კომბოსტოს მწნილი ჭარხლით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები ორი სამკილოიანი ქილისათვის :

3კგ.კომბოსტო

1 დიდი ზომის ჭარხალი

3-4 კბილი ნიორი

1 პატარა კონა ნიახური

მარინადისათვის:

3 ლიტრი წყალი

1 ჭიქა შაქარი

9 სუფრის კოვზი მარილი

50 მლ.70% ძმარი

5 დაფნის ფოთოლი

7 ბაჰარის მარცვალი

10 შავი წიწაკის მარცვალი

მომზადების წესები :

კომბოსტო გავჭრათ 8 ნაწილად.თითოეულს ამოვაჭრათ მურკი.

ჭარხალი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ თხლად.

ნიორი გავფცქვნათ, წიწაკას თესლი გამოვაცალოთ, დავჭრათ და ნიახური გავრეცხოთ.

მზა ინგრედიენტები ფენებად ჩავაწყოთ ქილაში : კომბოსტო,ჭარხალი,ნიახური,წიწაკა,ნიორი

მოვადუღოთ მარინადი თ ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი,ჩავაგდოთ დაფნის ფოთლები და ვადუღოთ ერთი წუთი. მარინადი გადმოვიღოთ ცეცხლიდან,  დაფნის ფოთლები ამოვიღოთ,გავაჩეროთ 10 წუთი და ჩავასხათ ძმარი.მოვურიოთ კარგად.

ცხელი მარინადი დავასხათ კომბოსტოს,ისე რომ სითხემ მთლიანად დაფაროს ბოსტნეული,დავაფაროთ თავსახური ( არ მოვხუფოთ),გავაჩეროთ 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე.ამის შემდეგ მწნილი მზადაა.

 

დაჭრილი კომბოსტოს მწნილი – სველი მეთოდი

ინგრედიენტები :

1 დიდი ზომის კომბოსტო

2 სტაფილო

2 წითელი ბულგარული წიწაკა

1 ლიტრი წყალი

1 სუფრის კოვზი თავდადგმული მარილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ზეთი

1 სუფრის კოვზი ძმარი (70 %) 

ან 9% ძმარი 75 მლ.

მომზადების წესები :

წვრილად დაჭრილი კომბოსტო ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში და ხელით კარგად ავსრისოთ.

გავხეხოთ სტაფილო.

გრძლად და წვრილად დავჭრათ  ბულგარული.

სტაფილო და ბულგარული დავაყაროთ კომბოსტოს  და მოვურიოთ.

პატარა ქვაბში ჩავასხათ  1 ლიტრი წყალი,ჩავაროთ მარილი და შაქარი,მოვადუღოთ და შემდეგ დავუმატოთ ძმარი.

სუფთა და სტერილურ ქილებში ჩავასხათ ზეთი 2-3 სუფრის კოვზი,გადავიტანოთ კომბოსტო, ავავსოთ  ბოლომდე და დავასხათ ცხელი სითხე.ქილებს თავზე დავახუროთ  და დაველოდოთ გაგრილებას.

მეორე ვარიაცია :

2 კგ.კომბოსტო

3 კბილი ნიორი, შეგიძლიათ არც დაუმატოთ

400 გრ.სტაფილო

3-4 დაფნის ფოთოლი

2 სუფრის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი შაქარი

5-6 შავი წიწაკის მარცვლები

150 მლ.ზეთი

9% 75 მლ ძმარი.

მომზადების წესი იგივეა

დაჭრილი კომბოსტოს მჟავე საკუთარ წვენში – მშრალი მეთოდი

ინგრედიენტები :

4 კგ.დაჭრილი კომნოსტო

1-2 სტაფილო

3 დაფნის ფოთოლი

4 სუფრის კოვზი მარილი

3-4 კბილი ნიორი, შეგიძლიათ არც დაუმატოთ

 12 ცალი შავი წიწაკის მარცვლები სურვილისამებრ

მომზადების წესები  :

დაჭრილი კომბოსტო  დავყაროთ  თასზე  შევურიოთ გახეხილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი ( 10 კილოგრამ კომბოსტოზე 400 გრ.მარილი) და ავურიოთ.კომბოსტოს ფურცლები

კომბოსტო გადავიტანოთ  ჭურჭელში და თანდათანობით ვტკეპნოთ ხელით ან ქვიჯის სანაყით და თან ფენებს შუა ჩავაყოლოთ ნიორი, შავი წიწაკის მარცვლები  ( სურვილის მიხედვით) და დაფნის ფოთოლი.

