მწვანე პამიდორი ნიგვზით- მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კგ.მწვანე პამიდორი

2 კგ.წითელი ბულგარული

1 კგ.სტაფილო

1 კგ.ხახვი

1 თავი ნიორი

0,5 ლიტრი ზეთი

0,5 კგ ნიცოზი

1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი

1 სუგრის კოვზი ყვითელი ყვავილი

0,5 სუფრის კოვზი ხმელი  სუნელი

ცოტა ორეგანო

 100 გრ.ძმარი  ან 2 ცალი ბროწეულის მარცვლები

2,4 სუფრის კოვზი მარილი

2 სუფირს კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

თხელ ფირფიტებად დაჭრილ მკვახე პომიდორს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ გაგრილებამდე,შემდეგ გავწუროთ ხელით ან დავადოთ სიმძიმე .

დაჭრილი გვაქვს ხახვი,ნიორი,ბულგარული და სტაფილო. ბოსტნეული მოვშუშოთ ზეთში.

გავატაროთ ნიგოზი.

მწვანე პამიდორი,მოშუშული ბოსტნეული,ნიგოზი,ნიორი,სანელებლები,ძმარი ან ბროწეულის მარცვლები შევურიოთ ,  დავუმატოთ ასპირინი ან გავუკეთოთ სტერილიზაცია 15-20 წუთი.

გემრიელიად მივირთვათ მჭადთან ერთად!

 

 

 

 

 

“ტყემალი” – გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები:

5 კგ. წითელი და ყვითელი  ტყემალი .

10  თავი ახალი ნიორი

5  პატარა კონა აყვავებული  ქინძი

5  პატარა კონა ცერეცო ან კამა

1-2  კონა ომბალო ,შეგიძლიათ არ დაუმატოთ

დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები:

ტყემალი მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

გარჩეული ნიორი, გარეცხილი მწვანილი, მოვათავსოთ ბლენდერში. დავასხათ ტყემლის  ნახარში და დავაბლენდეროთ.

საცერში გატარებულ ტყემალს დავასხათ დაბლენდერებული მასა, დავუმატოთ წიწაკა, მარილი, შაქარი და კარგად მოვურიოთ.ტყემალი 

თუ სქელი გამოგვივიდა,გავათხელოთ ტყემლის ნახარშით .

ჭურჭელი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ 20-30 წუთი. დავუმატოთ სალიცილი ან ასპირინი  და გადავიტანოთ ქილებში.მოვხუფოთ  და შევინახოთ ზამთრისთვის.

როგორ შევინახოთ ყველი ზამთრისათვის – წათხის რეცეპტი

ინგრედიენტები :

ყველი

 1ჭიქა იოდიზირებული მარილი

1 სუფრის კოვზი შაქარი

1,5 ლიტრი წყალი

მომზადების წესები :

ყველი  სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ ,  ჩავაწყოთ სუფთა  და მშრალ ქილებში.

წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, წამოვადუღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

გრილი მარილწყლით ავავსოთ ყველიანი ქილები და მოვხუფოთ.

 

როგორ შევინახოთ მთლიანი მწვანე ტყემალი ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

ახალი ტყემალი ან ალუჩა

ტარხუნის ან ომბალოს ტოტები ( სურვილისამებრ).

სუფთა ქილები

მომზადების წესები :

   პირველი ვერსია : მწვანე ტყემალი გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, ჩავყაროთ სუფთა ქილებში, ჩავაყოლოთ ომბალო ან ჩაქაფულისათვის ტარხუნის ტოტები, გავაპიპინოთ წყლით და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი. ქილები მოვხუფოთ, გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

    მეორე ვერსია : გადარჩეული და გარეცხილი მწვანე ტყემალი ჩავყაროთ  სტერილურ და მშრალ  ქილებში, დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი, ავავსოთ ბოლომდე, თითქოს უნდა გადმოვიდეს, მოვხუფოთ, შალის პლედში შევფუთოთ და ისე გავაგრილოთ.

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი  მწვანე ლობიო

4 კბილი  ნიორი

1 ლიტრი  წყალი

100 მლ. სუფრის ძმარი

3 სუფრის კოვზი  მარილი

5 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

მწვანე ლობიო  გავრეცხოთ ცივ გამდინარე წყალში.

პარკი ლობიოს ბოლოები მოვკვეთოთ ისე, რომ მარილწყალმა  თავისუფლად შეაღწიოს და გაჯერდეს იგი გემოთი და არომატით.

