ნაყინი პლომბირი – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

400 გრ.მაღალპროცენტიანი ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

მწიკვი ვანილი.

მომზადების წესები :

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე.მიღებული ნაყინის მასა გადავიტანოთ კონტეინერში,დავახუროთ თავზე და მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

ინგრედიენტები,  მეორე ვარიაცია:

200 გრ.ნაღები

200 გრ.შედედებული რძე

200 გრ.მარწყვი,ჟოლო,მოცხარი,მაყვალი

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ და გავატაროთ საცერში.

ცივ ნაღებს დავუმატოთ ვანილი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

ნაღების ჰაეროვან კრემს დაბალ სიჩქარეზე მიქსერით შევათქვიფოთ შედედებული რძე და ნიჩბით შევურიოთ მარწყვის ან სხვა კენკროვანის პიურე.

ნაყინი გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ.

ნაყინი პლომბირი რძით. მესამე ვარიაცია

ინგრედიენტები :

4 კვერცხის გული

90 გრ.შაქარს პუდრა

250 მლ.რძე (6%)

350 მლ.33% ნაღები

ვანილი

მომზადების წესები :

ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.

კვერცხის გულებისა და შაქრის პუდრისაგან  გავაკეთოთ გოგლიმოგლი.

გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე,არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ  და  ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.

ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი  მომზადებული ნაყინი მზად არის.

მარწყვის პიურეს ბისკვიტი – ტორტი ხაჭოს კრემით

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

110 გრ.შაქარი ცილაში

40 გრ.შაქარი კვერცხის გულში

240 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

250 გრ.მარწყვია,ჟოლოს პიურე

120 მლ.ზეთი

10 გრ.გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

2 წვეთი მარწყვის ესენცია სუვილისამებრ

2 წვეთი წითელი საღებავი სურვილისამებრ

სიროფი დასანამი :

120 მლ.მარწყვის წვენი

120 გრ.შაქარი

კრემი :

350 მლ. 35% ნაღები

90-100 გრ.შაქრის პუდრა

300 გრ.ხაჭო

ვანილის 1-2 წვეთი

მომზადების წესები :

მარწყვი ან ჟოლო  დავაბლენდეროთ .მიღებული პიურე გავატაროთ საცერში.

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და სიმინდის სახამებელი.

კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ ცალკე გათეთრებამდე ,დავუმატოთ პიურე,ჩავასხათ ზეთი და თუ სურვილი გვაქვს,ჩავაწვეთოთ საკვები საღებავი ,არომატიზატორი.მიქსერით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.მივიღებთ თხელ ცომს.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ. ულუფობით ვუმატებთ შაქარს და მივიღებთ ბეზეს.

თხელ ცომს ნიჩბით ან ხის კოვზით შევურიოთ ბეზე.

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ორი  ფორმა. ორივეში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი გვერდებზეც.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად.თითოეულში გადავიტანოთ დაახლოებით 540 გრ.ცომი და 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ბისკვიტები ფორმებიდან გამოვიღოთ,გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში დ გამოყენებამდე მინიმუმ 3 საათი შევდოთ მაცივარში.

მოვამზადოთ კრემი: ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ შაქრის პუდრა და ვანილი.

ცივი ნაღები კარაგდ ამოვიყვანოთ და ულუფობით შევურიოთ ხაჭო.

დასანამი: მარწყვის წვენში ჩავყაროთ შაქარი,მივიყვანოთ ადუღებამდე,შაქრის კრისტალები უნდა გადნეს.

მარწყვი დავჭრათ.

ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად,ფენები დავნამოთ, ფენებს წავუსვათ კრემი ,მოვაყაროთ  მარწყვის ნაჭრები  და ერთმანეთზეი დავალაგოთ.ტორტს ასევე გვერდებზეც წავუსვათ კრემი და გავასწოროთ. ტორტი შევდოთ მაცივარში 2-3 საათი.

გაუფორმებლად ტორტი იწონის 2100 გრ.

