ტკბილი პიცა ანანასით

ინგრედიენტები :

250 გრ.ფქვილი

200 მლ.რძე

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს

2 ს.კოვზი ნუშის ფქვილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

3 ს.კოვზი შაქარი

ნახევარი ლიმონის ცედრა

გულსართი:

6 ანანასის რგოლი

200 გრ.ყველი მასკარპონე ან ხაჭო

100 გრ.შაქრის პუდრა

100 გრ.ნიგოზი

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ შაქარი,ცედრა,ნუშის ფქვილი,დავასხათ ზეთი,რძე და მოვზილოთ ელასტიური,ერთგვაროვანი ცომი.ცომი შევახვიოთ პლასტირში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.

ღუმელის ტაფაზე გავაბრტყელოთ ცომი ძალიან თხლად და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 12 წუთი.პიცა ოდნავ  გავაგრილოთ.

ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ.

ყველ მასკარპონეს შევურიოთ ჯერ შაქრის პუდრა ,შემდეგ  მოხალული ნიგოზი.

გულსართი  თანაბრად გადავანაწილოთ პიცაზე და ღუმელში 8 წუთით შევაბრუნოთ.

ანანასის პიცა სუფრასთან მივიტანოთ თბილი.

 

საზაფხულო ნესვის პიცა

ინგრედიენტები :

150 გრ.პიცის ცომი (წაიკითხეთ რეცეპტი)

ყველი რიკოტა

რუკოლა

ნესვი

თაფლი

ნიგოზი

მომზადების წესები :

პიცის ცომი ძალიან გავაბრტყელოთ ჯერ ხელებით, შემდეგ საბრყელებლით.

ცომზე დავალაგოთ  დაჭრილი ყველი და ნესვის ნაჭრები,მოვასხათ თაფლი

180 გრადუსზე  გახურებულ გამოვაცხოთ 15-20 წუთი.

მზა პიცას მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და რუკოლას ფოთლები

 

ახალი კარტოფილის , მწვანე ლობიოს ,ბოლოკის და ბრიუსელის კომბოსტოს სალათი

ინგრედიენტები :

1 კგ. ახალი კარტოფილი

400 გრ.  მწვანე ლობიო ( შეიძლება ფრანგული ლობიოს  კონსერვიც)

100 გრ.სატაცური

4 პატარა ზომის ბოლოკი

სოუსი:

1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი

2 ს.კოვზი მარცვლოვანი მდოგვი

2 ჩ.კოვზი დიჟონის მდოგვი

2 ს.კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

მარილი და  სავი დაფქული წიწკა გემოვნებით

ინგრედიენტები ხახვის დასამწნილებლად;

200 გრ.მწვანე ხახვი

1/2 ჭიქა თეთრი ძმარი

1/2 ჭიქა წყალი

1 ს.კოვზი მარილი

1+ 1/2 ჩ.კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

ჯერ მოვამზადოთ სითხე ხახვის დასამწნილებლად:  კონტეინერში ინგრედიენტები  შევურიოთ( ძმარი,წყალი,შაქარი,მარილი) ,შიგნით ჩავყაროთ მწვანე ხახვის თეთრი ბოლოები,დავახუროთ თავსახური და მინიმუმ 1 საათი შევინახოთ მაცივარში. კონტეინერი მაცივარში შეგვიძლია გავაჩეროთ რვა საათი.

ახალი კარტოფილი მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში,გავაგრილოთ და დავჭრათ .

ბოლოკი დავჭრათ ძალიან თხლად.

სატაცურს მოვაჭრათ უხეში ბოლო.

ავადუღოთ წყალი ჩავყაროთ ცოტა მარილი და ჯერ ჩავდოთ სატაცური,ერთი წუთის შემდეგ კი დაჭრილი პარკი ლობიო,ვხარშოთ 3 წუთი,შემდეგ წყალი გადავწუროთ,ქვაბი მოვათავსოთ ყინულის აბაზანაზე და რომ გაცივდება, მოხარშული სატაცური ,მწვანე ლობიო დავწრიტოთ.

