ტორტი ” ოტელო ”

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ნაღების კარაქი

500 მლ. მაწონი

400 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი კაკაო

600 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)

კრემი:

400 გრ.კარაქი

2 ქილა შესქელებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები  ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი  და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.

შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ფორმაში ჩავაფინოთ  ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ  გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრემის მომზადება:

400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2-ან 3 ნაწილად და ფენებს შორის და გვერდებზე  კრემი წავუსვათ.

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

ისპანახის ტორტი – უცხოური სამზარეულოს დესერტი

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

600 გრ. ისპანახი

2 კვერცხი

200  გრ.შაქარი

2 ს.კოვზი  ლიმონის წვენი და 2 ჩ.კოვზი  ცედრა

200 გრ.ფქვილი ან ცოტა მეტი

150 გრ.კარაქი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

მარწყვი,ჟოლო,მოცხარი გასაფორმებლად.

მომზადების წესები :

საცხობ ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი და მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

ფქვილში შევურიოთ ვანილი  და გამაფხვიერებელი.

ისპანახი გავრეცხოთ ,ფოთლები გავამშრალოთ და დავაბლენდეროთ  დავუმატოთ ლიმონის წვენი და გავატაროთ საცერში .შემდეგ ვუმატებთ კვერცხს,კარაქს,ლიმონის ცედრას და შაქარს.ვაბლენდერებთ .

მიღებულ პიურეში ვამატებთ მშრალ ინგრედიენტებს.უნდა მივიღოთ ძალიან სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხობთ 30 წუთის განმავლობაში.

ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე.

ხაჭოს კრემი :

300 მლ.ნაღები

400 გრ.ხაჭო

4 ს.კოვზი ჟელატინი

6 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ .

ნაღები,შაქრის პუდრა,ხაჭო ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ გაბერილი და  წყლის აბაზანაზე გამდნარი   ჟელატინი და ვათქვიფოთ.

მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტის ფირფიტებს  და მოვრთოთ ხილით  ( კენკროვანებით) სურვილისამებრ.

 

 

 

 

კარტოფილის ტორტი – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები:

1,5 კგ ყვითელი კარტოფილი

150 გრ.კარაქი

3 კვერცხი

150 გრ.ლორი

200 გრ.მოცარელა ან სულგუნი

200 გრ.შებოლილი ყველი

ზეთი ფორმის ზედაპირზე და ფსკერზე  წასასმელად

საფანელი  ფორმაში მოსაყრელად

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახურში (სურვლისამებრ)

კარტოფილის ტორტს ხშირად ამზადებენ იტალიის კსამხრეთ რეგიონში, მაგრამ იგი  ფრანგული წარმოშობისაა. გასაოცარია, რომ ჩრდილოეთ იტალიაში   არაფერი იციან ამ კერძის შესახებ.  კარტოფილის ტორტის უამრავი რეცეპტი არცებობს,მე გთავაზობთ ერთ-ერთ ვერსიას.

მომზადების წესები:

მოხარშული კარტოფილით მოვამზადოთ პიურე,დავუმატოთ კვერცხი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,წვრილად დაჭრილი ლორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად.

ფორმას წავუსვათ ზეთი,მოვაყაროთ საფანელი.

ფორმის ძირზე გადავიტანოთ ცომის ერთი ნახევარი,დავალაგოთ დაჭრილი ყველი და ზემოდან  თანაბრად  და სწორად ხელით გადავანაწილოთ  ცომის მეორე ნახევარი.

ზემოდან მოვაყაროთ საფანელი და ალაგალაგ დავალაგოთ კარაქის პატარა კუბები.

გამოვაცხოთ კარტოფილის ტორტი 200 გრადუსზე 35-40 წუთი.

ტორტი გავაციოთ 20-30 წუთი ფორმაში,მოვხსნათ გვერდები და დავჭრათ.

ტორტი ზახერი – ავსტრიული შოკოლადის დესერტი.

ავსტრიელმა კონდიტერმა ფრენც ზახერმა მე-19 საუკუნეში მოამზადა მინისტრ მეტერხინისთვის. ამ ტორტის უამრავი რეცეპტი არსებობს, შოკოლადის განაში და გარგლის  ჯემის ფენა ყველა ვერსიისათვის არის აუცილებელი.ჩვენ გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს.