როცა კასრი თავამდე აივსება ,დავაფაროთ კომბოსტოს მთელი ფოთლები,დავაფაროთ ფიცარი ან თეფში და დავადოთ სიმძიმე. გავჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 3 დღე .

რაც მაღალია ტემპერატურა ოთახში,მით უფრო სწრაფად დამჟავდება კომბოსტო.კომბოსტო დიდხანს არ გავაჩეროთ ოთახში,რომ არ გადამჟავდეს.

ყოველდ  დღეში ორჯერ მწნილს მოვხადოთ თავი და ხის ჯოხი ბოლომდე რამოდენიმე ადგილზე  ჩავარჭოთ ,რომ მჟავე ჰაერი  გამოვუშვათ.

მესამე  დღეს კომბოსტო გავწუროთ. სითხე შეგვიძლია არ გადავღვაროთ და გამოვიყენოთ ბორშის მოსამზადებლად.

გაწურული კომბოსტო გადავიტანოთ მინის ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას.

 

 

როგორ შევინახოთ ვაზის ფოთლები ზამთრისათვის: 3 განსხვავებული მეთოდი

ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა წარმოუდგენლად გემრიელი და ჯანსაღი კერძია. სამწუხაროდ, ზამთარში არ არის ყურძნის ფოთლები და იმისათვის, რომ მთელი ზამთარი მისი არომატით ვისიამოვნოთ, მოგვიწევს დამარინადება.

ინგრედიენტები :

ვაზის  ფოთლები

მომზადების წესები :

დავკრიფოთ ვაზის ქორფა ფოთლები.

ვაზის ფოთლები გავრეცხოთ,გავშალოთ კულინარიულ ხელსახოცზე და გავაშროთ.

5-5 ცალი ფოთოლი ერთმანეთზე  დავაწყოთ,  დავახვიოთ სიგარასავით, მჭიდროდ ჩავაწყოთ  მინის ქილებში ან პლასტმასის ხრახნიან  ბოთლებში.ასევე მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.

მომზადების მეორე ვერსია :

დავკრიფოთ ვაზის ქორფა ფოთლები.

ვაზის ფოთლები გავრეცხოთ,გავშალოთ კულინარიულ ხელსახოცზე და გავაშროთ.

5-5 ცალი ფოთოლი ერთმანეთზე  დავაწყოთ,  დავახვიოთ სიგარასავით, მჭიდროდ ჩავაწყოთ  ცელოფნის პარკში და გავყინოთ.

გალღობილი ფოთოლი გამუქდება,

გამოყენების წინ ჩვეულებრივი წესით დავდუღრავთ და გამოვიყენებთ.

მომზადების მესამე ვერსია :

120 ცალი ვაზის ფოთოლი

2 სუფრის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი  შაქარი

200 მლ.ძმარი

1 ლიტრა წყალი

ოხრახურშისა და ტარხუნის ღეროები – არ არის აუცილებელი

მომზადების წესები :

დავკრიფოთ ვაზის ქორფა ფოთლები.

ვაზის ფოთლები გავრეცხოთ,გავშალოთ კულინარიულ ხელსახოცზე და გავაშროთ.

10 10  ცალი ფოთოლი ერთმანეთზე  დავაწყოთ,  დავახვიოთ რულეტივით, მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილებში ,ამ ეტაფზე შეგვიძლია  ,არომატის გასაძლიერებლად,  ჩავაყოლოთ ოხრახურშის ან ტარხუნის ღეროები ( არ არის სავალდებულო),დავასხათ ქაფქაფა მარინადი, ისე რომ ყველა ფოთოლს თანაბრად მოხვდეს, გავაპიპინოთ, მოვხუფოთ, ამოვატრიალოთ და დავალაგოთ თავით ქვემოთ,ასევე გავაციოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.

