ბისკვიტის ნამცხვარი “ნაძვის ხეები”კრემით და ფსტით

ინგრედიენტები  ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

დიკორაციისათვის :

200 გრ.თეთრი შოკოლადი

200 გრ.ფსტა

შაქრის მინანქრისათვის :

მომზადების წესები :

საცხობი ქაღალდისგან გამოვჭრათ 20 სმ დიამეტრის წრეები და ჩავჭრათ ცენტრამდე .დავამზადოთ კონუსები და  რომ არ დაგვეშალოს, გვერდები დავამაგროთ კლიფსით.

 

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 180 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას.

ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

ცომით ავასოთ ფორმები  და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

ბისკვიტის ნამცხვარი გავაგრილოთ.

ფუნჯით წავუსვათ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ ფსტა .

შოკოლადით გავუკეთოთ მწვერვალი.

ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური

ინგრედიენტები ( პირველი ვერსია) :

200 გრ.მაწონი

25-50 მლ. (მინერალური წყალი)

ნახევარი ჩაის კოვზი ძმრით

300  – 400 გრ. ფქვილი

მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისათვის:

2 კვერცხი

250 გრ.სულგუნი

300 გრ.იმერული ყველი

მომზადების წესები :

ფქვილს მოვაყაროთ მარილი.

მინერალური წყალი და მაწონი შევურიოთ,დავუმატოთ სოდა ძმრით.

სითხე დავასხათ ფქვილს და წრიული მოძრაობებით მოვზილოთ ცომი.

ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ გულსართი :

ყველი გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ კვერცხი.

ცომი და ყველი დავყოთ ერთნაირი რაოდენობის გუნდებად.

ცომის გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ ყველის ერთი გუნდა,მოვუკრათ პირი და შევწვათ გახურებულ  ტაფაზე ორივე მხრიდან.ზემოდან გადავუსვათ ცხიმი.

ინგრედიენტები ცომისთვის ( მეორე ვერსია)

250 მლ. მინერალური( გაზიანი ) წყალი

2 კვერცხი

1 სუფრის კოვზი შაქარი

2 სუფრის კოვზი ზეთი

ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი საფუარი

ფქვილი რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ნახევარ ჭიქა მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი , ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი .დაველოდოთ აქაფებას.

თასში ჩავასხათ ოპარა,ზეთი,ჩავახალოთ კვერცხი,ჩავყაროთ მარილი,შაქარი,შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი.

ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.

მოვამზადოთ გულსართი :

ყველი გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ კვერცხი.

ცომი და ყველი დავყოთ ერთნაირი რაოდენობის გუნდებად.

ცომის გუნდა გავაბრტყელოთ,ჩავდოთ ყველის ერთი გუნდა,მოვუკრათ პირი და შევწვათ გახურებულ  ტაფაზე ორივე მხრიდან.ზემოდან გადავუსვათ ცხიმი.

 

 

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯის,სოკოს , ჩირის სატენით და კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

ერთი 2 კილოგრამიანი ქათამი

300 გრ.სოკო

5 -6 გარგრის ჩირი

70 გ.თხილი,ქეშიუ ან ნიგოზი

2 მუჭა ბრინჯი

1 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

70 გრ.კარაქი

50 მლ.ზეთი

მომზადების წესები :

სოკო  საშუალო ზომებად დავჭრათ.

ხახვი გავფცქვნათ,დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავჭრათ.

მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ საშუალო ზომის ტაფა.მასში გავადნოთ კარაქი,დავასხათ ზეთი და  ჩავყაროთ ხახვი,ნიორი და სოკო . შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გარგრის ჩირი.სოკო ბოლომდე არ უნდა შეიწვას,უნდა გამოცხვეს ქათამში.მოვაყაროთ 2 მუჭა ბრინჯი.

შიგთავსი გადავიტანოთ სხვა ჯამში და დაველოდოთ გაცივებას.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.

ღუმელის ტაფაზე მოვასხათ ზეთი,გადავიტანოთ ქათამი,ამოვავსოთ შიგთავსით,ფეხები კარგად შევუკრათ ალუმინის ქაღალდით,ზემოდან გადავუსვათ გამდნარი კარაქი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

ვაცხობთ 190 გრადუსზე ზედა და ქვედა წვაზე დაახლოებით  ერთი საათი და 25 წუთი.

კარტოფილის გარნირი:

5-6  კარგად გარეცხილი კარტოფილი ქერქიანად დავჭრათ კუბებად,ჩავყაროთ თასში.

