ფლავი ხორცით და კომშით

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

ნახევარი კილო კომში

1 სუფრის კოვზი შაქარი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

მომზადების წესები :

ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ.

ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ კომშის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი და  ცოტა ძირა ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი , ცოტა რომ მოიხარშება ,დავაწყოთ კომშის ნაჭრები ,დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!

 

როგორ მოვხარშოთ წიწიბურა სწორად

ინგრედიენტები :

1 ჭიქა წიწიბურა

2 ჭიქა წყალი

მარილი 

ზეთი

მომზადების წესები :

წიწიბურა გავაჩიოთ, შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ იმავე ქვაბში, რაშიც უნდა მოვხარშოთ. წიწიბურას  გამოუვა მუქი ფერის წყალი.

დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.

წიწიბურას დავუმატოთ მარილი, ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყალი  რომ ადუღდება,დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.

გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.

მომზადების მეორე წესი:

წიწიბურა გავაჩიოთ,  შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ  და მოვხრაკოთ უზეთოთ ტაფაზე.

დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.

წიწიბურას დავუმატოთ მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყალი  რომ ადუღდება, დავუწიოთ, ჩავაგდოთ კარაქის კუბი  და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.

გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.

მომზადების მესამე წესი:

ასევე შესაძლებელია წიწიბურა ჩავყაროთ ქილაში,  დავასხათ ადუღებული წყალი, დავახუროთ თავსახური, შევფუთოთ  გაგრილებამდე. ქილაში წიწიბურა მოიხარშება .

მომზადების მეოთხე წესი :

წიწიბურა გავაჩიოთ,  შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ  და მოვხრაკოთ კარაქში ტაფაზე.

დავასხათ ადუღებული წყალი , მოვაყაროთ მარილი დავახუროთ თავსახური. წიწიბურა სწრაფად მოიხარშება.

 

მოხარშული წიწიბურა ყველით

წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ იმავე ქვაბში,რაშიც უნდა მოვხარშოთ.მუქი ფერის წყალი გადავღვაროთ.

დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.

წიწიბურა შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყალი  რომ ადუღდება, დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.

მოხარშული წიწიბურა მოვხრაკოთ ტაფაზე კარაქში და დავახეხოთ ყველი.

 

 

 

ტკბილი ფლავი შემწვარი ბანანით,თაფლით და ნიგვზით

ინგრედიენტები :

400 გრ.ბრინჯი

2 ბანანი

1 სუფრის კოვზი თაფლი

100 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში

2 ჭიქა წყალი

70 გრ.შაქარი

4 სუფრის კოვზი ზეთი

ვანილი

დარიჩინი ( სურვილისამებრ)

მომზადების წესები :

ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

დაჭრილი ნიგოზი ტაფაზე მოვხალოთ, დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ გარეცხილი ქიშმიში და  ცეცხლზე გავაჩეროთ ქიშმიშის დაბერვამდე,დაახლოებით 5 წუთი.

ბანანი რგოლებად დავჭრათ და მსუბუქად შევწვათ ზეთში ან სამარხვო კარაქში.მოვაყაროთ ვანილი და სუვილისამებრ დარიჩინი

ქვაბის ძირს მოვუსვათ ზეთი,ჩავყაროთ ნახევარი ბრინჯი,ზემოდან გადავანაწილოთ შემწვარი ბანანის ნაჭრები,მოვასხათ თაფლი ნიგვზით და ქიშმიშით,ისევ თანაბრად გადავანაწილოთ  დარჩენილი ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,ჩავასხათ 2 ჭიქა წყალი და ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ.

 

 

მაჭკატები,ოლადები ხახვით

ინგრედიენტები :

3 თავი ხახვი

5 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

2 კვერცხი

150 გრ.არაჟანი

2 სუფრის კოვზი დაჭრილი პიტნა

2 სუფრის კოვზი   დაჭრილი ზეთის ხილი

ნახევარი ლიმონი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

კარაქი შესაწვავად

მომზადების წესები :

ხახვი  გავჭრათ შუაზე,დავასხათ ცივი წყალი,რომ დაიფაროს,ჩავასხათ  1 სუფრის კოვზი ძმარი და ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი მარილი,გავაჩეროთ 20 წუთი.

ხახვი გავატაროთ ხორცსაკეში,გავწუროთ,სითხე გადავღვაროთ.

