თევზი ნიგვზის ბაჟეში

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი(ორაგული,სკუმბრია,კამბალა)

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 კონა ქინძი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ნახ ბროწეულის მარცვლები

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

წყალი  იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

ცოტა ქინძი

მომზადების წესები :

გასუფთავებულ თევზი ნაჭრებად  შევწვათ და ზედმეტი ცხიმი ხელსახოცით მოვაშოროთ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ ემალის ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ხელისგულით ღონივრად ვზილოთ თასის ფსკერზე  დაახლოებით 20 წუთი  .ნაზავს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს სოუსს  ამზადებს ცხელი წყლით .

შემწვარი თევზს  მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

თევზის ნიგვზიან ბაჟეს ძალიან უხდება ქინძი.თუ სურვილი გვექნება,მწვანილი წვრილას დავჭრათ და მოვაყაროთ ბაჟეს.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

სალათი ”ოლივიე” – კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები :

4 კარტოფილი

5 კვერცხი

3 მჟავე კიტრი

1 ნედლი კიტრი

2  დიდი ზომის მჟავე მწვანე ვაშლი (სურვილისამებრ)

600 გრ.ქათმის ფილე ან ძეხვი ”დოქტორსკი”

1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა

3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

200 გრ. მაიონეზი

1 პატარა კონა კამა ,მწვანე ხახვი ნახ. კონა

მარილი,დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესები :

კარტოფილი და სტაფილო კარგად გავრეცხოთ, ბოსტნეული ქერქიანად მოვხარშოთ,კარგად გავაცივოთ და ქერქი მოვაცილოთ .

კვერცხი და ქათმის ფილე მოვხარშოთ.

ვაშლი გავთალოთ ,გამოვუღოთ გული .მჟავე ვაშლი სალათს ძალიან უხდება.შესაძლებელია ,რომ ეს ინგრედიენტი საერთოდ არ გამოვიყენოთ.  .

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინგრედიენტი პატარა ზომის კუბებად დავჭრათ და  ერთმანეთში შევურიოთ.

ინგრედიენტები გადავიტანოთ დიდი ზომის თასში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,ბარდა და მაიონეზი მოვასხათ.

თასში ყველა ინგრედიენი კარგად შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და გავაფორმოთ ჩვენი გემოვნებით.

 

 

 

ნივრისა და არაჟნის სოუსი

ინგრედიენტები :

100 მლ არაჟანი

1 კბილი ნიორი

2 გრ მარილი

1 ღერი  ოხრახყრში ან კამა სურვილის მიხედვით

მომზადების წესები :

დაჭყლეტილი ნიორი შევურიოთ მარილთან ერთად არაჟანს.სოუსს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

რჩევა: არაჟანს შეგვიძლია შევურიოთ მაიონეზი.

არაჟნის სოუსის მეორე ვარიანტი :

7 ს.კოვზი არაჟანი

3 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

1 ჩ.კოვზი მდოგვი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები ერთმანეთს შევურიოთ.მაიონეზის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათებში.

 

 

ელარჯის სნექი ნიგვზიანი ბროწეულის სოუსით – თანამედროვე მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

ღერღილი 1 კგ

სულგუნი ან ჭყინტი ყველი 1 კგ

წყალი 1.5 მლ

ყველი პარმეზანი 200 გრ

ზეთი 300 მლ

 

ბროწეულის სოუსი:

ნიგოზი 100 გრ

ბროწეულის წვენი 100 მლ

ნიორი 2 კბ

უცხო სუნელი 10 გრ

წითელი წიწაკა 5-10 გრ

ყვითელი ყვავილი  10 გრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ცხელი ელარჯი გადმოვიღთ თეფშზე და გავაციოთ.

გაციებული ელარჯი დავჭრათ კუბებად.

ყველი პარმეზანი სახეხზე გავხეხოთ .

300 მლ ზეთი ღრმა  ტაფაში გავახუროთ .

ელარჯის კუბები ამოვსვაროთ გახეხილ პარმეზანში და შევწვათ ყველა მხრიდან ზეთში.

სოუსის მომზადება:

ნიგოზი ,სუნელები,მარილი და ნიორი დავაბლენდეროთ.სოუსს დავუმატოთ ბროწეულის წვენი.

თუ უფრო თხელი სოუსის მიღება გსურთ ,გაზარდეთ ბროწეულის წვენის რაოდენობა.

 

 

 

წყარო:იუთუბი.გადაცემა გურმანია,2015 წელი

 

 

მწვანე აჯიკა – მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

1  კონა ქინძი

1 მწარე მწვანე წიწაკა

1  ტკბილი მწვანე წიწაკა

უცხო სუნელი გემოვნებით

ნიორი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

ქიძი,წიწაკა,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში.დავუმატოთ უცხო სუნელი,მარილი.მოვათავსოთ მინის ჭურჭელში.

ჭურჭელს თავი მოვუკრათ და შევინახოთ მშრალ,გრილ ადგილას.

მწვანე აჯიკა სასურველია მოვამზადოთ ოქტომბრის თვეში.

