ღუმელში გამომცხვარი გოგრა – 2 განსხვავებული და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 გოგრა

100 გრ.ქლიავის ჩირი

70 გრ.ნიგოზი

50 გრ.გარგრის ჩირი

30 გრ.შაქარი

30 გრ.კარაქი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად და შიგთავსთან ერთად გამოვაცალოთ კურკები.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ნიგოზი,შაქარი,ჩირი და მიღებული მასით ამოვავსოთ გოგრა.ზემოდან მოვათავსოთ კარაქის კუბი.

გოგრა გამოვაცხოთ 45-50 წუთი 160 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარ გოგრას მოვაყაროთ დარიჩინი.

გამომცხვარი გოგრა ვაშლით

ინგრედიენტები :

1 გოგრა

0,5 კგ.ვაშლი

70 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში

30 გრ.შაქარი

30 გრ.კარაქი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

 

გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად და შიგთავსთან ერთად გამოვაცალოთ კურკები.

ტაფაზე კარაქი  გავადნოთ.

ვაშლი გავთალოთ,დავჭრათ კუბებად  და ოდნავ შევწვათ გამდნარ კარაქში.

გარეცხილ ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 15 წუთი და შემდეგ შევამშრალოთ ხელსახოცით.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ნიგოზი,შაქარი, შემწვარი ვაშლი  და მიღებული მასით ამოვავსოთ გოგრა.

გოგრა გამოვაცხოთ 45-50 წუთი 160 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარ გოგრას მოვაყაროთ დარიჩინი.

 

ორბელიანის კაკლუჭები და თეთრი, კნატუნა გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები ;

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.გაგრძელება წაიკითხეთ 

თავადი ორბელიანის კაკლუჭები

ინგრედიენტები :

500 გრ.ნიგოზი

200- 250 გრ.თაფლი

ვანილი

კარამელი. წაიკითხეთ რეცეპტი

ნიგოზი გავატაროთ,შევურიოთ თაფლი და ვანილი.

გავაკეთოთ 20 გრამიანი  ბურთები,გვერდებზე აქედან და იქედან მივაწეპოთ ნიგვზის ლებნები,დავაწყოთ ბადეზე  და გადავასხათ მოდუღებული კარამელი.

 

 

ქართული თონის პური – შოთი

ინგრედიენტები :

2 კგ ფქვილი

20 გრ.საფუარი

1 ლ.თბილი წყალი

30-40 გ.მარილი

მომზადების წესები :

დიდ თასში ჩავყაროთ 2 კგ.ფქვილი,შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება ,ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავყაროთ მარილი და საფუარი.

ნაპირებიდან ფქვილი ნელ-ნელა შევურიოთ წყალს და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

ცომს თავზე გადავაფაროთ ჯერ ცელოფანი,შემდეგ კი თბილი ნაჭერი და ასაფუებლად დავდოთ თბილ ადგილას.

სანამ  ცომი აფუვდება გავახუროთ თონე.

აფუებული ცომი ჩავზილოთ ფქვილიანი ხელებით და 15 -20 წუთი დავდოთ ასაფუებლად.

ცომი დაყოთ 300-500 გრამიან გუნდებად.

გუნდები გავაბრტყელოთ,მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავაკრათ გახურებულ თონეში ან გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

კომშის ცუკატი – არომატული მშრალი მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

1 კგ.შაქარი

500 მლ.წყალი

1 ლიმონი.

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ,გავთალოთ,1.5 სმ სისქის რგოლებად დავჭრათ .

ყოველ  კომშის რგოლს ამოვაჭრათ შუაგული და მოვაცილოთ კურკები.

კომშის ნაჭრები მოვათავსოთ ცივ წყალში,რომ არ გამუქდეს.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ ქერქები ,დავახუროთ თავსახური  და 20 წუთი ვადუღოთ.

ნახარში გავწუროთ. ქერქი გადავყაროთ .

ნახარშში ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და ვხარშოთ 10-15 წუთი.

კომშის ნაჭრები ამოვიღოთ  და გავაციოთ.თუ ფორმა არ მოგვწონს, კიდევ შეგვიძლია დავჭრათ  უფრო პატარა ზომის.ნაჭრებად.

