ლიმონისა და პიტნის გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები :

1 ლიმონი

1 პატარა შეკვრა პიტნა

1 ლაიმე

4 ს.კოვზი შაქარი ან გემოვნებით

3 ლიტრა წყალი

 

მომზადების წესები :

ლიმონს და ლაიმს გადავავლოთ ცხელი წყალი.

პიტნა გავრეცხოთ  .

ციტრუსი გავყოთ 4 ნაწილად ,გამოვწუროთ წვენი.

ციტრუსის გამოწურული ქერქი,შაქარი ჩავყაროთ 3 ლიტრიან ქილაში, ჩავასხათ  წვენი დავაყაროთ პიტნის ფოთლები.ქილაში ცავასხათ 100 მლ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და ფრთხილად მოვურიოთ ხის კოვზით,შაქარის გასადნობად .

ქილა შევავსოთ გადადუღებული და გაგრილებული წყლით,გადავაფაროთ მარლა. გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი და შემდეგ შევინახოთ სიგრილეში დილამდე. თუ გვინდა ნაკლებად კონცენტრირებული სასმელი დავამზადოთ,ნაყენი გავაჩეროთ სულ 4 საათი.

 

 

გარგლის კომპოტი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

3 კგ.  გარგარი

2,5 კგ. .შაქარი

წყალი,რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად.

გარგარი გავრეცხოთ,მოვაშოროთ კურკა.

3 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ გარგარი, დავასხათ ცხელი წყალი,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაცივებამდე.

ქილებიდან ნაყენი გადმოვასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. ქაფქაფა სიროფით ავავსოთ ისევ ქილები და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ. ქილები გადმოვაბრუნოთ და ასე გავაგრილოთ.

მაყვლისა და ჟოლოს სმუზი

ინგრედიენტები:

1 პატარა ბანანი

ნახ ჭიქა მაყვალი

1 ჭიქა ჟოლო

1 ს.კოვზი თაფლი

170 გრ.ვანილიანი იოგურტი

იოგურტის ყინულები (სურვილისამებრ)

 

ბანანი დავჭრათ რგოლებად.

მაყვალი და ჟოლო გარეცხოთ და საწურზე დავწრიტოთ.

ყველა ინგრედიენტი ერთად დავაბლენდეროთ,ჩავასხათ ჭიქებში .თუ სურვილი გვაქვს ჩავყაროთ ყინულის ნაჭრები და გამრიელად მივირთვათ.

ქლიავის ლიქიორი

ინგრედიენტები:

1 კგ.  ძალიან მწიფე ქლიავი

0,5 მლ.არაყი

200 გრ.შაქარი

1 ფორთოხალი

 

1 ფორთოხლისგან მოვამზადოთ ცედრა,მოვაშოროთ თეთრი ქერქი და დავჭრათ კუბებად.

ქლიავი  არ ირეცხება. ქლიავს გარედან აქვს თეთრი ფერის ნადები,რომელიც ხელს უწყობს დუღილის პროცესს.

გაურეცხავ ქლიავებს გამოვაცალოთ კურკები,დავჭყლიტოთ და  ჩავდოთ 2ლიტრიან ქილაში დავუმატოთ შაქარი და ფორთოხალი,დავახუროთ პლასტმასის სახურავი,შევანჯღრიოთ,შევინახოთ 5 დღე გრილ ადგილას.

5 დღის შემდეგ მარლაში გავწუროთ, გამოვა 300 მლ.სითხე. ნაყენს შევურიოთ ფორთოხლის ცედრა,დავასხათ არაი და 24 საათი შევინახოთ ბნელ,გრილ ადგილას.

 

 

 

ტარხუნისა და მსხლის სასმელი

ინგრედიენტები:

100 გრ.ტარხუნა

75 გრ.შაქარი

2 მსხალი

1 ლიტრი წყალი ან გაზირებული წყალი

 

ტარხუნა  დავაბლენდეროთ შაქართან ერთად დავასხათ 200 მლ  წყალი და შევდოთ 20 წუთი მაცივარში.

ამ რეცეპტში მინერალურ წყალს არ ვამატებთ ,რადგანაც ტარხუნა რეაქციაში შედის სოდასთან და სხვა მინერალებთან და იღებს მწარე გემოს.

