ტარტარი -ლეგენდარული ფრანგული სოუსი ხორცეულისათვის

ინგრედიენტები:

1 კვერცხი

3 პატარა ზომის მჟავე კიტრი

ნახევარი ხახვი

3 ღერი ოხრახურში

0,5 ჩ.კოვზი მარილი

0,5 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

2 ს.კოვზი თეთრი, მშრალი ღვინო

1 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი მდოგვი

1 ჩ.კოვზი შაქრის პუდრა

100 მლ.მაიონეზი

მომზადების წესები:

მჟავე კიტრი  და ხახვი დავჭრათ პატარა ზომის კუბებად.

ოხრახურში დავჭრათ.

კვერცხი მოვხარშოთ მაგრად და  ღრმა თასში ჩანგლით ავსრისოთ,დავუმატოთ წიწაკა,მარილი,ლიმონის წვენი,თეთრი მშრალი ღვინო,ზეითუნის ზეთი,მდოგვი,მაიონეზი,შაქრის პუდრა და მოვურიოთ.ჩავყაროტ სიგნით მჟავე კიტრი,ხახვი და მწვანილი.

ეს უგემრიელესი ფრანგული სოუსი მზად არის! მივირთვათ ხორცეულთან ერთად!

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქლიავის სოუსი ჩატნი – ინდური სამზარეულო

ინგრედიენტები სოუსი ჩატნისათვის:

150 გრ.ქლიავი

1 ვაშლი

1 ხახვი

3 კბილი ნიორი

დარიჩინის ჯოხი

8 გრ.ნედლი ჯანჯაფილი

2 გრ.ბაჰარი ( დაფქული)

1 გრ.წითელი წიწაკა დაფქული

20 მლ.ვაშლის ძმარი

75.გრ.შაქარი

5 გრ.მარილი

2გრ.შავი წიწაკა

 

მომზადების წესები :

ვაშლი გავთალოთ,გავყოთ 4 ნაწილად.

გავახუროთ ტაფა.

ხახვი გავფცქვნათ და გავყლოთ 6 ნაწილად.

ნიორი  დავჭრათ წვრილად.

ჯანჯაფილი გავთალოთ და გავხეხოთ.

გახურებულ ტაფაზე დავაწყოთ ვაშლი,ქლიავი,ხახვი,ჯანჯაფილი,ნიორი დავასხათ 60 მლ. წყალი და დაბალ ცეცხლზე ჩაითუშოს.

ჩატნის დავუმატოთ სუნელები:დარიჩინის ჯოხი,წითელი და შავი წიწაკა,დაფქული ბაჰარი,შაქარი,მარილი და მოვასხათ ძმარი.სოუსი ჩატნი მოვამზადოთ 40 წუთი დაბალ ცეცხლზე.მომზადებული სოუსიდან ამოვიღოთ დარიჩინის ჯოხი და დავაბლენდეროთ.

სოუსი მივირთვათ გამომცხვარ ღორის ხორცთან ერთად.

 

იტალიური პასტა ვეგეტარიანულად შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1/2 თავი ხახვი
30 გრ. წითელი ბულგარული
30 გრ. მწვანე ბულგარული
50 გრ. ბადრიჯანი
200 გრ. პომიდორი გახეხილი
შავი პილპილი
მარილი
ორეგანო
ნიორი
150 გრ. სპაგეტი

მომზადების წესები :

ხახვი წვილად დავჭრათ , ზეთში მოვშუშოთ და წვრილად დაჭრილი წითელი , მწვანე ბულგარულები დაუმატოთ .

ბადრიჯანი გავფცქვნათ , ოთკუთხედებად დავჭრად ,ხახვს და ბულგარულს  დავამატოთ, კარგად რომ ჩაიშუშება ,დავასხათ პომიდორი და ესეც კარგად მოვშუშოთ.

მარილი პილპილი, ორეგანო მოვაყაროთ.

სპაგეტი  მარილიან წყალში მოვხარშოთ , გადავწუროთ  და სოუსში ჩავყაროთ,კარგად ამოვურიოთ .ზევიდან შეგვიძლია,  წვრილად დაჭრილო ოხრახუში მოვაყაროთ.

იტალიური ლაზანია შეფ-მზარეული ნინო წენგაშვილის რეცეპტით

 

ინგრედიენტები:

10 -12 ცალი ლაზანიას ფირფიტა
800-1000 გრ. ხორცის ფარში
2-3 თავი ხახვი
2 ც სტაფილო
3-4 კბ ნიორი
500 – 700 მოცარელა
70 გრ. პარმეზანი
600 მლ პომიდორი გახეხილი
1 ლ. რძე
150 -200 გრ. ფქვილი
100 გრ. კარაქი
შავი პილპილი
ორეგანო .თეთრი ღვინო.
მუსკატის კაკალი დაფქვული

მომზადების წესები :

წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვშუშოთ,დავუმატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა.

ცოტა ხნის შემდეგ დავუმატოთ ფარში და დაბალ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ.

მოშუშულ ფარშს დავუმატოთ პომიდორი , თეთრი ღვინო  , პილპილი ,ორეგანო და დაბალ ცეცხლზე

მოვშუშოთ კარგად ( რაც უფრო დიდხანს იშუშება სოუსი უფრო უკეთესია ).

ინგრედიენტები ბეშამელის სოუსისათვის :

800-1000 ლ. რძე
100 გრ. კარაქი
150- 200 ფქვილი
მუსკატის კაკალი
პილპილი
მარილი

მომზადების წესები ;

კარაქი  სქელძირიან ქვაბში გავადნოთ.

