ლეღვის მურაბა

ინგრედიენტები :

2 კგ.ლეღვი

1,600 გრ.შაქარი

6 ცალი მიხაკის ბუტკო

1  ნაჭერი ლიმონი

3 -4 ჩ.კოვზი ბალზამიკოს ძმარი  თუ სურვილი გვაქვს

 

მომზადების წესები ;

მურაბის მოსამზადებლად შევარჩიოთ მკვრივი და პატარა ზომის ლეღვები.

გარეცხილი ლეღვი დავჩხვლიტოთ, დავაწყოთ თუშფალანგზე, რომ დაიწრიტოს,ჩავაწყოთ ქვაბში და ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი, რომ წვენი  გამოვიდეს.

ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე,როგორც კი ადუღდებ, ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 10 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან,გადავაფაროთ პირსახოცი და  სიროფში 8-10 საათი გავაჩეროთ.

ამ დროს გავლის შემდეგ ისევ ვადუღებთ 10  წუთი,ვუმატებთ  ნახევარი ლიმონის ცედრას და 1 ნაჭერ ლიმონს , ,მიხაკის ბუტკოს   და ისევ ვაჩერებთ სიროფში 8-10 .

მესამედ ვადუღებთ 10-15 წუთი,ჩავასხამთ სტერილურ ქილებში,მოვხუფავთ,გადმოვაბრუნებთ,შევახვევთ პირსახოცში გაცივებამდე და . შევინახავთ გრილ ადგილას.

 

 

ლეღვის ჯემი

ინგრედიენტები:

4 კგ ლეღვი

2 კგ.შაქარი

1 ლიმონი

100 მლ.წყალი ( შეგვიძლია არ დავუმატოთ)

1 დარიჩინის ჯოხი (სურვილისამებრ)

მომზადების წესები:

მწიფე ლეღვი გავრეცხოთ,მოვაშოროთ ყუნწი  და ოთხ ნაწილად გავჭრათ.

ალუმინის ქვაბში ჩავაწყოთ ლეღვის ნაჭრები, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, ლიმონის წვენი და ჩავდოთ დარიჩინის ჯოხი.

გაზზე დავდოთ გამანაწილებელი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 15-20 წუთი. ლეღვის ხის კოვზით ვურიოთ დროდადრო, რომ არ მიიკრას.

ლეღვის ჯემი გაზიდან გადმოვდგათ, ცოტა გავაგრილოთ,დარიჩინის ჯოხი ამოვიღოთ და დავაბლენდეროთ,ისევ ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20 წუთი. ჯემის სისქის მიხედვით მივხვდებით დუღილის დრო კიდევ გავზარდოთ თუ არა.

ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

ლეღვის ჩირი

ინგრედიენტები :

2 კგ.ლეღვი

2 ჭიქა წყალი

1 ჭიქა შაქარი.

მომზადების წესები :

მწიფე ლეღვებს  მოვაშოროთ ყუნწები,  ჩავაწყოთ წყალში და გავეცხოთ, შემდეგ დავაწყოთ თუშფალანგზე დასაწრეტად.

5 ლიტიან ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ქვეშ გამანაწილებელი დავუდოთ ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ შაქარი და საშუალო ცეცხლზე  მოვადუღოთ სიროფი.

ადუღებულ სიროფში ჩავყაროთ ლეღვები,დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ 5-7 წუთი.

5-7 წუთის შემდეგ  ცეცხლიდან გადმოვდგათ ,გავაციოთ .

თითოეული მათგანი მოვაქციოთ ხელისგულებს შორის   და ოდნავ გავაბრტყელოთ.

გაწურული ლეღვები დავალაგოთ ბადეზე ( თუ არ გვაქვს,მაშინ ფიცარზე) და გადავაფაროთ მარლა და მზეზე 4-5 დღე გავაშროთ.

50-60 სმ სიგრძის ძაფზე ავასხათ ლეღვები ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, დავკიდოთ გაშლილად, რამდენიმე დღეში იქნება მზად.

თუ 2 ჭიქა წყალში ჩავყრით 2 ჭიქა შაქარს და ლეღვს მოვხარშავთ 12-15 წუთი, მაშინგამოშრობის შემდეგ მივიღებთ ცუკატებს.

ჟოლოს მურაბა – შევინახოთ ცოცხლად ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ ჟოლო

1,5 კგ.შაქარი ( წვრილი კრისტალები )

მომზადების წესები ;

ჟოლო გავრეცხოთ და თუშფალანგზე დასაწრეტად გავაჩეროთ.

მომინანქრებულ ქვაბში ფენა-ფენა ჩავყაროთ ჟოლო და წვრილკრისტალოვანი შაქარი.დავახუროთ ტავსახური და დრეში რამოდენიმეჯეწრ მოვურიოთ ხის კოვზით.

როცა შაქარი გადნება, მურაბა გადავიტანოთ სტერილურ  ქილებში, მოვხუფოთ და შევინახოთ გრილ; ადგილას.

 

 

ნესვის მურაბა

ინგრედიენტები :

ნესვი (თესლისა და ქერქის გარეშე) – 1 კგ

შაქარი – 1 კგ

ლიმონი – 1 ც.

წყალი – 1 ჭიქა

დარიჩინი – 2 ჯოხი

კონიაკი – 2 ს.კ.

მომზადების წესები :

ნესვი დავჭრათ კუბებად.

დაჭრილ ნესვს  დავაყაროთ  500 გრ.  შაქარი, მოვასხათ კონიაკი და გავაჩეროთ 1-2 საათი წვენის გამოსაშვებლად.

ლიმონი გავწუროთ.

