოთ ფხვიერი ცომისაგან გამომცხვარი ბისკვიტი

დავასხათ კრემის ნახევარი,დავაფინოთ კარაქის ბისკვიტი და დავასხათ კონფიტიური.

ასე შევდოთ საყინულეში.

ზემოდან დავასხათ კრემი და ისევ შევდოთ საყინულეში.

ტორტი დავჭრათ ნაჭრებად  და მოვრთოთ მარწყვით.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბისკვიტს აცხობს ტრადიციული რეცეპტით და ცომში ამატებს  ყაყაჩოს თესლს.

ბისკვიტის რეცეპტია;

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

80 გრ.ყაყაჩოს თესლი

 

მარწყვის მინანქარი ტორტებისა და დესერტებისათვის

ინგრედიენტები:

300 გრ.მარწყვი

250 გრ.შაქარი

2 ს.კოვზი ჟელატინი

100 მლ.წყალი

მარწყვი დავაბლენდეროთ,შევურიოთ შაქარი,წყალი,ჟელატინი,კარგად მოვურიოთ და ვადუღოთ 3-4 წუთი.

მარწყვის მინანქარი გავატაროთ საცერში,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა,შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი და გადავასხათ ტორტს,მოვრთოთ ნამცხვრები და დესერტები.

შოკოლადის კრემი მუსლინი

შოკოლადის კრემი მუსლინი
ინგრედიენტები :

500 გრ.მოხარშული კრემი

300 გრ.შოკოლადი

150 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

მოხარშულ კრემს შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ,გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და შევათქვიფოთ  ულუფობით კრემს.

კარამელის კრემი

ინგრედიენტები :

500 მლ.ნაღები

250 მლ.კარამელი

მომზადების წესები :

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე და შევათქვიფოთ ულუფობით კარამელი.

კარამელის კრემის მეორე ვერსია :

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

200 მლ.რძე

200 გრ.33% ნაღები

2-2,5 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.შაქრის პუდრა

5 გრ.შაქრიანი ვანილი

მომზადების წესები :

ფქვილი გავხსნათ რძეში და მოვადუღოთ ფაფა,გადავაფაროთ პლასტიკი,კარგად გავაციოთ.

ფაფა მიქსერით ამოვიყვანოთ და შევათქვიფოთ ულუფებით მოხარშული შედედებული რძე, დავუმატოთ ვანილი.

ცალკე ამოვიყვანოთ ცივი ნაღები მყარ პიკამდე. თუ სურვილი გვაქვს,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

ნაღების კრემში შევურიოთ რძის კრემი ულუფობით მიქსერის საშუალებით.

მოხარშული კარამელის კრემი.მე-3 ვერსია ;

მოვამზადოთ კრემი პატისიერი.

კრემს შევათქვიფოთ 3 ს.კოვზი კარამელი.

კრემი კარგად გავაციოთ და შევათქვიფოთ 150 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

კარამელის კრემის მეოთხე ვერსია :

300 გრ.ნაღების ყველი მასკარპონე

2 ს.კოვზი კარამელი

მასკარპონე ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ კარამელი.