ზაფხულის ელექსირი – არომატული მარწყვის ლიქიორი

ინგრედიენტები ;

1 კილო შაქარი

1 კილო მარწყვი

1  ლიტრა  არაყი ( 40-45% სპირტი)

30 მლ.ლიმონის წვენი

ნახევარი ლიტრა წყალი

მომზადების წესები :

მარწყვი გავრეცხოთ,გადავარჩიოთ და შუაზე გავჭათ.

მარწყვის ნაჭრები ჩავყაროთ ქილაში, მოვასხათ  ლიმონის წვენი, დავასხათ სპირტი ,ისე რომ მარწყვი მთლიანად დაიფაროს.ქილას  მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და 14-16 დღე გავაჩეროთ მზეზე.

ქილიდან გადმოვასხათ ნაყენი და გავფილტროთ 3 ფენა მარლაში.

წყალს შევურიოთ შაქარი, მოვადუღოთ სიროფი,პერიოდულად მოვხადოთ ქაფი,ვადუღოთ 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე.

სიროფი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე..

ნაყენი და სიროფი ერთმანეთს შევურიოთ.ლიქიორი გადავასხათ ქილებში და 7 დღე გავაჩეროთ სიბნელეში.ამ  პერიოდის შემდეგ ლიქიორი გამოსაყენებლად მზად არის !  ალკოჰოლური სასმელი,მარწყვის ლიქიორი ინახება ორი წელი.

 

 

 

 

 

ქლიავის ლიქიორი

ინგრედიენტები :

1 კგ.  ძალიან მწიფე ქლიავი

0,5 მლ.არაყი

200 გრ.შაქარი

1 ფორთოხალი

მომზადების წესები :

1 ფორთოხლისგან მოვამზადოთ ცედრა,მოვაშოროთ თეთრი ქერქი და დავჭრათ კუბებად.

ქლიავი  არ ირეცხება. ქლიავს გარედან აქვს თეთრი ფერის ნადები,რომელიც ხელს უწყობს დუღილის პროცესს.

გაურეცხავ ქლიავებს გამოვაცალოთ კურკები,დავჭყლიტოთ და  ჩავდოთ 2ლიტრიან ქილაში დავუმატოთ შაქარი და ფორთოხალი,დავახუროთ პლასტმასის სახურავი,შევანჯღრიოთ,შევინახოთ 5 დღე გრილ ადგილას.

5 დღის შემდეგ მარლაში გავწუროთ, გამოვა 300 მლ.სითხე. ნაყენს შევურიოთ ფორთოხლის ცედრა,დავასხათ არაყი და 24 საათი შევინახოთ ბნელ,გრილ ადგილას.

 

 

 

საგაზაფხულო მარწყვის მოხიტო – გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები :

4-5 მარწყვი

1 ლაიმა

45 მლ.რომი

10 პიტნის ფოთოლი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი წყალი

მინერალური წყალი

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი და გავაგრილოთ.

პიტნის ფოთლები ხელით მოვსრისოთ,დავასხათ ლაიმის წვენი და ჩავყაროთ ყინულიან ჭიქაში.

ჭიქაში ჩავამატოთ სიროფი,რომი,დაჭრილი მარწყვი ,ყინულის ნატეხები და შევავსოთ მინერალური წყლით.

მოხიტო გავაფორმოთ ლაიმით,პიტნის ფოთლებითა და მარწყვით.

 

 

 

ალუბლისა და ფორთოხლის კოქტეილი

ინგრედიენტები:

60 მლ.არაყი

30 მლ.ალუბლის სიროფი

30 მლ.ფორთოხლის წვენი

ყინული

ალუბლის სიროფი:

1 ჭიქა დაკურკული ალუბალი

1 ჭიქა წყალი

3/4 ჭიქა შაქარი

ალუბალი ჩავყაროთ წყალში,დავაყაროთ შაქარი და წამოვადუღოთ.

წვენი დავაბლენდეროთ და საცერში გავატაროთ.

სიროფი გავაციოთ.

მინის ქილაში ჩავყაროთ ყინული,დავასხათ ალუბლის სიროფი,ფორთოხლის წვენი,არაყი,

დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ.

კოქტეილი გადმოვასხათ ჭიქებში და მოვრთოთ ალუბლებით.

ალუბლის ლიქიორი

თუ გინდათ,რომ სტუმრები გააოცოთ,ალუბლის ლიქიორი მოამაზადეთ ბებიების რეცეპტით

ინგრედიენტები:

500 გრ.ალუბალი

3 ჭიქა შაქრის პუდრა

3-5 ნაჭერი ლიმონი

1 ლიტრი არაყი

ალუბალი გავრეცხოთ,დავკურკოთ და მოვათავსოთ მინის ქილაში ფენა-ფენა.

ფენებს შორის მოვაყაროთ შაქრის პუდრა,ზემოდან დავალაგოთ ლიმონის ნაჭრები,დავასხათ არაყი, დავახუროთ თავსახური და 1 თვე შევინახოთ სიგრილეში.

ლიქიორი გადავწუროთ და ჩავასხათ მინის ბოთლებში.

ალუბლის მარცვლები არ გადავყაროთ,შევინახოთ, გამოგვადგება ტკბილეულის მოსამზადებლად.

ლიქიორი სუფრასთან მიტანის წინ კარგად გავაციოთ.