თხილიანი აჯიკა -გურული სამზარეულო

ინგრედიენტები;

200 გრ.მწარე მწვანე წიწაკა

50 გრ.მწვანე ბულგარული

15 გრ.ნიორი

200 გრ.მაცვლოვანი ქინძი

500 გრ.გარჩეული წიწაკა

20 მლ.ძმარი

გადადუღებული წყალი საჭიროებისამებრ

5 გრ.უცხო სუნელი

5 გრ.ხმელი ქინძი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ქინძს მოვაცალოთ მარცვლები,ყლორტები და ღეროები გადავყაროთ.

ნიორი გავარჩიოთ.

წიწაკა გავრეცხოთ,გამოვაცალოთ თესლები და გავამშრალოთ.

თხილი,ქინძი,ნიორი,წიწაკები გავატაროტ ხორცსაკეპსი,გავათხელოთ ძმრით და წყლით,დავუმატოთ სუნელები და მარილი.

ხრახნიანი მინის ქილა  ბოლომდე შევავსოთ აჯიკით,შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.

 

 

 

ნუტელა ქლიავით ანუ შოკოლადის მურაბა – სასუსნავი ცივი ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

4 კილო შავი შოკოლადი

2 კგ.შაქარი

1 ლიმონის წვენი

160 გრ.კაკაო

300 -400 გრ.ნიგოზი

 

მომზადების წესები:

ქლიავი გავრცხოთ,კურკები გამოვუღოთ,შაქარი დავაყაროთ ,დავაწუროთ ლიმონი და დილამდე დავტოვოთ.

გაზზე  გამანაწილებელი დავდოთ და  დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ქლიავი 15 20 წუთი.შემდეგ გავაციოთ.ასე გავაკეთებთ კიდევ სამჯერ.

ქლიავის ნუთელა დავაბლენდეროთ,დავუმატოთ ვანილი,ნიგოზი ან თხილი ,წამოვდუღოთ და ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში.

რჩევა: ამ წესით მომზადებული ნუთელა კარგად ინახება ზამთრისათვის სტერილიზაციის გარეშე.

ჭარხლის აჯიკა

ინგრედიენტები:

1 კგ.ჭარხალი

1 კგ.სტაფილო

1 კგ.წითელი ბულგარული

300 გრ.ნიორი

1 ლიტრა ზეთი

800 გრ.ტომატ პასტა

1 ჭიქა უცხო სუნელი

1 ჭიქა ხმელი ქინძი

 

მომზადების წესები:

გარეცხილი,გამშრალებული ჭარხალი,სტაფილო, ბულგარული( თესლებგამოცლილი),დარჩეული ნიორი  გავატარეთ ხორცსაკეპში.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ზეთი,გავაცხელოთ,ჩავუშვათ გატარებული ბოსტნეული ,დავუმატოთ ტომატ – პასტა,მოვაყაროთ მარილი,სუნელები და კიდევ ვშუშოთ 20 წუთი.

მიღებული  ჭარხლის აჯიკა  გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

შინდის ჟელე და მარმელადი.

ინგრედიენტები შინდის ჟელესათვის:

500 გრ.შინდი

200 გრ.შაქარი

200 მლ.წყალი

 

 

მომზადების წესები:

შინდი გავრეცხოთ,გადავარჩიოთ ,დავასხათ წყალი და ადუღებიდან 10 წუთი ვხარშოთ.

შინდი გადავწუროთ.წვენისაგან  ვამზადებთ ჟელეს,ხოლო მოხარშული შინდის მარცვლებისაგან მარმელადს ზამთრისათვის.

ჟელეს მოსამზადებლად 100 მლ.წვენს ემატება 80 გრ.შაქარი

აღნიშნული ინგრედიენტებით მე მივიღე 250 მლ.წვენი და დავაყარე 200 გრ.შაქარი და ვადუღებთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი.წარმოიქმნება ქაფი და ვურევთ განუწყვეტლივ კოვზით.

ცხელი ჟელე გადავიტანოთ სტერილურ ქილებში,გაგრილებასთან ერთად იწყებს შესქელებას,მოვხუფოთ და შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.

უგემრიელესიაროოგრც ნაყინთან ერთად ,ასევე პურზე წასასმელად.

მოხარშული შინდის მარცვლებს გავხეხავთ რკინის სახეხზე ან დავაბლენდერებთ.შინდის პიურეს დავაყრით 150 გრ.შაქარს და დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ  12-15 წუთის  განმავლობაში,თან ვურევთ ხის კოვზით – ის კარგად უნდა შესქელდეს.

მარმელადი გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში დაგავაგრილოთ,შემდეგ ამოვსვაროთ შაქარში.

 

 

 

 

 

შინდის კომპოტი სტერილიზაციის გარეშე

ინგრედიენტები 5 ცალი 3 ლიტირანი ქილისათვის:

შინდი– 2 კგ

შაქარი – 3კგ

წყალი – 1,5 ლიტრა

მომზადების წესები:

მწიფე შინდს( გადამწიფებული არ გვინდა,რადგანაც კომპოტს აძლევს მუქ ფერს) დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 1 საათი,რომ სიმჟავე გამოუვიდეს.წყალი გადავღვაროთ , შინდი გავრეცხოთ გამდინარე წყალში და დავწრიტოთ.