კარტოფილს მოვაყაროთ : ერთი მწიკვი წითელი წიწაკა,მარილი გემოვნებით,  ერთი გრამი როზმარინი,ერთი გრამი შაშკვლავი, 5 კბილი გახეხილი ნიორი,მოვასხათ კარაქი და ზეთი.

სანამ კარტოფილს მოვაყრით ქათამს,გადავუსვათ გამდნარი კარაქი.

ქათამს ირგვლივ კარტოფილი მოვაყაროთ ნახევარი საათით ადრე და გამოვაცხოთ.

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,2015 წელი.

 

 

 

 

მარწყვის ტორტი ” წითელქუდა “

ინგრედიენტები :

6 კვერცხიანი ბისკვიტი( წაიკითხეთ რეცეპტი)

არაჟნის სუფლე:

450 გრ.არაჟანი

2 კვერცხის ცილა( 60-70გრ)

10 გრ.ვანილი

90 გრ.შაქარი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

ხილის შემავსებელი:

200 გრ.მარწყვი

25 გრ .შაქარი

4 გრ.ჟელატინი

30 მლ.წყალი

დეკორი:

მარწყვი ან ჟოლო,მაყვალი,წითელი მოცხარი

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ ბისკვიტი.

ბისკვიტს გამოვაჭრათ გული ისე,რომ მიიღოს ჯამის (კალათის) ფორმა.შევეცადოთ,რომ ბისკვიტის ჯამის კედლები იყოს  5 მმ სისქის.

ბისკვიტის თასი ჩავდოთ იგივე ფორმაში,რომელშიც გამოვაცხვეთ.

ბისკვიტის ნამცეცები შევინახოთ და მოვამზადოთ ტრაიფლი.

არაჟანს დავუმატოთ შაქარი და სახამებელი.

კვერცხის ცილისა და შაქრიაგან მოვამზადოთ ბეზე.

ბეზე ორ ულუფად შევურიოთ არაჟნის მასას.

ბისკვიტის ჯამი  შევავსოთ არაჟნის მასით.

 

ფორმას გარედან შემოვახვიოთ ფოლგა, რომ  ღუმელში არ დაგვეწვას.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 140 გრადუსზე 60 წუთი (შუა თარო )კოვნერსიის გარეშე.გამოცხობის შემდეგ ღუმელის კარები გამოვაღოთ,გავაჩეროთ 30 წუთი.

ბისკვიტი ბოლომდე გავაგრილოთ,გადავაფაროთ პლასტიკი და მაცივარში შევინახოთ 10 საათი.

ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.

მარწყვი დავაბლენდეროთ,შემოვდგათ ცეცხლზე და ადუღებიდან 1 წუთის განმავლობაში ვხარშოთ.

ცხელ მარწყვის პიურეში გავხსნათ შაქარი და ჟელატინი.

მარწყვები ლამაზად დავჭრათ.

ტორტზე დავაწყოთ მარწყვის ნაჭრები,მოვასხათ პიურე.

 

 

 

 

 

ხორცის რულეტი გარგრის,შავი ქლიავის ჩირით – სადღესასწაულო კერძი

ინგრედიენტები :

700 ღორის რბილი ხორცი( საქონლის ,ქათმის ,ინდაურის ფილე)

100 გრ.ქლიავის ჩირი

100 გრ.გარგრის ჩირი

5-10 გრამი ხმელი სუნელი

40 გრ.ტკბილი ვაშლის  მდოგვი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ღორის ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ ორივე მხირდან.

ხორცს ერთი მხრიდან მოვაყაროთ მარილი და ხმელი სუნელი,ხოლო მეორე მხრიდან წავუსმევთ  ტკბილ ვაშლის  მდოგვს( წაიკითხე რეცეპტი)და გავაჩერებთ დასამარინადებლად 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ჩირს დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი და გავაჩეროთ 15 წუთი.

ხორცის ნაჭრებზე(მდოგვის მხარე) დავაწყოთ გარგრის ან შავი ქლიავის ჩირი და გადავახვიოთ რულეტივით.

ტაფა გავახუროთ,დავასხათ ზეთი , დავაწყოთ რულეტები( ნაკეცით  ქვემოთ) და შევწვათ.

ნახევრად მომზადებული რულეტები გადავიტანოთ ფორმაში,გადავაფაროთ ფოლგა და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დავასრულოთ გამოცხობა.

 

 

 

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯისა და ჩირის გულსართით

ინგრედიენტები :

2 კგ. ქათამი

100 გრ.ბრინჯი

50 გრ. გარგრის ჩირი,კურაგა

50 გრ.შავი ქლიავის ჩირი

50 გრ.ნიგოზი

50 გრ.ქიშმიში

მარილი და წიწაკა გემოვნებით

1 დარიჩინის ჯოხი

2 ს.კოვზი თხევადი თაფლი

2 ს.კოვზი სოიოს სოუსი

მომზადების წესები :

ქათამი გავრეცხოთ,გავასუფთაოთ, შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ.