წითელი მშრალი აჯიკა -მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

1000 გრ. წითელი ბულგარული

100 გრ.წითელი წიწაკა

5-6 თავი. გრ.ნიორი

მარილი/გემოვნებით

უცხო სუნელი/გემოვნებით

ყვითელი ყვავილი /გემოვნებით

ხმელი ქინძი/გემოვნებით

მომზადების წესები:

 

მწარე წიწიაკას მოვაშოროთ ყუნწები.

ბულგაულ წიწაკას მოვაშოროთ თესლები.

წიწაკა გავრეცხოთ,საწურზე დავდოთ და დავწრიტოთ.

წიწაკა ხორცსაკეპში გავატაროთ ნიორთან ერთად და შევაზავოთ სუნელებით, მარილით.

სასურველია ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს მომინანქრებულ ჭურჭელში,დავტოვოთ თავღია, ყოველდღე მოვურიოთ, სანამ  არ დადუღდება. შემდეგ  ავურიოთ 10 დაფქული ასპირინი.

ჩავდოთ სტერილურ  ქილებში ,მოვუკრათ თავი და შევინახოთ  სიგრილეში.

 

 

ისპანახის სოუსი

ინგრედიენტები:

ისპანახი 1/3 კ

ზეითუნის ზეთი 30 მლ

1 კბილი ნიორი

მარილი,პილპილი 2-2 გრ

150 გრ.მოხარშული სპაგეტი

ისპახანის სოუსის მომზადება:

ისპანახი დავჭრათ უხეშად და ტაფაზე გამდნარ კარაქში მოვწალოთ.მოვაყაროთ წიწაკა, მარილი.ისპახანი დაახლოებით 2 წუთში მოიწალება ,ფერს შეიცვლის.

ბლენდერში გადავიტანოთ ისპახანი,ნიორის 1 კბილი,ჩავასხათ ზეითუნის ზეთი(მასის ერთგვაროვნობისათვის ).

მოხარშულ სპაგეტს მოვასხათ ისპახანის სოუსი  და კარგად ამოვურიოთ.მივირთვათ გემრიელად

მწვანე ტყემლის საწებელი ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

5 კგ.ახალი ტყემალი .
10  თავი ახალი ნიორი
5  პატარაკონა ქინძი
5  პატარაკონა ცერეცო
1-2  კონა ომბალო
დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

ტყემალი მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

გარჩეული ნიორი,გარეცხილი მწვანილი,მოვათავსოთ ბლენდერში.დავასხათ ტყემლის  ნახარში და დავაბლენდეროთ.

საცერში გატარებულ ტყემალს დავასხათ დაბლენდერებული მასა,დავუმატოთ წიწაკა,მარილი და კარგად მოვურიოთ..

თუ სქელი გამოგვივიდა,გავათხელოთ ტყემლის ნახარშით .

ჭურჭელი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20-30 წუთი.დავუმატოთ სალიცილი და გადავიტანოთ ქილებში.მოვხუფოთ  და შევინახოთ ზამთრისთვის.

ალუჩის საწებელი ზამთრისთვის

ინგრედიენტები:

5 კგ.ახალი ალუჩა

10  თავი ახალი ნიორი

5 კონა ქინძი

5 კონა ცერეცო

2  კონა ომბალო

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

ალუჩა მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

გარჩეული ნიორი,გარეცხილი მწვანილი,მოვათავსოთ ბლენდერში.დავასხათ ალუჩის  ნახარში და დავაბლენდეროთ.

.საცერში გატარებულ ალუჩას ,დავასხათ დაბლენდერებული მასა,დავუმატოთ წიწაკა,მარილი და კარგად მოვურიოთ..

თუ სქელი გამოგვივიდა,გავათხელოთ ალუჩის  ნახარშით .

ჭურჭელი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20-30 წუთი.დავუმატოთ სალიცილი და გადავიტანოთ ქილებში.მოვხუფოთ  და შევინახოთ ზამთრისთვის.

ქათამი ბურგუნდიულად

ინგრედიენტები :

კარაქი 50 გრ

ზეთი 100 მლ

ხვანჭკარა 750 მლ

ფქვილი 1 ს.კ

წყალი 50 მლ

ხახვი 1 ცალი

ნიორი 2 კბილი

სტაფილო 1 ცალი

სოკო 200 გრ

ქინძი 10 გრ

ოხრახურში 10 გრ

შავი პილპილი,მარილი,პაპრიკა გემოვნებით

მომზადების წესები :

შევკაზმოთ ქათამი პაპრიკა,მარილითა და პილპილით.მოვაყაროთ ფქვილი და შევწვათ ბევრ ზეთში.

ხახვი,ნიორი,სოკო,სტაფილო დავჭრათ უხეშად.

ძაფით შევკრათ   მწვანილის  კონა.

ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი.მასში ხახვი,ნიორი,სტაფილო,სოკო ერთდოულად მოვთუშოთ,დავასხათ ხვანჭკარა,ჩავდოთ მწვანილის კონა და წამოვადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ,სოუსიდან მწვანილის კონა ამოვიღოთ ,შევასქელოთ წყალში გახნილი ფქვილით ,მოვაყაროთ მარილი ,პილპილი,პაპრიკა.

ცხელი შემწვარი ქათამი გადაგვაქვს სოუსში და ვაჩერებთ 10-15 წუთი.

ამის შემდეგ ვაკეთებთ სერვირებას.

 

წყარო:იუთუბი,გურმანია,2 მაისი 2015 წელი