პიცა “პროშუტო ფუნგი” ( ლორი,სოკო)- იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

პიცის ცომი

800 გრ.კონსერვირებული პამიდორი თავისივე წვენით

30 მლ.ზეითუნის ზეთი

450 გრ.ყველი მოცარელა

450 გრ.ლორი

240 გრ.სოკო შამპინიონი

ორეგანო იგივე თავშავა,იყიდება სუპერმარკეტებში

შავი დაფქული წიწაკა

მწვანე რეჰანი იგივე ბაზილიკი

მარილი

მომზადების წესები :

პამიდორს კანი გავაცალოთ და ჩანგლით დავსრისოთ.პიურეს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,ორეგან,ბაზილიკი,შავი დაფქული წიწაკა .

ლორი დავჭრათ თხლად.

მოცარელა ხელით დავანაწევროთ.

სოკო დავჭრათ თხლად.

გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ პამიდვრის პიურე,მოვაყაროთ შამპინიონები და 10 წუთი 230 გრადუსზე გამოვაცხოთ,შემდეგ მოვაყრით ლორს და ყველს და ისევ 3-4 წუთი გამოვაცხობთ.

სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გავაფორმოთ ბაზილიკით.

ზოგიერთი იტალიელი შეფ – მზარეული აფორმებს ისპანახის ფოთლებით და სუფრაზე მიტანის წინ მოასხამს ცხელ პიცას ფორთოხლის წვენს.

ასევე მოგეწონებათ : როგორ მოვამზადოთ  პიცის ცომი

პიცა კვადრო ფორმაჯო -იტალიური სამზარეულო

უთხელესი  ცომი, ოთხი ტიპის ყველის ანსამბლი  – მხოლოდ პიცა არ არის, ეს გურმანთა  ოცნებაა. თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ: ძვირადღირებული პარმეზანი ჩაანაცვლეთ უფრო იაფფასიანი შინაური ყველით .პიცა ძალიან სწრაფად მზადდება, ხოლო ცომის წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ. ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები :

1 ჭიქა ფქვილი

70 მლ.თბილი წყალი

1/4 ჩ.კოვზი სოდა

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი არაჟანი

1 ს.კოვზი ფქვილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

2 ჩ.კოვზი წვრილად დაჭრილი ბაზილიკი,ოხრახურში ან თავშავა

25 გრ.კარაქი

70 გრ. ყველი პარმეზანი

50 გრ. ყველი კამამბერი

100 გრ. ყველი  მაასდამი

100 გრ. ყველი მოცარელა

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი, დავასხათ თბილი წყალი,დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით და მოვზილოთ ცომი.

ცომი შევახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ ნახევარი საათი.

ქვაბში გავადნოთ კარაქი,შევურიოთ 1 ს,კოვზი  ფქვილი,არაჟანი და წვრილად დაჭრილი მწვანილები.სოუსი ცეცხლიდან გადმოვდგათ.

მაგარი ყველი გავხეხოთ.რბილი ყველი კუბებად დავჭრათ.

ცომი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.წავუსვათ სოუსი,მოვაყაროთ ყველი ჯერ მაგარი,შემდეგ რბილი.

პიცა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,სანამ ზემოდან ყველი მოიბრაწება.

 

 

 

 

თხელი,იდიალური და ადვილად მოსამზადებელი პიცის ცომი

ინგრედიენტები :

180 მლ.წყალი

380 გრ.ფქვილი

0,75 გრ..მარილი

3 ს.კოვზი ზეთუნის ზეთი

1 ს.კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

თასში მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ,ავაფხვიეროთ, ზეთი მოვასხათ და თბილ წყალში მაგარი ცომი მოვზილოთ.

ცომს ზემოდან ზეთიანი ხელი გადავუსვათ.თასს ტილო გადავაფაროთ და ცომი 15-20 წუთი სითბოში დავაყოვნოთ.

ამოსული ცომი გადავზილოთ და 150 გრამიან გუნდებად დავყოთ.