ხახვის მწვანე დაწილი დავჭრათ.

სოუსის მოსამზადებლად  ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კარტოფილი,ბოლოკი,მწვანე ხახვი,პარკი ლობიო,სატაცური,ხახვი მწნილი შევურიოთ,მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.

 

ახალი კარტოფილის,მწვანე ლობიოს და ბრიუსელის კომბოსტოს სალათი

ინგრედიენტები :

200 გრ.ახალი კარტოფილი

80 გრ.კარაქი

1 ს.კოვზი ზეთი

150 -200 გრ.ბრიუსელის კომბოსტო

4 მოზრდილი მწვანე ლობიო

4-5 ისპანახის ფოთოლი

1-2 რეჰანის ფოთლები

ნახევარი კონა ტარხუნა

4-5 ფოთილი მჟაუნა

3 ტოტი მწვანე ხახვი

ნახევარი ლიმონი

ნახევარი სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი

1 ს.კოვზი გოგრის თესლის  ზეთი

1 კიტრი

100 გრ.ფეტას ყველი

50 გრ.ნიგოზი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ახალი კარტოფილი კარაქში და ზეთში შევწვათ,მოვაყაროთ ცოტა მარილი.

ბრიუსელის კომბოსტო შუაზე გავჭრათ,ნახევრად შემწვარ კარტოფილებს დავაყაროთ და ერთად შევწვათ.ბრიუსელის კომბოსტო ცხიმს შეიწოვს.

მწვანე ლობიო ცერად დავჭრათ , ადუღებულ მარილწყალში მოვწალოთ და დავაყაროთ ბოსტნეულს და მათთან ერთად მოვბრაწოთ.ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი კამა.ბოსტნეული გადავიტანოთ სასალათეში.

კიტრს გული გამოვუღოთ და კანიანად დავჭრათ.

ისპანახის და მჯაუნას  ფოთლები ხელით დავფლითოთ.

მწვანე ხახვის მხოლოდ მწვანე ნაწილი დავჭრათ.

ისპანახის , მჟაუნას რეჰანის   ფოთლები,ტარხუნა,მწვანე ხახვი შევურიოთ, მოვასხათ ლიმონი წვენი,მდოგვი,გოგრის თესლის ზეთი.

მწვანილების  და ბოსტნეულის ნარევს მოვაყაროთ ფეტას ყველი და დატეხილი ნიგოზი.

წყარო: იუთუბი,გურმანია აპრილი  20, 2017 წელი

შემწვარი ყაბაყი კვერცხით

ინგრედიენტები  :

500 გრ ყაბაყი

100 გრ.ფქვილი

150 გრ.საფანელი ან მჭადის ფქვილი

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი მარილი

0.5 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

100 მლ.ზეთი შესაწვავად

რაჟნის სოუსი :

150 გრ.არაჟანი

3 კბილი ნიორი

კამა ან ოხრახურში( შეიძლება მიქსიც)

 

მომზადების წესები :

გარეცხილი ყაბაყი დავჭრათ ნაჭრებად და დავამარილოთ.

კვერცხს შევურიოთ ცოტა მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

პარკში ჩაყაროთ ფქვილი,დავაყაროთ ყაბაყის ნაჭრები და ამოვსვაროთ.

ფქვილში ამოსვრილი ყაბაყის ნაჭრები ჯერ ამოვავლოთ კვერცხში და შემდეგ საფანელში ამოვსვაროთ.

ყაბაყები შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

ოქროსფერი ყაბაყები მივირთვათ არაჟნის  სოუსთან ერთად.

არაჟანში ავურიოთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანილები.

 

 

 

შემწვარი ყაბაყი ნივრით და მაიონეზით

ინგრედიენტები :

2 ყაბაყი

2 კბილი ნიორი

5-6 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მაიონეზი

მომზადების წესები :

ყაბაყი გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ 2-3 სმ სისქის რგოლებად.

