ინგრედიენტები :
1 ჭიქა წიწიბურა
2 ჭიქა წყალი
მარილი
ზეთი
მომზადების წესები :
წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ იმავე ქვაბში,რაშიც უნდა მოვხარშოთ.გამოუვა მუქი ფერის წყალი.
დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.
წიწიბურას დავუმატოთ მარილი,ჩავასხათ ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება,დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.
გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.
მომზადების მეორე წესი:
წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ და მოვხრაკოთ უზეთოთ ტაფაზე.
დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.
წიწიბურას დავუმატოთ მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება,დავუწიოთ, ჩავაგდოთ კარაქის კუბი და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.
გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.
მომზადების მესამე წესი:
ასევე შესაძლებელია წიწიბურა ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ ადურებული წყალი,დავახუროთ თავსახური, შევფუთოთ გაგრილებამდე. ქილაში წიწიბურა მოიხარშება
მოხარშული წიწიბურა ყველით
წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .
გავრეცხოთ იმავე ქვაბში,რაშიც უნდა მოვხარშოთ.გამოუვა მუქი ფერის წყალი.
დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.
წიწიბურა შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
წყალი რომ ადუღდება,დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.
მოხარშული წიწიბურა მოვხრაკოთ ტაფაზე კარაქში და დავახეხოთ ყველი.