მანდარინის ტორტი

ინგრდიენტები :

ბისკვიტი:

130 გრ.ფქვილი

30 გრ. სიმინდის სახამებელი

90 მლ.რძე

60 მლ.ზეთი

4 ცილა

2 კვერცხის გული

105 გრ.შაქარი

1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

10 გრ.შაქარიანი ვანილი

კრემი :

400 გრ.არაჟანი

200 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

1 კვერცხის გული

5 გრ.შაქრიანი ვანილი

20 გრ.სიმინდის სახამებელი

გასაფორმებლად:

ერთი ფილა შოკოლადი( თეთრი)

კალინას ( ვიბურუნი) ტოტები

7-8 მანდარინი

50 გრ.ნაღები

ინგრედიენტები ორნამენტების დასამზადებლად:

60 გრ.შაქარი

30 მლ.წყალი

ნაძვის ტოტები

მომზადების წესები :

პირველ რიგში ვაცხობთ ბისკვიტს: ფქვილი,გამაფხვიერებელი,სახამებელი შევურიოთ და გავცრათ.

რძიან ჭიქაში ჩავასხათ ზეთი და მოვურიოთ.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ  50 გრ. შაქართან და შაქრიან ვანილთან ერთად.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და 55 გრ. შაქარი.

გათქვეფილ კვერცხის გულებს მიქსერით ულუფობით შევათქვიფოთ მომზადებული მშრალი ინგრედიენტები და უკვე ნიჩბის გამოყენებით შევურიოთ გათქვეფილი კვერცხის ცილა.

20 სმ დიამატრის ფორმას წავუსვათ  ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ  170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბისკვიტი გავაციოთ და გავჭრათ სამ ნაწილად.

მოვამზადოთ მოხარშული არაჟნის კრემი :

არაჟანი,ვანილი,კვერცხის გული ,შაქარი,სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.ვურიოთ განუწყვეტლივ კრემის გასქელებამდე.შესქელებულ მასას დაეტყობა სათქვეფით ხაზები.გადავიტანოთ სხვა თასში და გავაგრილოთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ და კოვზობით შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული არაჟნის კრემი.

ფორმა, რომელშიც გამოვაცხვეთ ბისკვიტი ( ძირი მოვაშოროთ), დავდოთ დიდი ზომის თეფშზე,ჩავდოთ ბისკვიტის ერთი ფენა,წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ მანდარინის დაჭრილი ლებნები,დავაფინოთ მეორე ფენა,ისევ კრემი წავუსვათ ,მოვაყაროთ  ისევ მანდარინის ლებნებს,დავაფარებოთ   ბისკვიტის მესამე ფენა.,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და შევდოთ მაცივარში 4-5 საათი.

ტორტი მაცივრიდან გამოვიტანოთ,მოვხსნათ ფორმა,დავაფაროთ თეფში და გადმოვაბრუნოთ.

შოკოლადის ფილას დავასხათ ნაღები,გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,გადავიტანოთ ტომარაში  და ტორტის გვერდებზე ჩამოვაწვეთოთ. შემდეგ კი ტორტის ზედაპირზე გავანაწილოთ.

მოვადუღოთ სიროფი.

მანდარინის ლებნები და კალინას ტოტები სიროფში ამოვავლოთ და შემდეგ ამოვსვაროთ შაქარში.

ტორტი გავაფორმოთ მანდარინის ლებნებით,კალინას ღეროებით და ნაძვის ტოტებით.

ეს ტორტი ძალიან გემრიელია!

დესერტი  მზად არის !

 

 

ბროწეულის წვენის მარინადი მწვადისათვის

ინგრედიენტები :

2 კგ.ღორის სამწვადე ხორცის ნაჭრები

700 მლ.ბროწეულის წვენი

5 თეთრი ხახვი

2 ს.კოვზი ზეთი

30 გ.ხმელი სუნელები ან როზმარინი

ქინძის მარცვლები

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

სამწვადე ნაჭრებს (საშუალოდ დაჭრილი) დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,მოვაყაროთ მარილი,  წიწაკა, დავასხათ ბროწეულის წვენი და მოვახათ ზეთი,დავაფაროთ თეფში,დავადოთ სიმძიმე . ხორცი ბოლომდე უნდა დაიფაროწ წვენში, გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ 1 დღე მაცივარში დასამარინადებლად.ხორცი ავაგოთ შამგურზე და შევწვათ  ნაკვერჩხალში.