გაწურულ ხახვს დავუმატოთ მანანის ბურღული,კვერცხი,მარილი,წიწაკა,მოვურიოთ და  ხახვის ოლადები შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან.

სოუსი ხახვის მაჭკატებისათვის:

პიტნა,ზეთისხილი,ლიმონის წვენი,მარილი გემოვნებით და არაჟანი შევურიოთ.

ხახვის ოლადები მივირთვათ სოუსთან ერთად!

 

შვრიის ოლადები ბავშვებისათვის

ინგრედიენტები :

1 კვერცხი

150 გრ.შვრიის ფანტელები

250 მლ.მაწონი ან კეფირი

3 სუფრის კოვზი შაქარი ( 75 გრ )

2 გრ. მარილი

20 მლ( 1 სუფრის კოვზი) ზეთი

8 გრ.შაქრიანი ვანილი

12 გრ. სოდა ( 1 ჩაის კოვზი)

25 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

მაწონი აუცილებლად გავაცხელოთ ( საიდუმლო ნომერი1) 70 გრადუსამდე .

შვრიის ფანტელები ( ჰერკულესი) დავფქვათ და გავცრათ.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ,დავუმატოთ ზეთი, მარილი,სოდა და გაცრილი შვრიის  ფქვილი.ცომს დავასხათ გაცხელებული მაწონი და მოვურიოთ

ცომი აუცილებლად უნდა დავასვენოთ 10 წუთი ( საიდუმლო ნომერი 2),რომ სოდამ იმოქმედოს.

გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი, ცომს არ მოვურიოთ ( საიდუმლო ნომერი 3),ისე ამოვიღოთ სუფრის კოვზით  და  სქელძირიან ტაფაზე დავსვათ ცომის ბურთები ,შევწვათ ორივე მხრიდან თავდახურულ ჭურჭელში.

 

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯის,სოკოს , ჩირის სატენით და კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

ერთი 2 კილოგრამიანი ქათამი

300 გრ.სოკო

5 -6 გარგრის ჩირი

70 გ.თხილი,ქეშიუ ან ნიგოზი

2 მუჭა ბრინჯი

1 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

70 გრ.კარაქი

50 მლ.ზეთი

მომზადების წესები :

სოკო  საშუალო ზომებად დავჭრათ.

ხახვი გავფცქვნათ,დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავჭრათ.

მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ საშუალო ზომის ტაფა.მასში გავადნოთ კარაქი,დავასხათ ზეთი და  ჩავყაროთ ხახვი,ნიორი და სოკო . შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გარგრის ჩირი.სოკო ბოლომდე არ უნდა შეიწვას,უნდა გამოცხვეს ქათამში.მოვაყაროთ 2 მუჭა ბრინჯი.

შიგთავსი გადავიტანოთ სხვა ჯამში და დაველოდოთ გაცივებას.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.

ღუმელის ტაფაზე მოვასხათ ზეთი,გადავიტანოთ ქათამი,ამოვავსოთ შიგთავსით,ფეხები კარგად შევუკრათ ალუმინის ქაღალდით,ზემოდან გადავუსვათ გამდნარი კარაქი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

ვაცხობთ 190 გრადუსზე ზედა და ქვედა წვაზე დაახლოებით  ერთი საათი და 25 წუთი.

კარტოფილის გარნირი:

5-6  კარგად გარეცხილი კარტოფილი ქერქიანად დავჭრათ კუბებად,ჩავყაროთ თასში.

კარტოფილს მოვაყაროთ : ერთი მწიკვი წითელი წიწაკა,მარილი გემოვნებით,  ერთი გრამი როზმარინი,ერთი გრამი შაშკვლავი, 5 კბილი გახეხილი ნიორი,მოვასხათ კარაქი და ზეთი.

სანამ კარტოფილს მოვაყრით ქათამს,გადავუსვათ გამდნარი კარაქი.

ქათამს ირგვლივ კარტოფილი მოვაყაროთ ნახევარი საათით ადრე და გამოვაცხოთ.

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,2015 წელი.

 

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯისა და ჩირის გულსართით

ინგრედიენტები :

2 კგ. ქათამი

100 გრ.ბრინჯი

50 გრ. გარგრის ჩირი,კურაგა

50 გრ.შავი ქლიავის ჩირი

50 გრ.ნიგოზი

50 გრ.ქიშმიში

მარილი და წიწაკა გემოვნებით

1 დარიჩინის ჯოხი

2 ს.კოვზი თხევადი თაფლი

2 ს.კოვზი სოიოს სოუსი

მომზადების წესები :

ქათამი გავრეცხოთ,გავასუფთაოთ, შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ.