ჩირი ( გარგარი,შავი ქლიავი,ქიშმიში) დავჭრათ,დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი,წყალი გადავასხათ,შევურიოთ ნახევრად  მოხარშული ბრინჯი და ნიგოზი.

ქათამი გამოვავსოთ გულსართით, ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი,ამოვკეროთ კბილის ჩხირებით და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე.

ქათამს ზემოდან წავუსვათ გამდნარი კარაქი.

ფარშირებული ქათამი ბრინჯით ადა ჩირის გულსართით( სატენით) გამოვაცხოთ ღუმელში 230 გრადუსზე 1, 5 საათი.

პერიოდულად გადავუსვათ თაფლისა და სოიოს სოუსის ნარევი.

ზემოდან ძალიან რომ არ დაიწვას,შეგვიძლია,  გადავაფაროთ ფოლგა.

ქათამი გავაგრილოთ,დავჭრათ.

ქათმის ნაჭრები დავაწყოთ თეფშებზე და შიგთავსი  ( გარნირი)ირგვლივ მოვუწყოთ.

 

 

 

 

 

ბროწეულის ვარდისფერი ბისკვიტი

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

165 გრ.შაქარი

185 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

20 გრ სახამებელი

8 გრ.გამაფხვიერებელი

80 გრ.კარაქი

150 მლ.ბროწეულის ან რომელიმე ხილის წვენი

მომზადების წესები:

ბროწეული გავწუროთ. მაღაზიაში ნაყიდი ბროწეულის წვენი ამ დესერტის მოსამზადებლად არ გამოვიყენოთ.

კარაქი გავადნოთ.

ფქვილი გავცრათ და შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხს დავაყაროთ მწიკვი მარილი,შაქარი  და ავთქვიფოთ.

გოგლი –  მოგლს შევურიოთ  ფქვილი ორ ულუფად.

მიღებულ მასას ჯერ შევურიოთ ბროწეულის წვენი,შემდეგ გამდნარი კარაქი,მოვურიოთ ნიჩბით.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი ფსკერზე და გვერდებზე,ჩავასხათ ცომი და 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ბისკვიტი  20წუთი ფორმაშივე გავაციოთ,შემდეგ გადმოვიღოთ,ბოლომდე გავაციოთ,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მონიმუმ 2 საათი მაცივარში.

 

 

 

 

მარწყვის პიურეს ბისკვიტი – ტორტი ხაჭოს კრემით

ინგრედიენტები :

6 კვერცხი

110 გრ.შაქარი ცილაში

40 გრ.შაქარი კვერცხის გულში

240 გრ.ფქვილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

250 გრ.მარწყვია,ჟოლოს პიურე

120 მლ.ზეთი

10 გრ.გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

2 წვეთი მარწყვის ესენცია სუვილისამებრ

2 წვეთი წითელი საღებავი სურვილისამებრ

სიროფი დასანამი :

120 მლ.მარწყვის წვენი

120 გრ.შაქარი

კრემი :

350 მლ. 35% ნაღები

90-100 გრ.შაქრის პუდრა

300 გრ.ხაჭო

ვანილის 1-2 წვეთი

მომზადების წესები :

მარწყვი ან ჟოლო  დავაბლენდეროთ .მიღებული პიურე გავატაროთ საცერში.

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და სიმინდის სახამებელი.

კვერცხის გულები შაქართან ერთად ავთქვიფოთ ცალკე გათეთრებამდე ,დავუმატოთ პიურე,ჩავასხათ ზეთი და თუ სურვილი გვაქვს,ჩავაწვეთოთ საკვები საღებავი ,არომატიზატორი.მიქსერით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.მივიღებთ თხელ ცომს.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ. ულუფობით ვუმატებთ შაქარს და მივიღებთ ბეზეს.

თხელ ცომს ნიჩბით ან ხის კოვზით შევურიოთ ბეზე.

ავიღოთ 20 სმ დიამეტრის ორი  ფორმა. ორივეში ჩავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი გვერდებზეც.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად.თითოეულში გადავიტანოთ დაახლოებით 540 გრ.ცომი და 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

გამომცხვარი ბისკვიტები ფორმებიდან გამოვიღოთ,გავაგრილოთ ,შევახვიოთ პლასტიკში დ გამოყენებამდე მინიმუმ 3 საათი შევდოთ მაცივარში.

მოვამზადოთ კრემი: ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ შაქრის პუდრა და ვანილი.

