შემწვარი ხინკალი -თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები:

მოხარშული ხინკლები

კარაქი შესაწვავად

 

მომზადების წესები:

მოხარშული ხინკლები შევამშრალოთ და შევწვათ ზეთში ან კარაქში ტაფაზე ყველა მხრიდან ოქროსფერის მირებამდე.

 

ქლიავის კექსი ქარისა და თეთრი შოკოლადის განაშით

ინგრედიენტები:

ფქვილი 200 გრ

ყავისფერი შაქარი 200 გრ

ქლიავი 6 ცალი

კვერცხი 4 ცალი

მასკარპონე ყველი 100 გრ

კარაქი 50 გრ

მწიკვი მარილი

გამაფხვიერებელი 1 ს.კოვზი

არაყი 1 ს.კოვზი

მწიკვი მარილი

 

თეთრი შოკოლადის განაში ქარით

თეთრი შოკოლადი  200 გრ.

ნაღები 35% 200 მლ

ქარის სუნელი 1 ჩ.კოვზი

 

კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.

კვერცხისა  და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი,შევათქვიფოთ კარაქი,მასკარპონე,შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და დავუმატოთ არაყი.

2 ქლიავი გავჭრათ ოთხად,შევურიოთ ცომში .

4 ცალი ქლიავი კი დავჭრათ თხელ რგოლებად და დავალაგოთ ფორმის ძირში,ზემოდან დავასხათ ცომი. ქლიავის კექსი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გამომცხვარი კექსი დავჭრათ ნაჭრებად და გადავასხათ  სოკოლადის განაში ქარით.

ცხელ ნაღებში ჩავყაროთ დატეხილი თეთრი  შოკოლადის ფილა.შოკოლადი ნაღებში გადნება და დავუმატოთ ინდური ქარის სუნელი.

 

წყარო: იუთუბი, გადაცემა გურმანია 2016 წელი.

ღვინის ნაყინი – საოცარი დესერტი

ინგრედიენტები:

3 კვერცხი

0,5 ჭიქა ნაღები

4-5 ს.კოვზი შაქარის პუდრა

6-7 კოვზი ღვინო ხვანჭკარა

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ,დავუმატოთ ღვინო,შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელაბამდე.

ცალ -ცალკე  ამოვიყვანოთ ნაღები და კვერცხის ცილა.

შესქელებული კვერცხის  მასა ჯერ შევურიოთ ნაღებში,შემდეგ კი დავუმატოთ კვერცხის ცილა.ნაყინის მასა გადავიტანოთ ჭურჭელში,დავახუროთ თავსახური და შევდოთ საყინულეში .ყოველ  საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 4 საათში ნაყინი მზად არის.

გარგლის ჯემი ყავის,ფოთოხლისა და დარიჩინის არომატით

გარგლის ჯემი ფორთოხლის არომატით

ინგრედიენტები:

1კგ გარგარი

2 ფორთოხალი

1 კგ.შაქარი

 

გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკეპში.

ფორთოხალი გავჭრათ 4 ნაწილად,გამოვუღოთ კურკები და ქერქიანად გავატაროთ ხორცსაკეპში.

გარგარი,ფოთოხალი და შაქარი საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 15 წუთი მომინანქრებულ ქვაბში.ჯემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.ასე მოვიქცევით 4-ჯერ. დუღილის პერიოდში წარმოიქმნება ქაფი,რომელსაც მოვქაფავთ.მეხუთეჯერ ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილაში,მოვხუფოთ,შევფუთოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.

გარგლის ჯემი ყავის არომატით

1 კგ.გარგარი

500 გრ.შაქარი

5 ს.კოვზი დაფქული ყავა

2 ს.კოვზი უნალექო ყავა

1 ლიმონი

1 შეკვრა ვანილი

გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკეპში.

ლიმონიდან წვენი გამოვწუროთ.

დაფქული და უნალექო ყავა მოვათავსოთ 4 ფენა მარლაში , გავკვანზოთ და გავაკეთოთ ტომარა.პატარ ტომარა  ჩავდოთ ლიმონის წვენში.

