მარწყვის ტორტი “ვიქტორია “

ინგრედიენტები :

4 კვერცხი ( 200 გრ.)

200 გრ.კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

1 ,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი

მიქსერით ( საშუალო სიჩქარე) ავთქვიფოთ  გათეთრებამდე შაქარი და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი .

მიქსერს სიჩქარე მოვუმატოთ და ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი.თითო კვერცხის შეთქვეფას მოვანდომოთ 2-3 წუთი.გაგრძელება იხ. აქ

მარწყვის კონფი:

350 გრ.მარწყვი

15 გრ.სიმინდის სახამებელი

80 გრამი შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

შაქრის პუდრა და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს.

მარწყვი შემოვდგათ ცეცხლზე,როცა წვენს გამოუშვებს ,შევურიოთ სიმინდის სახამებელი პუდრასთან ერთად.როგორც კი მოდუღდება, ვხარშოთ 1-2 წუთი.თუ კონფი ძალიან გაგვისქელდება,დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი.

ხაჭოს კრემი:

400 მლ.ნაღები ( 33%)

350 გრ. 9% ხაჭო

110 გრ. შაქრის პუდრა

ვანილი

 

მომზადების წესები :

ნაღები და შაქრის პუდრა ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ ცალკე დაბლენდერებული ხაჭო და ვანილი.

თითოეული ბისკვიტი გავყოთ  2 ნაწილად.მივიღებთ 4 ფირფიტას.

მარწყვის კონფი და კრემი გავყოთ 3 ნაწილად.

ფორმა ავამაღლოთ აცეტატური პლასტიკით და ჩავდოთ ერთი ბისკვიტი.

ბისკვიტის ირგვლივ კრემი მოვათავსოთ ,შუაში კი მარწყვის კონფი.

მარწყვის კონფი ზემოდან დავფაროთ ისევ კრემით და დავადოთ მეორე ბისკვიტი.

ასეთივე წესით წავუსმევთ კონფს და კრემს მეორე და მესამე ბისკვიტა და ბოლო მეოთხე  ფირფიტა დავაფაროთ.ასეთი სახით შევდოთ 6 საათი მაცივარში.

ტორტი გავაფორმოთ ჩვენთვის სასურველი კრემით და  გემოვნებით .

 

 

 

ინგლისური ბისკვიტი “დედოფალი ვიქტორია”

ინგრედიენტები :

4 კვერცხი ( 200 გრ.)

200 გრ.კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.ფქვილი

1 ,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი

მიქსერით ( საშუალო სიჩქარე) ავთქვიფოთ  გათეთრებამდე შაქარი და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი .

მიქსერს სიჩქარე მოვუმატოთ და ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი.თითო კვერცხის შეთქვეფას მოვანდომოთ 2-3 წუთი.

მიქსერს სიჩაქარე დავუწიოთ და შევათქვიფოთ ფქვილი.

მივიღებთ 800 გრ.ცომს.სასურველია ,ცომი გაიყოს ორ ნაწილად და გამოვაცხოთ 400 გრამიანი ორი  ბისკვიტი.

თუ ორი ერთნაირი ზომის ფორმა არ გვაქვს,ჯერ გამოვაცხოთ ერთი ბისკვიტი და შემდეგ მეორე.ცომის  მეორე ნახევარი  გამოცხობამდე გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე,მთავარია სამზარეულოში  ძალიან არ ცხელოდეს.

ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ 400 გრამი ცომი . რომელიც  ძალიან ცხიმიანია და ზეთი არ მოვუსვათ ქაღალდს. გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ  20 წუთი ღუმელში გამოვაცხოთ.

ამ ტორტის ბისკვიტით ძალიან გემრიელი გამოდის მარწყვის,მაყვლის ტორტი.

 

 

 

 

 

ფორთოხლის ესენცია

ინგრედიენტები :

0,75 მლ.არაყი

1 ფორთოხალი ( ან ლიმონი)

მომზადების წესები :

ავიღოთ პატარა ზომის მინის  ბოთლი,რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეჭირება.

ბოთლს  გავუკეთოტ სტერილიზაცია.

ფორთოხლის ქერქი დავჭრათ ( თეთრი არ შევაყოლოთ) ასანთისებურად,ჩავყაროთ ქილაში,დავასხათ არაყი,მოვუჭიროთ თავსახური და 2 დღე გავაჩეროთ მზეზე.შემდეგ კი შევინახოთ კარადაში, 1-2 თვის შემდეგ მზად არის.

მეორე ვარიაცია:

ცედრა მოვათავსოთ შუშის ბოთლში,დავასხათ არაყი და გავაჩეროთ 3 კვირა სიბნელეში.

სწრაფი დაყენების მეთოდი:

თავდახურული ქილა  ცედრით მოვათავსოთ  ცხელ წყალში  და   ბოთლი 30 გრადუსამდე უნდა  გაცხელდეს.