ცივი ნაღები კარაგდ ამოვიყვანოთ და ულუფობით შევურიოთ ხაჭო.

დასანამი: მარწყვის წვენში ჩავყაროთ შაქარი,მივიყვანოთ ადუღებამდე,შაქრის კრისტალები უნდა გადნეს.

მარწყვი დავჭრათ.

ბისკვიტი გავჭრათ სამ ნაწილად,ფენები დავნამოთ, ფენებს წავუსვათ კრემი ,მოვაყაროთ  მარწყვის ნაჭრები  და ერთმანეთზეი დავალაგოთ.ტორტს ასევე გვერდებზეც წავუსვათ კრემი და გავასწოროთ. ტორტი შევდოთ მაცივარში 2-3 საათი.

გაუფორმებლად ტორტი იწონის 2100 გრ.

ტორტის გასაფორმებელი ხაჭოს კრემი :

370 გრ.ხაჭო

75 გრ.შაქრის პუდრა

270 გრ.ნაღების კარაქი

70 გრ.შედედებული რძე

მომზადების წესები :

ხაჭო( მშრალი) და შედედებული რძე  დავაბლენდეროთ.

კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე შაქართან ერთად ,შემდეგ შევათქვიფოთ დაბლენდერებული ტკბილი ხაჭოს მასა.მიღებული კრემით გავაფორმოთ ჩვენი გემოვ ნებით ტორტი .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაწონი თაფლით ,ნიგვზით , ხილით – ქართული დესერტი

ამ ჯანსაღი ქართული დესერტის ძირითადი ინგრედიენტი არის მაწონი ,რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამის გამო იგი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას!

ინგრდიენტები :

250 გრ.მაწონი

2 სუფრის კოვზი თაფლი

2 ს კოვზი ნიგოზი

ხილი მსხალი,ატამი,მარწყვი,ქლიავი და ა.შ  ( თქვენთვის სასურველი)

ან კაკლის მურაბა

მომზადების წესები :

შევარჩიოთ  სოფლის ახალი მაწონი, ქართული ნიგოზი,თხევადი და რბილი არომატის თაფლი .

ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ.შეგვიძლია გავატაროთ.

ნებისმიერი ხილი დავჭრათ ნაჭრებად.

ჭიქებში გავანაწილოთ მაწონი,მოვასხათ თაფლი,მოვაყაროთ ნიგოზი და მოვრთოთ ხილის ნაჭრებით ან კაკლის მურაბით

ეს ქართული დესერტი ყოველგვარი დანამატების,შაქრის, ცხიმის გარეშე ძალიან ჯანსაღი,სასარგებლო და გემრიელია.

ამ დესერტის არადიეტური ვარიაცია ;

500 გრ.მაწონი

250 მლ.ნაღები

5 გრ.ჟელატინი

1 გრ.მუსკატის კაკალი

2 გრ.დარიჩინი

ნიგოზი

თაფლი

კაკლის მურაბა

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

მაწონსკარგად მოვურიოთ,რომ არ დარჩეს კოშტები.

ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე,ჯერ გავატაროთ საცერში და შემდეგ დავასხათ მაწონს,მოვურიოთ,დავუმატოთ დარიჩინი და მუსკატი.

ნარევში ჩავასხათ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი,მოვურიოთ, გადავიტანოთ ქოთნებში ან ჭიქებში ,შევდოთ 6 საათი მაცივარში.

დესერტს ზემოდან მოვასხათ თაფლი და გავაფორმოთ კაკლის მურაბით,მოხალული ნიგვზით  ან გოზინაყით.თუ დესერტს მოვასხამთ კაკლის მურაბის წვენს,მაშინ არ ვუმატებთ თაფლს.

 

 

 

 

 

ბანანის ტკბილი პიცა – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები :

150 გრ.პიცის ცომი ( წაიკითხეთ რეცეპტი)

2 ბანანი

100 გრ.მაშმელოუ

100 გრ შოკოლადის კრემი( ნუთელა)

მომზადების წესები :

პიცის ცომი ჯერ ხელთ და შემდეგ საბრტყელებლით გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.

ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ღუმელის ტაფაზე,გადავაფაროთ ტილო და ვაცადოთ ამოფუება.

ცომს წავუსვათ ნუთელაანსხვა ნებისმიერი შოკოლადის კრემი,მოვაყაროთ დაჭრილი ბანანი.

250 გრადუზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 8-10 წუთი.გამოცხობამდე 2 წუთით ადრე გამოვიტანოთ ღუმელიდან,მოვაყაროთ დაჭრილი მაშმელოუ და დავასრულოთ გამოცხობა.