ტორტი პანჩო

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

1,5  ჭიქა ფქვილი

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

300 მლ.შედედებული რძე

2 კოვზი კაკაო

კრემი :

800 გრ.არაჟანი(სქელი,მაღალი ცხიმიანობის)

1,5 შაქარის პუდრა

1 ჭიქა ნიგოზი

1 ქილა ანანასის კონსერვი ან ალუბლის ჩირი

მინანქარი

1 ფილა შოკოლადი

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ,შევურიოთ გამაფხვიერებელი .

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ.გოგლიმოგლს შევურიოთ შედედებული რძე,ხის კოვზით შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები და  ულუფებად შევურიოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,ერთ ნაწილს შევურიოთ კაკაოს ფხვნილი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ  ძირზე და გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ვაცხობთ ერთ  თეთრს   და ერთ კაკაოს  ფირფიტას.

კრემი: არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად,1/4 გადავდოთ.თუ არაჟანი თხელია,წინასწარ გავწუროთ.

თეთრი ფირფიტა გავყოთ 2 ნაწილად .ერთი ნაწილი და კაკაოს  ბისკვიტი დავჭრათ კუბებად.

კუბებად დაჭრილი შავი და თეთრი ბისკვიტის ნაჭრები  ჩავყაროთ კრემში,დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ანანასი და ნიგოზი.

თეთრი ბისკვიტის მეორე ნაწილი  დავდოთ სინზე,დავალაგოთ  კრემში ამოსვრილი ბისკვიტები ფენა-ფენა,ისე რომ მივცეთ გორაკის ფორმა.

ზემოდან გადავუსვათ  გადადებული არაჟნის კრემი და შევდოთ მაცივარში 8 საათი.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ფენა-ფენა ალაგებს ბისკვიტებს და ფენებს შორის მოასხამს კრემს,მოაყრის ნიგოზსა და და ანანასს.

 

 

ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი და 2 საათი კვლავ შევდოთ მაცივარში .

მოხარშული კრემის “პატისიერი” რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

ვანილი ,მწიკვი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

 

მომზადების წესები :

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და  ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.

 

 

 

შოკოლადის ტორტი მიკი – დაუვიწყარი გემო

ინგრედიენტები:

12 კვერცხი

12 ს.კოვზი ფქვილი

12 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი თაფლი

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით

2 ს.კოვზი კაკაო

 

კრემი:

400 გრ.კარაქი

400 გრ.შავი შოკოლადი

ვანილი

კონიაკი

2 ს.კოვზი კაკაო+ 2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

12 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ,ნელ-ნელა დავუმატოთ შემდეგი თანმიმდევრობით ინგრედიენტები: შაქარი,კვერცხის გული,თაფლი,სოდა ძმრით,კაკაო,ფქვილი,ვთქვიფოთ შეუჩერებლად.

მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.

ბისკვიტი გავყოთ 2 ან 3 ნაწილად სურვილისამებრ.

 

მოვამზადოთ მინანქარი და გავაგრილოთ.

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და გავაგრილოთ.

კარაქი ათქვიფოთ და წვეთ-წვეთობით შევათქვიფოთ ჯერ მინანქარი,შემდეგ შოკოლადი.

დავუმატოთ 2 ს.კოვზი კონიაკი და ვანილი.თუ გვსურს მუქი ფერის კრემი,დავამატოთ 2 ს.კოვზი კაკაო.

კრემი მწარე, რომ არ გამოვიდეს, ჩავუმატოთ შაქარი.

ტორტს ფენებს შორის, ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

 

უგემრიელესი მარწყვის ტორტი

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

 

გულსართი :

500 გრ.მარწყვი

5 ს.კოვზი შაქარი

ალკოჰოლი

 

კლასიკური ბისკვიტის რეცეპტი იხ.აქ http://localhost/fuck/2019/04/07/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3/

 

გარეცხილ გასუფთავებულ მარწყვას დავაყაროთ შაქარი და  დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.წვენს,რომ კარგად გამოუშვებს,

შაქარი ბოლომდე გადნება,გადავწუროთ და შევურიოთ ალკოჰოლი.

 

 

კრემი:

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

ვანილი ,მწიკვი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

 

250 გრ.ნაღების კარაქი შესათქვეფად

კრემის რეცეპტი იხ აქ http://localhost/fuck/2019/04/07/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1/

ბისკვიტი გავყოთ 2 ან 3 ნაწილად. ფენები დავნამოთ მარწყვის წვენით.

ფენებს შორის წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მარწყვი.