500 მ ლ რძე და ფქვილი დავაბლენდერეთ .  დავუმატოთ დამდნარი   კარაქი და  განუწყვეტლივ ვურიოთ, დარჩენილი რძით შევავსოთ

და  მუსკატის კაკალით( გახეხილი). პილპილითა და მარილით შევზავოთ.

ფორმას  მოვასხათ ცოტა ბეშამელი ,დავალაგოთ ლაზანიას ფირფიტები ფენებად.ფენებს შორის გადავანაწილოთ ხორციანი სოუსი,მოვასხათ ბეშამელი და ლაზანიას აწყობა დავამთავროთ ფირფიტით.ზემოდან მოვაყროთ  ჯერ მოცარელა და დავახეხოთ პარმეზანი.

ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ  წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში  20-25 წუთი 180-200 გრადუსზე.

ბოლოს მოვაძროთ ფოლგა და ზემოდან დავბრაწოთ.

ქათამი ახალ ტყემალში იმერულად

ინგრედიენტები:

1 წიწილა

1 კგ.ახალი ტყემალი

1-2  თავი ახალი ნიორი

1 კონა ქინძი

1 კონა ცერეცო

1/2 კონა ომბალო

 

მომზადების წესები:

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად დავნაყოთ.

ტყემალი მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

მწვანილი წვრილდ დავჭრათ.

კეცზე შევწვათ წიწილა  და დავჭრათ.

ახალი ტყემალი შევაზავოთ საკმაზითა და მწვანილებით.

წიწილას მოვასხათ სოუსი.

 

წყარო: იუთუბი,გურმანია 25 მაისი , 2015 წელი

 

საქონლის ჩალაღაჯი ბროწეულის სოუსით, სტაფილოს პიურე

ინგრედიენტები;

საქონლის ჩალაღაჯი(სტრიპლოინი)

20 გრ.ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

ბროწეულის სოუსი:

1 ცალი დიდი ზომის ბროწეული

1 კბილი ნიორი

20 მლ შავი ბალზამიკო

1/4 თავი ხახვი

1 ს/კ შაქარი

მარილი ,პილპილი გემოვნებით

სტაფილოს პიურე:

2 ცალი სტაფილი

30 მლ.ნაღები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები;

კარგად მოხარშული სტაფილო მოვათავსოთ თასში,ნაღები დავასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ და ჩავწყლიტოთ.

ტაფაზე ბროწეულის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ხახვი,ორად გაჭრილი ნივრის კბილი  მოვათავსოთ ,ბალზამიკო მოვასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ ,გადავიტანოთ შეკაზმულ  სტაფილოში და სოუსი ვადუღოთ ცოტა ხნით დაბალ ცეცხლზე.

საქონლის ჩალაღაჯს ორივე მხრიდან მარილი და პილპილი  მოვაყაროთ .

ტაფაზე ზეთი დავასხათ და კარგად გავახუროთ.სტრიპლოინი ორივე მხრიდან 3-3 წუთი შევწვათ და შემდეგ გამოვაცხოთ ღუმელში.

თეფშზე გადავიტანოთ სტაფილოს პიურე და სტრიპლოინი.მოვასხათ პროწეულის სოუსი.გემრიელად მიირთვით.

 

 

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,26 მაისი 2015 წელი

 

 

 

 

შემწვარი წიწილა მაყვლის საწებელში იმერულად

ინგრედიენტები:

წიწილა

500 გრ.მაყვალი

3-4 კბილი ნიორი

1/4 ჩ.კოვზი დაფქული ქინძი

1 პატარა კონა ნედლი ქინძი

1/2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა გემოვნებით

ქინძი

მომზადების წესები;

დაჭყლეტილი,მწიფე მაყვალი გავატაროთ საცერში.დავუმატოთ დანაყილი ნიორი,მარილი,ნედლი ქინძი,სუნელები.სოუს უნდა ქონდეს ერთდროულად ტკბილ-მწარე გემო.

წიწილა შევწვათ კეცზე ან ტაფაში.დავჭრათ ნაწილებად და მოვასხათ მაყვლის საწებელი.

 

თევზი ქინძმარში – ქართული ტრადიციული კერძი

ინგრედიენტები:

500 გრ.ლოქო ან თეთრი ორაგული

დაფნის ფოთოლი

20 გრ.კამა

2-3 ცალი ბაჰარი

1 კბილი ნიორი

100 მლ ძმარი

წყალი

მარილი

მომზადების წესები :

ღრმა ტაფაში გავაცხელოთ წყალი . შიგნით მოვათავსოთ დაფნის ფოთოლი,მარილი, კამა.

თევზი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.ლოქო  ტაფაში ჩავაწყოთ მოსახარშად.

სოუსისათვის წვრილად დავჭრათ ქინძი,ნიორი . მარილი,წიწაკა მოვაყაროთ. სოუსს დავასხათ ძმარი და მოურიოთ.

თევზი გადმოვიტანოთ ფორმაში. თევზის ნახარში გავატაროთ საცერში და სოუსს შევურიოთ.

ლოქოს დავასხათ მომზადებული ქინძმარი,3-4 საათი გავაჩეროთ და შემდეგ მივირთვათ.

 

 

 

 

თევზი ბაჟეში

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი(ორაგული,სკუმბრია,კამბალა)

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 კონა ქინძი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ნახ ბროწეულის მარცვლები

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

წყალი  იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

 

მომზადების წესები :

გასუფთავებულ თევზი ნაჭრებად  შევწვათ და ზედმეტი ცხიმი ხელსახოცით მოვაშოროთ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ ემალის ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ღონივრად ვზილოთ,თასის ფსკერზე კი დაახლოებით 20 წუთი ხელისგულით ვსრისოთ.საკმაზს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს სოუსს  ამზადებს ცხელი წყლით .

შემწვარი თევზს  მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.