ტორტის გასაფორმებელი ხაჭოს კრემი :

370 გრ.ხაჭო

75 გრ.შაქრის პუდრა

270 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.შედედებული რძე

მომზადების წესები :

ხაჭო( მშრალი) და შედედებული რძე  დავაბლენდეროთ.

კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე შაქართან ერთად ,შემდეგ შევათქვიფოთ დაბლენდერებული ტკბილი ხაჭოს მასა.მიღებული კრემით გავაფორმოთ ჩვენი გემოვ ნებით ტორტი .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანანის ტკბილი პიცა – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

150 გრ.პიცის ცომი ( წაიკითხეთ რეცეპტი)

2 ბანანი

100 გრ.მაშმელოუ

100 გრ შოკოლადის კრემი( ნუთელა)

მომზადების წესები :

პიცის ცომი ჯერ ხელთ და შემდეგ საბრტყელებლით გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.

ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ღუმელის ტაფაზე,გადავაფაროთ ტილო და ვაცადოთ ამოფუება.

ცომს წავუსვათ ნუთელაანსხვა ნებისმიერი შოკოლადის კრემი,მოვაყაროთ დაჭრილი ბანანი.

250 გრადუზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 8-10 წუთი.გამოცხობამდე 2 წუთით ადრე გამოვიტანოთ ღუმელიდან,მოვაყაროთ დაჭრილი მაშმელოუ და დავასრულოთ გამოცხობა.

 

ტკბილი პიცა ანანასით

ინგრედიენტები :

250 გრ.ფქვილი

200 მლ.რძე

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს

2 ს.კოვზი ნუშის ფქვილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

3 ს.კოვზი შაქარი

ნახევარი ლიმონის ცედრა

გულსართი:

6 ანანასის რგოლი

200 გრ.ყველი მასკარპონე ან ხაჭო

100 გრ.შაქრის პუდრა

100 გრ.ნიგოზი

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ შაქარი,ცედრა,ნუშის ფქვილი,დავასხათ ზეთი,რძე და მოვზილოთ ელასტიური,ერთგვაროვანი ცომი.ცომი შევახვიოთ პლასტირში და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.

ღუმელის ტაფაზე გავაბრტყელოთ ცომი ძალიან თხლად და 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 12 წუთი.პიცა ოდნავ  გავაგრილოთ.

ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ.

ყველ მასკარპონეს შევურიოთ ჯერ შაქრის პუდრა ,შემდეგ  მოხალული ნიგოზი.

გულსართი  თანაბრად გადავანაწილოთ პიცაზე და ღუმელში 8 წუთით შევაბრუნოთ.

ანანასის პიცა სუფრასთან მივიტანოთ თბილი.

 

ტკბილი პიცა “დოლჩე” ხილის ასორტით -იტალიური სამზარეულო

ასორტიმენტიანი კენკრით სავსე გემრიელი პიცა ბავშვებს განსაკუთრებულ სიამოვნებას მოუტანს და, უდავოდ, დაიპყრობს მოზრდილებსაც.

ინგრედიენტები :

150 გრ.პიცის ცომი ( წაიკითხეთ რეცეპტი)

100 გრ.ყველი მასკარპონე

25 გრ.მარწყვი

25 გრ.მაყვალი

25 გრ.მოცხარი

25 გრ.ჟოლო

მომზადების წესები :

პიცის ცომი ჯერ ხელთ და შემდეგ საბრტყელებლით გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.

ცომის  ცენტრში მოვათავსოთ ყველი მასკარპონე.

როგორ მოვამზადოთ მასკარპონე სახლის პორობებში.წაიკითხეთ რეცეპტი

ვაცხობთ ცომს 10-15 წუთი 300-320 გრადუსზე.

ყველი კოვზის საშუალებით თანაბრად გადავანაწილოთ მთელ ზედაპირზე.

წრიულად მოვასხათ შოკოლადის კრემი.