ჩირი ( გარგარი,შავი ქლიავი,ქიშმიში) დავჭრათ,დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი,წყალი გადავასხათ,შევურიოთ ნახევრად  მოხარშული ბრინჯი და ნიგოზი.

ქათამი გამოვავსოთ გულსართით, ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი,ამოვკეროთ კბილის ჩხირებით და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე.

ქათამს ზემოდან წავუსვათ გამდნარი კარაქი.

ფარშირებული ქათამი ბრინჯით ადა ჩირის გულსართით( სატენით) გამოვაცხოთ ღუმელში 230 გრადუსზე 1, 5 საათი.

პერიოდულად გადავუსვათ თაფლისა და სოიოს სოუსის ნარევი.

ზემოდან ძალიან რომ არ დაიწვას,შეგვიძლია,  გადავაფაროთ ფოლგა.

ქათამი გავაგრილოთ,დავჭრათ.

ქათმის ნაჭრები დავაწყოთ თეფშებზე და შიგთავსი  ( გარნირი)ირგვლივ მოვუწყოთ.

 

 

 

 

 

ყაბაყის კატლეტები ფარშით ბავშვებისათვის

ქათმის კატლეტები ყაბაყით ყოველთვის ფაფუკი და ნაზი გამოდის, თუ კვერცხის ნაცვლად კატლეტს დავუმატებთ გახეხილ ყაბაყს.

ინგრედიენტები :

300-400 გრ.ქათმის ფილეს  ( ან ნებისმიერი) ფარში

1 ცალი ყაბაყი,დაახლოებით 200 გრ.

2 კვერცხი

1-2 ს.კოვზი მანანის ბურღული

0.5 ჩ.კოვზი მარილი

პილპილი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

ყაბაყი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ,გამოშვებული წვენი გადავაქციოთ.

ფარშს შევურიოთ მანანის ბურღული,ყაბაყი,მარილი,პილპილი,ავურიოთ და 10-15 წუთი გავაჩეროთ,რომ მანანის ბურღული გაჯირჯვდეს.

სველი კოვზით ამოვიღოთ ფარში ,მოვამზადოთ კატლეტების ბურთულები,ამოვსვაროთ ფქვილში და გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.ეს  ყაბაყის კატლეტები ძალიან გემრიელია !

 

 

 

 

მაკარონი ” პაფლოცკი”

ინგრედიენტები :

300 გრ.მაკარონი

600 გრ.ფარში

1 ხახვი

2 კბილი ნიორი

2 ს.კოვზი ზეთი

2 ს.კოვზი ტომატ-პასტა სურვილის მიხედვით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

მაკარონი მოვხარშოთ და თუშფალანგზე დავწრიტოთ.

ხახვი  დავჭრათ ,ნიორი დავჭყლიტოთ.

ტაფა –  ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მასში ხახვი ნიორთან ერთად 5 წუთი  ვშუშოთ,დავაყაროთ ხორცი და 10-12 წუთი ვშუშოთ  ,ვურიოთ ხის კოვზით.

ხორცს დავუმატოთ ,თუ სურვილი გვაქვს , ტომატ-პასტა,ვშუშოთ 2 წუთი,0,5 ჭიქა წყალი დავასხათ ,მოვაყაროთ წიწაკა,მარილი და ვშუშოთ 5 წუთი.

კერძს დავუმატოთ მოხარშული მაკარონი და ცეცხლზე ვაჩერებთ ისევ 5 წუთი.სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარილი.

კრაბის სალათა

ინგრედიენტები :

1-2  ცოცხალი კიტრი

100 გრ.კრაბის ჩხირები

4 კვერცხი

1 ჭიქა ბრინჯი

მაიონეზი

1 ქილა კონსერვირებული სიმინდი

თითო-თითო კონა მწვანე ხახვი და კამა

მარილი და წიწაკა გემვნებით

მომზადების წესები :

ბრინჯი და კვერცხი მოვხარშოთ.

სიმინდის მარცვლები  დავწრიტოთ.

კვერცხი, ცოცხალი კიტრი, კრაბის ჩხირები,მწვანილი დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ სიმინდის მარცვლები, მოხარშული ბრინჯი, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი , წიწაკა და კარგად  ამოვურიოთ. სალათი მზადაა,  მივირთვად გემრიელად!