ბრაუნი ალუბლითა და ხაჭოთი

ინგრედიენტები :

120 გრ.ნაღების კარაქი

100 გრ.შავი შოკოლადი

150 გრ.შაქარი

4 კვერცხი

150 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

300 გრ.ხაჭო

ვანილი

მწიკვი მარილი

400 გრ.დაკურკული ალუბალი

 

მომზადების წესები :

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.

2 კვერცხისაგან და  50 გრ.შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შევურიოთ შოკოლადის მასაში დავუმატოთ ვანილი .

ნარევს შევურიოთ ფქვილი და მარილი , გამაფხვიერებელი.

ხაჭოს კრემის მოსამზადებლად ერთად ავთქვიფოთ 2 კვერცხი,ხაჭო და შაქრის პუდრა

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი,ჩავასხათ 1/3 ცომი,დავასხათ  ხაჭოს კრემი,მოვაყაროთ ალუბალი.შემდეგ გავიმეოროთ იგივე თანმიმდევრობა.

ბრაუნი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.ნამცხვარი ფორმაშივე გავაციოთ.

სულ ესაა. მივირთვათ გემრიელად.

 

 

 

ტორტი”ჭიანჭველას ბუდე”

ინგრედიენტები :

3,5 ჭიქა ფქვილი

0,5 ჭიქა შაქარი

200 გრ.არაჟანი

200 გრ.კარაქი ან მარგარინი

ცოტა მარილი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

კრემი :

1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

200 გრ კარაქი

100 გრ ნიგოზი სურვილისამებრ

100 გრ ქიშმიში სურვილისამებრ

1 ფილა შოკოლადი( ზემოდან მოსართავად)

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ არაჟანი( შეგვიძლია  მასში გავხსნათ სოდა),დავუმატოთ ფქვილი, ხელით მოვზილოთ ცომი და შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში,შევინახოთ მაცივარში საყინულესთან ახლოს ნახევარი საათი.

თუნუქის ფირფიტაზე  დავაფინოთ ქაღალდი,მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ ცომი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. ყურადღებით ვიყოთ, არ დაგვეწვას.

გამომცხვარი ორცხობილა ხელით კიდევ დავაქუცმაცოთ ,ჩავყაროთ დიდ თასში,დავუმატოთ გარეცხილი,გამშრალებული ქიშმიში,დაჭრილი ნიგოზი.

კრემი:

მოხარშული შედედებული რძე ავთქვიფოთ კარაქთან ერთად.

კრემი შევურიოთ გამომცხვარი ცომის ნატეხებს და თეფშზე გადავიტანოთ,მივცეთ გორასავით ფორმა.

ზემოდან მოვაყაროთ 1 ფილა გახეხილი შოკოლადი.

 

 

 

 

სადღესასწაულო საქონლის ხორცის რულეტი ყველით

ინგრედიენტები :

800 გრ.საქონლის ხორცი(უცხიმო)

1/3 ჩ.კ მარილი

1/3 ჩ.კ შავი დაფქული წიწაკა

გულსართი :

3 კვერცხი

5 ტოტი მწვანე ხახვი

5 ტოტი კამა

150 გრ.მაგარი ყველის ფირფიტები

სოუსი :

1 კვერცხი

2 ს.კოვზი არაჟანი

1/3 ჩ.კოვზი მშრალი ნიორი

1/3 ჩ.კოვზი ბაზილიკი

 

მომზადების წესები :

სოუსის მოსამზადბლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მოვხარშოთ ,დავწრათ წვრილად,შევურიოთ მწვანილი და სოუსი.

ხორცი გავრეცხოთ,გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

ხორცი ჩავჭრათ შუაში ნახევრამდე( ძირი არ ჩავუჭრათ),გადავხსნათ

შემდეგ ჩავჭრათ მარჯვნი და მარცხნივ , წიგნივით გადავშალოთ.

ხორცი დავბეგვოთ და ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა.მასზე დავალაგოთ ყველის ფირფიტები,ზემოდან  თანაბრდ გადავანაწილოთ გულსართი,გადავახვიოთ რულეტივით,შევკრათ ძაფით.