დავჭრათ მარწყვი და პიცაზე დავალაგოთ სხვა კენკროვნებთან ერთად.

გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა

რჩევა : მასკარპონეს ნაცვლად შეგვიძლია  ნებისმიერი კრემ-ყველი ან გამოვიყენოთ ხაჭო შედედებული რძესთან ერთად.

ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა ტყემლით ან ალუჩით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ საქონლის ხორცი

300 გრ.ღორის ხორცი

120 გრ.ბრინჯი

5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

1 კონა ქინძი

რამოდენიმე ღერი ტარხუნა

რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა

5-6 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ვაზის ფოთოლი

 

მომზადების წესები :

შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი ან ბულიონი.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ალუჩა, ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა,ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე ,ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.ტოლმას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

მაწვნის ან არაჟნის სოუსის მომზადება: 400 მლ.მაწონს შევურიოთ 3 კბილი ნიორი ( დაჭყლეტილი),მწიკვი დარიჩინი და 1 ჩ.კოვზი შაქარი.

ბროწეულის წვენის მარინადი მწვადისათვის

ინგრედიენტები :

2 კგ.ღორის სამწვადე ხორცის ნაჭრები

700 მლ.ბროწეულის წვენი

5 თეთრი ხახვი

2 ს.კოვზი ზეთი

30 გ.ხმელი სუნელები ან როზმარინი

ქინძის მარცვლები

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

სამწვადე ნაჭრებს (საშუალოდ დაჭრილი) დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,მოვაყაროთ მარილი,  წიწაკა, დავასხათ ბროწეულის წვენი და მოვახათ ზეთი,დავაფაროთ თეფში,დავადოთ სიმძიმე . ხორცი ბოლომდე უნდა დაიფაროწ წვენში, გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ 1 დღე მაცივარში დასამარინადებლად.ხორცი ავაგოთ შამგურზე და შევწვათ  ნაკვერჩხალში.

 

მჭადის კლასიკური და არატრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

350-400 გრ.ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

1 ჭიქა ცივი წყალი(შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მეტი ,ფქვილს გააჩნია)

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი,დავასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ მჭადის ცომი.ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ ნახევარი საათი დავასვენოთ.სველი ხელებით ამოვიღოთ გუნდები,გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ან ღუმელში ან ბლომად ზეთმოსხმულ ტაფაზე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჭადს ზელს ხელისთვის გასაძლისად ცხელ წყალში.მჭადი შეგვიძლია მოვზილოთ ბორჯომში.

ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება ნიგვზიანი ბადრიჯანი .

მჭადი ქინძით.მეორე ვარიაცია

300 გრ.მჭადის ფქვილი

1 პატარა კონა ქინძი

ცოტა მარილი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი,დავასხათ წყალი,მოვზილოთ ცომი.ცომი ვზილოთ დიდხანს და აუცილებლად დავასვენოთ ნახევარი საათი.

ცომი დავყოთ გუნდებად და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაში.

მჭადი ტარხუნით. მესამე ვარიაცია

400 გრ.მჭადის ფქვილი

1 კონა ტარხუნა

ცოტა მარილი

წყალი, რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ტარხუნის ღეროებს მოვაშოროთ ფოთლები და ძალიან წვრილად დავჭრათ.

ფქვილს შევურიოთ მარილი,დაჭრილი ტარხუნის ფოთლები,დავასხათ წყალი და მოვზილოთ.გამოცხობის წესი იგივეა.ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება პრასის , კეჟერა და წითელი ფხალი.