ბისკვიტს გვერდებზეც წავუსვათ კრემი და გავაფორმოთ სურვილისამებრ

 

როგორ გამოვაცხოთ კლასიკური ბისკვიტი

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

 

მომზადების წესები :

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას

ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი)  ფორმაში და გამოვაცხოთ  30-35 წუთი.

გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი  არ გამოვაღოთ და  ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .

მოხარშული კრემი ნაღების კარაქით

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

2 კვერცხის გული

6 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი

ვანილი ,მწიკვი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

250 გრ.ნაღების კარაქი შესათქვეფად

 

მომზადების წესები :

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და  ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.

კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.

ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და  კრემი თითო თითო კოვზით შევათქვიფოთ.

რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.

მარწყვისა და ფისტას ტორტი

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

210 გრ. შაქარი

20 გრ.ფქვილი

130 გრ.ფისტა

110 გრ.შაქრის პუდრა

350 გრ.მარწყვი

70 მლ.რძე

100 გრ.მასკარპონე

23 გრ.ჟელატინი

5 გრ.სახამებელი

180 გრ.თეთრი შოკოლადი

100 მლ.ნაღები

60 გრ.კარაქი

20 მლ.ზეთი

150 გრ.გლუკოზა ან თაფლი

100 მლ.შედედებული რძე

3 გრ.წითელი , 5 გრ.თეთრი საღებავი

 

თანამედროვე დესერტები ძალიან რთული გასაკეთებელია,მაგრამ წვალებად ღირს.ჩვენს მიერ შემოთავაზებული მარწყვის ტორტი6 ფენისაგან შედგება.

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ფისტას დაკუაზი,იგივე ბისკვიტი.

დაკუაზს უწოდებენ ბისკვიტს,რომელიც გარედან არის  კნატუნა,ხოლო შიგნით სველი,რბილი.არ საჭიროებს დანამვას.

1.ავიღოთ 3 თასი.ერთში ჩავალბოთ 3 გრ.ჟელატინი( 1 ს.კოვზი წყალი),დანარჩენ ორში 1 ს.კოვზი( 2 ს.კოვზი წყალი)ჟელატინი.

2. 20 გრ. (1 ს. კოვზი)ფქვილი,80 გრ.(3 ს.კოვზი)ფისტა,40 გრ.( 1,5 ს.კოვზი) შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ და მივიღებთ ფისტას ფქვილს.

3. 2 კვერცხის ცილისაგად და 50 გრ (2,5 ს.კოვზი) შაქრისაგან  ამოვიყვანოთ ბეზე,შევურიოთ ფისტას ფქვილი.დიდხანს არ მოვურიოთ,რომ არ გაგვითხელდეს.

4. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,თავის დიამეტრია 1 სმ.

5 .საცხობ ქაღალდზე დავხაზოთ 18 სანდიმეტრის დიამეტრის 2 წრე და  წრიული მოძრაობით დავხატოთ ბისკვიტის ცომით 18 დიამეტრის 2 ფირფიტა.

გამოვაცხოთ 18 დიამეტრის დაკუაჟის ფირფიტები  12-15 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე.

ფისტას პასტა:

ყავის საფქვავში ჩავყაროთ 2 ს.კოვზი(50 გრ.)ფისტა,დავუმატოთ 1ჩ .კოვზი ზეთი და დავფქვათ.

ფისტას კრემი:ქვაბში ჩავასხათ 70 მლ.რძე,გავაცხელოთ და ჩავდოთ ფისტას პასტა  ,ავადუღოთ.

ცალკე ავიღოთ ფიალა,ნახ ჩ.კოვზი(5.გრ) სიმინდის სახამებელი გავხსნათ 1 ს.კოვზ წყალში,მოვურიოთ.

ადუღებულ რძეში ჩავასხათ წყალში გახსნილი სახამებელი,შეუჩერებლივ ვურიოთ და მოვადუღოთ.

მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან,შევურიოთ 30 გრ.თეთრი შოკოლადი,60 გრ.კარაქი და ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით.

კრემი იქნება ძალიან თხელი,როგორც კი გაგრილდება გასქელდება.

ავიღოთ 16 სმ-ის დიამეტრის ფორმა,დავდოთ ბისკვიტზე და დანით შემოვუსწოროთ გვერდები.

ფორმას თავზე შემოვახვიოთ პლასტიკი,გადმოვაბუნოთ და დავდოთ სწორი ზედაპირის ლანგარზე.