ნახარშში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფში ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და ვხარშოთ ადუღებიდან 5-8 წუთი.და გადმოვდგათ ცეცხლიდან.ქვაბს თავზე დავახუროთ და 8- 9 საათი გავაჩეროთ.

ასე გავაიმეორებთ 4-5 ჯერ.

ლიმონი გავჭრათ შუაზე.

ბოლოჯერზე ჩავახარშოთ  ლიმონი. და შემდეგ  ამოვიღოთ წვენიდან.

მოხარშული ხილის ნაჭრები დავაწყოთ ცხაურზე და 2-3 საათი გავაჩეროთ,რომ დაიწრიტოს.

ამის შემდეგ ხილის ნაჭრები გავშალოთ სწორ ზედაპირზე და ისე გავაშროთ მზეზე ან 3-4 დღე სახლში მშრალ და ბნელ ადგილას.

ცუკატები შეგვიძლია ღუმელშიც გამოვაშროთ. თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავაწყოთ ცუკატები და 40 გრადუსზე გამოვაშროთ შეღებული კარით.

ცუკატები ამოვსვაროთ შაქრის პუდრაში ,გადავიტანოთ მინის ქილებში და შევინახოთ ზამთრისათვის.

რჩევა: არომატის გამძაფრების მიზნით ,შეგვიძლია.სიროფში ჩავახარშოთ 1 დარიჩინის ჯოხი და 1 ანისი, მოდუღების შემდგომ კი ამოვიღოთ.ასევე  კომშის ცუკატთან ერთად ძალიან კარგია ფორთოხლის ცუკატის მომზადება.

 

 

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი კომში თაფლით,ნიგვზით და ქიშმიშით

ინგრედიენტები :

6 მწიფე კომში

150 გრ.ქიშმიში

150 გრ.ნიგოზი

მწიკვი დარიჩინი

3 ჩ. კოვზი თაფლი

1 ლიმონის წვენი და ცედრა

2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ.მაგარი ჯაგრისით მოვაშოროთ ქერცლები.ნაყოფს გამოვუღოთ გულები და ცივ წყალში მოვათავსოთ 30 წუთი.

ნიგოზი დავჭრათ  დანით. გავრეცხოთ და გავაშროთ  ქიშმიში. ავურიოთ  თაფლი, თხილი, ქიშმიში, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და წვენი. მიღებული ნარევით ამოვავსოთ  კომში.

გავახუროთ  ღუმელი 180 ° C- ზე. ხილი განვათავსოთ  პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ 40-50 წუთი. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოვხსნათ ფოლგა,გავაგრილოთ მზა კომში და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

კომშუს პიურე ხორცეულისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

30 გრ.შაქარი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ,დავაყაროთ შაქარი , დარიჩინი და დავაბლენდეროთ.

კომშის პიურე მზად არის.

მეორე ვარიაცია

1,5 კომში

80 გრ.შაქარი

60 გრ.კარაქი

ლიმონი

0,5 გრამი წვრილად დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი ,,დავაყაროთ შაქარი , ჩავაგდოთ კარაქი და სუსტ ცეცხლზე ვხარშოთ 10-12 წუთი.

სითხე გადავღვაროთ .

კომში დავაბლენდეროთ .

პიურეს დავუმატოთ ლიმონის წვენი,ცედრა და წიწაკა.

კომშის პიურე განასაკუთებით უხდება ღორის ხორცს,ინდაური ფილეს და იხვის ხორცს.

მესამე ვარიაცია 

1 კგ.კომში

1 ჩაის კოვზი თაფლი

მარილი

სანელებლები

მომზადების წესები ;

კომში გავრეცხოთ,თესლები გამოვუღოთ,გავთალოთ , დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ,დავამატოთ თაფლი, , დარიჩინი ან ჯანჯაფილი და დავაბლენდეროთ.

თუ სოუსი გვინდა იყოს ცხარე.მაშინ ვუმატებთ წიწაკას.

კომშის წვენი

ინგრედიენტები :

3 კგ.კომში

650 გრ.შაქარი 1 ლიტრა სითხეზე

ვაშლი,კუნელი,ფეიხო სურვილის მიხედვით

მომზადების წესები :

კომშს კანი გავაცალოთ,მოვაშოროთ თესლები,დავჭრათ ნაჭრებად,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ დარბილებამდე.