თუკი მაშინვე არ დაგვჭირდა შევახვიოთ პოლიეთილენის პარკში  და შევინახოთ რამოდენიმე დღით მაცივარში.

მ ცომით შეგიძლიათ გამოაცხოთ პიცა პეპერონი,მარგარიტა,ფუნგი,კაპრიჩიოზა,კვადრო.იგი  მაცივარში 3-4 დღე ინახება.

 

 

ფრიტატა სოკოთი – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

300 გრ. ქამა სოკო

1 ხახვი

1 ს.კოვზი გახეხილი პარმეზანი

ზეთი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

თუ არ იცით რა უნდა გააკეთოთ საუზმეზე, გთავაზობთ ფრიტატას რეცეპტს. სოკოთი მომზადებული  იტალიური ომლეტი არის  გემრიელი და მსუყე, უფრო მეტიც, იგი მზადდება მარტივად,  რაც მთავარია – სწრაფად!

მომზადების წესები :

სოკო  და ხახვი დავჭრათ წვრილად.

ზეთში ერთად მოვშუშოთ სოკო და ხახვი,ვუმატებთ მარილს და წიწაკას გემოვნებით.

კვერცხები ავთქვიფოთ,შევურიოთ გახეხილი პარმეზანი,დავასხათ ხახვთან ერთად მოშუშულ სოკოს და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი გამოსაცხობად.

ცხელ კერძს მოვაყაროთ მწვანილი, გახეხილი ყველი და დავჭრათ ულუფებად

მოსკოვური სალათი

ინგრედიენტები :

400 გრ.შებოლილი ძეხვი

4 კვერცხი

2 სტაფილო

200 გრ. ბარდა

6 კარტოფილი

6-7  მჟავე კიტრი

200 გრ.მაიონეზი

1 მწვანე ვაშლი

100 გრ.დატეხილი ნიგოზი სურვილისამებრ

მწვანე ხახვი სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი,კვერცხი,სტაფილო მოვხარშოთ და კუბებად დავჭრათ.

შებოლილი ძეხვი კუბებად დავჭრათ.

მწვანი დავჭრათ წვრილად.

მწვანე ვაშლი გავხეხოთ.

თასში ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და დავუმატოთ მაიონეზი.უგემრიელესი სალათი მზად არის!

რჩევა:ზოგიერთი დიასახლისი უმატებს მოშუშულ ქამა სოკოს და უცხო სუნელს.გემოს გასამძაფრებლად,  1ერთი კბილი ნიორი ჩაახეხეთ.

 

 

შემწვარი ქათმის ფრთები ლუდის კლიარში.

ინგრედიენტები :

1 კგ.ქათმის ფრთები

ინგრედიენტები მარინადისათვის:

1,5 ჭიქა მაწონი

1,5 -2 ჩ. კოვზი მარილი

2 კბილი ნიორი

1/5 ჩ.კოვზი  შავი დაფქული  წიწაკა

ინგრედიენტები კლიარისათვის:

100 მლ.ლუდი

2 კვერცხი

მარილი გემოვნებით

5-6 ს.კოვზი ფქვილი

მომზადების წესები :

ქათმის ფრთები გავრეცხოთ, ქაღალდის ხელსახოცებით გავამშრალოთ.

ქათმის ფრთები დავყაოთ სამ ნაწილად.ბოლო ფალანგები  ცალკე შევინახოთ ბულიონის მოსამზადებლად.

თითოეული ნაწილის კანი ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას ჩავშხვლიტოთ.

თასში ჩავასხათ მაწონი,დავუმატოტ დაჭყლეტილი ნიორი,მარილი და შავი წიწაკის მარცვლები.ჩავაწყოთ შიგნით ქათმის ფრთები ,გადავაფაროთ პლასტიკი და 6-7 საათი გავაჩეროთ მაცივარში.

კლიარის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ.მივიღებთ თხელ ცომს.