მოვამზადოთ  ორი ჭურჭელი წყალი.ერთში წყალი  ცივი უნდა დარჩეს და მეორში მივიყვანოთ  ადუღებამდე.

მოვათავსოთ  ლობიო საწურში და მივცეთ კონტრასტული აბაზანა, მონაცვლეობით ჩავყაროთ  ლობიო მდუღარე წყალში და ცივ წყალში.
ეს გახდის მას ხრაშუნასა და სასიამოვნო იქნება საჭმელად.

გავასტერილოთ ოთხი ნახევარლიტრიანი ქილა.
განვათავსოთ  ლობიო მათში რაც შეიძლება ვერტიკალურად, თითოეულ ქილაში თითო-თითო კბილი ნიორი ჩავდოთ.

ამის შემდეგ, მარილწყალი მოვამზადოთ.

გავხსნათ  ძმარი, მარილი და შაქარი ერთ ლიტრა წყალში და ავადუღოთ.

როგორც კი სითხე ადუღდება, ჩავასხათ ქილებში , სტერილური თავსახური დავახუროთ  და მოვხუფოთ.აღნიშნული წესით მომზადებულ ლობიოს კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია,მაგრამ თავდაცვის მიზნით  ქილები  გავასტერილოთ ცხელ წყალში 5-10 წუთი.

ბანკები თავდაყირა გავაგრილოთ და შევინახოთ ზამთრისათვის.

როგორ მოვამზადოთ და გავყინოთ მწვანე ლობიო ზამთრისათვის

1. მომზადებამდე  მოვაცილოთ ლობიოს ბოლოები. მისი წყალში ჩაყრა შეგვიძლიათ რამდენიმე საათის განმავლობაში.

2.წყალი, რომელშიც ლობიო მოიხარშება, უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. მომზადებამდე ლობიო სწრაფად გავრეცხოთ ცხელი წყლის ქვეშ.

3. მოვხარშოთ  ლობიო 5-6 წუთის განმავლობაში, თუ ლობიო გაყინული არის – შემდეგ 8 წუთის განმავლობაში წყალი დუღდება, ვხარშოთ ლობიო მომდევნო  8-10 წუთის განმავლობაში. თუ შემდეგ ლობიოს გაყინვას ვაპირებთ, უნდა მოვხარშოთ არაუმეტეს 2-3 წუთის განმავლობაში.

4.მოხარშული მწვანე ლობიო უნდა დარჩეს მყარი, მაგრამ არა ხრაშუნა.

5.მოხარშული ლობიო ქვაბით დაუყოვნებლივ  მოვათავსოთ ძალიან ცივი წყლით სავსე  ჭურჭელში – ეს ხელს შეუშლის ლობიოს ზედმეტად მოხარშვას და აღადგენს  ფერს და სტრუქტურას.

6. მოხარშული ლობიო შეიძლება გავყინოთ : ვჭრით ნაჭრებად და ვდებთ საყინულეში პლასტიკური ტომარით.

7. სუფრასთან მიტანის წინ ლობიო გავათბოთ ქვაბში ან ტაფაში, რომ სითხე აორთქლდეს. გემოვნებით დავუმატოთ მარილი, პილპილი და კარაქი. ასევე შეგიძლიათ დავამატოთ მწვანილი და ლიმონის წვენი.

მწვანე ლობიოს კონსერვი პომიდვრის სოუსით – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

3 კგ.მწვანე ლობიო

3 კგ. პომიდორი

2 კონა ნიახური

2  თავი ნიორი

200 მლ.ზეთი

100 გრ.მარილი

200 გრ.შაქარი

2 კგ ბულგარული წიწაკა

0,5 კგ.მწვანე წიწაკა

4 სუფრის კოვზი ძმარი

მომზადების წესები :

პარკი ლობიო გავრეცხოთ, თავი და კუდი მოვაშოროთ,დავტეხოთ 4 ნაწილად.

პომიდორი დავაბლენდეროთ.

წიწაკა  გრძლად ,ნიორი  და მწვანილები წვრილად დავჭრათ.

პამიდვრის წვენში ჩავყაროთ შაქარი  და მარილი ,ზეთი ჩავასხათ,მოვადუღოთ.

პომიდვრის წვენში ჩავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული,ნიორი,მწვანილი და ვშუშოთ 60 წუთი  შემდეგ დავუმატოთ ნიორი და მწვანილები,ჩავასხათ ძმარი და კვლავ ვშუშოთ 20 -30 წუთი.

