ინგრედიენტები:
10 -12 ცალი ლაზანიას ფირფიტა
800-1000 გრ. ხორცის ფარში
2-3 თავი ხახვი
2 ც სტაფილო
3-4 კბ ნიორი
500 – 700 მოცარელა
70 გრ. პარმეზანი
600 მლ პომიდორი გახეხილი
1 ლ. რძე
150 -200 გრ. ფქვილი
100 გრ. კარაქი
შავი პილპილი
ორეგანო .თეთრი ღვინო.
მუსკატის კაკალი დაფქვული
მომზადების წესები :
წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვშუშოთ,დავუმატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა.
ცოტა ხნის შემდეგ დავუმატოთ ფარში და დაბალ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ.
მოშუშულ ფარშს დავუმატოთ პომიდორი , თეთრი ღვინო , პილპილი ,ორეგანო და დაბალ ცეცხლზე
მოვშუშოთ კარგად ( რაც უფრო დიდხანს იშუშება სოუსი უფრო უკეთესია ).
ინგრედიენტები ბეშამელის სოუსისათვის :
800-1000 ლ. რძე
100 გრ. კარაქი
150- 200 ფქვილი
მუსკატის კაკალი
პილპილი
მარილი
მომზადების წესები ;
კარაქი სქელძირიან ქვაბში გავადნოთ.
500 მ ლ რძე და ფქვილი დავაბლენდერეთ . დავუმატოთ დამდნარი კარაქი და განუწყვეტლივ ვურიოთ, დარჩენილი რძით შევავსოთ
და მუსკატის კაკალით( გახეხილი). პილპილითა და მარილით შევზავოთ.
ფორმას მოვასხათ ცოტა ბეშამელი ,დავალაგოთ ლაზანიას ფირფიტები ფენებად.ფენებს შორის გადავანაწილოთ ხორციანი სოუსი,მოვასხათ ბეშამელი და ლაზანიას აწყობა დავამთავროთ ფირფიტით.ზემოდან მოვაყროთ ჯერ მოცარელა და დავახეხოთ პარმეზანი.
ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში 20-25 წუთი 180-200 გრადუსზე.
ბოლოს მოვაძროთ ფოლგა და ზემოდან დავბრაწოთ.