ქათმის ფრთები გამოვიღოთ მაცივრიდან,გადავავლოთ წყალი და აუცილებლად გავამშრალოთ,რომ კარგად ამოისვაროს კლიარში.

კლიარი რომ კარგად გაჩერდეს ფრთებზე, მოვაყაროთ სახამებელი  ორივე მხრიდანდა ამის შემდეგ ფრთები  ამოვსვაროთ  კლიარში.

ავიღოთ ტაფა და ნახევრამდე ავავსოთ ზეთით.ადუღებულ ზეთში ჩავაწყოთ კლიარში ამოსვრილი ფრთები და  დაახლოებით 15 წუთი შევწვათ.შემწვარი ფრთები დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

 

ბლინის კალათები

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

200 მლ.რძე

1 ს.კოვზი შაქარი

5 გრ.მარილი

1 ჭიქა ( 160 გრ.) ფქვილი

 

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით მოვამზადოთ ბლინების ცომი და გამოვაცხოთ.

ბლინი დავდოთ გადაბრუნებულ მინის ქილაზე და 180 გრადუსზე 10 წუთი  შევდოთ ღუმელში გამოსაშრობად.ბლინი მიიღებს კალათის ფორმას და მასში ჩავდოთ ჩვენთვის სასურველი სალათი.

 

 

 

ვინეგრეტი – უკრაინული სამზარეულო

ინგრედიენტები :

200 გრ.კარტოფილი

100 გრ.სტაფილო

150 გფ.ჭარხალი

100 გრ.კომბოსტოს მწნილი

100 გრ.კონსერვირებული ბარდა

100 გრ.მჟავე კიტრი

1 თავი ხახვი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კარტოფილი ,ჭარხალი და  სტაფილო  გავრეცხოთ ,გავთალოთ,ცალობით შევახვიოთ ფოლგაში და ღუმელში შევწვათ  .ყველაზე გვიან ჭარხალი შეიწვება.

ბარდის კონსერვიდან სითხე გადმოვასხათ.

კომბოსტო ხელებით  გავწუროთ.

კარტოფილი,ჭარხალი,სტაფილო,კიტრი,  დავჭრათ.

დაჭრილ ინგრედიენტებს დავუმატოთ ბარდა,მჟავე კიტრი,მოვაყაროთ მარილი,დაფქული წიწაკა,მოვასხათ ზეთი და ამოურიოთ.

 

კრაბის სალათა

ინგრედიენტები :

1-2  ცოცხალი კიტრი

100 გრ.კრაბის ჩხირები

4 კვერცხი

1 ჭიქა ბრინჯი

მაიონეზი

1 ქილა კონსერვირებული სიმინდი

თითო-თითო კონა მწვანე ხახვი და კამა

მარილი და წიწაკა გემვნებით

 

მომზადების წესები :

ბრინჯი და კვერცხი მოვხარშოთ.

სიმინდის მარცვლები  დავწრიტოთ.

კვერცხი,ცოცხალი კიტრი,რაბის ჩხირები,მწვანილი დავჭრათ წვრილად,მოვათავსოთ ქვაბში,დავაყაროთ სიმინდის მარცვლები,მოხარშული ბრინჯი,მოვასხათ მაიონეზი,მოვაყაროთ მარილი , წიწაკა და კარგად ამოვურიოთ. სალათი მზადაა, მივირთვად გემრიელად!

 

 

ამერიკული სენდვიჩი ” Subway “

ინგრედიენტები :

4 სენდვიჩის პური ჩიაბატა

500 გრ.ქათმის ფილე

600 გრ. ლორი

300 გრ.მაგარი ყველი  და 100 გრ.გაუდა

9 პამიდორი

სალათის ფურცლები

500 მლ.არაჟანი

2 კიტრი

2 ბულგარული წიწაკა (1 წითელი და 1 მწვანე)

1 წითელი ხახვი

2 კბილი ნიორი

1 ჯანჯაფილი

6 კიტრის მწნილი

2 ლიმონი

2 ჩ.კოვზი კეტჩუბი

60 გრ.ზეთის ხილი

20 მლ.დიჟონის მდოგვი ( მარცვლოვანი)

20 მლ.სოუსი ჩილი

40 მლ. თაფლი

120 მლ.ზეითუნის ზეთი

5 მლ.ძმარი

2 გრ.პაპრიკა

8 გრ.შაქარი

20 გრ.მარილი

 

მომზადების წესები :

ქათმის ფილე დავჭრათ და დავამარინადოთ.