ინგრედიენტები :

100 გრ-412 კკალ

  • 175 გრ.კარაქი
  • 150 გრ.ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 100 გრ.შაქარი
  • 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კოვზი კონიაკი
  • 100 გრ. შავი შოკოლადი( 70%)
  • 50 გრ.ნიგოზი
  • 1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

გულსართი და ზემოდან წასასმელად:

  • 300 გრ.გარგლის ჯემი
  • 200 გრ.შოკოლადის ფილა( 70%)
  • 1 ს.კოვზი კონიაკი
  • 6-7 წვეთი ლიმონის წვენი
  • 50 გრ.კარაქი
  • 100 გრ.შაქრის პუდრა.
  • 2 -3 ს.კოვზი ცხელი წყალი

 

ნიგოზი მოვხალოთ,ქერცლი გავაცალოთ,დავყაროთ პერგამენტის ქაღალდის ნახევარზე,მეორე ნახევარი გადავაფაროთ და ცომის საბრტყელებლით დავაქუცმაცოთ.მივაქციოთ ყურადღება,რომ ქაღალდი  ნიგოზის ცხიმით დაისვრება.ნიგოზის ცხიმი რომ არ დავკარგოთ და დესერტი გემრიელი გამოგვივიდეს, დავუმატებთ 1 ჩ.კოვზს შაქარს.შაქარი ცხიმს შეიწოვს და ისე გადავიტანოთ ფქვილში.

ფქვილს ასევე  დავუმატოთ კაკოს ფხვნილი,გამაფხვიერებელი,მარილი.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ და შევურიოთ 1 ს.კოვზი კონიაკი.

კვერცხი ცილა ავთქვიფოთ შევურიოთ  75 გრ.შაქარი.

კარაქი ავთქვიფოთ 75 გრ.შაქართან ერთად და  შევათქვიფოთ თითო-თითოდ კვერცხის გულები.ბოლოს კი დავუმატოთ გაგრილებული შოკოლადი.მიღებულ მასას მონაცვლეობით  დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და ამოყვანილი ბეზე.

ფოლგას ერთი მხრიდან წავუსვათ ცხიმი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი, გადავაფაროთ ფოლგა და  ცივ ღუმელში 170 გრადუსზე   ვაცხობთ 40 წუთი,შემდეგ ფოლგა მოვაშოროთ და კიდევ გამოვაცხოთ 10-15 წუთი.

ბისკვიტი გავაგრილოთ, გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტს შუაში,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ გარგლის ჯემი და შევდოთ 15 წუთი საყინულეში ,რომ ადვილად წავუსვათ შოკოლადის განაში.

თუ გარგლის ჯემი სქელია,მაშინ გავაცხელოთ და  ბისკვიტს ისე წავუსვათ .

შოკოლადის განაში გავყოთ ორად.ნახევარი ტორტს წავუსვათ ზემოდან და გვერდებზე, გადავიტანოთ თეფშზე , შევდოთ საყინულეში  5-10 წუთი და ბოლოს წავუსვათ განაშის მეორე ნახევარი.

შოკოლადის განაში:

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,დავუმატოთ შაქრის პუდრა,კარაქი,ლიმონის წვეთები,კარგად მოვურიოთ და ბოლოს ჩავამატებთ ცხელ წყალს და კიდევ მოვურევთ.არ დაგავიწყდეთ ლიმონის წვეთების ჩამატება,რადგანაც ლიმონის მჟავის დამატებით განაში გაცივების შემდეგ ,დესერტის ზედაპირზე ხდება ბრტყელი.

ტორტ ზახერს აუცილებლად უნდა ქონდეს ზემოდან წარწერა.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი,გადავიტანოთ ქარალდის კორნეტში,წვერი მოვაჭრათ და ტორტს ზემოდან გავუკეთოთ წარწერა.

ხაჭოს ტორტი გარგლით

ინგრედიენტები:

იოგურტი – 1 ს კოვზი
შაქრის ფხვნილი – 100 გრ
კარაქი – 125 გ
დიდი კვერცხი – 2 ცალი.
ლიმონის ცედრა  და წვენი
ფქვილი – 1 ჭიქა,მასში შერეული გვაქვს 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მარილი გემოვნებით

გულსართი:
კრემყველი – 700 გ
სახამებელი – 2.5  ს.კოვზი
შაქარი – 1 ჭიქა
კვერცხი – 4 ცალი.
შაქარი – 180 გ
არაჟანი – 400 გრ
დაკონსერვებული გარგარის – 8 ცალი.
ვანილის შაქარი – 1 შეკვრა
ფისტა -1 ს.კოვზი
ლიმონის წვენი – 1 ს.კოვზი
გახეხილი ლიმონის  ცედრა -1 ს.კოვზი

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი და შაქარი.დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი,კვერცხი ,იოგურტი,ლიმონის წვენი,ცედრა და მოვზილოთ ცომი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი და  ძირზე ჩავტკეპნოთ.

გულასრთის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ და ზემოდამ ცომზე მოვათავსოთ და ნიჩბით  თანაბრად  გავანაწილოთ.

