კროკ- მადა – ცნობილი ფრანგული საუზმე. ეს არის მარტივად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი სენდვიჩი ლორით და კვერცხით.
ინგრედიენტები:
4 ტორტის პური ( უმჯობესია შავი პური)
4 ლორის ნაჭერი
2 კვერცხი
200 გრ.მოცარელა
50 გრ.არაჟანი
1 ჩაის კოვზი გახეხილი ნიორი
2 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი
ნაღების კარაქი გემოვნებით
მარილი გემოვნებით
მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესები :
არაჟანს შევურიოთ მდოგვი და ნიორი.
ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
პურის ოთხივე ნაჭერს ცალი მხრიდან წავუსვათ არაჟნის სოუსი.
პურის ერთ ნაჭერზე (წასმული ზედაპირზე) მოვაყაროთ ყველი, დავაწყოთ 2 ლორის ნაჭერი, მოვაყარო ისევ ჰახეხილი ყველი და დავატაროთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი( არაჟნის სოუსით ქვემოთ).
სენდვიჩი შევდოთ 250 გრადუსზე ღუმელში ყველის გადნობამდე. ეს გახლავთ სენდვიჩი კროკ -მესიო და თუ მასზე ზემოდან მოვათავსებთ კარაქში შემწვარ კვერცხს ,მივიღებთ სენდვიჩს კროკ- მადამ.