  კომშს წვენი გადავუწუროთ,შევინახოთ მეორე დღისათვის.

მეორე დღეს წვენი გავზომოთ და თითოეულ ლიტრზე დავამატოთ 650 გრ შაქარი.

წვენი ვადუღოთ შაქართან ერთად,პერიოდულად მოვხაფოთ ქაფი,ჩავასხათ ბოთლებში  და ცხელ წყალში გავუკეთოთ 15 წუთი სტერილიზაცია.ბოთლები მოვხუფოთ.

რჩევა: იგივე წესით შესაძლებელია მოვხარშოთ კომშის და ვაშლის წვენი ერთად.ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კომშს უმატებს  კუნელს ან ფეიხოს.

კომშის ჯემი

ინგრედიენტები :

3 კგ.კომში

4,5 ლ.წყალი

1,5 გრ.შაქარი

20 ცალი კარდამონი( არ არის აუცილებელი)

მომზადების წესები :

კომშები  კარგად გავრეცხოთ ღრუბელით,გავთალოთ,გულები და კურკები გამოვუღოთ .

კომშის ნაჭრები დავჭრათ ოთხკუთხედებად.

გულები და კურკები კარგად დავკეპოთ მჭრელი დანით.

დაკეპილ გულებს,კურკებს და ქერქს დავასხათ წყალი და ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 30 წუთი.ნახარში გავაგრილოთ,გადავწუღოთ და 3 ლიტრა დავასხათ დაჭრილ კომშის ნაჭრებს.

ვხარშოთ კომში 30 წუთი სუსტ ცეცხლზე და 8-10 საათი გავაჩეროთ.ასე ვაკეთებთ კიდევ ორჯერ. ბოლოს ქვაბს თავზე გადავხადოთ,ცეცხლს ავუწიოთ,რომ სითხე დაიშროს.ვურევთ განუწყვეტლივ.

ცხელ კომს ვაბლენდერებთ,ვაყრით შაქარს . გაზქურაზე დავდოთ გამანაწილებელი და მასზე შემოვდგათ კომშის ტკბილი პიურე და როგორც კი წამოდუღდება ,დავუწიოთ ცეცხლს და ვურიოთ ხის კოვზით.ჯემი ვადუღოთ 55 წუთი – 1 საათი.თუ სურვილი გვაქვს ,ბოლოს ჩავუმატოთ დაფქული კარდამონი.

სტერილურ ქილებში გადავიტანოთ ჯემი და მოვხუფოთ.

 

 

 

 

 

 

კომშის კომპოტი

ინგრედიენტები 3ლიტრიანი ქილისათვის :

900 გრ.კომში

1,5 ჭიქა  შაქარი

წყალი იმდენი,რამდენითაც შეივსება ქილა

2 ნაჭერი ლიმონი,თუ სურვილი გვაქვს

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად, ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

კომშის ნაჭრები ჩავაწყოთ ქილაში.

წყლისგან და შაქარისგან მოვადუღოთ სიროფი,გავაგრილოთ.

ქილას გადავაფაროთ მარლა( 2 ფენა),ჩავასხათ სიროფი,გავაპიპინოთ,დავახუროთ თავსახური და გავუკეთოთ 15-20 წუთი სტერილიზაცია,შემდეგ მოვხუფოთ.

ეს კომპოტი ძალიან გემრიელია !

 

 

არომატული,გემრიელი და ქარვისფერი კომშის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

1 კგ.შაქარი

1 ჭიქა წყალი

1/2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად,ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

1 ჭიქა წყლისგან და 500 გრ. შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფში არ დაგვავიწყდეს ლიმონმჟავის ჩაყრა.

დაჭრილ კომშს დავაყაროთ 500 გრ.შაქარი , ცხელი სიროფი დავასხათ , მოვურიოთ  და შაქარს ვაცადოთ გადნობა.

ტასი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და კომშის მურაბა ვხარშოთ 5 წუთი.მურაბა მთლიანად გავაგრილოთ და ისევ 5 წუთი მოვადუღოთ,მოლომდე გავაგრილოთ.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.

როცა მეხუთეჯერ წამოვადუღებთ 5 წუთი,ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.