წინასწარ გახურებულ ღუმელში ხაჭოს ბისკვიტი გამოვაცხოთ 190 გრადუსზე, ერთი საათი,გადავაფაროთ ფოლგა და ღუმელში დავტოვოთ 15 წუთი.ბისკვიტი გავაციოთ და გავაჩეროთ 1-2 საათი.

შაქარის მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრას დავუმატოთ 4 ს.კოვზი წყალი და ოდნავ შევათბოთ.თუ მინანქარი თხელი გამოგვივა დავუმატოთ შაქრის პუდრა,თუ სქელი წყლით გავათხელოთ.

ტორტი ზემოდან გავაფორმოთ გარგალით,მოვასხათ შაქრის მინანქარი და მოვაყაროთ ფისტა.

გარგლის ტორტი

ინგრედიენტები:

180 გ. ფქვილი ( 6 ს.კოვზი)
180 გრ. შაქარი ( 6 ს.კოვზი)
6 კვერცხი
ზეთი და ფქვილი  – ფორმაზე წასასმელად და მოსაყრელად.

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს

გულსართი:
500 გ გარგარი
250 მლ  35%  ნაღები
3 ს კოვზი  შაქრის პუდრა
ნუშის ფურცლები

დასანამად:
2 ს კოვზი  შაქარი
1 ს კოვზი ნუშის ლიქიორი

ნაბიჯი 1
გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ზეთი ,მოვაყაროთ ფქვილი,ზედმეტი გადმოვყაროთ.

ნაბიჯი 2
ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.კვერცხის ცილა  ცალკე მყარ პიკამდე ავთქვიფოთ..კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე. გოგლიმოგლში ულუფობით შევურიოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად,ბოლოს კი  დავუმატოთ ამოყვანილი კვერცხის ცილა.ვურიოთ ერთი მიმართულებით ქვემოდან ზემოთ.

ნაბიჯი 3
ცომი ჩავასხათ ფორმაში, გამოვაცხოთ 18 – 20 წუთი.როცა  ბისკვიტი ამოვა და ოქროსფერი გახდება ,გამოვიღოთ ღუმელიდან,ბადეზე გავაციოთ და გავჭრათ ორად.

ნაბიჯი 4
შაქარი  ქვაბში ჩავყაროთ ,დავასხათ წყალი და მოვადუღოთ. სიროფში ჩავასხათ ნუშის ლიქიორი,გავაგრილოთ და დავნამოთ ფიფიტები.

ნაბიჯი 5
ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით,შემდეგ შევურიოთ შაქრის პუდრა და ვთქვიფოთ მყარ პიკამდე.გარგარი ნაჭრებად დავჭრათ.

ნაბიჯი 6
ფირფიტა მოვათავსოთ სინზე,წავუსვათ კრემი,დავალაგოთ გარგლის ნაჭრები,დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა,წავუსვათ კრემი,დავალაგოთ გარგლის ნაჭრები.

ნაბიჯი 7
გარგარს ფუნჭით წავუსვათ გარგლის ჯემი და ტორტს მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები.

რჩევა: ზოგიერთი კულინარი ბისკვიტს გვერდებზე თხელ ფენად უცხებს კრემს და მოაყრის ნუშის ფირფიტებს.

ტორტი ” შავი ქლიავი შოკოლადში”

ინგრედიენტები;

კვერცხი – 2 ცალი

შედედბული რძე – 1 ქილა

ფქვილი – 160 გრ.

სოდა – 12 გრ.

ლიმონის წვენი – 18 მლ.

შავი ქლიავის ჩირი  – 400 გრ + 10  -15 ცალი გასაფორმებლად

ნიგოზი – 160 გრ

უნალექო ყავა – 15 გრ

წყალი

კონიაკი– 18 მლ

კაკაო – 75 გრ

მზესუმზირის ზეთი – 40 მლ

შოკოლადის კარაქი – 50 გრ

კრემი:

არაჟანი (20%) – 500 მლ

კვერცხის ცილა – ½ ცალი

შაქარი – 200 გრ

მინანქარი (1 ულუფა):

 

შაქარი — 75 გრ

რძე– 55 მლ

კაკაო – 75 გრ

კარაქი — 75 გრ

გასაფორმებლად

შავი შოკოლადი – 150 გრ

 

 

ღუმელი გავახუროთ 180°C.

ავთქვიფოთ კვერცხი შედედებულ რძესთან ერთად. აურიოთ კაკაო კარაქში და შევათქვიფოთ კვერცხიან-რძიან მასას,დავუმატოთ ფქვილი,სოდა ლიმონის წვენით და მივიღებთ თხევად ცომს .

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ შოკოლადის კარაქი,ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 20 -25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. გამომცხვარი ბისკვიტი გავაციოთ ფორმაში,შემდეგ შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 1 საათი მაცივარში.

