ინგრედიენტები:
500 მლ. რძე
500 გრ.სულგუნი
100 გრ.არაჟანი
200 გრ.ნადუღი
1 პატარა კონა პიტნა
ბროწეულის მარცვლები
მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები:
პიტნის შიგთავსის მომზადება;
ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად;
რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .
სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.
მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვანი მასა.
სულგუნის ცომი სველ ხის დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .
სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით და გავაციოთ.
რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ სოუსში.
სოუსის მომზადება:
ნადუღი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ არაჟანი,თვალზომით პიტნის გულსართი(დაახლოებით 2 ჩ.კოვზი),მარილი,ყველის ნახარში.
ნარევი აუცილებლად დავაბლენდეროთ(ნადუღის კოშტები არ იგრძნობოდეს).
სოუსი დავასხათ გებჟალიას ნაჭრებს და მოვრთოთ პიტნით,ბროწეულის მარცვლებით