 

იაპონური ბისკვიტი კასტელა

ინგრედიენტები :

100 გრ.ფქვილი

100 გრ.კარაქი

100 გრ.შაქარი

100 მლ.რძე

6 კვერცხი

ინგრედიენტები მოცემულია 24 სმ დიამეტრის ფორმისთვის

მომზადების წესები :

კვერცხის ცილა და გული გავაცალკავოთ.

ფქვილი გავცრათ.

კარაქს რძე დავასხათ და გავალღოთ,სათქვეფით შევურიოთ ჯერ ფქვილი,შემდეგ რიგრიგობით კვერცხის გულები,ბოლოს კი ვანილი.

ცილისგან და შაქრისგან ამოვიყვანოთ ბეზე.

ბეზეს ხის კოვზით ( მიქსერი არ გამოიყენება) შევურიოთ ფქვილიანი მასა.

ფორმას შიგნიდან შემოვაყოლოთ საცხობი ქაღალდი,გარედან კი ფოლგა შემოვახვიოთ.

ფორმაში ჩავასხათ ცომი,მოვათავსოთ უფრო დიდ ფორმაში,ჩავასხათ პატარა ფორმის ნახევრამდე ცხელი წყალი.

ვაცხობთ 150 გრადუსზე 50-55 წუთი.

მარწყვის ტორტი ” წითელქუდა “

ინგრედიენტები :

6 კვერცხიანი ბისკვიტი( წაიკითხეთ რეცეპტი)

არაჟნის სუფლე:

450 გრ.არაჟანი

2 კვერცხის ცილა( 60-70გრ)

10 გრ.ვანილი

90 გრ.შაქარი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

ხილის შემავსებელი:

200 გრ.მარწყვი

25 გრ .შაქარი

4 გრ.ჟელატინი

30 მლ.წყალი

დეკორი:

მარწყვი ან ჟოლო,მაყვალი,წითელი მოცხარი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ ბისკვიტი.

ბისკვიტს გამოვაჭრათ გული ისე,რომ მიიღოს ჯამის (კალათის) ფორმა.შევეცადოთ,რომ ბისკვიტის ჯამის კედლები იყოს  5 მმ სისქის.

ბისკვიტის თასი ჩავდოთ იგივე ფორმაში,რომელშიც გამოვაცხვეთ.

ბისკვიტის ნამცეცები შევინახოთ და მოვამზადოთ ტრაიფლი.

არაჟანს დავუმატოთ შაქარი და სახამებელი.

კვერცხის ცილისა და შაქრიაგან მოვამზადოთ ბეზე.

ბეზე ორ ულუფად შევურიოთ არაჟნის მასას.

ბისკვიტის ჯამი  შევავსოთ არაჟნის მასით.

 

ფორმას გარედან შემოვახვიოთ ფოლგა, რომ  ღუმელში არ დაგვეწვას.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 140 გრადუსზე 60 წუთი (შუა თარო )კოვნერსიის გარეშე.გამოცხობის შემდეგ ღუმელის კარები გამოვაღოთ,გავაჩეროთ 30 წუთი.

ბისკვიტი ბოლომდე გავაგრილოთ,გადავაფაროთ პლასტიკი და მაცივარში შევინახოთ 10 საათი.

ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

მარწყვი დავაბლენდეროთ,შემოვდგათ ცეცხლზე და ადუღებიდან 1 წუთის განმავლობაში ვხარშოთ.

ცხელ მარწყვის პიურეში გავხსნათ შაქარი და ჟელატინი.

მარწყვები ლამაზად დავჭრათ.

ტორტზე დავაწყოთ მარწყვის ნაჭრები,მოვასხათ პიურე.

 

 

 

 

 

ნამცხვარი ”მარწყვი ” – საბჭოთა დესერტი ცხობის გარეშე

საბჭოთა დროს თითქმის ყველა ქალის კულინარიულ რვეულში ნახავდით ჩანაწერს “ტორტი კალათა “.ეს კალათა სავსე იყო ნამცხვარი “მარწყვით”.დღეს გთავაზობთ, ამ დესერტის რეცეპტს და ალბათ,ბავშვობა გაგახსენდებათ.

ინგრედიენტები :

ორცხობილა “იუბილე”-150 გრ

ვაფლი – 130 გრ

ნაღების კარაქი – 50 გრ

შედედებული რძე – 3-4 სუფრის კოვზი

შაქარი

მწვანილის ფოთლები  ან  მწვანე ფერის კრემი

მომზადების წესები:

დავაბლენდეროთ ორცხობილა და ვაფლი,შევურიოთ კარაქი, შედედებული რძე,მოვზილოთ ისეთი  ცომი,რომლითაც ადვილი იქნება მარწყვების გამოძერწვა.

გამოვძერწოთ მარწყვი.

ჭარხალი გავხეხოთ,გავწუროთ და მიღებულ ფერში ამოვსვაროთ მარწყვები.ზოგიერთი კონდიტერი  მარწყვის ფორმის  ნამცხვრებს წითელი ფერით ღებავს.

მარწყვებს ფოთლები გავუკეთოთ  მწვანე ფერის კრემით ან მწვანილის ფოთლებით.