ჩავდოთ ბისკვიტის ერთი ფენა,შემდეგ ფისტას კრემი ჩავასხათ,დავაფინოთ დისკვიტის მეორე ფენა,დავასხათ კომპოტე და შევინახოთ საყინულეში 3-4 საათი.

თანამედროვე გულსართი კომპოტე:

150 გრ.მარწყვი

20 გრ.შაქრის პუდრა

20 მლ.წყალი

3 გრ.ჟელატინი

მარწყვი წვრილად,1 სმ-ის კუბებად დავჭრათ,დავაყაროთ შაქრის პუდრა და ცეცხლზე შემოვდგათ. როგორც კი წამოდუღდება,გადმოვდგათ ,ოდნავ გავაგრილოთ და შევურიოთ 20 მლ წყლით დამბალი 3 გრ.ჟელატინი.

მოვამზადოთ მარწყვის მუსი:

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ,შევურიოთ 50 გრ.(2 ს.კოვზი)შაქრის პუდრა და მივიყვანოთ ადუღებამდე, ავადუღოთ 1 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ და დავუმატოთ 10 გრ.ჟელატინი.

100 გრ.მასკარპონე ავთქვიფოთ 100 მლ 33%.ნაღებთან ერთად.

ორივე მასა ერთმანეთში შევურიოთ.

სარკისებური მინანქრის რეცეპტი:

75 მლ.წყალი

150  გრ.შაქარი

150 გრ.საკონდიტრო გლუკოზა

150 გრ.თეთრი შოკოლადი

5 გრ.თეთრი და წითელი საღებავი

 

თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი,ჩავდოთ გლუკოზა და ავადუღოთ.

შევურიოთ თეთრი საღებავი.ამ მეთოდის გამოყენებით მივიღებთ მდგრად ფერს.

ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ 10 გრ.ამოფუებული ჟელატინი,150 გრ.თეთრი შოკოლადი,

ჩავასხათ 100 მლ(5 ს.კოვზი შედედებული რძე).,დავაყაროთ წითელი საღებავი ჩავასხათ  ცხელი სიროფი და დავაბლენდეროთ.

როცა ჰაერის ბუშტუკები გაქრება,დაბლენდერება შევაჩეროთ და ზემოდან კონტაქტით გადავაფაროთ

პლასტიკი,შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 დღით .

18 დიამეტრის ფორმას პასტიკით გავუკეთოთ ძირი,ჩავასხათ მუსი,ჩავდოთ შიგნით გაყინული კომპოტესა და ბისკვიტის ფენები,ისე რომ ბისკვიტის ფენა მოვაქციოთ ზემოდან.

შევინახოთ მაცივარში 5-6 საათი

.სარკისებური მინანქარი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,ხელის ბლენდერით ისევ დავაბლენდეროთ .

ღუმელის  ტაფაზე დავაფინოთ პლასტიკი,დავდოთ ჭიქა ,ზემოდან დავადოთ ტორტი .

 

მინანქრის  მთლიანი მასა გადავასხათ ტორტს.

 

ტორტი ნახევარი საათი შევდოთ მაცივარში.გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით მარწყვითა და ფისტათი.

 

წყარო : იუთუბი,გადაცემა  Все буде смачно .2017

 

იტალიური კროსტატა მარწყვით

ინგრედიენტები :

ცომი

200 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი ლიმონის ცედრა

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი

120 მლ.ვაშლის წვენი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს)

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 1 საათი მაცივარში.

ტარტის ფორმას (დიამეტრი 24 სმ)წავუსვათ ზეთი.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

ცომი გავაბრტყელოთ ,ჩავაფინოთ ფორმაში,ამოვიყვანოთ გვერდებზე, ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზევიდან დავაფინოთ პერგამენტოს ქაღალდი ან ფოლგა,დავადოთ სიმძიმე( ლობიოს მარცვლები ან ბრინჯი)და გამოვაცხოთ ღუმელში 10 -15 წუთი.

გულსართი:

500 გრ.მწიფე მარწყვი

200 გრ.ბრინზა.თუ არ გვაქვს, მოვამზადოთ მის გარეშე

4 კვერცხი( ცილა)

10 გრ.ჟელატინი

ლიმონის წვენი

5 ს.კოვზი წყალი

ჟელატინი დავალბოთ წყალში და გავადნოთ ცეცხლზე.( არ შეიძლება ადუღება).

ბრინზა და მარწყვი  კუბებად დავჭრათ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე.

მარწყვს მოვაყაროთ შაქარი და მოვასხათ ლიმონის წვენი.