მარინადის მომზადება : წყალი, ძმარი, მარილი და შაქარი ვადუღოთ  3-5 წუთი.

რჩევა : სასურველია , ადესა ყურძნის ფოთლები მოვკროფოთ 16 ივნისიდან.

 

ალუჩის მწნილი _-აზერბაიჯანული სამზარეულო

     კიტრის.პამიდვრის,წიწაკის და სხვა ბოსტნეულის მწნილის მომზადება დიასახლისებისათვის უცხო არ არის. მაგრამ ალუჩის მარინადი ბევრისათვის  ნამდვილი აღმოჩენაა და თავისი პიკანტური გემოს წყალობით ძალიან უხდება ხორცის, ბრინჯის და კარტოფილის კერძებს.

ინგრედიენტები :

1კგ ალუჩა

4 სუფრის კოვზი მარილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ძმარი

1  დაფნის ფოთოლი

2 მიხაკის ბუტკო

სუვილისამებრ ტარხუნის ღეროები

მომზადების წესები :

სუფთა ქილებში ჩავაწყოთ ალუჩა, დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი, დავახუროთ თავსახურები და გავაგრილოთ.

გაგრილებული წყალი ქილებიდან გადმოვასხათ ქვაბში, შევურიოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები :  მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი ბუტკო. ხსნარი  ვადუღოთ  5 წუთი.

ქილებში  ძმარი გადავანაწილოთ, გავაპიპინოთ მარინადის ქაფქაფა წყლით და მოვხუფოთ.

ალუჩის მარინადი შევინხოთ გრილ ადგილას.

ამ რეცეპტით მომზადებული  ალუჩის მწნილი ძალიან გემრიელია!

 

წიწაკის ქარვისფერი მწნილი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კილო სამწნილე წიწაკა

3 სუფრის კოვზი თავდადგმული მარილი 2 ლიტრიანი ქილიასათვის

4 სიმინდის ფუჩეჩი 2 ლიტრიანი ქილისათვის. სწორედ რომ,სიმინდის ფუჩეჩი აძლევს კარგ ქარვისფერს.

2 ქოლგიანი კამა 2 ლიტრიანი ქილისათვის

5 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესები :

წიწაკა მაგიდაზე გაშლილად დავაწყოთ და 2-3 დღე გავაჩეროთ,რომ შეჭკნეს.

შემჭკნარი წიწაკები გავრეცხოთ,  ჩანგლით დავჩხვლიტოთ  ან ბოლოები ჩავუჭრათ,ყუნწები ცოტათი წავაჭრათ და ფენა-  ფენა ჩავაწყოთ ქილებში,ფენებს შორის ჩავაყოლოთ კამა,დაფნის ფოთოლი ,სიმინდის ფუჩეჩი.

ცივ წყალში გავხსნათ არაიოდიზირებული მარილი და სითხით შევავსოთ წიწაკით სავსე ქილები,დავადოთ სიმძიმე ,დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 დღე.

მე-11 დღეს წიწაკები დავაწყოთ თუშფალანგზე,დავწრიტოთ,წყალი გადავღვაროთ და იგივე წესით მოვამზადოთ ახალი მარილწყალი.

დაწრეტილი წიწაკები ნაზად ჩავტკეპნოთ ქილებში,რომ არ გაიხეს,დავასხათ მარილწყალი ,ზემოდან მოვასხათ 1 სუფრის კოვზი გადადუღებული  ძმარი ან მოვაყაროთ  ცოტა ლიმონმჟავა,დავაფაროთ სიმინდის ფუჩეჩი და დავაფაროთ პლასტმასის თავსახური.

ცალკე გადავინახოთ მარილწყალი,,რადგანაც წიწაკები დაიწევს და ამ სითხით შევავსებთ სიცარიელეს.ამავე დროს ს თავიდან ავიშორებთ წიწაკის  ზედა ფენის გაშავებას

 

 

 

წიწაკა ზეთში,ქართული მწნილი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კგ.წიწაკა

250  -300 გრ.ნიორი

90 გრ.შაქარი

4 სუფრის კოვზი მარილი

700 მლ.ძმარი

500 მლ.ზეთი

10 მარცვალი შავი წიწაკა

5 დაფნის ფოთოლი

70 გრ.ქინძი

80 გრ.ნიახური

80 გრ.ოხრახურში

მომზადების წესები :

ტკბილ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწები და წვეროები ჩავუჭრათ.