ეს დესერტი შეგვიძლია ასევე მივირთვათ ან გავაფორმოთ ტორტი,ტარტალეტკა.ტორტი ” კალათა” – ში : შეგვიძლია ჩავაწყოთ მარციპანის მარწყვები.წაიკითხეთ რეცეპტი.

 

 

 

 

 

 

თეთრი და შავი ბისკვიტი კარაქით

ინგრედიენტები  თეთრი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

135 გრ.ფქვილი

45 გრ.სიმინდის სახამებელი

180 გრ.შაქარი

45 გრ.კარაქი

30 გრ.შაქრიანი ვანილი

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და  სახამებელი .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 90 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 90 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი სახამებელთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

ინგრედიენტები კაკაოს ბისკვიტისათვის :

6 კვერცხი

40 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

90 გრ.ფქვილი

30 გრ.სახამებელი

25 გრ.კაკაო

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

ამ ბისკვიტით კეთდება ტორტი პრაღა.წაიკითხეთ რეცეპტი.

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

როგორ გავყინოთ და შევინახოთ მარწყვი ზამთრისათვის

პირველი მეთოდი:

გადავარჩიოთ კენკრა.მკვრივი მარწყვი( გადამწიფებული შევინახოთ) გავრეცხოთ,ცალობით დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცხზე ,ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ .მარწყვი დაიწრიტება და გაშრება.

დაფას გადავაკრათ პლასტიკი,ერთ ფენად დავაწყოთ მარწყვები და გავყინოთ .

გაყინული მარწყვები ჩავაწყოთ ცელოფანის პარკში და წვენის საწრუპით ამოვტუმბოთ ჰაერი.

მარწყვის გაყინვის მეორე მეთოდი: გარეცხილი ,გადამწიფებული მარწყვი  დავაბლენდეროთ,ჩავასხათ სილიკონის ფორმებში,ავავსოთ ნახევრამდე ,ფორმა დავდოთ ხის დაფაზე და ისე შევდოთ საყინულეში გასაყინად.

გაყინული მარწყვის რგოლები ჩავაწყოთ ცელოფანში.

ერთჯერადი წვენის საწრუპით ამოვტუმბოთ ჰაერი და შევინახოთ საყინულეში ზამთრისათვის.

მარწყვის გაყინვის მესამე მეთოდი: 1 კგ  მწიფე მარწყვი,გავრეცხოთ,დავწრიტოთ ,დავაბლენდეროთ,შევურიოთ 800 გრ. შაქარი  და გავყინოთ ისე,როგორ აღწერილი არის მეორე მეთოდში ან ჩავასხათ ერთჯერად ჭიქებში,დავახუროთ თავსახური და ისე გავყინოთ.

 

 

მარწყვის ტორტი ლიმონის კრემით

ინგრედიენტები  თეთრი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

135 გრ.ფქვილი

45 გრ.სიმინდის სახამებელი

180 გრ.შაქარი

45 გრ.კარაქი

30 გრ.შაქრიანი ვანილი

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და  სახამებელი .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 90 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 90 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი სახამებელთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

ინგრედიენტები კაკაოს ბისკვიტისათვის :

6 კვერცხი

40 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

90 გრ.ფქვილი

30 გრ.სახამებელი

25 გრ.კაკაო

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

ინგრედიენტები მარწყვის კრემისათვის :

250 მლ.იოგურტი

1 ჭიქა მარწყვი

500 მლ. 35% ნაღები

10 გრ.ჟელატინი

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.

მარწყვი დავწყლიტოთ,შევურიოთ შაქარი და იოგურტი.მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი,მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

ინგრედიენტები ლიმონის კრემისათვის :

250 მლ.35% ნაღები

250 გრ.იოგურტი

7 გრ.ჟელატინი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1  ჩ.კოვზი ლაიმას ცედრა

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.

იოგურტს შევურიოთ შაქარი,ლიმონის წვენი და ლაიმას ცედრა.მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი,მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

ავაწყოთ ტორტი 

მარწყვის და ლიმონის კრემი გავყოთ 2 ნაწილად.

ასევე ორ ნაწილად გავყოთ როგორც თეთრი, ისევე შავი ბისკვიტი.

ავაწყოთ ტორტი შემდეგი თანმიმდევრობით: თეთრი ბისკვიტი  – მარწყვის კრემი -შავი ბისკვიტი -ლიმონის კრემი – შავი ბისკვიტი  -მარწყვის კრემი – თეთრი ბისკვიტი ლიმონის კრემი.

ტორტი გავასწოროთ და გვერდები გავათანაბროდ ხაჭოს კრემით.

ინგრედიენტები :

340 გრ.ხაჭოს ყველი

100 გრ.პუდრა

110 გრ.ნაღების კარაქი

მომზადების წესები :

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.ხაჭოს კრემ – ყველი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა.

გვერდები გავასწოროთ ამ კრემით და ტორტი მოვრთოთ შოკოლადით, მარწყვებით ,ბეზეს ორცხობილებით.