რულეტი ზეთიან ტაფაზე 1 წუთი შევწვათ ორივე მხრიდან,შევახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

ჩებურეკი – საიდუმლო რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 გრ.ფქვილი

225 მლ წყალი

1 პატარა თავი ხახვი( საიდუმლო ინგრედიენტი)

1 ჩ.კოვზი

გულსართი:

175გრ საქონლისა და 125 გრ.ღორის ხორცის შერეული ფარში

1 თავი ხახვი

1/4 ჩ.კოვზი ძირა

1/4 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი მარილი

წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

2 ხახვი გავხეხოთ და 1ს.კოვზი  გახეხილი ხახვი გამოვწუროთ.

წვენი შევინახოთ.

გაცრილ ფქვილს მოვაყაროთ მარილი,დავასხათ წყალი და 1 ს.კოვზი ხახვის წვენი.მოვზილოთ ცომი.ხახვი წვენი ჩებურეკს აძლევს კარგ ოქროსფერს და კანი ხდება კნატუნა.

ცომი შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში და გავაჩეროთ  2 საათი ოთახის  ტემპერატურაზე.

ფარშს დავუმატოთ გახეხილი ხახვი,სანელებლები.

ცომი დავყოთ 50 გრამიან გუნდებად. ფქვილიან ზედაპირზე ისე გავაბრტყელოთ,რომ მიიღოს მგვრალი ფორმა.

ცომის თითოეულ ფირფიტაზე მოვათვსოთ ფარში, გადავკეცოთ და კიდეები

შემოვაჭრათ ან ჩანგლის კბილებით დავაწვეთ.

ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი იმდენი,რომ ჩებურეკი დაიფაროს,შევწვათ

ორივე მხრიდან.

 

 

 

ტორტი პანჩო

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

1,5  ჭიქა ფქვილი

1,5 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

300 მლ.შედედებული რძე

2 კოვზი კაკაო

კრემი :

800 გრ.არაჟანი(სქელი,მაღალი ცხიმიანობის)

1,5 შაქარის პუდრა

1 ჭიქა ნიგოზი

1 ქილა ანანასის კონსერვი ან ალუბლის ჩირი

მინანქარი

1 ფილა შოკოლადი

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ,შევურიოთ გამაფხვიერებელი .

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ.გოგლიმოგლს შევურიოთ შედედებული რძე,ხის კოვზით შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები და  ულუფებად შევურიოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,ერთ ნაწილს შევურიოთ კაკაოს ფხვნილი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ  ძირზე და გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.ვაცხობთ ერთ  თეთრს   და ერთ კაკაოს  ფირფიტას.

კრემი: არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად,1/4 გადავდოთ.თუ არაჟანი თხელია,წინასწარ გავწუროთ.

თეთრი ფირფიტა გავყოთ 2 ნაწილად .ერთი ნაწილი და კაკაოს  ბისკვიტი დავჭრათ კუბებად.

კუბებად დაჭრილი შავი და თეთრი ბისკვიტის ნაჭრები  ჩავყაროთ კრემში,დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი ანანასი და ნიგოზი.

თეთრი ბისკვიტის მეორე ნაწილი  დავდოთ სინზე,დავალაგოთ  კრემში ამოსვრილი ბისკვიტები ფენა-ფენა,ისე რომ მივცეთ გორაკის ფორმა.

ზემოდან გადავუსვათ  გადადებული არაჟნის კრემი და შევდოთ მაცივარში 8 საათი.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ფენა-ფენა ალაგებს ბისკვიტებს და ფენებს შორის მოასხამს კრემს,მოაყრის ნიგოზსა და  ანანასს.

ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი და 2 საათი კვლავ შევდოთ მაცივარში .

დონატები

ინგრედიენტები :

1 ჭიქა რძე

4 ს.კოვზი კარაქი

3 ჭიქა ფქვილი

9 გრ.  მშრალი საფუარი

2 ს.კოვზი შაქარი

3 კვერცხის გული

მარილი

ვანილი

ზეთი

 

მომზადების წესები :

საფუარი გავხსნათ 1/4 თბილ რძეში,შევურიოთ 4 ს.კოვზი ფქვილი,გადავაფაროთ პლასტიკი,დავასვენოთ 30 წუთი.

ამოფუებულ ცომს დავუმატოთ დარჩენილი რძე,კვერცხის გული,ვანილი,მარილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ბოლოს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.ცომი ვზილოთ მანამდე,სანამ არ მოშორდება ხელს.

გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი.

გავაბრტყელოთ ცომი და ჭიქით ამოვჭრათ დონატები.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვაყაროთ ფქვილი,დავალაგოთ დონატები,ისევ გადავაფაროთ პლასტიკი და დაველოდოთ ცომის ამოსვლას.