ყაბაყის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15-20 წუთი.

ყაბაყის რგოლები ამოვსვაროთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ტაფაზე 5-7 წუთი  ორივე მხრიდან.

შემწვარი ყაბაყები დავალაგოთ ტაფაზე და მოვასხათ მაიონეზის სოუსი.

მაიონეზის სოუსის მომზადება: ნიორი დავჭყლიტოთ და შევურიოთ მაიონეზში.

თუ მაიონეზი არ გვაქვს, შემწვარ ყაბაყს მოვაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

 

ყაბაყი ბრინჯით – გერმანული ოლადები

ინგრედიენტები :

125 გრ.ბრინჯი

187 გრ.ყაბაყი

1 კვერცხი

1 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი,პილპილი გემოვნებით

3 ს.კოვზი ზეთი შესაწვავად

ცოტა კამა

 

მომზადების წესები :

გარეცხილი ყაბაყი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ,გამოშვებული წვენი დაგავღვაროთ.

მოვხარშოთ ბრინჯი.

კამა წვრილად დავჭრათ.

ყაბაყი,კამა,ბრინჯი,კვერცხი,ფქვილი,მარილი,პილპილი კარაგდ ავურიოთ .

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ერთი სუფრის კოვზით დავსვათ.კიდეები შემოვუსწოროთ კოვზით ,რომ არ  დაგვეწვას და ორივე მხრიდან შევწვათ.მივირთვათ არაჟანთან ერთად!

ყაბაყის ოქროსფერი ოლადები ძალიან გემრიელია!

 

 

 

კარტოფილი ჰერცოგულად

ინგრედიენტები :

1 კგ.კარტოფილი

5 კვერცხი( 1 მთელი+ 4კვერცხის გული)

100 გრ.კარაქი

1 ჩ.კოვზი მარილი

1/4ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი

მომზადების წესები :

კვერცხი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ ,შევურიოთ გაზზე გამდნარი კარაქი.

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ,მოვხარშოთ მარილიან წყალში,ნახარში გადავწუროთ და დავწყლიტოთ.

პიურეს სევურიოთ კვარცხიანი და კარაქიანი მასა,დავუმატოთ მუსკატის კაკალი.

პიურე გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,დავსვათ ღუმელის ტაფაზე ( დაფარებული გვაქვს ცხიმიანი ქაღალდი) და გამოვაცხოთ 220 გრადუსზე.

ეს კერძი ძალიან გემრიელია!

 

 

 

ღვიძლის კექსი ყველის გულსართით

ღვიძლისგან მომზადებული კერძები ძალიან გემრიელია,მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა,ვინმემ შემოგთავაზოთ მისგან მომზადებული კექსი.  სხვა ნამცხვრებისა და კექსებისგან  განსხვავებით,  ღვიძლის მაფინები ცხლად უნდა მივირთვათ . ამიტომ, ნუ დააყოვნებთ, ჩაიწერეთ რეცეპტი და მოვამზადოთ ერთად . ქაფქეიქის დასამზადებლად დაგჭირდებათ: ღვიძლი, ხახვი, წიწაკა, მარილი, კვერცხი, მანანის ბურღული, არაჟანი, ყველი და კარაქი.

ინგრედიენტები :

500 გრ.ღვიძლი

1 ხახვი

4 გრ.შავი დაფქული წიწაკა

8 გრ.მარილი

4 კვერცხი

80 გრ.მანანის ბურღული

100 გრ.მაგარი ყველი

100 გრ.ბრინჯი

5 გრ.ზეთი

მომზადების წესები :

200 მლ წყალში მოვხარშოთ გარეცხილი ბრინჯი.

ღვიძლი და ხახვი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპში.

ღუმელი ჩავრთოთ  180 გრადუსზე.