მწვანილები გავრეცხოთ და გავამშრალოთ.

ნიორი და მწვანილები დავჭრათ.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ძმარი.მასში ჩავყაროთ წიწაკის მარცვლები,შაქარი,მარილი,დაფნის ფოთლები და ავადუღოთ.

ადუღებულ მასაში ნაწილ – ნაწილ ვშუშოთ წიწაკები 5-10 წუთი,ბოლოს მწვანილები და ნიორი დავაყაროთ და ერთიანად ვშუშოთ.

ზეთიანი წიწაკები ცხელ –  ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,პირამდე ავავსოთ,გავაპიპინოთ,მოვხუფოთ და შეფუთული გავაგრილოთ.

ქართული მწნილი , წიწაკა ზეთში ძალიან  გემრიელია !

 

კიტრის მწნილი (ძმრის გარეშე) ალუჩით ან ტყემლით

ინგრედიენტები  ერთი (750 მლ) ქილისათვის :

2 მუჭა ალუჩა ან ერთი მუჭა ტყემალი

კიტრი

2 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი შაქარი

0,5 ს კოვზი მარილი

2 ალუბლის ფოთოლი

კამა

350-400 მლ.წყალი

მომზადების წესები :

ქორფა,შუშა,გრძელი,წვრილი კიტრი გავრეცხოთ და გავაჩეროთ ცივ წყალში 30 წუთი.

გარეცხილ ქილებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ  ერთი მუჭა ალუჩა, კიტრი,ნიორი,კამა, ალუბლის ფოთოლი, მეორე მუჭა ალუჩა, დავასხათ  ადუღებული  წყალი დავახუროთ თავსახური   და ვაცადოთ სითხეს გაციება.

სითხე გადავაქციოთ.

ხელახლა ადუღებული  მარილიანი და შაქრიანი    წყალი დავასხათ  და იქვე მოვხუფოთ.

 

თხილიანი აჯიკა -გურული სამზარეულო

ინგრედიენტები;

200 გრ.მწარე მწვანე წიწაკა

50 გრ.მწვანე ბულგარული

15 გრ.ნიორი

200 გრ.მაცვლოვანი ქინძი

500 გრ.გარჩეული წიწაკა

20 მლ.ძმარი

გადადუღებული წყალი საჭიროებისამებრ

5 გრ.უცხო სუნელი

5 გრ.ხმელი ქინძი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ქინძს მოვაცალოთ მარცვლები,ყლორტები და ღეროები გადავყაროთ.

ნიორი გავარჩიოთ.

წიწაკა გავრეცხოთ,გამოვაცალოთ თესლები და გავამშრალოთ.

თხილი,ქინძი,ნიორი,წიწაკები გავატაროტ ხორცსაკეპსი,გავათხელოთ ძმრით და წყლით,დავუმატოთ სუნელები და მარილი.

ხრახნიანი მინის ქილა  ბოლომდე შევავსოთ აჯიკით,შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.

 

 

 

სასიამოვნო ქლიავის მარინადი ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1,5 კგ ქლიავი

ნახ.ლიტრა ძმარი

1 ჭიქა წყალი

2 ჩ.ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

5-6 ცალი მიხაკის ბუტკო

1-2 ცალი დაფნის ფოთოლი

2 ბაჰარი

2 შავი პილპილის მარცვალი

მომზადების წესები :

1 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ  გარეცხილი ქლიავი.ქლიავი უნდა იყოს ცოტა მკვახე.

ქვაბში ჩავყარო შაქარი,ბაჰარი,მარილი,პილპილი,დაფნის ფოთოლი,მიხაკი,დარიჩინი,დავასხათ წყალი,ძმარი და მოვადუღოთ მარინადი.

ქლიავს დავასხათ მოდუღებული მარინადი ბოლომდე,გავაპიპინოთ,თითქმის უნდა გადმოდიოდეს,დავახუროთ თავსახური და 5 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.