 

დონატები 2 წუთით შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.დონატები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ჭიქური:

200 გრ.შავი ან თეთრი  შოკოლადი  გავადნოთ, დავუმატოთ 50 მლ.რძე 50 გრ.კარაქი.თეთრ შოკოლადის ჭიქურში სი საკვები საღებავი შეგვიძლია შევურიოთ .

მიღებულ ჭიქურში ამოვავლოთ დონატები ერთი მხრიდან.

 

 

 

ფუნთუშები ლიმონითა და დარიჩინით

ინგრედიენტები :

1ჭიქა რძე

2 კვერცხი

9 გრ.სწრაფი საფუარი

1/2 ჭიქა

ცოტა მარილი

200 გრ.კარაქი ან მარგარინი

4-5 ჭიქა ფქვილი

გულსართი :

2 ლიმონის ცედრა + 2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

შაქარი (შესაძლებელია ყავისფერიც )და დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესები :

შაქარი,ფქვილი, საფუარი,მარილი ერთმანეთში შევურიოთ.

თბილ  რძეში  ჩავყაროთ მშრალი ინგრედიენტები და მოზელვის პროცესში შევურიოთ კვერცხი და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.დავდოთ ცომი 1 საათი თბილ ადგილას.

ამოსული ცომი ჩაზილოთ გავყოთ 2 ან 3 ნაწილად,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 5 საათი.

ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან ,გავაბრტყელოთ,წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი, ზემოდან ჯერ წავუსვათ

ლიმონის ცედრა შაქართან ერთად,შემდეგ მოვაყაროთ დარიჩინი შაქრით.ცომი გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ, დავალაგოთ ღუმელის ( არ დაგვავიწყდეს ქაღალდის დაფენა) ფირფიტაზე. გადავაფაროთ,დავასვენოთ,კიდევ რომ ამოვიდეს.

ვაცხობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

ამერიკული ფუნთუშები სინაბონები საიდუმლო სოუსით

ინგრედიენტები :

100 გრ. – 342 კკალ

ფქვილი – 500-570 გრ

რძე – 200 მლ

ნედლი საფუარი/მშრალი – 25 გრ/7გრ

კვერცხი – 2 ცალი

ნაღების კარაქი – 75 გრ

შაქარი -75 გრ

მარილი – 1 ჩაის კოვზი

გულსართი:

შაქარი – 120-130 გრ

დარიჩინი – 15 გრ

ნაღების კარაქი – 90 გრ

მინანქარი:

ნაღების ყველი – 60 გრ

ნაღების კარაქი – 30 გრ

შაქრის პუდრა – 120 გრ

 

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ 1 ს.კოვზი შაქარი და საფუარი,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ 15 – 20 წუთი.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით ,ცალობით შევათქვიფოთ კვერცხი. შევურიოთ ფქვილი, მარილი დავუმატოთ რძე და ვზილოთ ცომი 10- წუთი.ცომს გადავაფაროთ პლასტიკი,გავაჩეროთ 1 საათი.

ცომი დაგავზილოთ,გავაბრტყელოთ,დავკეცოთ წიგნივით ,დავაფაროთ თასი და გავაჩეროთ 15 წუთი.

მოვამზადოთ შიგთავსი:შაქარში შევურიოთ დარიჩინი.

ცომი გავაბრტელოთ ოთხკუთხედად (36*24 სმ).თანაბრად წავუსვათ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,მოვაყაროთ  შაქარში  შერეული დარიჩინი, გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ 12 ნაწილად.

 ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ სინაბონები ,დაგავაფაროთ ქაღალდი და დავასვენოთ ფუნთუშები 1 საათი..ერთი საათის შემდეგ გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 190 გრადუსზე ღუმელში  20-25 წუთი.

არ დაგვავიწყდეს ღუმელის ტაფაზე ქაღალდის დაფენა

 მინანქარი:ნაღების კრემი,შაქრის პუდრა  და კარაქი ერთად ავთქვიფოთ.გადავუსვათ ზემოდან სინაბონებს.