ღვიძლისა დახახვის ფარშს დავუმატოთ სამი კვერცხი,მოხარშული ბრინჯის ნახევარი,მანანის ბურღული,2 გრ.შავი დაფქული წიწაკა და 5 გრ.მარილი.ცომი გამოგვივა თხელი და გავაჩეროთ 15-20 წუთი ,რომ მანანის ბურღული გაიბეროს.

ამასობაში მოვამზადოთ გულსართი:  დარჩენილ მოხარშულ ბრინჯს შევურიოთ 1 კვერცხი,3 გრ.მარილი,2 გრ.შავი დაფქული წიწაკა და 50 გრ.წვრილ სახეხზე გახეხილი მაგარი  ყველი.

კექსის ფორმას მოვუსვათ ზეთი,ჩავასხათ ცომის ნახევარი,მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ გულსართი და დავასხათ ცომის მეორე ნახევარი.

კექსის ფორმა შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად 30-35 წუთი.ეს გემრიელი კექსი მივირთვათ ცხელი !

 

 

 

კატლეტები ბეკონში

ინგრედიენტები :

500 გრ შერეული ფარში (საქონელი და ღორი)

100  გრ.ბატონი

30 მლ.ნაღები

წყალი

1 თავი ხახვი

1 კვერცხი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ბატონ პურს დავასხათ ნაღები , გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და გავწუროთ.

პური დავაბლენდეროთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ხახვი.

ფარშში შევურიოთ ხახვი,პური,მარილი,წიწაკა,კარგად ამოვურიოთ,გავაკეთოთ პატარა გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,შევახვიოთ ბეკონში,ჩავალაგოთ ფორმაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

 

კატლეტები. 3 განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 გრ შერეული ფარში ( საქონელი და ღორი)

100  გრ.ბატონი

30 მლ.ნაღები

წყალი

1 თავი ხახვი

1 კვერცხი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

საფანელი ან ფქვილი

მომზადების წესები :

ბატონ პურს დავასხათ ნაღები , გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი და გავწუროთ.

პური დავაბლენდეროთ. ხორცსაკეპში გავატაროთ ხახვი.

ფარშში შევურიოთ ხახვი,პური,მარილი,წიწაკა,კარგად ამოვურიოთ,გავაკეთოთ პატარა გუნდები,მივცეთ კატლეტის ფორმა,ამოვსვაროთ ფქვილში ან საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

 მეორე ვარიაცია.

ინგრედიენტები :

200 გრ.ინდაურის ან ქათმის ფილე

300 გრ.ქათმის ბარკლის ხორცი

150 გრ.ღორის ცხიმი

1 ხახვი

1 კბილი ნიორი

1 კვერცხი

100 გრ.ბატონი პური

100 მლ.რძე

მარილი,წიწაკა  გემოვნებით

მომზადების წესები :

ბატონი პური რძეში დავალბოთ და გავწუროთ.

ხორცსაკეპში გავატაროთ ფილე ,ღორის ცხიმი და ბაკლების ხორცი.

ფარში,ბატონი პური,ხახვი,ნიორი, გავატაროთ ხორსაკეპში,შევურიოთ კვერცხი მარილი და წიწაკა.

კატლეტები ამოვსვაროთ ფქვილში,ძალიან სწრაფად შევწვათ 2-2 წუთი ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე,გადავიტანოთ ქვაბში,დავასხათ ცხელი წყალი ,დავახუროთ ქვაბს თავსახური და ჩავთუშოთ დაბალ ცეცხლზე.

 მესამე ვარიაცია.

ინგრედიენტები :

1 ქათმის ფილე

1 კვერცხი

1 ხახვი

100 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი არაჟანი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები ;

ხახვი და ხორცი  ძალიან წვრილად  დავკეპოთ,შევურიოთ კვერცხი,არაჟანი და ფქილი,დავამარილოთ და მოვაყაროთ წიწაკა.

შევწვათ ტაფაზე, როგორც ალადიკები.