შავი ქლიავი გავრეცხოთ და 1,5-2 საათი წყალში დავალბოთ . შემდეგ გამოვუღოთ კურკები,გავაშროთ და დავჭრათ. ნიგოზი მოვხალოთ,მოვაცალოთ ქერცლი და დავჭრათ.

მოვამზადოთ კრემი. არაჟანი ჩავასხათ ოთხფენა მარლაში, რომელიც მოთავსებულია საწურში.მარლის კუთხეები შევკრათ,დავახუროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე და ასე შევდოთ 1,5-2 საათი მაცივარში

კვერცხის ცილის ნახევარი ავთქვიფოთ და  შაქართან ერთად მიქსერით არაჟანს შევათქვიფოთ.

ყავას დავასხათ ცხელი წყალი,დავუვატოთ კონიაკი.

ბისკვიტი გავყოთ 3 ფენად.. ქვედა ორი ფენა ყავის ნაყენიტ დავნამოთ,წავუსვათ კრემი,ზემოდან კი დავაწყოთ დაჭრილი ქლიავის ჩირი და ნიგოზი.ტორტის გვერდებს და ზედა ნაწილს წავუსვათ კრემი,მაგრამ არ მოვაყაროთ ნიგოზი და შავი ქლიავის ჩირი .

ტორტი 10 წუთი შევდოთ მაცივარში. ტორტი გავაფორმოთ შავი ქლიავის ჩირით,გახეხილი შოკოლადითა და ნიგვზის ნატეხებით.

ალუმინის პატარა ქვაბში ჩავასხათ რძე,ჩავაგდოთ კარაქი.ცალკე შევურიოთ კაკო და შაქარი,როგორც კი კარაქი დადნება,დავუმატოთ კაკაო შაქრით,მოვურიოთ,მივიყვანოთ ადუღებამდე და 5 წუთი გავაციოთ.

ტორტს 2 ეტაპათ გადავასხათ მინანქარი.შოკოლადის მინანქრის ნახევარი ტორტს დავასხათ,შევდოთ მაცივარში 5 წუთი,შემდეგ კი მეორე ნახევარით დვფაროთ.

შოკოლადისა და ყავის ტორტი ფერერო როშე

ინგრედიენტები :

ბისკვიტი:
ფქვილი -380 გრ.
კაკაოს ფხვნილი – 75 გრ.
შაქარი – 450 გრ.
ვანილინი -1 გ.
მარილი -1 / 2 სთ.
სოდა -2 ჩ.კ.
ძმარი 9% -2.ს.კოვზი
კვერცხი – 3 ცალი
კარაქი – 90 გ.
მცენარეული ზეთი -90 გრ.
რძე – 420 მლ.

დასანამად:
ყავა -1,5 ს.კოვზი
მდუღარე წყალი -150 მლ.
ლიქიორი -2 ს.კოვზი

გულსართი:
თხილი -130 გ.
ვაფლები -30 გრ.
თეთრი შოკოლადი -150 გრ.
ნაღები 20% -3 ს.კოვზი

კრემი:
ნაღები  33% -300 მლ.
ნუტელა -4 ს.კოვზი

შოკოლადის  მინანქარი:
მუქი შოკოლადი -150 გ.
ნაღები 20% -100 მლ

 

მომზადების წესები :

ფორმის დიამეტრი -24-26 სმ.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.გვერდებზე და ძირზე მოვუსვათ ცხიმი.

მშრალი ინგედიენტები შევურიოთ ერთმანეთს.

კვერცხები,მცენარეული ზეთი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,რძე ერთმანეთში შევურიოთ,დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და მიქსერით  ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ავთქვიფოთ.მივიღებთ თხევად ცომს,რომელშიც ჩავამატებთ ძმარს,მოვურიოთ კოვზით.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50-60 წუთი.

დასანამის მოსამზადებლად ყავას დავასხათ მდუღარე წყალი,დავუმატოთ ლიქიორი.

გულსართი: მოხალულ თხილს ქერცლი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ.

თეთრ შოკოლადს დავასხათ ნაღები და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ.

თხილი,დატეხილი ვაფლი,დამდნარი შოკოლადი ერთმანეთში შევურიოთ.

კრემი: ცივი ნაღები მიქსერით ამოვიყვანოთ და შევურიოთ ნუტელა.

ტორტის აწყობა:ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად.ფენები დავნამოთ.პირველ და მეორე ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ გულსართი.მესამე ფენას დავნამავთ და წავუსმევთ მარტო კრემს.ბისკვიტის ფენები ერთმანეთზე დავალაგოთ.ტორტს გვერდებზეც კრემი წავუსვათ და შევდოთ 4 საათი მაცივარში.

ტორტს ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ მინანქარი ან მოვრთოთ კანფეტის ბურთულებით.გვერდებზე მოვაყაროთ დაფქული თხილი.