ქლიავის წვენი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კგ . მწიფე შავი ქლიავი

50-100 გრ. შაქარი ყოველ ლიტრა წვენზე

სუფთა და სტერილური ქილები 

მომზადების წესები :

ქლიავი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები, ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე .  რომ ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და  ქლიავი ვხარშოთ 5 წუთი. ქაფი არ მოვხადოთ.

ხელის ბლენდეროთ მასა დავაბლენდეროთ, გავატაროთ საწურში.

წვენი თავიდან ჩავასხათ ქვაბში.დაახლოებით გამოგვივა 4 ლიტრა სითხე.

ყოველ ერთ ლიტრა სითხეს შევურიოთ 100 გრამი შაქარი. ჩვენ შემთხვევაში შევურიეთ 400 გრამი. თუ წვენი სქელია, მაშინ გავათხელოთ ცოტა წყლით.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 10 წუთი .პერიოდულად მოვქაფოთ.

ცხელი და ქაფქაფა ქლიავის წვენით გავაპიპინოთ სტერილური ქილა და იქვე მოვხუფოთ.

ქილები გავაგრილოთ  და  შევინახოთ ზამთრისათვის.

ეს წვენი ძალიან გემრიელია!

 

 

ატმისა და შავი ქლიავის კომპოტი

ინგრედიენტები :

4 ატამი და 1 ჭიქა  შავი ქლიავი

2 ლიტრა წყალი

1,5 ჭიქა შაქარი

3 ლიტრინი ქილა

მომზადების წესები :

ხილი გავრეცხოთ.

ატამი დავჭრათ და შავ ქლიავს მოვაცალოთ კურკები. 

სამლიტრიანი ქილა ავავსოთ   ნახევრამდე.

2 ლიტრა წყლით და  1,5  ჭიქა შაქრით მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი  ჩავასხათ  ქილაში, გავაპიპინოთ , დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.

ქილიდან გადმოვასხათ სიროფი და მოვაუღოთ.

ხილს დავასხათ სიროფი, ქილა ბოლომდე გავაპიპინოთ და სწრაფად მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

ინგრედიენტები :

4 ატამი და 1ჭიქა შავი ქლიავი

2 ჭიქა შაქარი

2 ლიტრა წყალი

3 ლიტრიანი ქილები

მომზადების წესები :

ხილი გავრეცხოთ.

ატამი დავჭრათ და შავ ქლიავს მოვაცალოთ კურკები.ილი გავრეცხოთ.

სუფთა, სტერილურ ქილები ნახევრამდე ავავსოთ ხილით.

მოვადუღოთ სიროფი ,ჩავასხათ ქილებში და  ავავსოთ  ბოლომდე, გავაპიპინოთ.

ქილებს თავზე დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.

ქვაბში ჩავასხათ თბილი წყალი, ჩავალაგოთ ქილები. წყალი ავადუღოთ  და ქილებს 10 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია. 2 ლიტრიან ქილით კომპოტს ვუკეთებთ 15 წუთი სტერილიზაციას და 3 ლიტრიან ქილებით  კი 20 წუთი.

ქილა მოვხუფოთ და გადმოვაბრუნოთ ,ისე გავაგრილოთ.

 

 

ატმისა და წითელი ტყემლის კომპოტი

ინგრედიენტები :

4 ატამი და 1 ჭიქა ტყემალი

2 ლიტრა წყალი

2 ჭიქა შაქარი

3 ლიტრინი ქილა

მომზადების წესები :

ხილი გავრეცხოთ.

ატამი დავჭრათ და ტყემალს მოვაცალოთ კურკები. 

სამლიტრიანი ქილა ავავსოთ   ნახევრამდე.

2 ლიტრა წყლით და  2  ჭიქა შაქრით მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი  ჩავასხათ  ქილაში, გავაპიპინოთ , დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.

ქილიდან გადმოვასხათ სიროფი და მოვაუღოთ.

ხილს დავასხათ სიროფი, ქილა ბოლომდე გავაპიპინოთ და სწრაფად მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

ინგრედიენტები :

4 ატამი და 1ჭიქა ტყემალი

2 ჭიქა შაქარი

2 ლიტრა წყალი

3 ლიტრიანი ქილები

მომზადების წესები :

ხილი გავრეცხოთ.

ატამი დავჭრათ და ტყემალს მოვაცალოთ კურკები.

სუფთა, სტერილურ ქილები ნახევრამდე ავავსოთ ხილით.

მოვადუღოთ სიროფი ,ჩავასხათ ქილებში და  ავავსოთ  ბოლომდე, გავაპიპინოთ.

ქილებს თავზე დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.

ქვაბში ჩავასხათ თბილი წყალი, ჩავალაგოთ ქილები. წყალი ავადუღოთ  და ქილებს 10 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია. 2 ლიტრიან ქილით კომპოტს ვუკეთებთ 15 წუთი სტერილიზაციას და 3 ლიტრიან ქილებით  კი 20 წუთი.

