შილაფლავი

ინგრედიენტები:

400 გრ.ბატკნის ხორცი

50 გრ.დუმა

150 გრ.ბრინჯი

1 თავი თეთრი ხახვი

350 მლ.წყალი  ან 150 მლ ბულიონი და 200 მლ.წყალი

1 ს.კოვზი კვლიავი

1 ს.კოვზი  ძირა

მარილი,შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

დუმა წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ,დავაყაროთ ხახვი და ერთად ვშუშოთ.შევეცადოთ ხახვი არ დაგვეწვას. წვრილად დაჭრილი ბატკნის ხორცი დავაყაროთ  და გავაგრძელოთ შუშვა. თან ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას. შუშვის დროს მოვაყაროთ ძირა ,შავი პილპილი და კვლიავი.ბოლოს დავაყაროთ ბრინჯი და  2 წუთი მოვხალოთ ხორცში და ცხიმში.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ბულიონი და დაველოდოთ კერძის მომზადებას.

მზა კერძი შევაზავოთ მარილით.

 

 

 

 

კარბონარა შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის :

120 გრ. სპაგეტი
10 გრ. ზეითუნის ზეთი
40 გრ. ბეკონი
2 კვერცხის გული
20 გრ. ნაღები
პარმეზანი
შავი პილპილი
მარილი

მომზადების წესები :

მოვხარშოთ სპაგეტი  მარილიან წყალში. ბეკონი პატარა კუბიკებად დავჭრათ ,  ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ.

2 კვერცხის გული ნაღებში კარგად გავთქვიფოთ, შავი პილპილი  დავამატოთ.მაკარონი რომ მოიხარშება , ტაფაში გადავიტანოთ, სადაც ბეკონი მოვშუშეთ , კარგად ამოურიოდ და  ცეცხლიდან გადმოვდგათ. მას გათქვეფილი კვერცხის ნარევი დავამატოთ (შეგვიძლია ცოტა მაკარონის ნახარში დავამატოთ, თუ მშრალი გამოვიდა ) , თეფშზე გადმოვიღოთ და  პარმეზანი მოვაყაროთ.

ბოლონეზე -შეფ მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები ერთი პორციისათვის :

100გრ. ფარში საქონლის
50 გრ. ხახვი
20 გრ. სტაფილო
10 გრ. ზეითუნის ზეთი
120 გრ. სპაგეტი
15 გრ. პარმეზანო

ოხრახურში

30 გრ. თეთრი ღვინო
2 გრ ორეგანო

150 გრ.პამიდორი

მომზადების წესები :

ზეითუნის ზეთში  ხახვი მოვშუშოთ. წვრილ სახეზე გახეხილი სტაფილო დავუმატოთ,მოვშუშოთ, ფარში ჩავამატოთ და ისიც კარგად ჩავშუშოთ.

დაუმატოთ ცოტაოდენი წყალი, გახეხილი  პომიდორი .შავი პილპილი , ორეგანო ,მარილი და კარგად მოშუშოთ.
მაკარონი მარილიან წყალში მოვხარშოთ, მომზადებულ სოუსში გადავიტანოთ ,ამოურიოთ .სასურველ თეფშზე დავდოდ, გახეხილი პარმეზანი ,წვრლად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ.

იტალიური პეპე – შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

120 გრ. სპაგეტი

120 გრ. რომანო

შავი პილპილი

ლიმონის ცედრა

ზეითუნის ზეთი

 

მომზადების წესები :

მოვხარშოთ სპაგეტი .

რომანოს  სპაგეტის ნახარში წყალი დავასხათ და  სასურველ სისქემდე მივიყვანოთ. ნარევს გახეხილი პარმეზანი დავაყაროთ და კარგად აურიოთ,  კრემისებური მასა გავხადოთ. შემდეგ  ლიმონის ცედრა , ზეითუნის ზეთი,სპაგეტი დავამატოთ და კარგად ამოურიოთ .

იტალიური ამატრიჩიანა. შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტი

ინგრედიენტები :

400 გრ. სპაგეტი
250 გრ. ბეკონი
40 გრ.პომიდორი გახეხილი ან ქილის
150 გრ. პარმეზანი
1 ს.კ კარაქი
წითელი წიწაკა ( დაღერღილი)
1 თავი წითელი ხახვი
100-120 გრ თეთრი ღვინო
მარილი

მომზადების წესები :

ხახვი კარაქში მივშუშოთ.წიწაკა, ოთკუთხედებად დაჭრილი ბეკონი დაუმატოთ და მოვშუშოთ ერთად.

ღვინო დავასხათ.პომიდორი დავუმატოთ და კარგად მოვშუშოთ .

მარილიან წყალში სპაგეტი მოვხარშოთ.

სპაგეტი ტაფაში ,რომელშიც  სოუსი გვაქვს მომზადებული,გადავიტანოთ, კარგად მოვურიოთ,პარმეზანი მოვაყაროთ.

ოქროსფერი და ფაფუკი მჭადი შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

500 გრ.ფქვილი

წყალი რასაც შეიზელს

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

ფქვილი ჩავყაროთ თასში.

ცალკე ჭურჭელში ნელთბილ წყალში გავხსნათ სოდა დანის წვერით და მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი.მჭადი ზეთჩასხმულ ტაფაში ან გაზქურაში გამოვაცხოთ.

წანდილი,კოლიო ან კორკოტი

ინგრედიენტები:

1 კგ.ხორბალი

800 გრ.ნიგოზი

ნახ.კილო თეთრი  თაფლი( რაოდენობა დაარეგულირეთ თქვენი გემოვნებით)

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

ცოტა მარილი

2 ს.კოვზი შაქარი

 

მომზადების წესები :

ხორბალი გავრეცხოთ და რამოდენიმე საათი დავალბოთ ცივ წყალში გადავწუროთ,დავასხათ იმდენი წყალი,რომ  2 თითზე დაიფაროს და ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ.

ხორბალი მოვხარშოთ  მომინანქრებულ ქვაბში,როცა მოიხარშება  ,ცოტა  ნახარში გადავუწუროთ, სითხე შევინახოთ .

მოხარშულ ხორბალს დავუმატოთ გატარებული ნიგოზი,თაფლი,ვანილი,მარილი,შაქარი,ქიშმიში და შევფუთოთ.თუ კოლიო სქელი გამოგვივა,გავათხელოთ გადანახული ნახარშით.