 

მოსკოვური სალათი

ინგრედიენტები :

400 გრ.შებოლილი ძეხვი

4 კვერცხი

2 სტაფილო

200 გრ. ბარდა

6 კარტოფილი

6-7  მჟავე კიტრი

200 გრ.მაიონეზი

1 მწვანე ვაშლი

100 გრ.დატეხილი ნიგოზი სურვილისამებრ

მწვანე ხახვი სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი,კვერცხი,სტაფილო მოვხარშოთ და კუბებად დავჭრათ.

შებოლილი ძეხვი კუბებად დავჭრათ.

მწვანი დავჭრათ წვრილად.

მწვანე ვაშლი გავხეხოთ.

თასში ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და დავუმატოთ მაიონეზი.უგემრიელესი სალათი მზად არის!

რჩევა:ზოგიერთი დიასახლისი უმატებს მოშუშულ ქამა სოკოს და უცხო სუნელს.გემოს გასამძაფრებლად,  1ერთი კბილი ნიორი ჩაახეხეთ.

 

 

მჭადის კლასიკური და არატრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

350-400 გრ.ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

1 ჭიქა ცივი წყალი(შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მეტი ,ფქვილს გააჩნია)

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი,დავასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ მჭადის ცომი.ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ ნახევარი საათი დავასვენოთ.სველი ხელებით ამოვიღოთ გუნდები,გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ან ღუმელში ან ბლომად ზეთმოსხმულ ტაფაზე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჭადს ზელს ხელისთვის გასაძლისად ცხელ წყალში.მჭადი შეგვიძლია მოვზილოთ ბორჯომში.

ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება ნიგვზიანი ბადრიჯანი .

მჭადი ქინძით.მეორე ვარიაცია

300 გრ.მჭადის ფქვილი

1 პატარა კონა ქინძი

ცოტა მარილი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი,დავასხათ წყალი,მოვზილოთ ცომი.ცომი ვზილოთ დიდხანს და აუცილებლად დავასვენოთ ნახევარი საათი.

ცომი დავყოთ გუნდებად და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაში.

მჭადი ტარხუნით.

400 გრ.მჭადის ფქვილი

1 კონა ტარხუნა

ცოტა მარილი

წყალი, რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ტარხუნის ღეროებს მოვაშოროთ ფოთლები და ძალიან წვრილად დავჭრათ.

ფქვილს შევურიოთ მარილი,დაჭრილი ტარხუნის ფოთლები,დავასხათ წყალი და მოვზილოთ.გამოცხობის წესი იგივეა.ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება პრასის , კეჟერა და წითელი ფხალი.

 

 

 

სამარხვო ფახლავა

ინგრედიენტები :

300 გრ.ფქვილი

2 ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი საფუარი

300 გრ.წყალი

1 კგ.ნიგოზი

100 გრ.თაფლი

6 ს.კოვზი ზეთი ან გამდნარი მარგარინი

1 ლიმონი

1 ვანილი

2 ჩ.კოვზი დარიჩინი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

100 მლ. თბილ წყალში გავხსნათ 1 ჩ.კოვზი საფუარი,1 ჩ.კოვზი შაქარი და 3 ს.კოვზი ზეთი.შემდეგ დავუმატოთ 200 მლ.წყალი ,შევაზილოთ ფქვილი.ცომი გავყოთ 8 გუნდად .

ცომის გუნდები დავასვენოთ ნახევარი  საათი.

გულსართი:

ნიგოზი დავაბლენდეროთ,შევურით 2 ჩ.კოვზი დარიჩინი,6 ს.კოვზი შაქარი და ვანილი.

ცომის გუნდები გავაბრტყელოთ ოთხკუთხედებად,დავაფინოთ ღუმელის ტაფაზე,ყველა ფენას წავუსვათ ზეთი  და ფენებს შორის მოვაყაროთ გულსართი. ბოლო ფენას ასევე წავუსვამთ ზეთს,მხოლოდ გულსართს არ მოვაყრით ,დავჭრათ რომბის ფორმის ნაჭრებად და თითოეული ულუფის ზემოდან დავალაგებთ ნიგოზის ლებნებს.ვაცხობთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათი.

სიროფის მომზადება.

1 ლიმონის წვენი,100 მლ.თაფლი,1 ჭიქა ყავისფერი შაქარი და 100 მლ.წყალი ერთმანეთში შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი,ვადუღოთ 5 წუთი.