ქილა მოვხუფოთ და გადმოვაბრუნოთ ,ისე გავაგრილოთ.

 

 

კომშის წვენი

ინგრედიენტები :

3 კგ.კომში

650 გრ.შაქარი 1 ლიტრა სითხეზე

ვაშლი,კუნელი,ფეიხო სურვილის მიხედვით

მომზადების წესები :

კომშს კანი გავაცალოთ,მოვაშოროთ თესლები,დავჭრათ ნაჭრებად,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ დარბილებამდე.

  კომშს წვენი გადავუწუროთ,შევინახოთ მეორე დღისათვის.

მეორე დღეს წვენი გავზომოთ და თითოეულ ლიტრზე დავამატოთ 650 გრ შაქარი.

წვენი ვადუღოთ შაქართან ერთად,პერიოდულად მოვხაფოთ ქაფი,ჩავასხათ ბოთლებში  და ცხელ წყალში გავუკეთოთ 15 წუთი სტერილიზაცია.ბოთლები მოვხუფოთ.

რჩევა: იგივე წესით შესაძლებელია მოვხარშოთ კომშის და ვაშლის წვენი ერთად.ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კომშს უმატებს  კუნელს ან ფეიხოს.

ატმის ნატურალური წვენი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

3კგ. ატამი

150 გრ  შაქარი  კილოგრამ  ატამზე

900 მლ.  წყალი  კილოგრამ ატამზე

მომზადების წესები :

ხილი გავრეცხოთ, კურკები გამოვუღოთ და ხორცსაკეპში გავატაროთ.

გატარებული ხილი გადავიტანოთ ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე.

წყლისა და შაქრისაგან მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი გავატაროთ 2 ფენა მარლაში.

დარბილებული ხილის ფაფა გავატაროთ საცერში, ხელითაც გავხეხოთ დავუმატოთ  სიროფი და ვადუღოთ დაახლოებით 5-10  წუთი.

წვენი სუფთა  ქილებში ჩავასხათ ,დავახუროთ თავსახური,გავუკეთოთ სტერილიზაცია  და მოვხუფოთ.

ქილები გადმობრუნებული გავაციოთ.

 

 

თეთრი ბლის კომპოტი

ინგრედიენტები :

წყალი – რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად.

შაქარი -350 გრ.ერთ ლიტრა წყალზე.

თეთრი ბალი

მომზადების წესები :

გარეცხილი, გასუფთავებული ,ყუნწმოცლილი  თეთრი ბლებით ავავსოთ 1/4 ნაწილი 3 ლიტრიანი ქილის, დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი,ავავსოთ ბოლომდე ,დავაფაროთ თავსახური და დაველოდოთ გაგრილებას.

ნაყენი გადმოვასხათ ,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფით  ბოლომდე  3 ლიტიანი ქილა ავავსოთ  , გავუკეთოთ 10 წუთი სტერილიზაცია , მოვხუფოთ.ქილები, გადმოვაბრუნოთ და ისე გავაციოთ.შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.

ეს კომპოტი ძალიან გემრიელია!

 

 

 

როგორ გავყინოთ და შევინახოთ გარგარი ზამთრისათვის – 2 განსხვავებული მეთოდი

ინგრედიენტები :

გარგარი

მომზადების წესები :

შევარჩიოთ მწიფე,მაგრამ მკვრივი გარგარი. ნაყოფი  გვარეცხოთ ,გამდინარე წყალში, შემდეგ დავალაგოთ სუფთა ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე და ისე შევამშრალოთ. გარგრის ნაყოფი გავათავისუფლოდ კურკისგან, ერთ ფენად დავალაგოთ და მინუს 18 გრადუსზე გავყინოთ.გაყინული ხილი სპეციალურ კონტეინერში ან ცელოფანში მოვათავსოთ და ისე შევინახოთ.

მომზადების მეორე ვერსია

გადავწიფებული გარგარი გავრეცხოთ,შემდეგ დავალაგოთ სუფთა ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე და ისე შევამშრალოთ. გარგრის ნაყოფი გავათავისუფლოდ კურკისგან, დავაბლენდეროთ ,ჩავასხათ კონტეინერში ან სილიკონის ფორმებში და ისე გავყინოთ მინუს 18 გრადუსზე. სილიკონის ფორმებიდან ამოვიღოთ გაყინული პიურე,ჩავაწყოთ ცელოფანში და ისე შევინახოთ საყინულეში ზამთრისათვის.

რჩევა:

1. ერთხელ გამღვალი პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა არ არის რეკომენდირებული.

2. გარგარი უნდა იყოს ახალი,საღი და ბოლომდე დამწიფებული.

3. გამღვალი პროდუქტი სწრაფად გამოვიყენოთ,არ უნდა დაიტოვოს 2 დღეზე მეტ ხანს მაცივარში.