გატარებული გარგარი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში,ჩავდოთ შიგნით ლიმონის წვენში დასველებული ტომარა,ჩავასხათ თვით ლიმონის წვენი და ვადუღოთ 15 წუთი.ჯემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.ასე მოვიქცევით 4-ჯერ. დუღილის პერიოდში წარმოიქმნება ქაფი,რომელსაც მოვქაფავთ,ბოლოს კი დავუმატოთ შაქრიანი ვანილი

მეხუთეჯერ ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილაში,მოვხუფოთ,შევფუთოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.მოვხუფოთ და შევინახოთ ზამთისათვის.

ან  ჯემი გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ

გარგლის ჯემი დარიჩინის არომატით

1 კგ გარგარი

1 დარიჩინის ჯოხი

600 გრ.შაქარი

1/3 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი

200 გრ.ნიგოზი

1 ლიმონი

გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკპში.

ლიმონი ქერქიანად გავატაროთ ხორცსაკეპში.

გარგარი,შაქარი,ლიმონი,დარიჩინის ჯოხი,ქეცგაცლილი და დაჭრილი ნიგოზი მოვათავსოთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 15 წუთი.

ჯემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.ასე მოვიქცევით 4-ჯერ. დუღილის პერიოდში წარმოიქმნება ქაფი,რომელსაც მოვქაფავთ,ბოლოს კი დავუმატოთ შაქრიანი ვანილი.არ დაგვავიწყდეს დარიჩინის ჯოხის ამოღება

მეხუთეჯერ ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილაში,მოვხუფოთ,შევფუთოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.

საქონლის ჩალაღაჯი ბროწეულის სოუსით, სტაფილოს პიურე

ინგრედიენტები;

საქონლის ჩალაღაჯი(სტრიპლოინი)

20 გრ.ზეთი

მარილი,პილპილი გემოვნებით

ბროწეულის სოუსი:

1 ცალი დიდი ზომის ბროწეული

1 კბილი ნიორი

20 მლ შავი ბალზამიკო

1/4 თავი ხახვი

1 ს/კ შაქარი

მარილი ,პილპილი გემოვნებით

სტაფილოს პიურე:

2 ცალი სტაფილი

30 მლ.ნაღები

პილპილი,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები;

კარგად მოხარშული სტაფილო მოვათავსოთ თასში,ნაღები დავასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ და ჩავწყლიტოთ.

ტაფაზე ბროწეულის მარცვლები,წვრილად დაჭრილი ხახვი,ორად გაჭრილი ნივრის კბილი  მოვათავსოთ ,ბალზამიკო მოვასხათ,მარილი,პილპილი მოვაყაროთ ,გადავიტანოთ შეკაზმულ  სტაფილოში და სოუსი ვადუღოთ ცოტა ხნით დაბალ ცეცხლზე.

საქონლის ჩალაღაჯს ორივე მხრიდან მარილი და პილპილი  მოვაყაროთ .

ტაფაზე ზეთი დავასხათ და კარგად გავახუროთ.სტრიპლოინი ორივე მხრიდან 3-3 წუთი შევწვათ და შემდეგ გამოვაცხოთ ღუმელში.

თეფშზე გადავიტანოთ სტაფილოს პიურე და სტრიპლოინი.მოვასხათ პროწეულის სოუსი.გემრიელად მიირთვით.

 

 

წყარო: იუთუბი,გადაცემა გურმანია,26 მაისი 2015 წელი

 

 

 

 

ნიგვზით ფარშირებული კალმახი ქართულად

ინგრედიენტები:

კალმახი

2-3 კბილი ნიორი

1/2 მწვანე მწარე წიწაკა

ზეითუნის ზეთი

მწვანილი

მარილი

ლიმონი

ბროწეულის მარცვლები

 

პასტისათვის:

ნიგოზი

2 კბილი ნიორი

ხმელი სუნელი

წყალი

მომზადების წესები:

მოვამზადოთ ნიგვზის პასტა:ნიგოზი , ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში.ნარევს  შევურიოთ ხმელი სუნელი,წყალი დავუმატოთ და მივცეთ პასტის კონსისტენცია.

კალმახი გავასუფთავოთ,გამოვშიგნოთ,გავრეცხოთ,გავამშრალოთ.კალმახს შიგნითა ზედაპირზე  მოვაყარო მარილი და წავუსვათ ნიგვზის პასტა.

თევზის მუცელი   ამოვავსოთ ქინძის ტოტებით,ნივრითა და წიწაკით, ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ, მოვასხათ ლიმონის წვენი.

ზემოდან თევზი  დავსეროთ ,მოვაპკუროთ ლიმონის წვენი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი .

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ზეთი.

გადავიტანოთ კალმახი ღუმელის ტაფაზე,შევწვათ 15 წუთი 200 გრადუსზე.

შემწვარ თევზს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

 

  

 

 

 

წყარო :იუთუბი,ავტორი შეფ-მზარეული რევაზ თეიმურაზოვი.http://www.aif.ru/food/master/chesnok.

 

გებჟალია-მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე

500 გრ.სულგუნი

100 გრ.არაჟანი

200 გრ.ნადუღი

1 პატარა კონა პიტნა

ბროწეულის მარცვლები

მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

პიტნის შიგთავსის მომზადება;

ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად;

რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .

სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.

მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვანი მასა.

სულგუნის ცომი სველ  ხის დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ  და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .

სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით  და გავაციოთ.

რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ  სოუსში.

 

სოუსის მომზადება:

ნადუღი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ არაჟანი,თვალზომით პიტნის გულსართი(დაახლოებით 2 ჩ.კოვზი),მარილი,ყველის ნახარში.

ნარევი აუცილებლად დავაბლენდეროთ(ნადუღის კოშტები არ იგრძნობოდეს).

სოუსი დავასხათ გებჟალიას ნაჭრებს და მოვრთოთ პიტნით,ბროწეულის მარცვლებით

 

 

 

ელარჯის სნექი ნიგვზიანი ბროწეულის სოუსით – თანამედროვე მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

ღერღილი 1 კგ

სულგუნი ან ჭყინტი ყველი 1 კგ

წყალი 1.5 მლ

ყველი პარმეზანი 200 გრ

ზეთი 300 მლ

 

ბროწეულის სოუსი:

ნიგოზი 100 გრ

ბროწეულის წვენი 100 მლ

ნიორი 2 კბ

უცხო სუნელი 10 გრ

წითელი წიწაკა 5-10 გრ

ყვითელი ყვავილი  10 გრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ცხელი ელარჯი გადმოვიღთ თეფშზე და გავაციოთ.

გაციებული ელარჯი დავჭრათ კუბებად.

ყველი პარმეზანი სახეხზე გავხეხოთ .

300 მლ ზეთი ღრმა  ტაფაში გავახუროთ .

ელარჯის კუბები ამოვსვაროთ გახეხილ პარმეზანში და შევწვათ ყველა მხრიდან ზეთში.

სოუსის მომზადება:

ნიგოზი ,სუნელები,მარილი და ნიორი დავაბლენდეროთ.სოუსს დავუმატოთ ბროწეულის წვენი.

თუ უფრო თხელი სოუსის მიღება გსურთ ,გაზარდეთ ბროწეულის წვენის რაოდენობა.

 

 

 

წყარო:იუთუბი.გადაცემა გურმანია,2015 წელი

 

 

ყველის წვნიანი ქართულად

ყველის წვნიანი მომზადებული ქართულად ძალიან გემრიელია და სასარგებლოა,როგორც მოზრდილებისათვის,ასევე  ბავშვებისათვის.

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე

500 გრ.სულგუნი

100 გრ.არაჟანი

200 გრ.ნადუღი

1 პატარა კონა პიტნა

2 პატარა თავი ხახვი

4 .კოვზი ბრინჯი

მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

 

პიტნის შიგთავსის მომზადება;

ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად.

არაჟანი და ნადუღი ერთმანეთს შევურიოთ და  შევკაზმოთ  დანაყილი პიტნით.

რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .

სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.

რძეს მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , ყველის ნაჭრები  შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვან მასას .

სულგუნის ცომი სველ  ხის დაფაზე 1 სმის სისქეზე გავაბრტყელოთ  და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .

სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით  და გავაციოთ.სულგუნის რულეტი დავჭრათ,

ხახვი დავჭრათ წვრილად და ერბოში  ოდნავ მოვშუშოთ.ყველის ნახარშში მოვხარშოთ ბრინჯი,ჩავამატოთ მოშუშული ხახვი,წვრილად დაჭრილი

ქინძი,პიტნა,წიწაკა(თუ ბავშვებისთვის ვამზადებთ წიწაკა არ დავუმატოთ).ჩავაწყოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი გებჟალიას რულეტი ,

ერთი წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მარილი კერძს საჭიროების მიხედვით დავამატოთ,რადგანაც ყველის მასა ისედაც მარილიანია.