ყველა ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და გულსართით ამოვავსოთ გამომცხვარი კალათა.

შევდოთ მაცივარში 2 საათი.

იტალიელები კროსტატას ამზადებენ ალუბლით,სხვადასხვა კენკროვანით,ლიმონის კრემით და მოხარშული კრემითაც.

 

 

 

 

 

 

 

ბისკვიტის რულეტი მარწყვით

ინგრედიენტები ;

4 კვერცხი

4 ს.კოვზი შაქარი

3 ს.კოვზი ფქვილი

1 ს.კოვზი სახამებელი

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

გულასართი;

200 გრ.მარწყვი

200 გრ.ნაღები

2 ს.კოვზი შაქრის პუდრა.

 

მომზადების წესები :

ფქვილი,სახამებელი,ვანილი ერთმანეთში შევურიოთ.

მოვამზადოთ მირენგა ( ბეზე) ორთქლის აბაზანაზე.

მომინანქრებული ქვაბი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავახუროთ.

გახურებულ ქვაბში ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა,შევათქვიფოთ ულუფობით შაქარი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და შევურიოთ მიქსერით მირენგას.კვერცხის მასას ხის ნიჩაბით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ზეთი,დავასხათ ცხიმი და წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე გამოვაცხოთ 7-10 წუთი.

ცხელი ბისკვიტი დავდოთ მშრალ ტილოზე,გადავახვიოთ რულეტივით  და ასე გავაციოთ.

ავთქვიფოთ ცივი ნაღები მყარ პიკამდე,შევურიოთ შაქრის პუდრა.

გარეცხილი, გამშრალებული მარწყვი დავაბლენდეროთ შაქართან ერთად.

ბისკვიტს წავუსვათ ჯერ მარწყვის პიურე,5-10 წუთი გავაჩეროთ,რომ შეიწოვოს, შემდეგ წავუსვათ ათქვეფილი ნაღები და გადავახვიოთ და შევდოთ მავივარში 1-2 საათი.

სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვრთოთ მარწყვით.

 

 

ფრანგული მარწყვის ტორტი “ფრეზიე”

ინგრედიენტები :

100 გრ – 200 კკალ

3 კვერცხი

100 გრ.შაქარი

50 გრ.ფქვილი

25 გრ.სახამებელი

10 გრ.შაქრიანი ვანილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებლი

1 კგ მარწყვი

კრემი ;

კრემი მუსლინი ნაღების კარაქზე დამზადებული

15 გრ ჟელატინი(1,5 ს.კოვზი)

50 მლ.გადადუღებული წყალი

კრემი მუსლინი

1 კილოგრამამდე მარწყვი

სიროფი:

100 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

მოვადუღოთ სიროფი და გავაგრილოთ

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  ნახევარ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე,ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე  დარჩენილ  შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი,გამაფხვიერებელი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას პორციობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.

ავიღოთ 22 სმ დიამეტრის ფორმა,დავდოთ საცხობ ქაღალდზე და შემოვხაზოთ წრე.

ცომის ნახევარი გადავიტანოთ და შევავსოთ შაბლონი,ოდნავ გავცდეთ საზღვრებს.

ფირფიტას შევდებ წინასწარ გახურებულ 190 გრადუსზე  ღუმელში და გამოვაცხოთ 10-12 წუთი.

გამოვაცხოთ 2 ფირფიტა.

გამომცხვარ ფირფიტას ფორმის კიდის დახმარებით შემოვაჭრი გვერდებს.

ფორმას კიდეებზე შემოვახვევ პლასტიკს.

ფორმაში მოვათვსებ ბისკვიტს და საკეტს ჩავკეტავ.

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15-20წუთი გავაჩეროთ .

დამბალი ჟელატინი გავადნოთ წყლის აბაზანაზე და მიქსერით შევურიოთ კრემს.

ბისკვიტი დავნამოთ სიროფით,,ირგვლივ მჭიდროდ შემოვაწყოთ შუაზე გაჭრილი .მსხვილი მარწყვიმდა ჩავასხათ კრემის ნახევარი.

კრემში ჩავაწროთ მარწყვები .

დავასხათ კრემი( ცოტა მოვიტოვოთ),დავაფაროთ მეორე  ბისკვიტი,დავნამოთ,დავასხათ დარჩენილი კრემი,დავაფაროთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში 8 საათი.

ტორტს ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მოვასხათ მინანქარი.

მოვაცალოთ ფორმა,პლასტიკი და მოვრთოთ მარწყვით.