როგორც კი ფახლავა ფერს შეიცვლის დავასხამთ ნახევარ სიროფს,შევდებთ ისევ ღუმელში 15 წუთი,დავასხამთ დარჩენილ სიროფს და დავასრულებთ გამოცხობას.

 

 

 

შემწვარი გოჭი სატენით,იმერულად

ინგრედიენტები :

გოჭი

შიგნეული

ბრინჯი

სუნელები,მწვანილი

მომზადების წესები :

კარგად გასუფთავებულ გოჭს გამოვუღოთ შიგნეული,გავრეცხოთ,ჩავყაროთ მდუღარეში,მოვხარშოთ.

მოხარშული შიგნეული დავჭრათ ძალიან წვრილად,ერბოში მოვხრაკოთ.

ცალკე მარილწყალში მოვხარშოთ ბრინჯი,შევაზავოთ მწვანილით ( ოხრახურში,კამა,ქინძი),ყვითელი ყვავილით,მოვათავსოთ გოჭის მუცლის ღრუში,გავკეროთ,წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ყურებზე,კუდზე და ჩლიქებზე შემოვახვიოთ ფოლგა ,გამოვაცხოთ ღუმელში.

როგორ შევწვათ სადღესასწაულოდ გოჭი აჯიკით – ქართული სამზარეულო

როგორ შევწვათ სადღესასწაულოდ გოჭი აჯიკით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 გოჭი

200 გრ.კარაქი

50 გრ.აჯიკა

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

გასუფთავებული და გარეცხილი გოჭი მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე,გარედან და შიგნიდან წავუსვათ აჯიკა,მოვასხათ გამდნარი კარაქი და ფუნჯით თანაბრად გადავანაწილოთ.გოჭს ჩლიქებზე,კუდზე და ყურებზე შემოვახვიოთ ფოლგა.

გოჭი ღუმელში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი,შემდეგ გამოვიღოთ,ფუნჯით გადავუსვათ ისევ გამღვალი კარაქი ან გამოყოფილი წვენი, ტემპერატურა 170 გრადუსამდე დავწიოთ და შევწვათ 35-40 წუთი. ხორცის შეწვას შეიძლება მეტი დრო დაჭირდეს,გააჩნია როგორი ღუმელი გვაქვს.ხსირ შემთხვევაში გოჭის შეწვას 1,5-2 საათი ჭირდება .

შემწვარი გოჭი იმერულად, რეცეპტი.

შეწვის დროს,ყოველ 15 წუთში წავუსვათ გაღვალი კარაქი.შემწვარი გოჭი შევაგრილოთ და შემდეგ დავჭრათ.მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მივირთვათ ტყემალთან ერთად.

ყველით გამოტენილი შემწვარი გოჭი

გოჭი გავრეცხოთ,გავასუფთაოდ,წავუსვათ მარილი გარედან და შიგნიდან.

კუჭ-ღვიძლი მარილწყალში მოვხარშოთ,დავჭრათ წვრილად,დავამატოთ დაჭრილი უმარილო ყველი,პიტნა,ტარხუნა,მარილი,კარგად აურიოთ.ამ გამზადებული მასით გამოვუტენოთ გოჭს მუცლის ღრუ,ძაფით ამოვკეროთ,შევწვათ ღუმელში ან შამფურზე.

 

 

თევზის საცივი

ინგრედიენეტები :

500 გრ.თევზი

1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი

3-4 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 დაფნის ფოთოლი

8 მარცვალი ბაჰარი

მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით

1 ჩ.კოვზი ქინძის თესლი

მარილი,წიწაკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი გემოვნებით

მომზადების წესები :

თევზი დავჭრათ ნაჭრებად. ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ წყალი,ჩავდოთ დაფნის ფოთლები,ჩავყაროთ ბაჰარი და მოვხარშოთ.

ნახარშს ცხიმი მოვხადოთ.

მოხარშული თევზი დავაწყოთ ღრმა თეფშზე.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მოხდილ ცხიმში.

ძმარი გადავადუღოთ და გავაციოთ.ამ მეთოდის გამოყენებით საცივი  არ გამუქდება.

ნიგოზი გავატაროთ ნიორთან და წიწაკასთან ერთად.დავუმატოთ მარილი,,ყვითელი ყვავილი და გამოვხადოთ ზეთი . მასას დავუმატოთ  მოშუშული ხახვი, ხმელი ქინძის მარცვლები,დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ 10 წუთი.