გერმანული ”ბერლინერები ” – ქრაფვენების საუკეთესო რეცეპტი

ინგრედიენტები  :

550 გრ.ფქვილი

2 ოთახის ტემპერატურის კვერცხი

250 მლ.რძე

1 ჩ.კოვზი მარილი

1 პაკეტი სწრაფი მომზადების მშრალი საფუარი(11 გრ)

1  პატარა ლიმონის ცედრა

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

100-150 გრ.შაქარი

60 გრ.კარაქი

ჯემი ან შოკოლადი ნუთელა

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და გავყოთ 3 ნაწილად

გავააქტიუროთ საფუარი: თბილ რძეში გავხსნათ საფუარი შაქართან ერთად,დავახუროთ თავზე და 15 წუთი გავაჩეროთ.

 

გააქტიურებულ საფუარში გავხსნათ  ერთი ნაწილი ფქვილი,შევათქვიფოთ კვერცხი,ფქვილის  მეორე ნაწილი და შევაზილოთ კარაქი.

დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ ერთგვაროვანი,ფაფუკი,რბილი ცომი.ცომს თავზე დავაფაოთ და დავდოთ1 საათი თბილ ადგილას.

ცომისაგან მოვამზადოთ 60 გრამიანი ბურთულებიან გავაბრტყელოთ და ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.

ცომის ბურთულები გადავიტანოთ გამოსაცხობ ქაღალდზე,დავალაგოთ ერთმანეთისაგან 1 სმ-ის  დაშორებით,გადავაფაროთ და ისევ დაველოდოთ ცომის აფუებას.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი,გავახუროთ და  მოვხარშოთ ბლითები.ზეთის ტემპერატურა რომ არ დაეცეს,მოხარშეთ ერთდროულად 3 ბლითი,მაქსიმუმ ოთხი.

ბურთულები ამოვალაგოთ ზეთიდან და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე დასაწურად.

საკონდიტრო  შპრიცით შევუშვათ ჟოლოს ჯემი,შოკოლადის ნუთელა ან გავჭრათ შუაზე და წავუსვათ კრემი .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოპოვერები – ამერიკული ფუნთუშები

ინგრედიენტები :

250 მლ.რძე

1/3 მარილი

1 ს.კოვზი ზეთი ან გაზზე გამდნარი კარაქი

160 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

 

მომზადების წესები :

რძე შევათბოთ 30 გრადუსამდე.

კვერცხი ოთახის ტემპერატურის ავთქვიფოთ, დავუმატოთ რძე,მარილი,ზეთი და შევათქვიფოთ ფქვილი

ისე რომ,კოშტები  არ დაგვრჩეს.

ღუმელი გავაცხელოთ 230 გრადუსზე.

ცომი ჩავასხათ ნახევრამდე სილიკონის ფორმებში.

თუ ცომს ჩავასხამთ მაფინების გამოსაცხობ ფორმაში,მაშინ ირგვლივ და ძირზე  მოვუსვათ ზეთი.

პოპოვერები გამოვაცხოთ ღუმელში 15 წუთი 200 გრადუსზე ქვედა წვაზე,შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე და გამოვაცხოთ კიდევ 15 წუთი ქვედა და ზედა წვაზე.თუ თქვენ გაქვთ გაზის ღუმელი,მაშინ დავუწიოთ  ტემპერატურას .

პოპოვერები ფორმიდან ამოხტებიან,გავაგრილოთ ,ქუდი მოვაჭრათ და ჩავდოთ ჩვენთვის სასურველი  გულსართი.

გულსართი :

200 გრ.სოკო

200 გრ.ქათმის ფილე

6 ს.კოვზი არაჟანი

2 საშუალო ზომის ხახვი

მარილი გემოვნებით

ქათმის ფილე მოვხარშოთ და კუბებად დავჭრათ.

ხახვი მოვშუშოთ სოკოსთან ერთდ .შევურიოთ ქათმის ფილე,მარილი და არაჟანი.

გულსართით ამოვავსოთ პოპოვერები.

პოპოვერებში ასევე სეგვიძლია მოვათავსოთ თევზის გულსართი.

ტკბილი გულსართი :

200 გრ.ხაჭო

4 ს.კოვზი არაჟანი

2  მწიფე ბანანი

ვანილიანი შაქრის 1 შეკვრა

4 ს.კოვზი შაქარი ,შესაძლებელია შეიცვალოს თაფლით

მარწყვი გასაფორმებლად

ინგრედიენტები  ერთად დავაბლენდეროთ( მარწყვის გარდა) და გულსართი მზადაა.

ამერიკული ფუნთუშები პოპოვერები ჩავჭრათ,შევავსოთ გულსართით და გავაფორმოთ მარწყვით.