4. გამღვალი პროდუქტის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული,ამიტომ ხილი  უნდა გაირეცხოს გაყინვამდე.

 

 

მარწყვის მოჰიტო – ზაფხულის ჰიტი ბევრად გემრიელია,ვიდრე ჩვეულებრივი კომპოტი

სამი მარტივი ინგრედიენტი : მარწყვი, პიტნა და ლიმონი – თითქოს ერთმანეთისთვის შეიქმნენ! ეს არის სრულიად ახალი გემო, ინგრედიენტების კარგი  კომბინაცია და უბრალოდ გასაოცარი შედეგი. თუ თქვენ ყოველ ზაფხულს ამზადებთ კომპოტებს ზამთრისათვის,სცადეთ ეს რეცეპტი. ეს არ არის მხოლოდ მარწყვის კომპოტი, არამედ იგი ნამდვილად  მოჰიტოა! ერთდროულად მოხუფეთ  რამდენიმე ქილა – თქვენ არ ინანებთ!

 ერთი 3 ლიტიანი ქილის მოსამზადებლად დაგვჭირდება  შემდეგი ინგრედიენტები :

500 გრ.მარწყვი

1 ტოტი პიტნა

2 ნაჭერი ლიმონი

300 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

სუფთა 3 ლიტრიან ქილაში ჩავაწყოთ მარწყვი,პიტნა და ლიმონის ნაჭრები.

ქილა ავავსოთ მდუღარე წყლით.

ქილა გავაჩეროთ 40 წუთი.

ქილიდან გადმოვასხათ ნაყენი   და ქვაბში ჩავასხათ.

ნაყენში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

მდუღარე სიროფით ისევ ავავსოთ ქილა და გავაპიპინოთ.

მარწყვისგან მომზადებული კერძების რეცეპტები წაიკითხეთ აქ >>

ქილა იქვე მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ,შევახვიოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.

ეს  მარწყვის კომპოტი “მოხიტო “ძალიან გემრიელია.

 

როგორ მოვადუღოთ მარწყვის კომპოტი

ინგრედიენტები :

1 კგ.მარწყვი

800 გრ.შაქარი

1 ლიტრა წყალი

1 ლიტრიანი ქილები

ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

სუფთა,სტერილურ ქილებში 300 -300  გრამი  მარწყვი ჩავყაროთ.

მოვადუღოთ სიროფი ,ჩავასხათ ქილებში და  ავავსოთ  ბოლომდე,გავაპიპინოთ.

ქილებს თავზე დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.

ქვაბში ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავალაგოთ ქილები. ამ ეტაპზე თითო ქილაში  ჩაის კოვზის წვერით ჩავყაროთ ლიმონმჟავა ( 1 გრ.).წყალი ავადუღოთ  და ქილებს 10 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.2 ლიტრიან ქილით კომპოტს ვუკეთებთ 15 წუთი სტერილიზაციას და 3 ლიტრიან ქილებით  კი 20 წუთი.

ქილა მოვხუფოთ და გადმოვაბრუნოთ ,ისე გავაგრილოთ.

მარწყვის კომპოტის მომზადების მეორე ვერსია

მარწყვი

1 ლიტრა წყალი

125 გრ. შაქარი

2 ლიტრინი ქილები

2 გრ.ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ორლიტრიანი ქილა ავავსოთ მარწყვით ნახევრამდე.

1 ლიტრა წყლით და 125 გრ.შაქრის მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი ჩავასხათ ქილაში,გავაპიპინოთ , დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.

ქილიდან გადმოვასხათ სიროფი და მოვაუღოთ.

მარწყვს დავაყაროთ 2 გრ.ლომონმჟავა,დავასხათ სიროფი,ქილა ბოლომდე გავაპიპინოთ და სწრაფად მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

 

 

 

 

შინდის კომპოტი სტერილიზაციის გარეშე

ინგრედიენტები 5 ცალი 3 ლიტრიანი ქილისათვის:

შინდი– 2 კგ

შაქარი – 3კგ

წყალი – 1,5 ლიტრა

მომზადების წესები:

მწიფე შინდს( გადამწიფებული არ გვინდა,რადგანაც კომპოტს აძლევს მუქ ფერს) დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 1 საათი,რომ სიმჟავე გამოუვიდეს.წყალი გადავღვაროთ , შინდი გავრეცხოთ გამდინარე წყალში და დავწრიტოთ.

შინდით ავასოთ ქილების 1/4. ამისათვის დაახლოებით გვჭირდება 400 გრ. შინდი.

ადუღებული წყლით შევავსოთ ქილები.დავაფაროთ  სპეციალური   თავსახური   და გავაჩეროთ 15 წუთი.

ქილებიდან  წყალი ქვაბში გადმოვასხათ.

წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

ცხელი სიროფით ავავსოთ ისევ ქილები,მოვხუფოთ.გადმოვაბრუნოთ , გადავაფაროთ პლედი და ასე გავაგრილოთ.