შინდით ავასოთ ქილების 1/4 ,ამისათვის დაახლოებით გვჭირდება 400 გრ.

ადუღებული წყლით შევავსოთ ქილები.დავაფაროთ  სპეციალური   თავსახური   და გავაჩეროთ 15 წუთი.

ქილებიდან  წყალი ქვაბში გადმოვასხათ.

წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.ცხელი სიროფით ავავსოთ ისევ ქილები,მოვხუფოთ.გადმოვაბრუნოთ და გადავაფაროთ პლედი.

კაკლის მურაბა – ბებიების რეცეპტი

ინგრედიენტები:

1 კგ. კირში გამოყვანილი კაკალი

1 ლიმონი

2 კგ.შაქარი

10 მიხაკის ბუტკო სურვილისამებრ

2 დარიჩინის ჯოხი სურვილისამებრ

კირში გამოყვანილი კაკლები დავჩხვლიტოთ,ჩავყართ მომინანქრებულ  ქვაბში ,დავასხათ ცივი წყალი და 4 დღე – ღამე . გავაჩეროთ.დღეში 2-3 ჯერ გამოვუცვალოთ წყალი.

მე-5 დღეს  ქვაბში ბლომად ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ კაკლები და ვხარშოთ 15 წუთი.წყალი გადავღვაროთ,კაკლები ამოვიღოთ და შევაშროთ.

მოვხარშოთ სიროფი,ჩავყაროთ კაკლები,ლიმონი,მიხაკის ბუტკოები და დარიჩინის ჯოხი,თუ სურვილი გვაქვს,მივიყვანთ ადუღებამდე და გავაჩეროთ ერთი დღე და ღამე.ასე გავაკეთებთ 3 ჯერ.ბოლოჯერზე ვხარშოთ კაკლები მანამ,სანამ კარგად არ დარბილდება.გადავიტანოთ სტერილურ ქილებში კაკლის მურაბა და მოვხუფოთ.

 

 

 

გარგლის კომპოტი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

3 კგ.  გარგარი

2,5 კგ. .შაქარი

წყალი,რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად.

გარგარი გავრეცხოთ,მოვაშოროთ კურკა.

3 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ გარგარი, დავასხათ ცხელი წყალი,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაცივებამდე.

ქილებიდან ნაყენი გადმოვასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. ქაფქაფა სიროფით ავავსოთ ისევ ქილები და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ. ქილები გადმოვაბრუნოთ და ასე გავაგრილოთ.

მაყვლის მურაბა – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

1 კგ  მწიფე მაყვალი
1 კგ შაქარი
120 გრამი მაყვალის ფოთლები
5 გრამი ლიმონის მჟავა
2 ჭიქა წყალი

პირველ რიგში, მაყვლის ფოთლები გავრეცხოთ,დავასხათ ორი ჭიქა წყალი, დაბალ ცეცხლზე  20-25 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ.

1 ჭიქა ნახარში ჩავასხათ იმ ქვაბში,რომელშიც ვამზადებთ მურაბას,დავუმატოთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ სიროფი.

მდუღარე  სიროფში ჩავაროთ მომზადებული მაყვალი,დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 2 საათი . შემდეგ დავუმატოთ ლიმონმჟავა და  მოვხარშოთ 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე.მურაბა გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

მაყვლის კომპოტი -მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

მაყვალი

350 გრ.შაქარი 1 ლიტრა წყალზე

წყალი – რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად

 

2 ლიტრიანი ბანკის 1/4 ნაწილი ავავსოთ მაყვლით,დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი,ავავსოთ ბოლომდე ,დავაფაროთ თავსახური და დაველოდოთ გაგრილებას.

ნაყენი გადმოვასხათ ,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფით  ბოლომდე  2 ლიტიანი ქილა ავავსოთ  , გავუკეთოთ 10 წუთი სტერილიზაცია , მოვხუფოთ.ქილები, გადმოვაბრუნოთ და ისე გავაციოთ.შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.

ქლიავის კომპოტი

ინგრედიენტები:

წყალი – რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად.

შაქარი -350 გრ.ერთ ლიტრა წყალზე.

ქლიავი

 

გარეცხილი, გასუფთავებული ,კურკაგამოცლილი ქლიავით ავავსოთ 1/4 ნაწილი 3 ლიტრიანი ქილის,დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი,ავავსოთ ბოლომდე ,დავაფაროთ თავსახური და დაველოდოთ გაგრილებას.

ნაყენი გადმოვასხათ ,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფით  ბოლომდე  3 ლიტიანი ქილა ავავსოთ  , გავუკეთოთ 10 წუთი სტერილიზაცია , მოვხუფოთ.ქილები, გადმოვაბრუნოთ და ისე გავაციოთ.შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.