მიღებულ კერძს დავუმატოთ მიხაკი,დარიჩინი,ძმარი,შავი დაფქული წიწაკა,ხმელი სუნელები, თუ სურვილი გვაქვს და კიდევ ვხარშოთ 10 წუთი.საცივის წვენი  გავატაროთ მარლაში.ცხელი საცივი დავასხათ თევზს.

სულ ესაა,გემრიელად მიირთვით !

თევზის საცივი -გურული სამზარეულო.მეორე ვერსია .

 

საახალწლო ინდაურის საცივი – გამოცდილი დიასახლისების რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 ცალი ინდაური

700 გრ.ნიგოზი

2 თავი ხახვი

2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი)

დანის წვერით  დარიჩინი სურვილისამებრ

4-5 მიხაკის ბუტკო სურვიისამებრ

4-5 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

4-5 მარცვალი ბაჰარი

2 კონა ცოცხალი ქინძი

ძმარი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ინდაური მოვხარშოთ და მოვაყაროთ მარილი. ამის შემდეგ თუ სურვილი გვაქვს ინდაური გამოვაცხოთ ღუმელში.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ინდაურის ნახარშის თავზე მომდგარ ცხიმში და ცოტა კარაქში.კარაქი აძლევს ძალიან კარგ გემოს..ხახვს მოხრაკვის დროს მოვაყაროთ მარილი.

ხახვი გავწუროთ ოთხფენა მარლაში.წვენი შევინახოთ.

ცალკე თასში მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი,ნიორი  , სუნელები,კარგად შევურიოთ , გამოვხადოთ ზეთი და მოვათავსოთ ცალკე ჭიქაში.

ნიგოზს დავასხათ ინდაურის ნახარში,მოშუშული ხახვის წვენი .

ნიგვზის  მასა დავდგათ ცეცხლზე,დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ჩავყაროთ ბაჰარი ,მიხაკის ბუტკო,დავუმატოთ ნახარში  და მივიყვანოთ ადუღებამდე .

ქინძი დავნაყოთ ,მარლაში გავწუროთ და წვენი ჩავასხათ საცივში.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავალაგოთ ინდაურის ხორცის დაჭრილი ნაჭრები,ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ დარიჩინი,წიწაკა სურვილისამებრ.

გაციებულ საცივს ჩავამატოთ გადადუღებული და გაგრილებული  ძმარი გემოვნებით.

გადადუღებული ძმარი საცივს მუქ ფერს არ აძლევს.

ფქვილი საცივის მომზადებისას არ გამოვიყენოთ.თუ საცივი თხელი გამოგვივიდა,იგი გავასქელოთ კვერცხის გულით.აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებს დაახლოებით დაჭირდება 3-4 ცალი კვერცხის გული.

კვერცხის  გული კარგად დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერით,შევურიოთ საცივის წვენს და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი საცივს არ უმატებს ყვითელ ყვავილს . ამ შემთხვევაში საცივს აქვს თეთრი ფერი.

 

 

იახნი – აჭარული სამზარეულო

ინგრედიენტები :

2 კგ.მსუქანი საქონლის ხორცი ( მკერდის და ბარკლის ხორცი)

2 დიდი

თავი ხახვი

4 კბილი ნიორი

500 გრ.ნიგოზი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

3 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი გემოვნებით

კარაქი და ზეთი

მომზადების წესები :

ხორცი მოვხარშოთ.მოხარშვისას პირველი ნახარში გადავწუროთ.თუ ხარშვისას წყალი დაიკლებს ჩავუმატოთ .ქვაბში ჩავდოთ 4 ნაწილად გაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ ხორცის მოხარშვა.ბოლოს ბულიონიდან ამოვიღოთ ხახვის ფურცლები.ბულიონი გადავწუროთ .

მეგრული ხარჩოს რეცეპტი

ცალკე ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი ( 1 თავი) მოვშუშოთ ცხიმში,შემდეგ დავუმატოთ 2 ჩ..კოვზი ყვითელი ყვავილი და  ამ მასას დავასხამთ  ხორცს.

ტრადიციული ხარჩოს წვნიანი

ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ 1 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი,1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი,დავუმატოთ ხორცს და დავასხათ ნახარში თვალზომით,იმდენი, თუ რა სისქისაც გვინდა რომ გამოვიდეს კერძი.კერძის მომზადება გავაგრძელოთ  დაბალ ცეცხლზე.