თასში 1 კბილი ნიორი ჩავჭყლიტოთ,15 გრამი ჯანჯაფილი გავხეხოთ,დავასხათ 150 მლ.ლიმონის წვენი,40 მლ,ზეითუნის ზეთი,ჩავყაროთ 10 გრ.მარილი,2 გრ.პაპრიკა,კარგად მოვურიოთ და ჩავდოთ ფილეს ნაჭრები 30 წუთი.

ფრინველის ხორცი შევწვათ ელექტროგრილზე ან ტაფაში ყველა მხრიდან.

წითელი ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად.

კიტრი სიგრძეზე გავჭრათ და თითოეული ნახევარი  თხლად ( 3მმ სისქე) დავჭრათ ნახევარრგოლებად.

პამიდორი დავჭრათ 5მმ სისქის რგოლებად.

წითელი ბულგარული დავჭრათ ნახევარრგოლებად.

თხელ რგოლებად დავჭრათ კიტრის მწნილი.

შუაზე განივრად  გავჭრათ დაკურკული ზეთის ხილის მარცვლები.

მოვამზადოთ სოუსი: 10 მლ.დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი,80 მლ.ზეითუნი,500 მლ.20% არაჟანი,1 ჩ.კოვზი  9% ღვინის ძმარი,10 გრ. მარილი,8 გრ.შაქარი,40 გრ.თაფლი.ეს ყველაფერი ერთმანეთში შევურიოთ და მივიღებთ მომჟავო-მოტკბო გემოს სოუსს.

ავიღოთ 2 რუხი  სენდვიჩის პური.ჩავჭრათ სიგრძეზე შუაში.

თითოეულ მათგანში ჩავდოთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: 3 სალათის ფურცელი,3 პამიდვრის ნაჭერი,3-4 ბულგარული წიწაკა,3-4 კიტის ნაწერი,მოვაყაროთ ხახვი,მოვასხათ 3 ს.კოვზი სოუსი,1 ჩ.კოვზი პამიდვრის წვენი ( კეტჩუბი),დავალაგოთ შემწვარი ქათმის  ფილეს 3-4 ნაჭერი,ზემოდან დავდოთ 3-ცალი გაუდა ყველის ფირფიტა,ხელით დავტკეპნოთ და პურის მეორე ნახევარი გადავაფაროთ.

ამერიკული სენდვიჩი ” Subway ” -მეორე ვერსია.

2 თეთრი სენდვიჩის პური ჩიაბატაგავჭრათ შუაზე.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი და ღუმელი გავახუროთ 100 გრადუსზე.

ნიორის კბილი გავჭრათ შუაზე და სველი ზედაპირით მოვუსვათ 2 ცალ პურის ნაჭერს გაჭრილ ზედაპირზე. პურის ნაჭრები აიღებენ ნივრის არომატს.შემდეგ თითოეულზე დავალაგოთ თხლად დაჭრილი 4 ნაჭერი ლორი და 3 ნაჭერი მაგარი ყველის ფირფიტა.შევდოთ ღუმელში.

პურის  მეორე ნახევარზე დავდოთ 3 ცალი სალათის ფურცელი,დავალაგოთ 3-4 ცალი პამიდვრის ნაჭერი,4 -4 ნედლი და მჟავე კიტრის ნაჭერი,მოვასხათ 3 ს.კოვზი სოუსი.გამოვიღოთ ღუმელიდან ცხელი პურის ნაჭრები და დავაფაროთ პურის მეორე ნახევარს.