მწვანე ლობიო   გადავიტანოთ სუფთა ქილებში,მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

კონსერვი  – მწვანე ლობიოს სალათი ტომატში და ზეთში შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.

 

 

ბულგარული წიწაკა სტაფილოთი- მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ. წითელი   და მწვანე  ბულგარული

1 კგ.პომიდორი

2 ხახვი

2 სტაფილო

40 გრ.ოხრახურში

1 ჭიქა ზეთი

1-2 სუფრის კოვზი ძმარი

5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

25 გრ.მარილი

მომზადების წესები :

გარეცხილ ბულგარულებს თესლი გამოვაცალოთ და თუშფალანგზე დავწრიტოთ.

გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში.შევურიოთ ერთმანეთს და შევაზავოთ მარილით.

პომიდორს კანი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ,ვხარშოთ 15-20 წუთი. შემდეგ პომიდვრის წვენს დავუმატოთ ძმაrი,პილპილი,მარილი ,სურვილისამებრ 40 გრ.წვრილად დაჭრილი ოხრახურში და 10 წუთი კიდევ ვადუღოთ.

ზეთი წამოვადუღოთ,გავაგრილოთ 70 გრადუსამდე და ლიტრიან ქილებში 2 სუფრის კოვზი ჩავასხათ.

ბულგარულები გამოვტენოთ გულსართით,ჩავაწყოთ ქილებში,დავასხათ ცხელი პომიდვრის წვენი და  მდუღარე წყალში 60 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.

 

 

წითელი ბულგარული წიწაკა მწვანილებით – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

2კგ.წითელი ბულგარული

1 ლიტრა წყალი

1 ჭიქა 9% ძმარი

5 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჭიქა შაქარი

2 კოვზი მარილი

თითო ერთკილოიან ქილაზე :

5 შავი წიწაკის მარცვალი

1 სუფრის კოვზი მდოგვის  მარცვალი

2 ტორტი ოხრახურში

2 ტოტი ნიახური

3-4 ნივრის კბილი

მომზადების წესები :

ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ,ყუნწები არ მოვაშოროთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ზეთი და ძმარი, ჩავყაროთ შაქარი და მარილი,მოვადუღოთ მარინადი.

მოდუღებულ მარინადში ჩავყაროთ ბულგარული წიწაკა და მოვწალოთ ყველა მხრიდან 2-2 წუთი. ბულგარული წიწაკა ფერს შეიცვლის.

სუფთა  და სტერილურ ქილებში ჩავყაროთ შავი წიწაკის  და მდოგვის მარცვლები,ფენა-ფენა ჩავაწყოთ ბულგარული წიწაკები და მწვანილები,ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი,გავაპიპინოთ  ქაფქაფა  მარინადის სითხით და იქვე  მოვხუფოთ.ამ წესით დამზადებულ კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია,მაგრამ ზოგიერთი დიასახლისი თავის დაზღვევის მიზნით, ქილებს დამატებით უკეთებს 5 წუთიან სტერილიზაციას .

ბულგარული წიწაკა ბრინჯით “ტურისტის სადილი” – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1,5 კგ.პომიდორი

350 გრ.სტაფილო

350 გრ.ხახვი

3 ცალი ბულგარული

3 კბილი ნიორი

0,5 ჭიქა ბრინჯი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი მარილი

5 დაფნის ფოთოლი

2  სუფრის კოვზი ძმარი

1 ჭიქა ზეთი

მომზადების წესები :

გარეცხილი პომიდორი დავჭრათ კუბებად.

ხახვი დავჭრათ რკალისებურად.

სტაფილო გავხეხოთ.

ბულგარული დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავწრათ წვრილად.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და  პირველ ფენად ჩავაწყოთ პომიდორი,შემდეგ კი დავაწყოთ  სტაფილო, ბულგარული , ხახვი და ნიორი.

ბრინჯი გავრეცხოთ.

ბოსტნეულს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგნით ჩავდოთ ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,მარილი და დაფნის ფოთოლი.ბულგარული წიწაკის სალათი მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე(30-35 წუთი) ბრინჯის მოხარშვამდე.მომზადების პერიოდში კერძს კოვზით არ უნდა მოვურიოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრინჯი ქვემოთ ჩავა და ქვაბის ძირზე მიიწვება.

ბოლოს ჩავასხათ ძმარი.

ბულგარული წიწაკის სალათი ბრინჯით და სტაფილოთი მზად არის!

სალათი ცხე-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,იქვე მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.