 

 

 

საახალწლო თაფლაკვერი (“პრიანიკი) – ზუსტი რეცეპტი

ინგრედიენტები:

ცომი

100 გრ.შაქარი კარამელისათვის

150 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

100 გრ.თაფლი

80 გრ.კარაქი

5 გრ.სოდა

40 გრ. კვერცხის გული (2 ცალი)

10 გრ.დარიჩინი

10 გრ.ჯანჯაფილი

1 გრ.მიხაკი

5 გრ.ილი

5 გრ.ბადიანი

500 გრ.ფქვილი

აისინგი :

200 გრ.შაქარის პუდრა

1 კვერცხი ცილა

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი ან ფრეში

საღებავი ( წყალგამძლე) სურვილისამებრ

 

მომზადების წესები :

გახურებულ ტაფა-ქვაბში ჩავყაროთ  100 გრ.შაქარი. როგორც კი შაქარი გადნება,მივიღებთ მუქი ფერის.

კარამელს დავასხათ ადუღებული წყალი.ვიყოთ ფრთხილად,რომ ორთქლზე არ დავიწვათ.

თხევად მასას დავუმატოთ თაფლი,150 გრ.შაქარი,კარაქი და  დაბალცეცხლზე გავაჩეროთ შაქრის გადნობამდე.

გადმოვდგათ ცეცხლიდან,დაახლოებით 10 წუთი გავაჩეროთ გასაგრილებლად.

დავუმატოთ სოდა.

დავუმატოთ კვერცხის გულები.ამ დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60 გრადუსი.წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კარამელის ომლეტს.

მასას დავუმატოთ ფქვილი,დაფქული ილი,ბადიანი,მიხაკი ,მოვზილოთ ცომი,გადავაფაროთ პლასტიკი და 12 საათი შევდოთ მაცივარში.

ცომი 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ,გამოვჭრათ ფორმებით,გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე და 12-15 წუთი გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე.

ცხელ გამომცხვარ თაფლაკვერის  ორცხობილას მსუბუქად დავაჭიროთ ხელის გული,რომ ზედაპირი ერთგვაროვანი გახდეს.

აისინგი:

კვერცხის ცილა, შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი ავთქვიფოთ მიქსერით ,გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.თუ სურვილი გვაქვს შევურიოთ სარებავი  და მოვრთოთ თაფლაკვერები.

 

 

სამარხვო ფახლავა

ინგრედიენტები :

300 გრ.ფქვილი

2 ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი საფუარი

300 გრ.წყალი

1 კგ.ნიგოზი

100 გრ.თაფლი

6 ს.კოვზი ზეთი ან გამდნარი მარგარინი

1 ლიმონი

1 ვანილი

2 ჩ.კოვზი დარიჩინი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

100 მლ. თბილ წყალში გავხსნათ 1 ჩ.კოვზი საფუარი,1 ჩ.კოვზი შაქარი და 3 ს.კოვზი ზეთი.შემდეგ დავუმატოთ 200 მლ.წყალი ,შევაზილოთ ფქვილი.ცომი გავყოთ 8 გუნდად .

ცომის გუნდები დავასვენოთ ნახევარი  საათი.

გულსართი:

ნიგოზი დავაბლენდეროთ,შევურით 2 ჩ.კოვზი დარიჩინი,6 ს.კოვზი შაქარი და ვანილი.

ცომის გუნდები გავაბრტყელოთ ოთხკუთხედებად,დავაფინოთ ღუმელის ტაფაზე,ყველა ფენას წავუსვათ ზეთი  და ფენებს შორის მოვაყაროთ გულსართი. ბოლო ფენას ასევე წავუსვამთ ზეთს,მხოლოდ გულსართს არ მოვაყრით ,დავჭრათ რომბის ფორმის ნაჭრებად და თითოეული ულუფის ზემოდან დავალაგებთ ნიგოზის ლებნებს.ვაცხობთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათი.

სიროფის მომზადება.

1 ლიმონის წვენი,100 მლ.თაფლი,1 ჭიქა ყავისფერი შაქარი და 100 მლ.წყალი ერთმანეთში შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი,ვადუღოთ 5 წუთი.

როგორც კი ფახლავა ფერს შეიცვლის დავასხამთ ნახევარ სიროფს,შევდებთ ისევ ღუმელში 15 წუთი,დავასხამთ დარჩენილ სიროფს და დავასრულებთ გამოცხობას.