1 მსხალი დავაბლენდეროთ.მეორე დაგვჭირდება გასაფორმებლად.

ტარხუნის ნაყენი გავატაროთ საცერში,დავუმატოთ დაბლენდერებული მსხალი,დავასხათ წყალი და სასმელი მზადაა.გავაფორმოთ მსხალითა და ტარხუნის ფოთლებით

 

 

 

საგაზაფხულო მარწყვის მოხიტო – გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები :

4-5 მარწყვი

1 ლაიმა

45 მლ.რომი

10 პიტნის ფოთოლი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი წყალი

მინერალური წყალი

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი და გავაგრილოთ.

პიტნის ფოთლები ხელით მოვსრისოთ,დავასხათ ლაიმის წვენი და ჩავყაროთ ყინულიან ჭიქაში.

ჭიქაში ჩავამატოთ სიროფი,რომი,დაჭრილი მარწყვი ,ყინულის ნატეხები და შევავსოთ მინერალური წყლით.

მოხიტო გავაფორმოთ ლაიმით,პიტნის ფოთლებითა და მარწყვით.

 

 

 

საზაფხულო მარწყვის ლიმონათი

ინგრედიენტები :

350 გრ. მარწყვი

1 ლაიმა

1 ვარსკვლავი ბადიანი

5 პიტნის ფოთოლი

5 ს.კოვზი შაქარი

1,5 ლ. წყალი

მომზადების წესები :

200 მლ წყლისა და შაქრისაგან მოვადუღოთ სიროფი.

150 გრ.მარწყვი და ლაიმი დავჭრათ კუბებად.პიტნის ფოთლები ხელით გავსრისოთ.

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ. სხვა ინგრედიენტები ჩავყაროთ მინის ქილაში,დავასხათ მარწყვის პიურე და ცხელი სიროფი.დავახუროთ თავსახური,გავაჩეროთ 20 წუთი.

ნაყენს დავასხათ დარჩენილი წყალი და შევდოთ 2-3 საათი მაცივარში.

 

 

 

 

 

ალუბლის სმუზი

ინგრედიენტები :

170 გრ.ალუბალი

1 ჭიქა რძე

4 კოვზი მაწონი ან იოგურტი

2 კოვზი თაფლი

3 კოვზი შვრიის ფანტელები

დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესები :

შვრიის ფანტელებს დავასხათ ცხელი რძე ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ .

ბლენდრეშე დაკურკული ალუბალი,შვრიის ფაფა,იოგურტი მოვათავსოთ და დავაბლენდეროთ.

მასას დავუმატოთ თაფლი,დარიჩინი.კოქტეილი შევდოთ მაცივარში 30 წუთი .

სმუზი მზადაა.გემრიელად მიირთვით.

ალუბლისა და ფორთოხლის კოქტეილი

ინგრედიენტები:

60 მლ.არაყი

30 მლ.ალუბლის სიროფი

30 მლ.ფორთოხლის წვენი

ყინული

ალუბლის სიროფი:

1 ჭიქა დაკურკული ალუბალი

1 ჭიქა წყალი

3/4 ჭიქა შაქარი

ალუბალი ჩავყაროთ წყალში,დავაყაროთ შაქარი და წამოვადუღოთ.

წვენი დავაბლენდეროთ და საცერში გავატაროთ.

სიროფი გავაციოთ.

მინის ქილაში ჩავყაროთ ყინული,დავასხათ ალუბლის სიროფი,ფორთოხლის წვენი,არაყი,

დავახუროთ თავსახური და შევანჯღრიოთ.

კოქტეილი გადმოვასხათ ჭიქებში და მოვრთოთ ალუბლებით.

ალუბლის კომპოტი ბავშვებისათვის

ინგრედიენტები:

500 გრ.ალუბალი

6-7 კოვზი შაქარი

ნახევარი ლიმონი

2 ლიტრი წყალი

წყალი ავადუღოთ და ჩავასხათ ნახევარი ლიმონის წვენი.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფში ჩაყაროთ გარეცხილი ალუბალი და მოვხარშოთ.

კომპოტი ვადუღოთ 5 წუთი,შემდეგ ცეცხლი გამოვრთოთ, ქვაბს თავსახური დავაფაროთ და ისე გავაციოთ.