გოგრის ოლადები ბეკონით

ინგრედიენტები :

350 გრ.გოგრა

35 გრ.არაჟანი

30 გრ.ბეკონი

90 გრ.ხახვი

50 გ.ფქვილი

1 კვერცხი

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

გოგრა გავთალოთ.

გოგრა,ხახვი და ბეკონი ერთად დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

პიურეს შევურიოთ კვერცხი ფქვილი,არაჟანი,მარილი.

ოლადების (  მაჭკატები ) 1 სუფრის კოვზი ცომი  დავსვათ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

გოგრის მაჭკატები ( ოლადები ) ბეკონით მზად არის და მივირთვათ გემრიელად!

 

 

გოგრის მაჭკატები

ინგრედიენტები :

150 გრ.გოგრა

10 გრ.შაქარი

2 ჩაის კოვზი ფქვილი

1 კვეცხის გული

2 გრ.დარიჩინი

3 გრ.შაქრიანი ვანილი

30 გრ.თაფლი

მომზადების წესები :

გოგრა გავრეცხოთ, არ გავთალოთ და ისე მსხვილ სახეხზე გავხეხოთ .

გახეხილ მასას შევურიოთ შაქარი,მარილი,დარიჩინი,შაქრიანი ვანილი,კვერცხის გული,ფქვილი და მოვურიოთ.

გოგრის მაჭკატები ( ოლადები) დავსვათ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.

გოგრის მაჭკატები ძალიან გემრიელია და მივირთვათ თაფლთან ერთად!

 

ფუმფულა ოლადები ” სასკოლო” – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

481 გრ.წყალი

481 გრ.ფქვილი

23 გრ.კვერცხი

17 გრ.შაქარი

14 გრ.მშრალი საფუარი

6 გრ.მარილი

მომზადების წესები :

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და ცოტა ხანი გავაჩეროთ.

შემდეგ წყალს ვუმატებთ კვერცხს და მშრალ ინგრედიენტებს.ინგრედიენტები ავთქვიფოთ ჩანგლით.

ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და დავალოდოთ აფუებას.

ცომის ბურთები დავსვათ  კოვზით გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და ოლადები ” სასკოლო” შევწვათ  ორივე მხრიდან.

ეს გემრიელი ოლადები მივირთვათ თაფლთან ერთად!

 

ოქროსფერი ოლადები მაწვნით -მომზადების 7 საიდუმლო

ინგრედიენტები :

500 მლ.მაწონი

4 კვერცხი

8 სუფრის კოვზი შაქარი

2 ჭიქა +1/3  ჭიქა ფქვილი

2 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

ხაჭოს სირნიკები,ოლადები ( მაჭკატები ) – იდეალური ბლინები

ინგრედიენტები :

500 გრ. მშრალი ხაჭო ( 5%)

50 გრ.კვერცხის გული +40 გრ.ცილა ანუ 1 კვერცხი და 2 კვერცხის გული

50 გრ.ფქვილი

25 გრ. შაქარი

მწიკვი მარილი

100 გრ ფქვილი სირნიკების ამოსასვრელად

მომზადების წესები :

ხაჭოს სირნიკების მომზადებისას გაითვალისწინეთ,რომ ხაჭო უნდა იყოს მშრალი , ნაკლებცხიმიანი და აუცილებლად უნდა დავიცვათ გრამაჟი.

ხაჭო გავატაროთ საცერში.

ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი.

მაგიდაზე დავყაროთ  100 გრ.ფქვილი

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები და ამოვსვაროთ ფქვილში.

სირნიკები შევწვათ ზეთში ტაფაზე.

 

მსუბუქი ვაშლის ოლადები

მსუბუქი და სასიამოვნო მომჟავო გემოს  ვაშლის ოლადების მარტივი და სწრაფი რეცეპტი.იდეალური საუზმე ბავშვებისათვის.

ინგრედიენტები :

2 ვაშლი

2 კვერცხი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

სოდა დანის წვერით

მომზადების წესები :

ვაშლი გავეცხოთ,გავთალოთ და გავხეხოთ.

გახეხილი ვაშლი,კვერცხი,შაქარი,ფქვილი და სოდა ერთმანეთში შევურიოთ,მივიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს.

გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ზეთი,დავსვათ ოლადები,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

გემრიელი და ფუმფულა იაპონური ბლინები

ინგრდიენტები :

2 კვერცხის გული +10 გრ.შაქარი

4 კვერცხის ცილა +40 გრ.შაქარი

40 მლ.რძე

20 გრ.გამდნარი კარაქი

60 გრ.გაცრილი ფქვილი

2/3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

თაფლი

მომზადების წესები :

2 კვერცხის გული და   10 გრ.შაქარი  ავთქვიფოთ.

რძეს შევურიოთ კარაქი და შემდეგ დავასხათ გათქვეფილ კვერცხის გულებს.კარგად მოვურიოთ.

გაცრილ ფქვილს შევურიოთ 2/3 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი და შევათქვიფოთ თხევად მასას.

ცალკე ამოვიყვანოთ  4 კვერცხის ცილა  და შევათქვიფოთ შაქარი.

ამოყვანილი ბეზე შევურიოთ თხევად ცომს.

მშრალ ტაფაზე კოვზით დავსვათ ბურთები,დავახუროთ თავსახური და ორივე მხრიდან შევწვათ 5-7 წუთი.

შეგვიძლია ცომი მოვათვსოთ ფორმაში და ისე გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

ეს იაპონური ოლადები ძალიან გემრიელია  და მივირთვათ თაფლთან ერთად!

 

 

 

 

ფანქეიქები ( ოლადები ) – ამერიკული ბლინები

ინგრედიენტები :

250 მლ.რძე

3 სუფრის კოვზი ზეთი ან 40 გრამი გამდნარი,გაგრილებული კარაქი

1 კვერცხი

4 ს.კოვზი შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

170 გრ.ფქვილი

ტოპინგი( ნებისმიერი)

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და გამაფხიერებელი.

ავთქვიფოთ რძე, კვერცხი,ზეთი და შაქარი,შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები. როგორც კი მასა ერთგვაროვანი გახდება,მორევა შევაჩეროთ . ფანქეიქების ცომს დიდხანს მორევა არ უხდება,თორემ გამომცხვარი  ბლინი რეზინასავით გახდება.

ფანქეიქებს აქვს მკრთალი ვარდისფერი ქერქი,ამიტომ გამოვაცხოთ უზეთოდ ტაფაზე.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ 2 სუფრის კოვზი ცომი,როგორც კი ბუშტუკები გაჩნდება,იქვე გადავაბრუნოთ.ფანქეიქი მეორე მხარეს მომენტალურად შეიწვება.

სამი ფანქეიქი ერთმანეთზე დავდოთ და მოვასხათ ტოპინგი.

 

ბლინები ხაჭოს და მწვანილის გულსართით

 ბლინები გიყვარს? დღეს განსაკუთრებულად გემრიელ ბლინებს მოვამზადებთ ხაჭოს და მწვანილის გულსართით.

ინგრედიენტები :

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

1 კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი ან ზეთი

მწიკვი მარილი

გულსართი:

500 გრ.ხაჭო

5-7 ღერი ოხრახურში

2-3 ტოტი მწვანე ხახვი

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი ან ზეთი

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

ტაფა კარგად გავაცხელოთ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ

ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

 წაიკითხეთ სამარხვო ბლინების რეცეპტი

გულსართის მომზადება: მწვანე ხახვი დავჭრათ და ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

ბლინზე დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ.მივირთვათ არაჟანთან ერთად.

 

ტკბილი პიცა ანანასით

ინგრედიენტები :

250 გრ.ფქვილი

200 მლ.რძე

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს

2 ს.კოვზი ნუშის ფქვილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

3 ს.კოვზი შაქარი

ნახევარი ლიმონის ცედრა

გულსართი:

6 ანანასის რგოლი

200 გრ.ყველი მასკარპონე ან ხაჭო

100 გრ.შაქრის პუდრა

100 გრ.ნიგოზი

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ შაქარი,ცედრა,ნუშის ფქვილი,დავასხათ ზეთი,რძე და მოვზილოთ ელასტიური,ერთგვაროვანი ცომი.ცომი შევახვიოთ პლასტირში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.

ღუმელის ტაფაზე გავაბრტყელოთ ცომი ძალიან თხლად და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 12 წუთი.პიცა ოდნავ  გავაგრილოთ.

ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ.

ყველ მასკარპონეს შევურიოთ ჯერ შაქრის პუდრა ,შემდეგ  მოხალული ნიგოზი.

გულსართი  თანაბრად გადავანაწილოთ პიცაზე და ღუმელში 8 წუთით შევაბრუნოთ.

ანანასის პიცა სუფრასთან მივიტანოთ თბილი.