500 გრ. შაქარს დავასხათ წყალი,ლიმონის წვენი და მოვადუღოთ სიროფი.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ  ნესვის ნაჭრები, ჩავასხათ წვენი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე  15 -20 წუთი და გავაჩეროთ მთელი ღამე.

ნესვის ნაჭრები ამოვიღოთ მურაბიდან დაცხრილული კოვზით.

მურაბის წვენი  წამოვადუღოთ, შემდეგ ჩავყაროთ ნესვის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ მოხარშვამდე.

სტერილურ ქილებში ჩავასხათ მურაბა. თითოეულში ჩავდოთ ერთი დარიჩინის ჯოხი და მოვხუფოთ.

 

 

 

კომშის ჯემი

ინგრედიენტები :

3 კგ.კომში

4,5 ლ.წყალი

1,5 გრ.შაქარი

20 ცალი კარდამონი( არ არის აუცილებელი)

მომზადების წესები :

კომშები  კარგად გავრეცხოთ ღრუბელით,გავთალოთ,გულები და კურკები გამოვუღოთ .

კომშის ნაჭრები დავჭრათ ოთხკუთხედებად.

გულები და კურკები კარგად დავკეპოთ მჭრელი დანით.

დაკეპილ გულებს,კურკებს და ქერქს დავასხათ წყალი და ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 30 წუთი.ნახარში გავაგრილოთ,გადავწუღოთ და 3 ლიტრა დავასხათ დაჭრილ კომშის ნაჭრებს.

ვხარშოთ კომში 30 წუთი სუსტ ცეცხლზე და 8-10 საათი გავაჩეროთ.ასე ვაკეთებთ კიდევ ორჯერ. ბოლოს ქვაბს თავზე გადავხადოთ,ცეცხლს ავუწიოთ,რომ სითხე დაიშროს.ვურევთ განუწყვეტლივ.

ცხელ კომს ვაბლენდერებთ,ვაყრით შაქარს . გაზქურაზე დავდოთ გამანაწილებელი და მასზე შემოვდგათ კომშის ტკბილი პიურე და როგორც კი წამოდუღდება ,დავუწიოთ ცეცხლს და ვურიოთ ხის კოვზით.ჯემი ვადუღოთ 55 წუთი – 1 საათი.თუ სურვილი გვაქვს ,ბოლოს ჩავუმატოთ დაფქული კარდამონი.

სტერილურ ქილებში გადავიტანოთ ჯემი და მოვხუფოთ.

 

 

 

 

 

 

კომშის კომპოტი

ინგრედიენტები 3ლიტრიანი ქილისათვის :

900 გრ.კომში

1,5 ჭიქა  შაქარი

წყალი იმდენი,რამდენითაც შეივსება ქილა

2 ნაჭერი ლიმონი,თუ სურვილი გვაქვს

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად, ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

კომშის ნაჭრები ჩავაწყოთ ქილაში.

წყლისგან და შაქარისგან მოვადუღოთ სიროფი,გავაგრილოთ.

ქილას გადავაფაროთ მარლა( 2 ფენა),ჩავასხათ სიროფი,გავაპიპინოთ,დავახუროთ თავსახური და გავუკეთოთ 15-20 წუთი სტერილიზაცია,შემდეგ მოვხუფოთ.

ეს კომპოტი ძალიან გემრიელია !

 

 

არომატული,გემრიელი და ქარვისფერი კომშის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

1 კგ.შაქარი

1 ჭიქა წყალი

1/2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად,ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

1 ჭიქა წყლისგან და 500 გრ. შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფში არ დაგვავიწყდეს ლიმონმჟავის ჩაყრა.

დაჭრილ კომშს დავაყაროთ 500 გრ.შაქარი , ცხელი სიროფი დავასხათ , მოვურიოთ  და შაქარს ვაცადოთ გადნობა.

ტასი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და კომშის მურაბა ვხარშოთ 5 წუთი.მურაბა მთლიანად გავაგრილოთ და ისევ 5 წუთი მოვადუღოთ,მოლომდე გავაგრილოთ.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.

როცა მეხუთეჯერ წამოვადუღებთ 5 წუთი,ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

ცოცხლად შენახული ფეიხოა ნიგვზით და თაფლით

ინგრედიენტები :

1 კგ ფეიხოა

1 ,200 კგ.შაქარი  ან თაფლი

1/4 ლიმონი

ნიგოზი გემოვნებით ( სურვილისამებრ)

მომზადების  წესები :

ფეიხოა გავრეცხოთ ,მოვაჭრათ  ზედა ნაწილი თავი ,გავამშრალოთ.

თუ ძალიან გვეჩქარება გარეცხილ ფეიხოას გადავავლოთ მდუღარე.

ხილი და ლიმონი დავაბლენდეროთ,დავაყაროთ შაქრის ნახევარი,ისევ დავაბლენდეროთ 2-3 წუთი,დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და კიდევ გავაგრძელოთ დაბლენდერება რამდენიმე წუთი.

მზა მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში,მოვხუფოთ და 2-3 თვე შევინახოთ მაცივარში  .

თუ სურვილი გვაქვს, მურაბას დავუმატოთ 100 გრ.დაჭრილი ნიგოზი და შაქარი შევცვალოთ თაფლით.

 

შინდის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ შინდი

300 მლ. წყალი

1,5 კილო შაქარი

მომზადების წესები :

შინდი გავრეცხოთ და ერთი წუთი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში.

შინდი  საცერით ან ქაფქირით ამოვიღოთ წყლიდან.

მოვხარშოთ სიროფი და   შინდი ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ,ვხარშოთ 7 წუთი.შინდის ტკბილი სიროფი ბოლომდე  გავაგრილოთ, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი. ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.

ცხელი შინდის მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.